https://sputnik-georgia.com/20220131/amerikelebi-mokavsireebs-zarcvaven-264025753.html
ევროპის მოტაცება: ამერიკელები მოკავშირეებს ძარცვავენ
ევროპის მოტაცება: ამერიკელები მოკავშირეებს ძარცვავენ
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 31.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-31T17:00+0400
2022-01-31T17:00+0400
2023-07-20T15:54+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
ევროკავშირი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226550_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_6e249894e8df3024575bd4701a1b0f57.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვააღმოსავლეთ ევროპის რუკისთვის მწუხარე სახით მომზირალ ბორის ჯონსონს შეუძლია Ты ж мени пидманула, ты ж мени пидвела იმღეროს. არა, რუსეთი ისევ არ მივიდა ომში. უფრო მეტიც, უკრაინამაც კი пидвела.ვოლოდიმირ ზელენსკი აღელდა, აიწურა, ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა, სთხოვა, არ დაძაბოს ვითარება, აცნობა, რომ სინამდვილეში უკრაინაში არავინ იჭრება. მოკლედ, უმაღლეს დონეზე გაითამაშა თავისი ძველი კომედიური სკეტჩი „ლიონია ომში მიდის“, რომელშიც მეფე ლეონიდე, რაღა თქმა უნდა, არანაირ ომში არ მიდის — შინ რჩება, დედასთან.მაგრამ გასაკვირი ამბავია — აშშ-ში პროპაგანდამ ეს ყოველივე ვერც კი შენიშნა. მათ იდუმალ საინფორმაციო სივრცეში, რომელიც უკვე დიდი ხანია, რეალობას მოსწყდა, რუსეთი უკრაინას სადღაც გასული წლის სექტემბრიდან ეომება. უკვე ნახევარი წელია, რაც რუსეთი იჭრება და ვერ იჭრება. უკრაინაც სულ ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგება. ამასობაში კი ამერიკა პირველს აკავებს, მეორეს კი მხარს უჭერს. და ასე დაუსრულებლად.აშშ-ის „მილიტარისტული პროპაგანდის გაღვივებით“ ჯერ კიდევ საბჭოთა ამერიკანისტები იყვნენ გაოცებული. პარტნიორებს მაშინაც დიდებულად ეხერხებოდათ ისტერიკის მოწყობა. ამ პარამეტრით ჩვენ მათთან მარცხისთვის ვართ განწირულები. მაგრამ დღევანდელი ამერიკული გონის დაბინდვა განსაცვიფრებელი უალტერნატივობით გამოირჩევა. სად გაქრნენ პაციფისტები, მშვიდობისთვის ურიცხვი მებრძოლები — ნუთუ ყველასთვის სულ ერთია?მხოლოდ Fox News-ზე თუ შეიძლება მოისმინოთ გაფრთხილება „ოღონდ ომი არ იყოს“ სტილში. თუმცა ამერიკული დემშიზა უკვე ლინჩის წესით დასჯით ემუქრება წამყვან ტაკერ კარლსონს იმისთვის, რომ ის ყველას ცოტათი დამშვიდებას ცდილობს.ამასობაში კი ვითარება იმაზე საშიშად გამოიყურება, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. მაგრამ ამერიკული და ბრიტანული მასმედიის შეხმატკბილებული გუნდი გონების ნებისმიერ ხმას, მსოფლიოს უფსკრულის კიდიდან გაწევის ნებისმიერ მცდელობას ახშობს. საიდან ასეთი სიჯიუტე?საქმე ისაა, რომ ამ შთამბეჭდავი ისტერიკის საფარქვეშ ძალიან დიდი ფული კეთდება. ფულს კი, როგორც ცნობილია, სიჩუმე უყვარს. ამიტომ უსინდისო მასმედია უკრაინის შესახებ ხმაურობს, იმათზე კი, ვინც ამ თემაზე ფულს შოულობს, კრინტსაც არ ძრავს.ომი სადღაც იქ, ქვეყნის დასალიერში — ეს ამერიკელი მეწარმეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოკვების იდეალური მეთოდია. ავიღოთ თუნდაც ავღანეთი. მხოლოდ ოფიციალურად ამ უფსკრულში ტრილიონი დოლარი ჩაიყარა. თავად ამერიკელებისავე შეფასებით, აქედან მრავალტანჯულ ავღანელებამდე მხოლოდ 3-4% მივიდა. დანარჩენი პანტაგონელი მეიჯარეების ჯიბეებში დაილექა.თუმცა რეალურ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა აუცილებელი სულაც არ არის. ფულის შოვნა და გაყოფა უფრო მარტივადაც შეიძლება. ოლიგარქებს დაქვემდებარებული მედია რუსეთის აგრესიაზე ხმაურს იწყებს. პენტაგონი ბიუჯეტს ზრდის. ოლიგარქები, მეიჯარეების სახით, ბიუჯეტის მილიარდებს ითვისებენ.11 სექტემბრის შემდეგ ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ ფართო ბიზნესი წამოიწყო კერძო მეიჯარეებთან. დღეს სახელმწიფო სამხედრო დაკვეთებისთვის თანამედროვეობის ყველაზე მოწინავე კომპანიები იბრძვიან. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მათ წარმატებით აითვისეს თითქმის 4,5 ტრილიონი დოლარი.პენტაგონის ფულით შექმნილი სილიკონის ველი დღესაც იქიდან იღებს მრავალმილიარდიან ფინანსურ გადასხმებს. ეს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის არიან IT-კომპანიები — უანგარო სამეცნიერო ძიების, დამოუკიდებლობისა და პროგრესის სიმბოლო. რეალურად კი ისინი ერთგულად ემსახურებიან ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და დაზვერვას. ეს მათი შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.Google-ის მფლობელი ერიკ შმიდტი უკვე ათ წელზე მეტია, რაც ამერიკელ სამხედროებზე ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე წარმოებულ სხვადასხვა ვუნდერვაფებს ჰყიდის. Palantir-ი მონტაჟის, დამშავებისა და განაწილების ავტომატიზირებულ სისტემას აწარმოებს ამერიკელი სამხედროებისთვის. Microsoft ჯარს დამატებითი რეალობის მოწყობილობებს აწვდის.სულ ახლახან IT-გიგანტები ერთმანეთს პენტაგონის მრავალმილიარდიანი კონტრაქტისთვის შეეჯახნენ, რომელიც ღრუბლოვანი მონაცემების შენახვას ითვალისწინებს. გაიმარჯვა Microsoft-მა, მაგრამ Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი ამას არ დაეთანხმა და სასამართლოში წასვლას აპირებს. ცოტა ხომ არაა — ფსონზე 10 მილიარდი დოლარი დევს.გასაკვირი არაა, რომ IT-ოლიგარქების კუთვნილი ყველა სოცქსელი, მედიასაშუალება და პლატფორმა დაუღლელად უჭედავს თავში ობივატელს იდეას აგრესიული რუსეთის შესახებ, რომელიც გამუდმებით სადღაც იჭრება. ეს საინფორმაციო ხმაური თუ ჩაცხრა, ოლიგარქებს ბაგას მოაშორებენ.„არ ვიცი, რას ეძახით მანდ ჩვენს კონფლიქტს ჩინეთთან და რუსეთთან... მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მათთან ომის მდგომარეობაში ვართ“, — სიამოვნებით აღნიშნა მაიკლ ბრაუნმა, სილიკონის ველის ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად პენტაგონის თავდაცვითი ინოვაციების ქვედანაყოფის დირექტორმა.რუსეთისა და უკრაინის ვირტუალური ომი — ეს ამერიკის ეკონომიკის ხსნის ნატურალური საშუალებაა. იანვარში ჩვენ თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული ტანკერების ეპიკური განთავსება ვიხილეთ. თავდაპირველად მათ გაზი აზიაში მიჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ევროპისკენ გადაუხვიეს. დღეს ევროკავშირის აკვატორიაში თხევადი გაზის თითქმის სამჯერ მეტი ტანკერი დგას, ვიდრე ერთი წლის წინ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამას ევროპელების ენერგეტიკული კრიზისისგან გადარჩენად წარმოადგენს.მაგრამ ევროპელებს ამ გაზისთვის უზარმაზარი ფულის გადახდა მოუწევთ. ამერიკელები მათ უბრალოდ ბრწყინვალედ ძარცვავენ. ნახეთ, როგორ საოცრად გაიზარდა თხევადი გაზის უდიდესი ამერიკელი მიმწოდებლის Cheniere-ს მოგება: 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ორზე მეტჯერ.შტატებისთვის კი როგორ ხელსაყრელია ნავთობსა და გაზზე ფასების გაცოფებით ზრდა?! ორიოდე თვის წინ ბაიდენის ადმინისტრაციამ, მიაფურთხა რა მწვანე დღის წესრიგს, ისტორიაში უდიდესი აუქციონი დაამტკიცა მექსიკის ყურეში ახალი ჭაბურღილების ბურღვაზე. ასეთი მასშტაბით იქ ნავთობმოპოვება არასდროს გაზრდილა, ამის პარალელურად კი ამერიკელები ევროპელ ინტელიგენტებს თავგზას ურევენ გლობალური დათბობით და აიძულებენ ქარის სადგურებზე გადავიდნენ. სწორია, ამერიკული ნახშირწყალბადები ვიღაცამ ხომ უნდა შეიძინოს — მსოფლიოში ყველაზე სუფთა და დემოკრატიული.მაგრამ საქმე ამით არ დამთავრდება. ევროპული ბიზნესი უკვე კოტრდება, ვერ უძლებს რა ენერგომატარებლებზე გიჟურ ფასებს. სწორედ ამერიკელები შეიძენენ მათგან ყველაზე პერსპექტიულს — მათ უკვე დაიწყეს ამის გაკეთება ბრიტანეთში. იქ ისინი ელექტროენერგიის მიმწოდებლებსა და სასუქის ქარხნებს ყიდულობენ.მაგალითად, წამყვანმა ამერიკულმა კორპორაცია CF Industries-მა ინგლისში ერთდროულად სასუქის ორი ქარხანა შეიძინა. ერთი მყისიერად დახურა — როგორც კონკურენტი, მეორე კი გახსნა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობა მას დიდ ფულს დაჰპირდა.ეს ყველაფერი ძალიან მომგებიანი შენაძენებია. ელექტროენერგიას უკვე ოქროს ფასი დაედო. სასუქების ფასები სასტიკი ტემპით იზრდება. ანალიტიკოსები საკვებზე ფასების დიდ ზრდას ვარაუდობენ.რუსები და უკრაინელები ფიქრობენ, რომ მათ ომში ითრევენ. თუმცა ნამდვილი ბრძოლა, რომელიც მათ მხოლოდ ირიბად ეხება, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ამერიკის ეკონომიკური ომია მის მეგობრებთან — ევროპელ მოკავშირეებთან. აშშ დაუნდობლად ანადგურებს ევროპულ ინდუსტრიას და ევროკავშირის მოქალაქეებს შიმშილის რაციონით ემუქრება. და ეს ყველაფერი ენერგომატარებლების მათ მიერვე შექმნილი დეფიციტის გამო.ევროპა ჯერჯერობით უკრაინასა და რუსეთს შორის შეუმდგარი ომის მთავარი მსხვერპლია. ის ფაქტი, რომ ამერიკელები სასტიკად სჯიან თავიანთ ვასალებს, სრულიად გულწრფელად აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ტეხასის ქალაქ კორნოში გამართულ მიტინგზე მან ევროპა იმაში დაადანაშაულა, რომ შეერთებულ შტატებს „იყენებს“, არ იხდის გადასახადებს, მოქმედებს პრინციპით „სულელმა ამერიკელებმა იმუშაონ ჩვენთვის“. და ამერიკელებიც უკრაინაში კონფლიქტს უწყობენ ხელს, რათა რუსული გაზი გადაკეტონ და პასუხი გასცენ თავიანთ მოსისხლე კონტინენტელ მეგობრებს. ვერაფერს იტყვი, მაღალი ურთიერთობებია!მაგრამ რა უშლის ხელს, ვთქვათ, გერმანიის მოქალაქეებს, გავიდნენ ბუნდესტაგის წინ მოედანზე, მიმართონ თავიანთ ხელმძღვანელობას და თქვან: „მოდით, meine damen und herren, ბოლოს და ბოლოს, შევწყვიტოთ ამერიკელი ბატონების მოსმენა. ჩვენ გვცივა და ჭამა გვინდა. ჩართეთ რა „ჩრდილოეთის ნაკადი“?სწორედ აქ იწყება ველური ყვირილი რუსული „შეჭრის“ შესახებ. ეს არის ერთადერთი საბაბი, რომელიც არ იძლევა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების საშუალებას. რადგან გაზი გონივრულ ფასებში ევროკავშირს ძლიერ კონკურენტად აქცევს შტატებისთვის. ამერიკელებს ეს არ სჭირდებათ, სამართლიან კონკურენციას ვერ გაუძლებენ.მათ სურთ ევროპა ისეთ სრულ სიღარიბეში ჩააგდონ, როცა სიცივისა და შიმშილისგან ერთადერთი ხსნა მხოლოდ „დრანგ ნაჰ ოსტენ“ იქნება. მშიერი ევროპელები ომში წავლენ — სხვა გზა არ ექნებათ. You are in the army now — როგორც „სტატუს კვო“ მღეროდა დიდი ხნის წინ.და „შეჭრის" შესახებ მთელი ამ ისტერიის კიდევ ერთი ქვეტექსტი. ორი წლის წინ, 2020 წლის 9 და 12 მარტს საფონდო ბირჟებზე ყველაზე დიდი კოლაფსი მოხდა. ეს იყო უზარმაზარი კატასტროფა, მსგავსი რამ ბირჟებზე 1987 წლიდან არ მომხდარა. მაგრამ საზოგადოებამ კოლაფსი ვერ შეამჩნია — გარდა, რა თქმა უნდა, იმ საცოდავებისა, რომლებსაც დანაზოგი აქციებში ჰქონდათ ჩადებული. მაშინ, 2020 წლის მარტში მთელი მედია კორონავირუსის შესახებ წერდა. ჯერ კიდევ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, ჩაკეტვა ის-ის იყო იწყებოდა, ეკონომიკას დამუხრუჭება კიდევ ვერ მოესწრო. თუმცა ამერიკელმა ოლიგარქებმა საქმე ისე ახსნეს, რომ საფონდო ბირჟის კრახი სწორედ პანდემიამ გამოიწვია.რაც საინტერესოა, უმსხვილესი აქციონერები, აშშ-ის მთავარი ბანკები, მრავალმილიარდიანი ქონების მფლობელები, ამ კატასტროფით არ დაზარალებულან. ყველამ როგორღაც მოახერხა და უკიდურესად დროულად გადააბანდა, პიკზე გაყიდა, შემდეგ კი „ფსკერზე“ იყიდა.სანამ კერძო ინვესტორები და მცირე ბიზნესი მასობრივად ღატაკდებოდა, უმსხვილესი ამერიკული ბანკები მშვენიერ გამძლეობასა და შემოსავლის ზრდას აჩვენებდნენ. პანდემიის წლები — მილიარდობით ადამიანისთვის მწუხარებისა და სასოწარკვეთის პერიოდი — უბრალოდ ოქროს ხანად იქცა Goldman Sachs-ის, SP Morgan-ისა და NY Mellon-სთვის.ახლა საფონდო ბაზარი კიდევ უფრო გადახურებულად გამოიყურება. შესაძლოა, „რუსეთში შეჭრის“ საბაბით საფონდო ბირჟის მორიგი კრახი იყო დაგეგმილი. დიახ, ეს მარტო ევროპელებს კი არა, ამერიკელებსაც დააზარალებდა — მათ ხომ მასიურად იყიდეს აქციები 2020 წელს. მაგრამ როდის იყო, რომ ამერიკული ელიტები თავიანთ მოსახლეობაზე წუხდნენ? ამაში ახალი არაფერია — ურტყი საკუთარ ხალხს, რომ სხვებს ეშინოდეთ. რუსეთის „შეჭრის“ საბაბით აშშ-ის რეჟიმი ძარცვავს ყველას, ვისზე ხელი მიუწვდება.რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
https://sputnik-georgia.com/20220131/ratomawyobs-jonsons-rusettanomi-264020603.html
https://sputnik-georgia.com/20220128/moskovma-vasingtonidan-saidumlo-gzavnili-miiro-263963133.html
https://sputnik-georgia.com/20220120/amerika-rusettan-bolo-ukrainelamde-brzolas-gegmavs-263758192.html
https://sputnik-georgia.com/20211213/surt-tu-ara-amerikelebs-rusettan-omi-262820036.html
https://sputnik-georgia.com/20220112/rusetis-mezoblebi-dasavletis-dartymis-qves-arian-263563653.html
https://sputnik-georgia.com/20220131/zaxarovam-britanel-ministrs-rceva-misca-264011027.html
https://sputnik-georgia.com/20220128/natosa-da-amerikis-pasuxi-rusets-263993667.html
https://sputnik-georgia.com/20220126/vin-aiyvana-ukraina-mzevlad-263905661.html
ევროკავშირი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226550_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_063639eae0e91d8ea3e4cef19a9ed8f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ევროკავშირი , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ევროკავშირი , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
აღმოსავლეთ ევროპის რუკისთვის მწუხარე სახით მომზირალ ბორის ჯონსონს შეუძლია Ты ж мени пидманула, ты ж мени пидвела იმღეროს. არა, რუსეთი ისევ არ მივიდა ომში. უფრო მეტიც, უკრაინამაც კი пидвела.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღელდა, აიწურა, ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა, სთხოვა, არ დაძაბოს ვითარება, აცნობა, რომ სინამდვილეში უკრაინაში არავინ იჭრება. მოკლედ, უმაღლეს დონეზე გაითამაშა თავისი ძველი კომედიური სკეტჩი „ლიონია ომში მიდის“, რომელშიც მეფე ლეონიდე, რაღა თქმა უნდა, არანაირ ომში არ მიდის — შინ რჩება, დედასთან.
მაგრამ გასაკვირი ამბავია — აშშ-ში პროპაგანდამ ეს ყოველივე ვერც კი შენიშნა. მათ იდუმალ საინფორმაციო სივრცეში, რომელიც უკვე დიდი ხანია, რეალობას მოსწყდა, რუსეთი უკრაინას სადღაც გასული წლის სექტემბრიდან ეომება. უკვე ნახევარი წელია, რაც რუსეთი იჭრება და ვერ იჭრება. უკრაინაც სულ ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგება. ამასობაში კი ამერიკა პირველს აკავებს, მეორეს კი მხარს უჭერს. და ასე დაუსრულებლად.
აშშ-ის „მილიტარისტული პროპაგანდის გაღვივებით“ ჯერ კიდევ საბჭოთა ამერიკანისტები იყვნენ გაოცებული. პარტნიორებს მაშინაც დიდებულად ეხერხებოდათ ისტერიკის მოწყობა. ამ პარამეტრით ჩვენ მათთან მარცხისთვის ვართ განწირულები. მაგრამ დღევანდელი ამერიკული გონის დაბინდვა განსაცვიფრებელი უალტერნატივობით გამოირჩევა. სად გაქრნენ პაციფისტები, მშვიდობისთვის ურიცხვი მებრძოლები — ნუთუ ყველასთვის სულ ერთია?
მხოლოდ Fox News-ზე თუ შეიძლება მოისმინოთ გაფრთხილება „ოღონდ ომი არ იყოს“ სტილში. თუმცა ამერიკული დემშიზა უკვე ლინჩის წესით დასჯით ემუქრება წამყვან ტაკერ კარლსონს იმისთვის, რომ ის ყველას ცოტათი დამშვიდებას ცდილობს.
ამასობაში კი ვითარება იმაზე საშიშად გამოიყურება, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. მაგრამ ამერიკული და ბრიტანული მასმედიის შეხმატკბილებული გუნდი გონების ნებისმიერ ხმას, მსოფლიოს უფსკრულის კიდიდან გაწევის ნებისმიერ მცდელობას ახშობს. საიდან ასეთი სიჯიუტე?
საქმე ისაა, რომ ამ შთამბეჭდავი ისტერიკის საფარქვეშ ძალიან დიდი ფული კეთდება. ფულს კი, როგორც ცნობილია, სიჩუმე უყვარს. ამიტომ უსინდისო მასმედია უკრაინის შესახებ ხმაურობს, იმათზე კი, ვინც ამ თემაზე ფულს შოულობს, კრინტსაც არ ძრავს.
ომი სადღაც იქ, ქვეყნის დასალიერში — ეს ამერიკელი მეწარმეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოკვების იდეალური მეთოდია. ავიღოთ თუნდაც ავღანეთი. მხოლოდ ოფიციალურად ამ უფსკრულში ტრილიონი დოლარი ჩაიყარა. თავად ამერიკელებისავე შეფასებით, აქედან მრავალტანჯულ ავღანელებამდე მხოლოდ 3-4% მივიდა. დანარჩენი პანტაგონელი მეიჯარეების ჯიბეებში დაილექა.
თუმცა რეალურ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა აუცილებელი სულაც არ არის. ფულის შოვნა და გაყოფა უფრო მარტივადაც შეიძლება. ოლიგარქებს დაქვემდებარებული მედია რუსეთის აგრესიაზე ხმაურს იწყებს. პენტაგონი ბიუჯეტს ზრდის. ოლიგარქები, მეიჯარეების სახით, ბიუჯეტის მილიარდებს ითვისებენ.
11 სექტემბრის შემდეგ ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ ფართო ბიზნესი წამოიწყო კერძო მეიჯარეებთან. დღეს სახელმწიფო სამხედრო დაკვეთებისთვის თანამედროვეობის ყველაზე მოწინავე კომპანიები იბრძვიან. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მათ წარმატებით აითვისეს თითქმის 4,5 ტრილიონი დოლარი.
პენტაგონის ფულით შექმნილი სილიკონის ველი დღესაც იქიდან იღებს მრავალმილიარდიან ფინანსურ გადასხმებს.
ეს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის არიან IT-კომპანიები — უანგარო სამეცნიერო ძიების, დამოუკიდებლობისა და პროგრესის სიმბოლო. რეალურად კი ისინი ერთგულად ემსახურებიან ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და დაზვერვას. ეს მათი შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
Google-ის მფლობელი ერიკ შმიდტი უკვე ათ წელზე მეტია, რაც ამერიკელ სამხედროებზე ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე წარმოებულ სხვადასხვა ვუნდერვაფებს ჰყიდის. Palantir-ი მონტაჟის, დამშავებისა და განაწილების ავტომატიზირებულ სისტემას აწარმოებს ამერიკელი სამხედროებისთვის. Microsoft ჯარს დამატებითი რეალობის მოწყობილობებს აწვდის.
სულ ახლახან IT-გიგანტები ერთმანეთს პენტაგონის მრავალმილიარდიანი კონტრაქტისთვის შეეჯახნენ, რომელიც ღრუბლოვანი მონაცემების შენახვას ითვალისწინებს. გაიმარჯვა Microsoft-მა, მაგრამ Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი ამას არ დაეთანხმა და სასამართლოში წასვლას აპირებს. ცოტა ხომ არაა — ფსონზე 10 მილიარდი დოლარი დევს.
გასაკვირი არაა, რომ IT-ოლიგარქების კუთვნილი ყველა სოცქსელი, მედიასაშუალება და პლატფორმა დაუღლელად უჭედავს თავში ობივატელს იდეას აგრესიული რუსეთის შესახებ, რომელიც გამუდმებით სადღაც იჭრება. ეს საინფორმაციო ხმაური თუ ჩაცხრა, ოლიგარქებს ბაგას მოაშორებენ.
„არ ვიცი, რას ეძახით მანდ ჩვენს კონფლიქტს ჩინეთთან და რუსეთთან... მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მათთან ომის მდგომარეობაში ვართ“, — სიამოვნებით აღნიშნა მაიკლ ბრაუნმა, სილიკონის ველის ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად პენტაგონის თავდაცვითი ინოვაციების ქვედანაყოფის დირექტორმა.
რუსეთისა და უკრაინის ვირტუალური ომი — ეს ამერიკის ეკონომიკის ხსნის ნატურალური საშუალებაა. იანვარში ჩვენ თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული ტანკერების ეპიკური განთავსება ვიხილეთ. თავდაპირველად მათ გაზი აზიაში მიჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ევროპისკენ გადაუხვიეს. დღეს ევროკავშირის აკვატორიაში თხევადი გაზის თითქმის სამჯერ მეტი ტანკერი დგას, ვიდრე ერთი წლის წინ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამას ევროპელების ენერგეტიკული კრიზისისგან გადარჩენად წარმოადგენს.
მაგრამ ევროპელებს ამ გაზისთვის უზარმაზარი ფულის გადახდა მოუწევთ. ამერიკელები მათ უბრალოდ ბრწყინვალედ ძარცვავენ. ნახეთ, როგორ საოცრად გაიზარდა თხევადი გაზის უდიდესი ამერიკელი მიმწოდებლის Cheniere-ს მოგება: 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ორზე მეტჯერ.
შტატებისთვის კი როგორ ხელსაყრელია ნავთობსა და გაზზე ფასების გაცოფებით ზრდა?! ორიოდე თვის წინ ბაიდენის ადმინისტრაციამ, მიაფურთხა რა მწვანე დღის წესრიგს, ისტორიაში უდიდესი აუქციონი დაამტკიცა მექსიკის ყურეში ახალი ჭაბურღილების ბურღვაზე. ასეთი მასშტაბით იქ ნავთობმოპოვება არასდროს გაზრდილა, ამის პარალელურად კი ამერიკელები ევროპელ ინტელიგენტებს თავგზას ურევენ გლობალური დათბობით და აიძულებენ ქარის სადგურებზე გადავიდნენ. სწორია, ამერიკული ნახშირწყალბადები ვიღაცამ ხომ უნდა შეიძინოს — მსოფლიოში ყველაზე სუფთა და დემოკრატიული.
მაგრამ საქმე ამით არ დამთავრდება. ევროპული ბიზნესი უკვე კოტრდება, ვერ უძლებს რა ენერგომატარებლებზე გიჟურ ფასებს. სწორედ ამერიკელები შეიძენენ მათგან ყველაზე პერსპექტიულს — მათ უკვე დაიწყეს ამის გაკეთება ბრიტანეთში. იქ ისინი ელექტროენერგიის მიმწოდებლებსა და სასუქის ქარხნებს ყიდულობენ.
მაგალითად, წამყვანმა ამერიკულმა კორპორაცია CF Industries-მა ინგლისში ერთდროულად სასუქის ორი ქარხანა შეიძინა. ერთი მყისიერად დახურა — როგორც კონკურენტი, მეორე კი გახსნა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობა მას დიდ ფულს დაჰპირდა.
ეს ყველაფერი ძალიან მომგებიანი შენაძენებია. ელექტროენერგიას უკვე ოქროს ფასი დაედო. სასუქების ფასები სასტიკი ტემპით იზრდება. ანალიტიკოსები საკვებზე ფასების დიდ ზრდას ვარაუდობენ.
რუსები და უკრაინელები ფიქრობენ, რომ მათ ომში ითრევენ. თუმცა ნამდვილი ბრძოლა, რომელიც მათ მხოლოდ ირიბად ეხება, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ამერიკის ეკონომიკური ომია მის მეგობრებთან — ევროპელ მოკავშირეებთან. აშშ დაუნდობლად ანადგურებს ევროპულ ინდუსტრიას და ევროკავშირის მოქალაქეებს შიმშილის რაციონით ემუქრება. და ეს ყველაფერი ენერგომატარებლების მათ მიერვე შექმნილი დეფიციტის გამო.
ევროპა ჯერჯერობით უკრაინასა და რუსეთს შორის შეუმდგარი ომის მთავარი მსხვერპლია. ის ფაქტი, რომ ამერიკელები სასტიკად სჯიან თავიანთ ვასალებს, სრულიად გულწრფელად აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ტეხასის ქალაქ კორნოში გამართულ მიტინგზე მან ევროპა იმაში დაადანაშაულა, რომ შეერთებულ შტატებს „იყენებს“, არ იხდის გადასახადებს, მოქმედებს პრინციპით „სულელმა ამერიკელებმა იმუშაონ ჩვენთვის“. და ამერიკელებიც უკრაინაში კონფლიქტს უწყობენ ხელს, რათა რუსული გაზი გადაკეტონ და პასუხი გასცენ თავიანთ მოსისხლე კონტინენტელ მეგობრებს. ვერაფერს იტყვი, მაღალი ურთიერთობებია!
მაგრამ რა უშლის ხელს, ვთქვათ, გერმანიის მოქალაქეებს, გავიდნენ ბუნდესტაგის წინ მოედანზე, მიმართონ თავიანთ ხელმძღვანელობას და თქვან: „მოდით, meine damen und herren, ბოლოს და ბოლოს, შევწყვიტოთ ამერიკელი ბატონების მოსმენა. ჩვენ გვცივა და ჭამა გვინდა. ჩართეთ რა „ჩრდილოეთის ნაკადი“?
სწორედ აქ იწყება ველური ყვირილი რუსული „შეჭრის“ შესახებ. ეს არის ერთადერთი საბაბი, რომელიც არ იძლევა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების საშუალებას. რადგან გაზი გონივრულ ფასებში ევროკავშირს ძლიერ კონკურენტად აქცევს შტატებისთვის. ამერიკელებს ეს არ სჭირდებათ, სამართლიან კონკურენციას ვერ გაუძლებენ.
მათ სურთ ევროპა ისეთ სრულ სიღარიბეში ჩააგდონ, როცა სიცივისა და შიმშილისგან ერთადერთი ხსნა მხოლოდ „დრანგ ნაჰ ოსტენ“ იქნება. მშიერი ევროპელები ომში წავლენ — სხვა გზა არ ექნებათ. You are in the army now — როგორც „სტატუს კვო“ მღეროდა დიდი ხნის წინ.
და „შეჭრის" შესახებ მთელი ამ ისტერიის კიდევ ერთი ქვეტექსტი. ორი წლის წინ, 2020 წლის 9 და 12 მარტს საფონდო ბირჟებზე ყველაზე დიდი კოლაფსი მოხდა. ეს იყო უზარმაზარი კატასტროფა, მსგავსი რამ ბირჟებზე 1987 წლიდან არ მომხდარა. მაგრამ საზოგადოებამ კოლაფსი ვერ შეამჩნია — გარდა, რა თქმა უნდა, იმ საცოდავებისა, რომლებსაც დანაზოგი აქციებში ჰქონდათ ჩადებული. მაშინ, 2020 წლის მარტში მთელი მედია კორონავირუსის შესახებ წერდა. ჯერ კიდევ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, ჩაკეტვა ის-ის იყო იწყებოდა, ეკონომიკას დამუხრუჭება კიდევ ვერ მოესწრო. თუმცა ამერიკელმა ოლიგარქებმა საქმე ისე ახსნეს, რომ საფონდო ბირჟის კრახი სწორედ პანდემიამ გამოიწვია.
რაც საინტერესოა, უმსხვილესი აქციონერები, აშშ-ის მთავარი ბანკები, მრავალმილიარდიანი ქონების მფლობელები, ამ კატასტროფით არ დაზარალებულან. ყველამ როგორღაც მოახერხა და უკიდურესად დროულად გადააბანდა, პიკზე გაყიდა, შემდეგ კი „ფსკერზე“ იყიდა.
სანამ კერძო ინვესტორები და მცირე ბიზნესი მასობრივად ღატაკდებოდა, უმსხვილესი ამერიკული ბანკები მშვენიერ გამძლეობასა და შემოსავლის ზრდას აჩვენებდნენ. პანდემიის წლები — მილიარდობით ადამიანისთვის მწუხარებისა და სასოწარკვეთის პერიოდი — უბრალოდ ოქროს ხანად იქცა Goldman Sachs-ის, SP Morgan-ისა და NY Mellon-სთვის.
ახლა საფონდო ბაზარი კიდევ უფრო გადახურებულად გამოიყურება. შესაძლოა, „რუსეთში შეჭრის“ საბაბით საფონდო ბირჟის მორიგი კრახი იყო დაგეგმილი. დიახ, ეს მარტო ევროპელებს კი არა, ამერიკელებსაც დააზარალებდა — მათ ხომ მასიურად იყიდეს აქციები 2020 წელს. მაგრამ როდის იყო, რომ ამერიკული ელიტები თავიანთ მოსახლეობაზე წუხდნენ? ამაში ახალი არაფერია — ურტყი საკუთარ ხალხს, რომ სხვებს ეშინოდეთ. რუსეთის „შეჭრის“ საბაბით აშშ-ის რეჟიმი ძარცვავს ყველას, ვისზე ხელი მიუწვდება.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე