ესპანეთში საქართველოს ელჩი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

© AFP 2024 / PIERRE-PHILIPPE MARCOU ესპანეთის მეფეს ფელიპე VI
 ესპანეთის მეფეს ფელიპე VI - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2025
გამოწერა
ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე ჭკუასელი ერთი თვის წინ დაინიშნა.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში 30 აპრილს გაიმართა.
„ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და ესპანეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მეფემ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს თავისი მანდატის განხორციელებაში.
თავის მხრივ, ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა დაადასტურა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი და მზაობა.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე ჭკუასელი ერთი თვის წინ დაინიშნა.
როგორც მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, ალექსანდრე ჭკუასელი 2003 წლიდან საგარეო უწყებაში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. ის იყო ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ყველა ახალი ამბავი
0