https://sputnik-georgia.com/20211214/ass-evropasi-jarebis-gagzavnis-sakitxs-swavlobs-262835739.html
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში: აშშ ევროპაში ჯარების გაგზავნის საკითხს სწავლობს
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში: აშშ ევროპაში ჯარების გაგზავნის საკითხს სწავლობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის გამო ვითარების გამწვავების შემთხვევაში თეთრი სახლი არ გამორიცხავს ამერიკელი სამხედროების გაგზავნას ევროპაში... 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T10:30+0400
2021-12-14T10:30+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249181865_0:149:3115:1901_1920x0_80_0_0_31c42a02c570a6cf2d215b7e13769818.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის გამო ვითარების გამწვავების შემთხვევაში თეთრი სახლი არ გამორიცხავს ამერიკელი სამხედროების გაგზავნას ევროპაში, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე.ჟურნალისტის კითხვაზე, „არსებობს თუ არა აქტიური გეგმა ამერიკული ძალების განლაგების შესახებ ნატოს აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, პსაკიმ 2014 წლის მოვლენების მაგალითი მოიყვანა.მისი თქმით, მანამდე G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გააფრთხილეს რუსეთი, რომ საერთაშორისო სამართალი მკაცრად კრძალავს საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას, და რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება.თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ ეს ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად და სამხედრო პოტენციალს აძლიერებს რუსეთის საზღვრებთან.კიევი და დასავლეთის ქვეყნები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად შფოთავენ უკრაინის საზღვართან „რუსეთის აგრესიული ქმედებების გააქტიურების“ გამო. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი თავის ტერიტორიაზე და საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს ჯარების გადაადგილებას, ეს არავის უქმნის საფრთხეს და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა იღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, თუ მის საზღვრებთან არასტაბილური რეგიონი მდებარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211201/nato-ukrainis-daxmarebas-ganagrzobs-262509797.html
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249181865_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_bbe6ec2aac30688e3d85d58b5283e0b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის გამო ვითარების გამწვავების შემთხვევაში თეთრი სახლი არ გამორიცხავს ამერიკელი სამხედროების გაგზავნას ევროპაში,
განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, „არსებობს თუ არა აქტიური გეგმა ამერიკული ძალების განლაგების შესახებ ნატოს აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, პსაკიმ 2014 წლის მოვლენების მაგალითი მოიყვანა.
„თუ 2014 წელს გადახედავთ, მაშინ ნატოს ბევრი პარტნიორი ქვეყანა ითხოვდა მხარდაჭერას, [სამხედრო] ყოფნის გაძლიერებას, ან ჯარების დამატებით როტაციულ განთავსებას. და, რაღა თქმა უნდა, ასეთი შესაძლებლობა მაგიდაზე იდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, — განაცხადა პრეს-მდივანმა.
მისი თქმით, მანამდე G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გააფრთხილეს რუსეთი, რომ საერთაშორისო სამართალი მკაცრად კრძალავს საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას, და რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ ეს ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად და სამხედრო პოტენციალს აძლიერებს რუსეთის საზღვრებთან.
კიევი და დასავლეთის ქვეყნები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად შფოთავენ უკრაინის საზღვართან „რუსეთის აგრესიული ქმედებების გააქტიურების“ გამო. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი თავის ტერიტორიაზე და საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს ჯარების გადაადგილებას, ეს არავის უქმნის საფრთხეს და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა იღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, თუ მის საზღვრებთან არასტაბილური რეგიონი მდებარეობს.