https://sputnik-georgia.com/20260119/kobaxidzem-espanel-xalxs-miusamzimra-296707051.html
ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა: კობახიძე ესპანეთში მომხდარ ტრაგედიაზე
ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა: კობახიძე ესპანეთში მომხდარ ტრაგედიაზე
Sputnik საქართველო
ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს დღეს მოხდა - ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 39 და დაშავებულია 152 ადამიანი. 19.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-19T16:29+0400
2026-01-19T16:29+0400
2026-01-19T16:29+0400
საქართველო
ესპანეთი
შემთხვევები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს დღეს მოხდა - ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 39 და დაშავებულია 152 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ესპანეთი , შემთხვევები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, ესპანეთი , შემთხვევები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა: კობახიძე ესპანეთში მომხდარ ტრაგედიაზე
ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს დღეს მოხდა - ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 39 და დაშავებულია 152 ადამიანი.
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს დღეს მოხდა - ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 39 და დაშავებულია 152 ადამიანი.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში რკინიგზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.
შემთხვევის შემდეგ მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.