https://sputnik-georgia.com/20220112/rusetis-mezoblebi-dasavletis-dartymis-qves-arian-263563653.html
კოლექტიური საფრთხე: რუსეთის მეზობლები დასავლეთის დარტყმის ქვეშ არიან
კოლექტიური საფრთხე: რუსეთის მეზობლები დასავლეთის დარტყმის ქვეშ არიან
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 12.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-12T17:35+0400
2022-01-12T17:35+0400
2022-01-12T21:19+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
აშშ
დსთ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263434026_0:364:2994:2048_1920x0_80_0_0_ce5e8229d73c856af0a88e462f30b278.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვაყაზახეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო ძალების დახმარებით ტერორისტების მოგერიება შეძლო.ბრძოლები და დაკავებები ჯერ ისევ გრძელდება, თუმცა მთლიანობაში მთავრობამ მაინც აიღო კონტროლი სიტუაციაზე. ამ კარგმა ამბავმა უკიდურესად გააღიზიანა დასავლელი პარტნიორები.თეთრმა სახლმა „შეშფოთება გამოთქვა“ პრეზიდენტ ტოკაევის ბრძანებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ტერორისტებისთვის გაუფრთხილებლად სროლას ეხებოდა. ანუ ამერიკულ რეჟიმს კატეგორიულად არ აწყობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეებმა ქუჩებში ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა შეწყვიტონ.როგორც კი ნათელი გახდა, რომ ტერორისტებს არაფერი გამოუვიდათ, აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ „პროტესტის ნიშნად“ ყაზახეთში თავისი მისიის რიცხოვნობა შეამცირა.მოკლედ, მიღებულია გასაგები სიგნალი. გვამები ცარიელ ქუჩებში, დამწვარი შენობები და მანქანები, ქაოსი, ძარცვა − აი, ასეთ ვიტრინებად სურთ აქციონ ამერიკელ პარტნიორებს სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები. ამ ქვეყნების იაპონიად ან გერმანიად გადაკეთებაზე თავს არ იწუხებენ. ამის ნაცვლად მისგან ჰაიტის გააკეთებენ. ვაშინგტონი მათ თავისი ველური არქაული ნაციონალიზმისა და თანამედროვე ლეტალური იარაღისგან მომზადებულ საფირმო კოქტეილს შესთავაზებს. და ისიც იფეთქებს.ბანდიტების მიერ გაძარცული მშვენიერი ალმათი, რომლებსაც ინტიმური ურთიერთობა აქვთ ისლამისტებთან, პროგრამის მხოლოდ პირველი პუნქტია. ყაზახეთზე არავინ გაჩერდება. ჯერ კიდევ 2019 წელს Rand Corporation-მა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოზიციებს ახმოვანებს ხოლმე, „რუსეთის ზედმეტად დაძაბვისა და მისი ბალანსის დარღვევის“ ძალიან კონკრეტული გეგმა გამოაქვეყნა. მასში ყველაფერი მკაფიოდაა გაწერილი: ჯერ უკრაინას უნდა მიეწოდოს ლეტალური იარაღი, მერე ბელარუსი შეირყეს, შემდეგ კი შუა აზიას უნდა წაეკიდოს ცეცხლი. პარალელურად კი სამხრეთ კავკასია უნდა აბუნტდეს და მოლდოვას დნესტრისპირეთი დაუბრუნდეს.ამერიკელების უახლოეს გეგმებში შედის ცივილიზაციის აბსოლუტურად ყველა ანკლავის რღვევა, რომლებიც ჯერ კიდევაა შენარჩუნებული ყოფილი საბჭოეთის განაპირას. „ბრძოლის ველი“ − ასე ხასიათდება პოსტსაბჭოთა in-between states-ები Rand Corporation-ის სხვა მოხსენებაში. სამხედროები კონკრეტული ტიპები არიან, მათთვის ეს სულაც არ არის მეტაფორა.ეს რუსები არიან დაინტერესებული იმით, რომ მათი საზღვრების გაყოლებაზე ათასი ფერი ყვაოდეს და ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. მიუხედავად ეროვნული განაპირა სახელმწიფოების ყველა ლეგენდისა და მითისა, სწორედ რუსეთს შეჰქონდა ცივილიზაცია დედამიწის ამ მივიწყებულ კუთხეებში. მხოლოდ ისაა დაინტერესებული დღეს მათი უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფით.ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს დაუმთავრებელი სახელმწიფოებია. ისინი ძლივს პოულობენ მათ რუკაზე და სახელწოდების წარმოთქმაც უჭირთ: ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი... და რა ჰქვია კიდევ... დავიწყებული ქვეყანა თურქმენეთი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გადაიკეტა. მათთვის ეს ტიპიური ფრონტირია, არავისი მიწა, სადაც აბორიგენები ერთმანეთს ხოცავენ, იცავენ რა ადგილს ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის.შუა აზიაში ბაზების თემამ ამერიკელებისთვის განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ავღანეთიდან გაქცევის წინ. ხმების გავრცელება, თითქოს რუსეთის მეზობლებს ამერიკელი სამხედროების თავისთან შეფარება სწყუროდათ, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მაგრამ, რა მოხდება, სამხედროები რომ განაწყენდნენ? უზბეკეთი ჯერ არ არის ОДКБ-ს წევრი − იქ რომ ყაზახეთის მსგავსად მოულოდნელად დაიწყონ ადამიანებისთვის თავების ჭრა, მოსკოვმა შეიძლება უბრალოდ ვერ მიასწროს დასახმარებლად მისვლა.რუსეთის მეზობელი ქვეყნების ელიტებმა დროა გაიგონ, რომ მსოფლიოში სულ სამი გლობალური სუვერენული მოთამაშეა. ორი მათგანი − რუსეთი და ჩინეთი − რეალურად დაინტერესებული არიან მშვიდობითა და უსაფრთხოებით. მესამის, ამერიკის მიზანი − ეს არის „ყველა ყველას წინააღმდეგ“ ომის გაღვივება. და რაც უფრო ახლოსაა სახელმწიფო რუსეთთან, მით მეტია შანსი, რომ ომი სწორედ მათ მოუწევთ − ბოლო მცხოვრებამდე. რა თქმა უნდა, სამხედრო შეჭრის ეს მცდელობები „ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტებად“ წარმოჩინდება. მერე რა, რომ ისინი კბილებამდე იქნებიან შეიარაღებული და ძალოვანებთან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისთვის იქნებიან მზად. CNN ყველაფერს საჭიროებისამებრ წარმოაჩენს.მოლდოვის მსგავსი ქვეყნები ხსნას საკუთარ ბლოკგარეშე სტატუსში ეძებენ: არც ნატო და არც ОДКБ. იქ თითქოს ყველა წესების დაცვით თამაშობს. კატეგორიული რუსოფობია პოლიტიკასა და რიტორიკაში, „სწორი“ პროდასავლელი პრეზიდენტი. მაგრამ რას გააკეთებს მაია სანდუ, თუ ამერიკელები უეცრად დნესტრისპირეთის საკითხის გადაჭრას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაწყვეტენ? თუ მას თავის სახელმწიფოში სისხლისღვრა არ მოეწონება, სასწრაფოდ ისეთ „მაიდანს“ მოუწყობენ, რომ თავბედს აწყევლინებენ.ჩვენ პირველი მოწაფეები ვიქნებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც თეთრი სახლი იტყვის და ბედნიერება და სტაბილურობა გვექნება − ეს ძველი და სულელური ილუზიაა. სპოილერი: არ ექნებათ. დაინტერესებულებს შეუძლიათ გაეცნონ, როგორ ცვლიან ქვეყნის ხელისუფლებას სამხრეთ კორეაში. იქ პრეზიდენტი უბრალოდ დასახვრეტი თანამდებობაა. მკვლელობები, თვითმკვლელობები, გაუთავებელი სასამართლოები და უზარმაზარვადიანი პატიმრობები.სეულში − მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურ და პროგრესულ მეგაპოლისში უქმე დღეებში მოედნები რეგულარულადაა დაკავებული სხვადასხვა საპტროტესტო აქციების მონაწილეებით. მორიგი პრეზიდენტის დაკავების წინ ისინი ჩვეულ ადგილებზე გამოდიან და, ჩვეულების თანახმად, ითხოვენ ციხეში ჩასმას.არადა, სამხრეთ კორეა − ეს ვაშინგტონის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პირმშოა. ეს მართლაც არის ამერიკული ოცნების ვიტრინა. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა − ხუმრობის გარეშე − ლიდერებს კი განსაკუთრებული სისასტიკით იცვლის. და, თანაც, ყოველ ჯერზე − მინი-მაიდნის მეშვეობით.არა, როსტოვის აეროპორტი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ღიაა. ამერიკელები განადგურებულ სახელმწიფოთა მეთაურებს იქ შეხვდებიან და შეიფარებენ. როსტოვის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მიზეუმში შეიძლება განთავსდეს არტეფაქტები − ყოფილი პრეზიდენტების პატარა ბიუსტები, მათი პორტრეტებით დამშვენებული საიუველირო ნაკეთობები, ძვირფას ყდებში გამოცემული მათი მშვენიერი თხზულებები. ადგილობრივ სანატორიუმებში ჯანმრთელობის აღსადგენად სპეციალურ პროგრამებს შეიმუშავებენ ყოფილი სახელმწიფო მეთაურებისთვის — სპა, დეტოქსიმ რელაქსი. მაგრამ განა ხელმძღვანელობა უფრო უსაფრთხო დევნილობიდან კი არა, არამედ საკუთარი ქვეყნიდან არ იქნებოდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების საიმედო საფარქვეშ?არსებობს მოსაზრება, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ხელმძღვანელობა უკეთ უნდა ზრუნავდეს ხალხზე, გააძლიეროს ეკონომიკა − და მაშინ არანაირი მაიდანი არ იქნება.ის, რომ სიღარიბესთან ბრძოლაა საჭირო, სადავო არ არის. ქვედა სოციალური ფენები კარგად უნდა კვებო და განათლებითა და სოციალური ლიფტებით უზრუნველყო. მაგრამ ეს ქვეყნის სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტია ეს არ არის.მრავალთვიანმა პროტესტებმა ჩვენ თვალწინ მოახდინა ჰონკონგის − მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მეგაპოლისის ცხოვრების პარალიზმება. არ დადიოდა ტრანსპორტი, ცნობილი ოტელები დაცარიელდა, ტურიზმი ჩაკვდა − და ყველაფერი იმ „ბარდაკის“ გამო, რომელსაც თვეობით აწყობდნენ ქუჩებში „დაპროპაგანდირებული“ სტუდენტები.პორტლენდი, აშშ-ის მართლაც აყვავებული ქალაქი, 2020 წელს რამდენიმე დღეში გადაიქცა ქურდულ „მალინად“, სადაც წესრიგის დედა − ანარქია ბატონობს. პორტლენდი არ ყოფილა სიღარიბის სავანე − ამ საშინელებას სწორედ ღარიბმა ამერიკულმა ქალაქებმა აარიდეს თავი ბედნიერად.ალმათი, რომელსაც ახლა ბანდიტებისა და ტერორისტებისგან იცავენ, შუა აზიის ულამაზესი და უწარმატებულესი ქალაქი იყო. უშველა ამან რამე? არა, როგორც ვხედავთ.უთანასწორობა, სამწუხაროდ, მთელი თანამედროვე ეკონომიკის დრაივერია. ამიტომ ის ყველგან არის − მუმბაიდან ჩიკაგომდე და რიო-დე-ჟანეიროდან ნურ-სულთანამდე. ის შეიძლება პროტესტების საბაბად იქცეს, მაგრამ არა რეალურ მიზეზად. შეიძლება საკუთარი მოქალაქეები თავით ფეხამდე ოქროში ჩასვა, მაგრამ თუ ქვეყანაში 22 ათასი დასავლური არაკომერციული ორგანიზაცია მუშაობს (ასე იყო ყაზახეთში), უცხოეთიდან ინსპირირებული გადატრიალება მხოლოდ დროის ამბავი იქნება.ცეცხლის ხაზზე აღმოჩენილ ზოგ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მესამე ძალის იმედი აქვს. აზერბაიჯანი, მაგალითად, „დიდი თურანის“ პროექტს ეთამაშება. მაგრამ მისი მთავარი სულისჩამდგმელი ერდოღანი მარადიული არ არის. ლირის ვარდნამ მას საკუთარი მოქალაქეები აუმხედრა, ხოლო ამერიკულ ელიტებს უკვე კარგა ხანია აღიზიანებს.დროა შეწყდეს 90-იანების ილუზიებით თრობა. ამერიკული ოცნების თაყვანისცემის დღესასწაული დასრულებულია, დადგა მწარე ნაბახუსევი. დღეს ყოფილი ჰეგემონი მზადაა მთელი მსოფლიო დაფლითოს, ოღონდაც თავისი დაცემა ცოტათი მაინც გადაავადოს. განსაკუთრებული რისკის ზონაში დღეს რუსეთის მეზობელი ქვეყნები არიან. ჩვენი ქვეყანა მზადაა მათ დასახმარებლად, დამპყრობლებისგან დასაცავად.მაგრამ მეზობლებისგანაც შემხვედრი ნაბიჯებია საჭირო. რუსულენოვანი მოსახლეობა მათ ქვეყნებში მშვიდად და მყუდროდ უნდა გრძნობდეს თავს. რუსულმა ენამ მაღალი სტატუსი უნდა შეინარჩუნოს. აუცილებელია შეწყდეს რუსული სკოლების შეზღუდვა, იდიოტური „ენის პატრულის“ მოქმედება და, საერთოდაც, გათავხედებული ადგილობრივი ნაციონალისტები უნდა მორჯულდნენ.მხოლოდ ასე შეიძლება უაზრო აგრესიული შოვინიზმის არქაიკაში დანთქმისთვის თავის არიდება და იმ მაღალი უნიკალური ცივილიზაციის შენარჩუნება, რომლებსაც ერთად ქმნიდნენ ჩვენი საერთო წინაპრების თაობები.კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია − ეს ექვსი სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის ნაყოფია. მისი დაცვის სარგებლობისთვის კოლექტივიზმისა და პასუხისმგებლობის გამოვლენაა საჭირო.ხოლო ეს მრავალვექტორული ფოკუსები, დროა, რომ უტილიზაციაში ჩაბარდეს. ისინი აღარ მუშაობს. არ შეიძლება უსასრულოდ იჯდე ორ სკამზე, მით უმეტეს, რომ მეორე სკამი იწვის. რუსეთი საიმედო პარტნიორია, მაგრამ ტანგოს ორნი ცეკვავენ. მეზობლებმა ისეთივე საიმედოობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ მის მიმართ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20220112/orkebis-revolucia-yazaxetsi-263554403.html
https://sputnik-georgia.com/20211213/surt-tu-ara-amerikelebs-rusettan-omi-262820036.html
https://sputnik-georgia.com/20211206/ra-undat-amerikelebs-putinisgan-da-rit-daemuqrebian-mas-262628491.html
https://sputnik-georgia.com/20211101/amerikis-prezidenti-ebropasi-261690870.html
https://sputnik-georgia.com/20210906/mosazreba-amerikis-mier-warmoebuli-omebis-sesaxeb-259348667.html
https://sputnik-georgia.com/20210825/natos-didi-damarcxeba-258605737.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263434026_473:559:2459:2048_1920x0_80_0_0_f84317f8002c6dcdf3d0c2cd0153c0b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ , დსთ
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ , დსთ
ყაზახეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო ძალების დახმარებით ტერორისტების მოგერიება შეძლო.
ბრძოლები და დაკავებები ჯერ ისევ გრძელდება, თუმცა მთლიანობაში მთავრობამ მაინც აიღო კონტროლი სიტუაციაზე. ამ კარგმა ამბავმა უკიდურესად გააღიზიანა დასავლელი პარტნიორები.
თეთრმა სახლმა „შეშფოთება გამოთქვა“ პრეზიდენტ ტოკაევის ბრძანებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ტერორისტებისთვის გაუფრთხილებლად სროლას ეხებოდა. ანუ ამერიკულ რეჟიმს კატეგორიულად არ აწყობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეებმა ქუჩებში ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა შეწყვიტონ.
როგორც კი ნათელი გახდა, რომ ტერორისტებს არაფერი გამოუვიდათ, აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ „პროტესტის ნიშნად“ ყაზახეთში თავისი მისიის რიცხოვნობა შეამცირა.
მოკლედ, მიღებულია გასაგები სიგნალი. გვამები ცარიელ ქუჩებში, დამწვარი შენობები და მანქანები, ქაოსი, ძარცვა − აი, ასეთ ვიტრინებად სურთ აქციონ ამერიკელ პარტნიორებს სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები. ამ ქვეყნების იაპონიად ან გერმანიად გადაკეთებაზე თავს არ იწუხებენ. ამის ნაცვლად მისგან ჰაიტის გააკეთებენ. ვაშინგტონი მათ თავისი ველური არქაული ნაციონალიზმისა და თანამედროვე ლეტალური იარაღისგან მომზადებულ საფირმო კოქტეილს შესთავაზებს. და ისიც იფეთქებს.
ბანდიტების მიერ გაძარცული მშვენიერი ალმათი, რომლებსაც ინტიმური ურთიერთობა აქვთ ისლამისტებთან, პროგრამის მხოლოდ პირველი პუნქტია. ყაზახეთზე არავინ გაჩერდება. ჯერ კიდევ 2019 წელს Rand Corporation-მა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოზიციებს ახმოვანებს ხოლმე, „რუსეთის ზედმეტად დაძაბვისა და მისი ბალანსის დარღვევის“ ძალიან კონკრეტული გეგმა გამოაქვეყნა. მასში ყველაფერი მკაფიოდაა გაწერილი: ჯერ უკრაინას უნდა მიეწოდოს ლეტალური იარაღი, მერე ბელარუსი შეირყეს, შემდეგ კი შუა აზიას უნდა წაეკიდოს ცეცხლი. პარალელურად კი სამხრეთ კავკასია უნდა აბუნტდეს და მოლდოვას დნესტრისპირეთი დაუბრუნდეს.
ამერიკელების უახლოეს გეგმებში შედის ცივილიზაციის აბსოლუტურად ყველა ანკლავის რღვევა, რომლებიც ჯერ კიდევაა შენარჩუნებული ყოფილი საბჭოეთის განაპირას. „ბრძოლის ველი“ − ასე ხასიათდება პოსტსაბჭოთა in-between states-ები
Rand Corporation-ის სხვა მოხსენებაში. სამხედროები კონკრეტული ტიპები არიან, მათთვის ეს სულაც არ არის მეტაფორა.
ეს რუსები არიან დაინტერესებული იმით, რომ მათი საზღვრების გაყოლებაზე ათასი ფერი ყვაოდეს და ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. მიუხედავად ეროვნული განაპირა სახელმწიფოების ყველა ლეგენდისა და მითისა, სწორედ რუსეთს შეჰქონდა ცივილიზაცია დედამიწის ამ მივიწყებულ კუთხეებში. მხოლოდ ისაა დაინტერესებული დღეს მათი უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფით.
ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს დაუმთავრებელი სახელმწიფოებია. ისინი ძლივს პოულობენ მათ რუკაზე და სახელწოდების წარმოთქმაც უჭირთ: ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი... და რა ჰქვია კიდევ... დავიწყებული ქვეყანა თურქმენეთი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გადაიკეტა. მათთვის ეს ტიპიური ფრონტირია, არავისი მიწა, სადაც აბორიგენები ერთმანეთს ხოცავენ, იცავენ რა ადგილს ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის.
შუა აზიაში ბაზების თემამ ამერიკელებისთვის განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ავღანეთიდან გაქცევის წინ. ხმების გავრცელება, თითქოს რუსეთის მეზობლებს ამერიკელი სამხედროების თავისთან შეფარება სწყუროდათ, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მაგრამ, რა მოხდება, სამხედროები რომ განაწყენდნენ? უზბეკეთი ჯერ არ არის ОДКБ-ს წევრი − იქ რომ ყაზახეთის მსგავსად მოულოდნელად დაიწყონ ადამიანებისთვის თავების ჭრა, მოსკოვმა შეიძლება უბრალოდ ვერ მიასწროს დასახმარებლად მისვლა.
რუსეთის მეზობელი ქვეყნების ელიტებმა დროა გაიგონ, რომ მსოფლიოში სულ სამი გლობალური სუვერენული მოთამაშეა. ორი მათგანი − რუსეთი და ჩინეთი − რეალურად დაინტერესებული არიან მშვიდობითა და უსაფრთხოებით. მესამის, ამერიკის მიზანი − ეს არის „ყველა ყველას წინააღმდეგ“ ომის გაღვივება. და რაც უფრო ახლოსაა სახელმწიფო რუსეთთან, მით მეტია შანსი, რომ ომი სწორედ მათ მოუწევთ − ბოლო მცხოვრებამდე. რა თქმა უნდა, სამხედრო შეჭრის ეს მცდელობები „ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტებად“ წარმოჩინდება. მერე რა, რომ ისინი კბილებამდე იქნებიან შეიარაღებული და ძალოვანებთან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისთვის იქნებიან მზად. CNN ყველაფერს საჭიროებისამებრ წარმოაჩენს.
მოლდოვის მსგავსი ქვეყნები ხსნას საკუთარ ბლოკგარეშე სტატუსში ეძებენ: არც ნატო და არც ОДКБ. იქ თითქოს ყველა წესების დაცვით თამაშობს. კატეგორიული რუსოფობია პოლიტიკასა და რიტორიკაში, „სწორი“ პროდასავლელი პრეზიდენტი. მაგრამ რას გააკეთებს მაია სანდუ, თუ ამერიკელები უეცრად დნესტრისპირეთის საკითხის გადაჭრას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაწყვეტენ? თუ მას თავის სახელმწიფოში სისხლისღვრა არ მოეწონება, სასწრაფოდ ისეთ „მაიდანს“ მოუწყობენ, რომ თავბედს აწყევლინებენ.
ჩვენ პირველი მოწაფეები ვიქნებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც თეთრი სახლი იტყვის და ბედნიერება და სტაბილურობა გვექნება − ეს ძველი და სულელური ილუზიაა. სპოილერი: არ ექნებათ. დაინტერესებულებს შეუძლიათ გაეცნონ, როგორ ცვლიან ქვეყნის ხელისუფლებას სამხრეთ კორეაში. იქ პრეზიდენტი უბრალოდ დასახვრეტი თანამდებობაა. მკვლელობები, თვითმკვლელობები, გაუთავებელი სასამართლოები და უზარმაზარვადიანი პატიმრობები.
სეულში − მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურ და პროგრესულ მეგაპოლისში უქმე დღეებში მოედნები რეგულარულადაა დაკავებული სხვადასხვა საპტროტესტო აქციების მონაწილეებით. მორიგი პრეზიდენტის დაკავების წინ ისინი ჩვეულ ადგილებზე გამოდიან და, ჩვეულების თანახმად, ითხოვენ ციხეში ჩასმას.
არადა, სამხრეთ კორეა − ეს ვაშინგტონის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პირმშოა. ეს მართლაც არის ამერიკული ოცნების ვიტრინა. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა − ხუმრობის გარეშე − ლიდერებს კი განსაკუთრებული სისასტიკით იცვლის. და, თანაც, ყოველ ჯერზე − მინი-მაიდნის მეშვეობით.
არა, როსტოვის აეროპორტი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ღიაა. ამერიკელები განადგურებულ სახელმწიფოთა მეთაურებს იქ შეხვდებიან და შეიფარებენ. როსტოვის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მიზეუმში შეიძლება განთავსდეს არტეფაქტები − ყოფილი პრეზიდენტების პატარა ბიუსტები, მათი პორტრეტებით დამშვენებული საიუველირო ნაკეთობები, ძვირფას ყდებში გამოცემული მათი მშვენიერი თხზულებები. ადგილობრივ სანატორიუმებში ჯანმრთელობის აღსადგენად სპეციალურ პროგრამებს შეიმუშავებენ ყოფილი სახელმწიფო მეთაურებისთვის — სპა, დეტოქსიმ რელაქსი. მაგრამ განა ხელმძღვანელობა უფრო უსაფრთხო დევნილობიდან კი არა, არამედ საკუთარი ქვეყნიდან არ იქნებოდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების საიმედო საფარქვეშ?
არსებობს მოსაზრება, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ხელმძღვანელობა უკეთ უნდა ზრუნავდეს ხალხზე, გააძლიეროს ეკონომიკა − და მაშინ არანაირი მაიდანი არ იქნება.
ის, რომ სიღარიბესთან ბრძოლაა საჭირო, სადავო არ არის. ქვედა სოციალური ფენები კარგად უნდა კვებო და განათლებითა და სოციალური ლიფტებით უზრუნველყო. მაგრამ ეს ქვეყნის სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტია ეს არ არის.
მრავალთვიანმა პროტესტებმა ჩვენ თვალწინ მოახდინა ჰონკონგის − მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მეგაპოლისის ცხოვრების პარალიზმება. არ დადიოდა ტრანსპორტი, ცნობილი ოტელები დაცარიელდა, ტურიზმი ჩაკვდა − და ყველაფერი იმ „ბარდაკის“ გამო, რომელსაც თვეობით აწყობდნენ ქუჩებში „დაპროპაგანდირებული“ სტუდენტები.
პორტლენდი, აშშ-ის მართლაც აყვავებული ქალაქი, 2020 წელს რამდენიმე დღეში გადაიქცა ქურდულ „მალინად“, სადაც წესრიგის დედა − ანარქია ბატონობს. პორტლენდი არ ყოფილა სიღარიბის სავანე − ამ საშინელებას სწორედ ღარიბმა ამერიკულმა ქალაქებმა აარიდეს თავი ბედნიერად.
ალმათი, რომელსაც ახლა ბანდიტებისა და ტერორისტებისგან იცავენ, შუა აზიის ულამაზესი და უწარმატებულესი ქალაქი იყო. უშველა ამან რამე? არა, როგორც ვხედავთ.
უთანასწორობა, სამწუხაროდ, მთელი თანამედროვე ეკონომიკის დრაივერია. ამიტომ ის ყველგან არის − მუმბაიდან ჩიკაგომდე და რიო-დე-ჟანეიროდან ნურ-სულთანამდე. ის შეიძლება პროტესტების საბაბად იქცეს, მაგრამ არა რეალურ მიზეზად. შეიძლება საკუთარი მოქალაქეები თავით ფეხამდე ოქროში ჩასვა, მაგრამ თუ ქვეყანაში 22 ათასი დასავლური არაკომერციული ორგანიზაცია მუშაობს (ასე იყო ყაზახეთში), უცხოეთიდან ინსპირირებული გადატრიალება მხოლოდ დროის ამბავი იქნება.
ცეცხლის ხაზზე აღმოჩენილ ზოგ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მესამე ძალის იმედი აქვს. აზერბაიჯანი, მაგალითად, „დიდი თურანის“ პროექტს ეთამაშება. მაგრამ მისი მთავარი სულისჩამდგმელი ერდოღანი მარადიული არ არის. ლირის ვარდნამ მას საკუთარი მოქალაქეები აუმხედრა, ხოლო ამერიკულ ელიტებს უკვე კარგა ხანია აღიზიანებს.
დროა შეწყდეს 90-იანების ილუზიებით თრობა. ამერიკული ოცნების თაყვანისცემის დღესასწაული დასრულებულია, დადგა მწარე ნაბახუსევი. დღეს ყოფილი ჰეგემონი მზადაა მთელი მსოფლიო დაფლითოს, ოღონდაც თავისი დაცემა ცოტათი მაინც გადაავადოს. განსაკუთრებული რისკის ზონაში დღეს რუსეთის მეზობელი ქვეყნები არიან. ჩვენი ქვეყანა მზადაა მათ დასახმარებლად, დამპყრობლებისგან დასაცავად.
მაგრამ მეზობლებისგანაც შემხვედრი ნაბიჯებია საჭირო. რუსულენოვანი მოსახლეობა მათ ქვეყნებში მშვიდად და მყუდროდ უნდა გრძნობდეს თავს. რუსულმა ენამ მაღალი სტატუსი უნდა შეინარჩუნოს. აუცილებელია შეწყდეს რუსული სკოლების შეზღუდვა, იდიოტური „ენის პატრულის“ მოქმედება და, საერთოდაც, გათავხედებული ადგილობრივი ნაციონალისტები უნდა მორჯულდნენ.
მხოლოდ ასე შეიძლება უაზრო აგრესიული შოვინიზმის არქაიკაში დანთქმისთვის თავის არიდება და იმ მაღალი უნიკალური ცივილიზაციის შენარჩუნება, რომლებსაც ერთად ქმნიდნენ ჩვენი საერთო წინაპრების თაობები.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია − ეს ექვსი სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის ნაყოფია. მისი დაცვის სარგებლობისთვის კოლექტივიზმისა და პასუხისმგებლობის გამოვლენაა საჭირო.
ხოლო ეს მრავალვექტორული ფოკუსები, დროა, რომ უტილიზაციაში ჩაბარდეს. ისინი აღარ მუშაობს. არ შეიძლება უსასრულოდ იჯდე ორ სკამზე, მით უმეტეს, რომ მეორე სკამი იწვის. რუსეთი საიმედო პარტნიორია, მაგრამ ტანგოს ორნი ცეკვავენ. მეზობლებმა ისეთივე საიმედოობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ მის მიმართ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს