„ორკების რევოლუცია“ ყაზახეთის უშიშროების ძალებს შემთხვევით არ გამოპარვიათ

© AP Photo / Vladimir Tretyakovყაზახეთი
ყაზახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
ყაზახეთის ძალოვანი ბლოკის უზარმაზარი პოტენციალი უუნარო აღმოჩნდა ტერორისტული შეტევის პირობებში.
მთავარი მიზეზები და წინაპირობები: ერთდროული სამხედრო თანამშრომლობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ОДКБ) და ნატოს ფორმატებში, პოლიტიკური პიეტეტი „დიდი თურანის“ მიმართ, ჯიჰადისტების ადგილობრივი კონსპირაციული უჯრედების (რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება ავღანეთში, ერაყსა და სირიაში მიიღეს) ჯეროვნად შეუფასებლობა.
პროტესტანტების ორგანიზების, ლოგისტიკისა და ოპერატიული კოორდინაციის ხარისხი უცხოეთიდან სახსრების დიდი ნაწილის მოზიდვასა და დასავლური სპეცსამსახურების ჩართულობაზე მოწმობს.
პროტესტებისთვის აშკარად გამოგონილი საბაბი და დასავლური მედიის „ფროიდული წამოცდენები უკრაინაზე“ იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ რუსეთის საზღვრებთან მეორე „მაიდანის“ ფორმირებაში პირდაპირ მონაწილეობდნენ ამერიკელები და მათი უახლოესი მოკავშირეები – მოსკოვზე დამატებითი ზეწოლისთვის უსაფრთხოების თემაზე ჟენევაში მოლაპარაკებების წინ.
ვითარება ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
მსოფლიო დღეს
ვითარება ყაზახეთში: ტერორისტული კერები განეიტრალებულია
შევნიშნავთ, რომ საავტომობილო გაზის ფასი ყაზახეთში იყო და ახლაც არის ერთ ლიტრზე 50-70 ტენგეს ფარგლებში, ანუ 0,11-0,16 ცენტი ერთ ლიტრზე. ღირებულების ორმაგი დროებითი გაძვირება კატასტროფა არ იყო. მაშ, ვის, თუ არა ადგილობრივ „ჯიჰადისტებს“ შეიძლება აძლევდეს ხელს ასეთი პროვოკაციები?
ამერიკული გამოცემა Breaking Defense-მა 7 იანვარს სიხარულით აუწყა მკითხველებს „პუტინის კოშმარის“ შესახებ: „ამბოხება ყაზახეთში ახალ ცვლადს მატებს რუსეთის გეგმებს უკრაინის მიმართ... ახალი ქაოსური ელემენტია, რომელსაც შეუძლია რუსეთს უკრაინაში სამხედრო შეჭრის ნებისმიერ გეგმაზე უარის თქმა მოსთხოვოს, რათა კიდევ ერთ კრიზისს გაუმკლავდეს“.
შესაძლოა, „პროტესტების სისწრაფე და სისასტიკე“ იმით აიხსნებოდეს, რომ ყაზახეთი მსოფლიო ურანის 40%-ზე მეტს მოიპოვებს, ხოლო შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი თანხების ინვესტიცია მოახდინა ყაზახეთის ეკონომიკის სამთო მოპოვების სექტორში.
აგერ „ალ ჯაზირაც“აღნიშნავს, რომ ყაზახეთი „რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი უნდა გამხდარიყო უკრაინის შემდეგ“, მაგრამ ახლა ის გადის ამერიკის გავლენიდან.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა სსრკ-ის აღორძინება შენიშნა

მრავალვექტორული ჩავარდნა

გასული შვიდი დღის დრამატული მოვლენები საკმაოდ დეტალურადაა ასახული მედიაში. ორშაბათს ალმათიში, ეროვნული უშიშროების კომიტეტის ცნობით, ორი ექსტრემისტული უჯრედი განეიტრალდა, რომლის წევრებიც (ყაზახებიცა და უცხოელებიც) აქტიურად მონაწილეობდნენ მეგაპოლისში მასობრივ არეულობებში 4–8 იანვარს (https://www.gov.kz/memleket/entities/knb/press/news/details/309779?lang=ru). ჩხრეკების დროს ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარები, სავაზნეები, რელიგიური ლიტერატურა. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები რესპუბლიკაში ისევ გრძელდება.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ОДКБ-ს სხდომაზე 10 იანვარს განაცხადა, რომ ბოევიკებმა არეულობის დროს თავები მოკვეთეს ორ სამხედროს. რაღა თქმა უნდა, ეს მარტივი „საქმე“ არ არის, ამისათვის დიდი პრაქტიკა და ფსიქოლოგიური გამოწრთობაა საჭირო „ჯიჰადისტების“ რაზმებში − საბრძოლო მოქმედებების ზონებში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტესტანტებმა ალმათის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს და რამდენიმე თვითმფრინავი ჩაიგდეს ხელთ, რომ შეიარაღებული შტურმი განხორციელდა პოლიციისა და უშიშროების კომიტეტის განყოფილებებზე, ასევე სასაზღვრო ჯარების აკადემიასა და ქალაქის ადმინისტრაციაზე. სისასტიკის ხარისხი გამაოგნებელია. შეჭირვებულების მშვიდობიან ექსპრომტს ეს არაფრით არ ჰგავს.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
მსოფლიო დღეს
პრეზიდენტმა ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაზე ხუთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა
ყაზახეთში ტერორისტების იატაკქვეშა მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპი ეროვნული უშიშროების კომიტეტისა და პოლიციის სპეციალისტებს გამოეპარათ (პრეზიდენტ ტოკაევის განმარტება). სამხედრო შენაერთებმა მოსახლეობა არ დაიცვეს 2-3 იანვარს, როცა ბუნტი ის-ის იყო იწყებოდა. რა თქმა უნდა, ჯარი პოლიცია არ არის, მაგრამ ხალხის მთავარი დამცველია.
ყაზახეთის სწრაფი რეაგირების რაზმებმა ფაქტობრივად დაუთმეს ქალაქები დამრბევებს. უფრო მეტად მომზადებულმა საჰაერო-სადესანტე ძალების ქვედანაყოფებმა ტერორისტებთან ბრძოლა მხოლოდ 4 იანვარს დაიწყეს. საგანგებო მდგომარეობა 5 იანვრიდან მოქმედებს ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე. ოპერაცია „ანტიტერორი“ 7 იანვარს დაიწყო.
ეროვნული გვარდიის (დაახლოებით 40 ათასი კაცი) საიტი 27 დეკემბრიდან დღემდე უმოქმედოდაა (https://www.gov.kz/memleket/entities/kvv?lang=ru), თუმცა მანამდე საინფორმაციო სააგენტო КазИнформ-ი მას მაღალ შეფასებას აძლევდა (https://online.zakon.kz/Document/?doc_id=31347035).
იანვრის დასაწყისში ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტისა და პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის 30 ათასი თანამშრომლის, შინაგანი ჯარების 140 ათასი ჯარისკაცის განლაგება ბოლომდე არ არის ნათელი.
პრეზდენტის რეზიდენცია ალმათიში - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2022
რამდენი ძალოვანი დაიღუპა ყაზახეთში არეულობის დროს: ოიციალური ცნობები
თავდაცვის სამწლიანი ბიუჯეტი (2020-2022 წლები), ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით (https://ru.sputnik.kz/columnists/20200214/12841148/armiya-kazakhstan-russia.html), საერთო ჯამში 961 მილიარდ ტენგეს შეადგენს, და ის სრულად უზრუნველყოფს ჯარებისა და ძალების მოთხოვნებს. მაშ, რით აიხსნება ყაზახეთის ეროვნული უშიშროების სისტემის კრიზისი?
ყაზახეთის რესპუბლიკის არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ოფიცერთა კადრები იწვრთებოდნენ რუსეთსა და ნატოს ქვეყნებში − ერთდროულად და „მარავალვექტორულად“. როგორც მანამდე, გასულის წლის ოქტომბერში ვწერდი, სამხედრო განათლების ასეთი სისტემა აუცილებლად იწვევს განსხვავებულ ვექტორულ ტაქტიკას, შტაბებსა და ბრძოლის ველზე შეუთანხმებლობას (https://ru.sputnik.kz/society/20211026/18499335/Voennye-vuzy-Kazakhstana-i-Turtsii-dogovorilis-o-sotrudnichestve.html).
ძნელი წარმოსადგენია ოთხ სხვადასხვა სამხედრო სკოლაში (რუსული, იტალიური, თურქული და ამერიკული) აღზრდილი ყაზახი ოფიცრების ოპერატიული ურთიერთქმედება.
სწრაფი რეაგირების რაზმ „ლომების“ მებრძოლებმა წვრთნა ამერიკულ CIA-სა და FBI-ში, ისრაელის პოლიციის სპეცდანაყოფ YAMAM-ში, ბრიტანულ SAS-ში (სპეციალური საჰაერო სადესანტო სამსახური) და გერმანიის ფედერალური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ GHA-9-ში გაიარეს.
არეულობები ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
მსოფლიო დღეს
ყაზახეთში საპროტესტო აქციები წინასწარ იყო მომზადებული – დსთ–ის ხელმძღვანელობა
ღმერთმა იცის, „ფერადი რევოლუციის“ ფონზე რა გეგმები შეიძლება გაჩნდეს იმ სამხედრო ლიდერების თავებში, რომლებიც ადრე „დამტვერდნენ“ ამერიკული დემოკრატიისა თუ თურქეთის „დიდი თურანის“ იდეებით. როგორც 2022 წლის იანვრის დასაწყისში გაირკვა, ყაზახეთის მრავალვექტორული სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ნატოსთან და პარალელურად ОДКБ-სთან მხოლოდ ტექნოლოგიური კონცეპტუალური წინააღმდეგობების წყარო კი არ არის, არამედ ეროვნული უშიშროების რეალური და აშკარა პრობლემაა.
ყაზახეთის ხალხის საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტოკაევმა რთულ ვითარებაში სწრაფად მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება − დახმარებისთვის ОДКБ-ს მიმართა.

ОДКБ-ს და რუსეთის სამშვიდობო როლი

როგორც 10 იანვარს აღნიშნა (https://t.me/sputniklive/29068) ОДКБ-ს საბჭოს საგანგებო სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა:
ყაზახეთზე თავდასხმა იყო აგრესიის აქტი და რესპუბლიკაში გამოიყენეს „ფერადი რევოლუციების“ „მაიდნის“ ტექნოლოგიები;
ყაზახეთი სახელმწიფოებრიობის საფრთხეს შეეჯახა, ეს არ არის გარედან ჩარევის არც პირველი და არც უკანასკნელი მცდელობა − სიტუაცია ეხება ОДКБ-ს ყველა ქვეყანას;
ОДКБ-ს წევრმა მოკავშირეებმა მოახერხეს სწრაფი რეაგირება და რესპუბლიკაში სიტუაციის დეგრადაციის თავიდან აცილება;
ОДКБ-ს ხუთი ქვეყნის სამშვიდობოები შევიდნენ ყაზახეთის ტერიტორიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების შესაბამისად და დარჩებიან რესპუბლიკაში სიტუაციის ნორმალიზებამდე, ანუ არცთუ დიდი ხნით;
პრეზიდენტმა ტოკაევმა შეძლო საზოგადოებისა და ძალოვანი სტრუქტურების გაერთიანება ბოევიკების მოსაგერიებლად, ყაზახეთში ვითარება მშვიდდება.
ვითარება ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
მსოფლიო დღეს
ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატში: ყაზახეთში უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დააკავეს
რესპუბლიკის სამხრეთში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ალმათის მახლობლად ტერორისტებთან სროლები ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ „ორკების“ რევოლუციის შედეგი უკვე განსაზღვრულია. ყაზახეთში არეულობებთან დაკავშირებით 8.000-მდე ადამიანი დააკავეს. ათობით დაკავებულ ბოევიკს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს.
კოლექტიური სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფები განლაგებულია ქალაქ ნურ-სულთანში, ალმათსა და ალმათის რეგიონში. ОДКБ-ს სამშვიდობოები არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მათი მთავარი ამოცანაა სტრატეგიული ობიექტების დაცვა. მაგალითად, რუსი მედესანტეები ბაიკონურის კოსმოდრომის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, რომელიც რუსეთს 2050 წლამდე აქვს იჯარით აღებული.
ბელარუსი სამხედროები საბრძოლო მასალის არსენალებს იცავენ კაპშაგაიში და ჟეტიგენის აეროდრომზე − ალმათიდან 40 კმ და 60 კმ დაშორებით.
ОДКБ-სთვის ყაზახეთის კრიზისი გახდა საბრძოლო უნარებისა და ეფექტურობის პირველი სრულფასოვანი გამოცდა. ოპერატიული რეაგირების წინასწარი შედეგები ყველაფერზე მეტყველებს.
ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, რესპუბლიკამ ურთულესი კრიზისი განიცადა მისი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში, რადგან ალმათის დაცემა გზას გაუხსნიდა ბოევიკებს სამხრეთის, შემდეგ კი მთელი ქვეყნის დასაპყრობად.
თუმცა ამბავი ამით არ მთავრდება, ОДКБ-ს წევრმა ყველა ქვეყანამ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ყაზახეთში არმომხდარი „ორკების რევოლუციიდან“.
დასავლელმა „პარტნიორებმა“ ბევრი რამ გაიგეს, აკვირდებოდნენ რა სამშვიდობო კონტინგენტის მოქმედებას. რუსეთი და ОДКБ-ს სხვა ქვეყნები პოსტსაბჭოთა სივრცეში მშვიდობის მთავარ გარანტორებად რჩებიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0