რამდენი ძალოვანი დაიღუპა ყაზახეთში არეულობის დროს: ოიციალური ცნობები

© REUTERS / PAVEL MIKHEYEVპრეზდენტის რეზიდენცია ალმათიში
პრეზდენტის რეზიდენცია ალმათიში - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2022
გამოწერა
ყაზახეთში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ყაზახეთში არეულობის დროს 16 ძალოვანი დაიღუპა, იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გარდა ამისა, დაშავდა 1,3 ათასზე მეტი სამართალდამცველი, ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე.
უწყების ცნობით, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ამასთან სტაბილიზაცია შეიმჩნევა ყველა რეგიონში. დემონსტრანტების მიერ ადრე დაკავებული შენობები უკვე გათავისუფლებულია.
ალმათის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ერჟან ბაბაყუმაროვის თქმით, ქალაქში ბოევიკები რჩებიან, რომლებიც საპოლიციო ძალებს წინააღმდეგობას უწევენ. ალმათის ტერიტორიაზე ტერორისტული საფრთხის „წითელი“ ხაზი მოქმედებს.
არეულობები ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
მსოფლიო დღეს
ყაზახეთში საპროტესტო აქციები წინასწარ იყო მომზადებული – დსთ–ის ხელმძღვანელობა
9 იანვრის დილისთვის ყახაზეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყველა გზა გაიხსნა, უზრუნველყოფილი იქნა ტრანსპორტის მოძრაობა. მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა შეზღუდული გრაფიკით.
შსს-ს ცნობით, არეულობის დროს 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არიან უცხოელებიც. ყაზახეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის 300-მდე ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ძვირფასეულობა.
9 იანვარს ყაზახეთში რიგი საერთაშორისო რეისებია დაგეგმილი. კერძოდ, ნურ-სულთანის აეროპორტში 24 საერთაშორისო რეისს, მათ შორის მინსკიდან. ნურ-სულთანის აეროპორტი მზადაა გახსნისთვის, თუმცა იგი მუშაობას სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ განაახლებს.
პროტესტი ყაზახეთში
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევადი გაზის ფასების ორჯერ გაზრდა გააპროტესტა. შემდეგ კი პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. 4, 5 და 6 იანვარს დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოხდა, არიან გარდაცვლილები. ქალაქს დიდი ზარალი მიადგა, გაქურდულია მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
ზურაბიშვილი ყაზახეთში არსებულ სიტუაციაზე: ვგმობ ძალადობას და დეესკალაციის იმედი მაქვს>>>
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ყველა ახალი ამბავი
0