https://sputnik-georgia.com/20220120/amerika-rusettan-bolo-ukrainelamde-brzolas-gegmavs-263758192.html
მოსაზრება: შეერთებული შტატები რუსეთთან ბოლო უკრაინელამდე ბრძოლას გეგმავს
მოსაზრება: შეერთებული შტატები რუსეთთან ბოლო უკრაინელამდე ბრძოლას გეგმავს
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 20.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-20T13:23+0400
2022-01-20T13:23+0400
2022-01-20T13:23+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
უკრაინა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/12/252614079_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b1e19e9e72ec972a4dfda25de829d6a2.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვასანამ დასავლური ელიტა უკრაინის რუსეთისგან „ხსნაზე“ მუშაობს, გამაყრუებლად ხმაურობს ყველა მედიასაშუალებაში, ამერიკელი სამხედროები თავის საქმეს ცივსისხლიანად აკეთებენ.ნატოს ყოფილი მოკავშირეთა მთავარსარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ევროპაში თანამედროვე ამერიკული სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავებისა და ტანკერების არარსებობას უჩივის. მათ ნატოსთვის საჰაერო უპირატესობის მინიჭება შეუძლიათ. უპირატესობა ვისზე? რა თქმა უნდა, არა უკრაინაზე. გენერალმა ბრიდლავმა რუსეთთან ომი დაგეგმა.ის, სხვათა შორის, ამ ფრონტზე ერთხელ უკვე გამოირჩა. ნატოს საჰაერო ძალების მეთაურობისას, 2014 წელს, გენერალმა მოახერხა და ყირიმში „თავაზიანი ხალხის“ გადასხმა არ შეიმჩნია. როგორც მან მაშინ აღნიშნა, რუსეთის მიერ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ჯარების გამოყენება „გადაიქცა ყველაზე გასაოცარ ბლიცკრიგად, რაც კი ოდესმე გვინახავს“. როგორც ჩანს, დღევანდელ ვითარებას ის ყველაფრის გადათამაშების შანსად აღიქვამს.პენტაგონზე მომუშავე ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსებიამერიკული საშუალო მანძილის რაკეტების რუსეთის საზღვრებთან სასწრაფოდ განთავსებასა და ნატოს ჯარების გაგზავნას ითხოვენ სუვალკის კორიდორის დასაკავებლად. მაგრამ სუვალკის დერეფანი — ეს 65 კილომეტრია ბელორუსიასა და კალინინგრადის ოლქს შორის. იქ ერთ მხარეს ლიეტუვაა, მეორე მხარეს კი — პოლონეთი. უბრალოდ რუკას დახედეთ. რა შუაშუა აქ უკრაინა?სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, თავს არავინ იკატუნებს. რეალურად უკრაინა არაფერ შუაშია. ამერიკელებს რუსეთთან ომი სწყურიათ. „შეკავება“ — ეს უბრალოდ თავაზიანი ევფემიზმია. ხოლო უკრაინას — ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებს —შტატები საჭიროებისამებრ გამოიყენებს. ტერიტორიას — როგორც სამხედრო ოპერაციების თეატრს. მოსახლეობას — საზარბაზნე ხორცად. ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას — ადგილობრივ გაულაიტერებად (თანამდებობა ჰიტლერულ გერმანიაში, — რედ.)ამერიკელი სამხედროების გეგმები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელო არიან შტატებისთვის ე.წ. მოკავშირეები. იგივე უკრაინა მთელ ამ სტრატაგემებში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები, როგორც იტყვიან, „წერილის პირველ სტრიქონებში“. ასევე რამდენიმე რიტუალური სიტყვა რუსეთის აგრესიაზე, რბილი გადასვლა მისი „შეკავების“ აუცილებლობაზე და მერე — დახვავებული გეგმები. სუვალკის დერეფანი, სატრანსპორტოები, die erste Kolonne marschiert, die zweite Kolonne marschiert... იგივე ისტორია ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ლიმიტროფულ ტერიტორიებზე ნაციონალიზმი ისეთ დონეზე გამოკვებეს, რომ ადგილობრივები ჯიუტად ვერ ხედავენ ერთ მარტივ რამეს: მათ შეუძლიათ წაქცევამდე „ივარვარონ“ თავიანთი ეროვნული უნიკალურობით, მაგრამ რადაც უნდა წარმოედგინონ საკუთარი თავი, ამერიკელებისთვის ისინი სამუდამოდ „რუსებად“ დარჩებიან. ან „საბჭოელებად“, სულერთია. მოკლედ, იმ უზარმაზარი და დაუმარცხებელი ხალხის ნაწილად, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა Heartland-ს — ევრაზიისა და მთელი მსოფლიოს გულს.ამ ხალხის დამარცხება, როცა ერთიანები იყვნენ, ვერავინ ვერასდროს შეძლო. სამაგიეროს შეიძლება მისი დაშლისა და სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩართვის ცდა. ექსპერტთა ინსტიტუტები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთის საზღვრებთან მცხოვრები ხალხებისთვის „სუვერენული ეროვნების“ შეთხზვაზე. ორნამენტები ნაქარგ პერანგებზე, საბრძოლო გოპაკის დახვეწილობა, შუმერები და პირამიდები, მოვის (უკრაინული ენა) ორმოცდაათი ელფერი — ამ ყველაფერზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ჭკვიანი ადამიანები და მოთმინებით ნერგავენ ადგილობრივ ნიადაგზე.მაგრამ ეს ყველაფერი იგივეა, რაც მძივის მარცვლები აბორიგენებისთვის. ამ მძივების საფასური ძალიან ძვირია. კარგია ისეთი ამერიკული კოლონიებისთვის, როგორიცაა ტაივანი. ისინი ხარკს ნახევარგამტარებითა და მიკროჩიპებით იხდიან, ყიდიან რა მათ ამერიკულ კორპორაციებზე „სპეციალურ“ ფასებში. მაგრამ უკრაინა დღეს იმდენად გაღარიბდა, რომ ოკეანისგაღმელი ბატონებისთვის არაფერი აქვს შესათავაზებელი. მას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლით უწევს ხარკის გადახდა.დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთისგან უკრაინის გადარჩენა უბრალოდ გამაოგნებლად გამოიყურება. თითქოს მშვიდობისკენ გზა — ეს მოლაპარაკებები, შეთანხმებების მიღწევა და დაცვაა. მაგრამ არა, თქვენ არ გესმით, რომ ეს სხვაა. ამერიკელები უკრაინელებს ჯაველინებს უგზავნიან, ბრიტანელები — ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, კანადელები — სპეცრაზმელებს. CIA-ს თანამშრომლები უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. გერმანელებიც კი — გერმანელები, კარლ! — ისინიც კი ჩაერტვნენ ამ მოძრაობაში. ისინი უკრაინელ სამხედროებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. ფაქტობრივად კი დამსჯელებს, რომლებმაც მცირე ფასად იკისრეს საკუთარი თანამემამულეების განადგურება.„დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!“ ყვირის ხალხი. „აბა, რა! აბა, რა!“ — თავს უკრავენ დასავლელი პარტნიორები და უფსკრულის კიდისკენ მიათრევენ.თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მაშინ ეს არის უკრაინის ნელი, მაგრამ ჯიუტი ოკუპაცია დასავლეთის ქვეყნების მიერ — შეერთებული შტატების მეთაურობით. დიახ, საქმეში ადგილობრივი დაქირავებულები გამოიყენებიან — ყბადაღებული „ტერბატები“. სხვათა შორის, მათ ახლახანს სამხედრო იარაღი დაურიგეს. თუმცა ადგილობრივი კრიმინალიტეტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება ნებისმიერი ოკუპანტის პოპულარული ტაქტიკაა. ამაში ახალი არაფერია.უკრაინელი ლიდერების მიამიტური ხრიკი, რომელსაც ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ, ერთი ნაბიჯით წინ ფიქრში მდგომარეობს. ორი ნაბიჯით წინ ფიქრი მათ ძალას აღემატება. 2014 წელს მათ ასეთი სვლა მოიფიქრეს: ამერიკელებს დავექვემდებარებით, ამისთვის ისინი კიდევ გვაჭმევენ და კიდეც გვასმევენ, ჩვენ კი რუსეთის მსხვერპლად გამოვაცხადებთ თავს და პანიკას ავწევთ. ვიყვირებთ: „ომი, ომი!“ — მაგრამ ჩვენ თვითონ ომში არ წავალთ.ვერაფერს იტყვი, გენიალურია.მეგობრებმა და მეზობლებმა არ გაითვალისწინეს, რომ ამერიკელები ვარიანტებს ბევრად უკეთესად ითვლიან. ომი პირდაპირ ზღურბლთან მიუტანეს და შიმშილისა და სიცივის მუქარით ყრიან იქითკენ. როდესაც ყველას მოტყუება ჩაიფიქრეს — უპირველეს ყოვლისა, რუსეთისა — უკრაინელები კვლავ საკუთარი ხელით დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ. და რა იქნება შემდეგ? დაგეხმარნენ, შვილო, შენი პოლონელები?ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ 2014 წელს უკრაინას უარი ეთქვა მაიდანზე და რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. სულ მცირე, თოთხმეტი ათასი ადამიანი დარჩებოდა ცოცხალი, რომლებიც შემდეგ შეტაკებებში დაიღიპნენ. ქვეყნის ეკონომიკა უფსკრულში არ ჩავარდებოდა, ქვეყანაც მთელი დარჩებოდა. გაზის ფასი დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც რუსეთშია — ანუ დღევანდელი სტანდარტებით ნულთან ახლოს.უი, ჰო, არ იქნებოდა „უვიზო რეჟიმი“. მაგრამ განა ეს ნორმალური ფასია „უვიზობისთვის?“ „შენგენი“ ხომ მხოლოდ 35 ევრო ღირს. არ ფიქრობთ, რომ ამის საფასურის თანამოქალაქეების სიცოცხლით გადახდა სულაც არ არის ჭკვიანური ბიზნეს-სტრატეგია?პარადოქსი ის არის, რომ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა უკრაინა — თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, სიმღერებითა და „ვარენიკებით“, შევჩენკოთი და დოვჟენკოთი — ყოველთვის მხოლოდ რუსეთი იყო. დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს გაუგებარი ტერიტორიაა, რომელიც ოდესღაც რუსეთს ჩამოშორდა და სადღაც წარსულში დაეკიდა. მიტოვებული, არავისი მიწა. უბრალოდ ცოდვაა, რომ არ ოკუპაცია არ მოახდინო.როგორ ექცევიან დასავლელი ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას? როგორც ფლორისა და ფაუნის სახესხვაობას, რომლებიც ოდნავი ეჭვისა და სინანულის გარეშე შეიძლება გაანადგურო, თუ საჭიროება მოითხოვს. დონბასში კარგად ახსოვთ ახალგაზრდა გვარდიის ისტორია, კიევში კი — ბაბი იარის ამბავი. მაშინაც, როგორც დღეს, ოკუპანტების ხელის ბიჭებად ადგილობრივი ბანდიტები, ბანდერელები გამოდიოდნენ. დღესაც ზუსტად მაშინდელივით გვაძრწუნებს მომხდარის სისხლიანი, აღვირახსნილი სისასტიკე.უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩვეულ პრაქტიკად სკოლების საცეცხლე წერტილებად გამოყენება იქცა. უკრაინულმა არტილერიამ დონბასში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გაანადგურა. ოდესის პროფკავშირების სახლში ათობით ადამიანი დაწვეს ცოცხლად. „გორლოვკელი მადონას“ ფოტოებმა — დღისით-მზისით მოკლული ჩვილბავშვიანი ახალგაზრდა ქალის სურათებმა მთელი მსოფლიო მოიარა.დღეს კი, გორლოვკიდან არც თუ ისე შორს, ამერიკელ პარტნიორებს მომწამვლელი ნივთიერებები მიაქვთ და თავისი ჟურნალისტების მთელ დესანტსაც სხამენ. უფრო სწორად, როცა ამერიკელი სამხედროები სასმელ წყალს მოწამლავენ დონბასის ქალაქებში, მათი „ხელის“ ჟურნალისტები მედიაში სწორ სურათს წარმოაჩენენ და ყველაფერში რუსეთს დაადანაშაულებენ.ამაზრზენი სისასტიკისა და ყველაფერ მომხდარის მუდმივი სიყალბის ერთობლიობა — ეს უკრაინის თანამედროვე სტილია, მისი მართლაც უნიკალური ნოუ-ჰაუ. სისხლის ნაკადები, დაფლეთილი სხეულები და ამავდროულად დაუსრულებელი ყმუილი გმირებზე, შუმერებზე, ბანდერაზე. კულტად შერაცხულია არა ორმაგი, არამედ სამმაგი აზროვნების, როდესაც მილიონობით ადამიანი ფიქრობს რუსულად, საუბრობს უკრაინულად და გულწრფელად მხოლოდ უცენზურო ენაზე ლაპარაკობს. ამაზრზენი ფარისევლობაა, როცა ქვეყნის სათავეში მდგომი საბჭოთა ებრაელი საჯაროდ განადიდებს ფაშისტებს.„ოპერეტკაა“ — წუწუნებდნენ თავის დროზე „თეთრი გვარდიის“ რუსი გმირები ყველაფერზე, რაც კიევში ხდებოდა 1918 წელს. მსგავსი სისხლიანი „ოპერეტკა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი სამამულო ომის დროსაც გაგრძელდა. ახლა ჩვენ თვალწინ მესამე მოქმედება თამაშდება და გაუგებარია, რა უფრო საშინელია — ნამდვილი სისხლი თუ ჩვენი „არაძმების“ ჯამბაზური ხრიკები, რომლებსაც დროულად ეშმაკობის, გამოძრომის იმედი აქვთ.ამერიკული რეჟიმი დაუღალავად აშინებს პლანეტას უკრაინაში რუსეთის შეჭრით. თეთრმა სახლმა, ჯენ პსაკის პირით, თარიღიც კი დანიშნა: სადღაც თებერვალში. მაგრამ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შეჭრა უკრაინაში ხომ გაცილებით ადრე დაიწყო — ქვეყნის დამოუკიდებლობისთანავე. და როგორია პარტნიორებთან ოცდაათწლიანი ცხოვრების შედეგი?პრაქტიკულად განახევრებული მოსახლეობა, ეკონომიკური კრახი, რომელსაც ბუმის ნაცვლად მორიგი კრახი სდევს, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა. მოკლედ, კოლექტიური თვითმკვლელობა, რომელიც ცოტა გაიწელა დროში. აშკარაა, რომ დასავლელი პარტნიორები გაბეზრდნენ და პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველა თავისიანს გადაარჩენს. ამაზე ნერვიულობა არც ღირს. მაგრამ ვინ იხსნის უკრაინელებს საკუთარი თავისგან?რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!
https://sputnik-georgia.com/20220120/tetrma-saxlma-ganmarta-ra-miicneva-ukrainasi-sewrad-263750464.html
https://sputnik-georgia.com/20220119/erdorani-rus-da-ukrainel-kolegebs-turqetsi-epatijeba-263724003.html
https://sputnik-georgia.com/20220118/kanadam-ukrainasi-specrazmi-gagzavna-263689273.html
https://sputnik-georgia.com/20220117/ass-putinistvis-sanqciebis-dawesebas-gegmavs-263665168.html
https://sputnik-georgia.com/20220112/rusetis-mezoblebi-dasavletis-dartymis-qves-arian-263563653.html
https://sputnik-georgia.com/20220111/amerikam-sabwota-kavsiris-arirzineba-senisnes-263528636.html
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/12/252614079_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_ce79559797158cc8bedd56633d12eeda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა , აშშ
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა , აშშ
სანამ დასავლური ელიტა უკრაინის რუსეთისგან „ხსნაზე“ მუშაობს, გამაყრუებლად ხმაურობს ყველა მედიასაშუალებაში, ამერიკელი სამხედროები თავის საქმეს ცივსისხლიანად აკეთებენ.
ნატოს ყოფილი მოკავშირეთა მთავარსარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ევროპაში თანამედროვე ამერიკული სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავებისა და ტანკერების არარსებობას უჩივის. მათ ნატოსთვის საჰაერო უპირატესობის მინიჭება შეუძლიათ. უპირატესობა ვისზე? რა თქმა უნდა, არა უკრაინაზე. გენერალმა ბრიდლავმა რუსეთთან ომი დაგეგმა.
ის, სხვათა შორის, ამ ფრონტზე ერთხელ უკვე გამოირჩა. ნატოს საჰაერო ძალების მეთაურობისას, 2014 წელს, გენერალმა მოახერხა და ყირიმში „თავაზიანი ხალხის“ გადასხმა არ შეიმჩნია. როგორც მან მაშინ აღნიშნა, რუსეთის მიერ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ჯარების გამოყენება „გადაიქცა ყველაზე გასაოცარ ბლიცკრიგად, რაც კი ოდესმე გვინახავს“. როგორც ჩანს, დღევანდელ ვითარებას ის ყველაფრის გადათამაშების შანსად აღიქვამს.
პენტაგონზე მომუშავე ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსებიამერიკული საშუალო მანძილის რაკეტების რუსეთის საზღვრებთან სასწრაფოდ განთავსებასა და ნატოს ჯარების გაგზავნას ითხოვენ სუვალკის კორიდორის დასაკავებლად. მაგრამ სუვალკის დერეფანი — ეს 65 კილომეტრია ბელორუსიასა და კალინინგრადის ოლქს შორის. იქ ერთ მხარეს ლიეტუვაა, მეორე მხარეს კი — პოლონეთი. უბრალოდ რუკას დახედეთ. რა შუაშუა აქ უკრაინა?
სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, თავს არავინ იკატუნებს. რეალურად უკრაინა არაფერ შუაშია. ამერიკელებს რუსეთთან ომი სწყურიათ. „შეკავება“ — ეს უბრალოდ თავაზიანი ევფემიზმია. ხოლო უკრაინას — ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებს —შტატები საჭიროებისამებრ გამოიყენებს. ტერიტორიას — როგორც სამხედრო ოპერაციების თეატრს. მოსახლეობას — საზარბაზნე ხორცად. ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას — ადგილობრივ გაულაიტერებად (თანამდებობა ჰიტლერულ გერმანიაში, — რედ.)
ამერიკელი სამხედროების გეგმები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელო არიან შტატებისთვის ე.წ. მოკავშირეები. იგივე უკრაინა მთელ ამ სტრატაგემებში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები, როგორც იტყვიან, „წერილის პირველ სტრიქონებში“. ასევე რამდენიმე რიტუალური სიტყვა რუსეთის აგრესიაზე, რბილი გადასვლა მისი „შეკავების“ აუცილებლობაზე და მერე — დახვავებული გეგმები. სუვალკის დერეფანი, სატრანსპორტოები, die erste Kolonne marschiert, die zweite Kolonne marschiert... იგივე ისტორია ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.
ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ლიმიტროფულ ტერიტორიებზე ნაციონალიზმი ისეთ დონეზე გამოკვებეს, რომ ადგილობრივები ჯიუტად ვერ ხედავენ ერთ მარტივ რამეს: მათ შეუძლიათ წაქცევამდე „ივარვარონ“ თავიანთი ეროვნული უნიკალურობით, მაგრამ რადაც უნდა წარმოედგინონ საკუთარი თავი, ამერიკელებისთვის ისინი სამუდამოდ „რუსებად“ დარჩებიან. ან „საბჭოელებად“, სულერთია. მოკლედ, იმ უზარმაზარი და დაუმარცხებელი ხალხის ნაწილად, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა Heartland-ს — ევრაზიისა და მთელი მსოფლიოს გულს.
ამ ხალხის დამარცხება, როცა ერთიანები იყვნენ, ვერავინ ვერასდროს შეძლო. სამაგიეროს შეიძლება მისი დაშლისა და სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩართვის ცდა. ექსპერტთა ინსტიტუტები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთის საზღვრებთან მცხოვრები ხალხებისთვის „სუვერენული ეროვნების“ შეთხზვაზე. ორნამენტები ნაქარგ პერანგებზე, საბრძოლო გოპაკის დახვეწილობა, შუმერები და პირამიდები, მოვის (უკრაინული ენა) ორმოცდაათი ელფერი — ამ ყველაფერზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ჭკვიანი ადამიანები და მოთმინებით ნერგავენ ადგილობრივ ნიადაგზე.
მაგრამ ეს ყველაფერი იგივეა, რაც მძივის მარცვლები აბორიგენებისთვის. ამ მძივების საფასური ძალიან ძვირია. კარგია ისეთი ამერიკული კოლონიებისთვის, როგორიცაა ტაივანი. ისინი ხარკს ნახევარგამტარებითა და მიკროჩიპებით იხდიან, ყიდიან რა მათ ამერიკულ კორპორაციებზე „სპეციალურ“ ფასებში. მაგრამ უკრაინა დღეს იმდენად გაღარიბდა, რომ ოკეანისგაღმელი ბატონებისთვის არაფერი აქვს შესათავაზებელი. მას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლით უწევს ხარკის გადახდა.
დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთისგან უკრაინის გადარჩენა უბრალოდ გამაოგნებლად გამოიყურება. თითქოს მშვიდობისკენ გზა — ეს მოლაპარაკებები, შეთანხმებების მიღწევა და დაცვაა. მაგრამ არა, თქვენ არ გესმით, რომ ეს სხვაა. ამერიკელები უკრაინელებს ჯაველინებს უგზავნიან, ბრიტანელები — ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, კანადელები — სპეცრაზმელებს. CIA-ს თანამშრომლები უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. გერმანელებიც კი — გერმანელები, კარლ! — ისინიც კი ჩაერტვნენ ამ მოძრაობაში. ისინი უკრაინელ სამხედროებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. ფაქტობრივად კი დამსჯელებს, რომლებმაც მცირე ფასად იკისრეს საკუთარი თანამემამულეების განადგურება.
„დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!“ ყვირის ხალხი. „აბა, რა! აბა, რა!“ — თავს უკრავენ დასავლელი პარტნიორები და უფსკრულის კიდისკენ მიათრევენ.
თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მაშინ ეს არის უკრაინის ნელი, მაგრამ ჯიუტი ოკუპაცია დასავლეთის ქვეყნების მიერ — შეერთებული შტატების მეთაურობით. დიახ, საქმეში ადგილობრივი დაქირავებულები გამოიყენებიან — ყბადაღებული „ტერბატები“. სხვათა შორის, მათ ახლახანს სამხედრო იარაღი დაურიგეს. თუმცა ადგილობრივი კრიმინალიტეტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება ნებისმიერი ოკუპანტის პოპულარული ტაქტიკაა. ამაში ახალი არაფერია.
უკრაინელი ლიდერების მიამიტური ხრიკი, რომელსაც ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ, ერთი ნაბიჯით წინ ფიქრში მდგომარეობს. ორი ნაბიჯით წინ ფიქრი მათ ძალას აღემატება. 2014 წელს მათ ასეთი სვლა მოიფიქრეს: ამერიკელებს დავექვემდებარებით, ამისთვის ისინი კიდევ გვაჭმევენ და კიდეც გვასმევენ, ჩვენ კი რუსეთის მსხვერპლად გამოვაცხადებთ თავს და პანიკას ავწევთ. ვიყვირებთ: „ომი, ომი!“ — მაგრამ ჩვენ თვითონ ომში არ წავალთ.
ვერაფერს იტყვი, გენიალურია.
მეგობრებმა და მეზობლებმა არ გაითვალისწინეს, რომ ამერიკელები ვარიანტებს ბევრად უკეთესად ითვლიან. ომი პირდაპირ ზღურბლთან მიუტანეს და შიმშილისა და სიცივის მუქარით ყრიან იქითკენ. როდესაც ყველას მოტყუება ჩაიფიქრეს — უპირველეს ყოვლისა, რუსეთისა — უკრაინელები კვლავ საკუთარი ხელით დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ. და რა იქნება შემდეგ? დაგეხმარნენ, შვილო, შენი პოლონელები?
ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ 2014 წელს უკრაინას უარი ეთქვა მაიდანზე და რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. სულ მცირე, თოთხმეტი ათასი ადამიანი დარჩებოდა ცოცხალი, რომლებიც შემდეგ შეტაკებებში დაიღიპნენ. ქვეყნის ეკონომიკა უფსკრულში არ ჩავარდებოდა, ქვეყანაც მთელი დარჩებოდა. გაზის ფასი დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც რუსეთშია — ანუ დღევანდელი სტანდარტებით ნულთან ახლოს.
უი, ჰო, არ იქნებოდა „უვიზო რეჟიმი“. მაგრამ განა ეს ნორმალური ფასია „უვიზობისთვის?“ „შენგენი“ ხომ მხოლოდ 35 ევრო ღირს. არ ფიქრობთ, რომ ამის საფასურის თანამოქალაქეების სიცოცხლით გადახდა სულაც არ არის ჭკვიანური ბიზნეს-სტრატეგია?
პარადოქსი ის არის, რომ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა უკრაინა — თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, სიმღერებითა და „ვარენიკებით“, შევჩენკოთი და დოვჟენკოთი — ყოველთვის მხოლოდ რუსეთი იყო. დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს გაუგებარი ტერიტორიაა, რომელიც ოდესღაც რუსეთს ჩამოშორდა და სადღაც წარსულში დაეკიდა. მიტოვებული, არავისი მიწა. უბრალოდ ცოდვაა, რომ არ ოკუპაცია არ მოახდინო.
როგორ ექცევიან დასავლელი ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას? როგორც ფლორისა და ფაუნის სახესხვაობას, რომლებიც ოდნავი ეჭვისა და სინანულის გარეშე შეიძლება გაანადგურო, თუ საჭიროება მოითხოვს. დონბასში კარგად ახსოვთ ახალგაზრდა გვარდიის ისტორია, კიევში კი — ბაბი იარის ამბავი. მაშინაც, როგორც დღეს, ოკუპანტების ხელის ბიჭებად ადგილობრივი ბანდიტები, ბანდერელები გამოდიოდნენ. დღესაც ზუსტად მაშინდელივით გვაძრწუნებს მომხდარის სისხლიანი, აღვირახსნილი სისასტიკე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩვეულ პრაქტიკად სკოლების საცეცხლე წერტილებად გამოყენება იქცა. უკრაინულმა არტილერიამ დონბასში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გაანადგურა. ოდესის პროფკავშირების სახლში ათობით ადამიანი დაწვეს ცოცხლად. „გორლოვკელი მადონას“ ფოტოებმა — დღისით-მზისით მოკლული ჩვილბავშვიანი ახალგაზრდა ქალის სურათებმა მთელი მსოფლიო მოიარა.
დღეს კი, გორლოვკიდან არც თუ ისე შორს, ამერიკელ პარტნიორებს მომწამვლელი ნივთიერებები მიაქვთ და თავისი ჟურნალისტების მთელ დესანტსაც სხამენ. უფრო სწორად, როცა ამერიკელი სამხედროები სასმელ წყალს მოწამლავენ დონბასის ქალაქებში, მათი „ხელის“ ჟურნალისტები მედიაში სწორ სურათს წარმოაჩენენ და ყველაფერში რუსეთს დაადანაშაულებენ.
ამაზრზენი სისასტიკისა და ყველაფერ მომხდარის მუდმივი სიყალბის ერთობლიობა — ეს უკრაინის თანამედროვე სტილია, მისი მართლაც უნიკალური ნოუ-ჰაუ. სისხლის ნაკადები, დაფლეთილი სხეულები და ამავდროულად დაუსრულებელი ყმუილი გმირებზე, შუმერებზე, ბანდერაზე. კულტად შერაცხულია არა ორმაგი, არამედ სამმაგი აზროვნების, როდესაც მილიონობით ადამიანი ფიქრობს რუსულად, საუბრობს უკრაინულად და გულწრფელად მხოლოდ უცენზურო ენაზე ლაპარაკობს. ამაზრზენი ფარისევლობაა, როცა ქვეყნის სათავეში მდგომი საბჭოთა ებრაელი საჯაროდ განადიდებს ფაშისტებს.
„ოპერეტკაა“ — წუწუნებდნენ თავის დროზე „თეთრი გვარდიის“ რუსი გმირები ყველაფერზე, რაც კიევში ხდებოდა 1918 წელს. მსგავსი სისხლიანი „ოპერეტკა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი სამამულო ომის დროსაც გაგრძელდა. ახლა ჩვენ თვალწინ მესამე მოქმედება თამაშდება და გაუგებარია, რა უფრო საშინელია — ნამდვილი სისხლი თუ ჩვენი „არაძმების“ ჯამბაზური ხრიკები, რომლებსაც დროულად ეშმაკობის, გამოძრომის იმედი აქვთ.
ამერიკული რეჟიმი დაუღალავად აშინებს პლანეტას უკრაინაში რუსეთის შეჭრით. თეთრმა სახლმა, ჯენ პსაკის პირით, თარიღიც კი დანიშნა: სადღაც თებერვალში. მაგრამ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შეჭრა უკრაინაში ხომ გაცილებით ადრე დაიწყო — ქვეყნის დამოუკიდებლობისთანავე. და როგორია პარტნიორებთან ოცდაათწლიანი ცხოვრების შედეგი?
პრაქტიკულად განახევრებული მოსახლეობა, ეკონომიკური კრახი, რომელსაც ბუმის ნაცვლად მორიგი კრახი სდევს, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა. მოკლედ, კოლექტიური თვითმკვლელობა, რომელიც ცოტა გაიწელა დროში. აშკარაა, რომ დასავლელი პარტნიორები გაბეზრდნენ და პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.
რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველა თავისიანს გადაარჩენს. ამაზე ნერვიულობა არც ღირს. მაგრამ ვინ იხსნის უკრაინელებს საკუთარი თავისგან?
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!