https://sputnik-georgia.com/20220118/kanadam-ukrainasi-specrazmi-gagzavna-263689273.html
კანადამ უკრაინაში სპეცრაზმი გაგზავნა: სახელდება სპეცოპერაციის მიზნები
კანადამ უკრაინაში სპეცრაზმი გაგზავნა: სახელდება სპეცოპერაციის მიზნები
Sputnik საქართველო
კანადელი სპეცრაზმელების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას, რომელთა განხორციელებაც მოუწევთ
2022-01-18T10:28+0400
2022-01-18T10:28+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
უკრაინა
კანადა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251976562_0:200:2929:1848_1920x0_80_0_0_f5b795c6c612824ce326107aebeb198d.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კანადამ უკრაინაში სპეცოპერაციების სამხედრო ძალების მცირე კონტინგენტი გაგზავნა, იუწყება კანადური ტელეარხი Global News-ი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.წყაროს თქმით, ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის აღკვეთის თაობაზე გამართული დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ხოლო ქვეყნის საზღვრებთან კვლავაც რჩება 100 ათასამდე რუსი სამხედრო. ამასთან აღინიშნება, რომ კანადელი სპეცრაზმელების გაგზავნა ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ნატოს მოკავშირეების მხრიდან იმ ძალისხმევების ნაწილია, რომლებიც „რუსული აგრესიის შეკავებისა და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერის გზების მოძიებისთვისაა“ საჭირო.უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში: აშშ ევროპაში ჯარების გაგზავნის საკითხს სწავლობს>>ტელეარხის ცნობით, სპეცრაზმელების წინაშე კიდევ ერთი ამოცანა დგას: მათ კანადელი დიპლომატების ევაკუაცია უნდა განახორციელონ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ვითარება კიდევ მეტად გამწვავდება.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადამ უკრაინაში 200 სამხედრო გაგზავნა ადგილობრივი ძალოვნების მომზადებაში დასახმარებლად.დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო თვეებში გამუდმებით აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ჯარებს მოუყარა თავი. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოძრაობენ, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვის თქმით, განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ გამოიყენება როგორც საბაბი მოსაზღვრე რეგიონებში ნატოს კონტიგენტების გასაზრდელად.
უკრაინა
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251976562_99:0:2830:2048_1920x0_80_0_0_19ce27ec68c6213d68783beb88935e3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა კანადა სამხედრო სპეცრაზმი კონფლიქტი რუსეთი
უკრაინა კანადა სამხედრო სპეცრაზმი კონფლიქტი რუსეთი
კანადამ უკრაინაში სპეცრაზმი გაგზავნა: სახელდება სპეცოპერაციის მიზნები
10:28 18.01.2022 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კანადამ უკრაინაში სპეცოპერაციების სამხედრო ძალების მცირე კონტინგენტი გაგზავნა, იუწყება კანადური ტელეარხი
Global News-ი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის აღკვეთის თაობაზე გამართული დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ხოლო ქვეყნის საზღვრებთან კვლავაც რჩება 100 ათასამდე რუსი სამხედრო.
ამასთან აღინიშნება, რომ კანადელი სპეცრაზმელების გაგზავნა ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ნატოს მოკავშირეების მხრიდან იმ ძალისხმევების ნაწილია, რომლებიც „რუსული აგრესიის შეკავებისა და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერის გზების მოძიებისთვისაა“ საჭირო.
ტელეარხის ცნობით, სპეცრაზმელების წინაშე კიდევ ერთი ამოცანა დგას: მათ კანადელი დიპლომატების ევაკუაცია უნდა განახორციელონ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ვითარება კიდევ მეტად გამწვავდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადამ უკრაინაში 200 სამხედრო გაგზავნა ადგილობრივი ძალოვნების მომზადებაში დასახმარებლად.
დასავლელი პოლიტიკოსები ბოლო თვეებში გამუდმებით აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ჯარებს მოუყარა თავი. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოძრაობენ, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვის თქმით, განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ გამოიყენება როგორც საბაბი მოსაზღვრე რეგიონებში ნატოს კონტიგენტების გასაზრდელად.