ზურაბიშვილი ყაზახეთში არსებულ სიტუაციაზე: ვგმობ ძალადობას და დეესკალაციის იმედი მაქვს

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
გამოწერა
ყაზახეთში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს ძალადობას.

„ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების გამტკიცება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში.
ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
არეულობები ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
მსოფლიო დღეს
ყაზახეთში საპროტესტო აქციები წინასწარ იყო მომზადებული – დსთ–ის ხელმძღვანელობა
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა.
ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.
წყარო: Twitter
ყველა ახალი ამბავი
0