ილია თოფურია: „მე დავბრუნდი“

© Rustavi City Hallილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
ილიამ ბოლო სამედიცინო შემოწმება გაიარა და მომდევნო ბრძოლისთვის მზადაა
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. ესპანეთის სახელით მოასპარეზე UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში ოქტაგონზე ოფიციალურად დაბრუნდა
29 წლის ილია თოფურიამ UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში 37 წლის ამერიკელ გეიჯისთან მის კარიერაში პირველი მარცხი განიცადა - ტურნირი UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა
„საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ მასხარას, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამოწერილად მთვლიდა, აი, აქ ვარ. ახლა მაინც ვნახავთ, ვის აღმოაჩნდება რეალური ძალა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის“, – დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.
მან ასევე განაცხადა, რომ მომდევნო ბრძოლის წინ აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რომ ჯასტინ გეიჯის ხელთათმანები შეუმოწმონ, რათა „ზედ რაიმე უცნაური არ წაისვას“.
ბრძოლა მეოთხე რაუნდის შემდეგ გააჩერეს. ტურნირის შემდეგ თოფურია თეთრი სახლიდან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მას მძიმე ორთაბრძოლის შემდეგ ორივე ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა ჰქონდა.
ილია თოფურია გეიჯისთან ბრძოლამდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელი იყო, მას ზედიზედ 17 ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული. ქართველი UFC-ის ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი აქვთ მოპოვებული. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0