https://sputnik-georgia.com/20220110/vitareba-yazaxetsi-teroristuli-kerebi-ganeitralebulia-263485447.html
ვითარება ყაზახეთში: ტერორისტული კერები განეიტრალებულია
ვითარება ყაზახეთში: ტერორისტული კერები განეიტრალებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 იანვარი − Sputnik. ვითარება ყაზახეთში სტაბილიზებულია და კონტროლქვეშაა, ტერორისტული საფრთხეების კერები განეიტრალებულია, იუწყება ქვეყნის ეროვნული... 10.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-10T11:07+0400
2022-01-10T11:07+0400
2023-08-17T19:24+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263478321_1197:1159:2778:2048_1920x0_80_0_0_981af33bd048aacdc003927550e8ecdc.jpg
თბილისი, 10 იანვარი − Sputnik. ვითარება ყაზახეთში სტაბილიზებულია და კონტროლქვეშაა, ტერორისტული საფრთხეების კერები განეიტრალებულია, იუწყება ქვეყნის ეროვნული უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური.გარდა ამისა, აღინიშნება, რომ მიმდინარეობს ბოევიკთა და მასობრივი არეულობების მონაწილეთა სავარაუდო თავშესაფრების წმენდა.მასობრივი გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევად გაზზე ფასების გაორმაგება გააპროტესტა. მოგვიანებით უკმაყოფილება სხვა ქალაქებსაც მოედო, მათ შორის, ქვეყნის უდიდეს ქალაქსა და ძველ დედაქალაქ ალმათის. დაიწყო მაროდიორობა, თავდასხმები სახელმწიფო დაწესებულებებზე, იარაღის დატაცება.პასუხად ხელისუფლებამ 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით და კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში პროტესტების დროს დაშავდა დაახლოებით ათასი ადამიანი. რესპუბლიკის შსს-ს დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულია 16 ძალოვანი.5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ყაზახეთში გაგზავნა კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.7 იანვარს ტოკაევმა განაცხადა, რომ ტერორისტები, მათ შორის უცხოეთიდან ჩასულები, წინააღმდეგობას განაგრძობდნენ და ძალოვნებს ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნა უბრძანა. ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი ფორმით გამოხატული ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია.
https://sputnik-georgia.com/20220110/yazaxeti-saqartvelo-morigi-aviareisebi-263485263.html
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263478321_1883:1042:3225:2048_1920x0_80_0_0_b9804df64482401e120adcb704d81076.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი
პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი
თბილისი, 10 იანვარი − Sputnik. ვითარება ყაზახეთში სტაბილიზებულია და კონტროლქვეშაა, ტერორისტული საფრთხეების კერები განეიტრალებულია, იუწყება ქვეყნის ეროვნული უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური.
„2022 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, ვითარება ყაზახეთის რესპუბლიკაში სტაბილიზებულია და კონტროლქვეშაა. ტერორიზმთან ბრძოლის რესპუბლიკურმა და რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბებმა ტერორისტული საფრთხეების კერები გაანეიტრალეს. გათავისუფლებულია ტერორისტების მიერ მიტაცებული ყველა ადმინისტრაციული ობიექტი ალმათიში, ყიზილორდაში, თალდიყორგანსა და თარაზში. უზრუნველყოფილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტებისა და იარაღისა და საბრძოლო მასალების შესანახი ადგილების უსაფრთხოება“, − ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, აღინიშნება, რომ მიმდინარეობს ბოევიკთა და მასობრივი არეულობების მონაწილეთა სავარაუდო თავშესაფრების წმენდა.
„მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, დახმარება გაუწიონ წესრიგის დამცველ ორგანოებს იმ პირების დადგენაში, რომლებსაც ტერორისტულ საქმიანობასთან აქვთ კავშირი. ნებაყოფლობით ჩააბარონ მასობრივი არეულობების დროს დატაცებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები“, − წერს უწყების პრეს-სამსახური.
მასობრივი გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევად გაზზე ფასების გაორმაგება გააპროტესტა. მოგვიანებით უკმაყოფილება სხვა ქალაქებსაც მოედო, მათ შორის, ქვეყნის უდიდეს ქალაქსა და ძველ დედაქალაქ ალმათის. დაიწყო მაროდიორობა, თავდასხმები სახელმწიფო დაწესებულებებზე, იარაღის დატაცება.
პასუხად ხელისუფლებამ 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით და კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში პროტესტების დროს დაშავდა დაახლოებით ათასი ადამიანი. რესპუბლიკის შსს-ს დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულია 16 ძალოვანი.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ყაზახეთში გაგზავნა კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.
7 იანვარს ტოკაევმა განაცხადა, რომ ტერორისტები, მათ შორის უცხოეთიდან ჩასულები, წინააღმდეგობას განაგრძობდნენ და ძალოვნებს ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნა უბრძანა. ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი ფორმით გამოხატული ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია.