https://sputnik-georgia.com/20220110/yazaxeti-saqartvelo-morigi-aviareisebi-263485263.html
დღეს ყაზახეთსა და საქართველოს შორის მორიგი ავიარეისი შესრულდება
დღეს ყაზახეთსა და საქართველოს შორის მორიგი ავიარეისი შესრულდება
Sputnik საქართველო
ყაზახეთში არეულობების გამო საჰაერო ფრენები რამდენიმე დღით გაუქმდა, შემდეგ კი მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდა.
2022-01-10T10:31+0400
2022-01-10T10:31+0400
2023-08-17T19:24+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263478236_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_89444fa34fc2ef8a21f835675d942199.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ყაზახეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულება განახლდა.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ აქტობეს მიმართულებით დღეს, დილის 08:10 სთ-ზე შესრულდა რეისი, რომელზეც რეგისტრაცია 48 მგზავრს ჰქონდა გავლილი.დღესვე მომდევნო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით 14:30 სთ-ზეა დაგეგმილი.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან პირველი რეისი 9 იანვარს შესრულდა.თვითმფრინავის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.ასევე გუშინ აქტაუსა და ატირაუს აეროპორტებიდან ორი თვითმფრინავი მიიღეს ქუთაისის აეროპორტში, სადაც ყაზახეთიდან საერთო ჯამში 87 მგზავრი ჩამოფრინდა. მათ შორის საქართველოს 60-მდე მოქალაქე იყო.გუშინწინ ქუთაისიდან ნურ-სულთანის მიმართულებით რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი გაფრინდა. ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა.ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქების ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებსაც მოედო. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, იყო სროლები, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა ავტომობილები, მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში ყაზახეთიდან რეისები შესრულდა>>მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი.კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭომ, სადაც თავმჯდომარე ამჟამად სომხეთია, ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.
https://sputnik-georgia.com/20220109/tbilisshi-yazaxetidan-pirveli-aviareisebi-chamovida-video-263482371.html
ქუთაისი
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263478236_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_47c4438942d381e4109c8da2c5dca0ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველო ყაზახეთი
ავიამიმოსვლა საქართველო ყაზახეთი
დღეს ყაზახეთსა და საქართველოს შორის მორიგი ავიარეისი შესრულდება
10:31 10.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული ავიარეისები ყაზახეთში მომხდარი არეულობების გამო იყო შეფერხებული.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ყაზახეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულება განახლდა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ აქტობეს მიმართულებით დღეს, დილის 08:10 სთ-ზე შესრულდა რეისი, რომელზეც რეგისტრაცია 48 მგზავრს ჰქონდა გავლილი.
დღესვე მომდევნო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით 14:30 სთ-ზეა დაგეგმილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან პირველი რეისი 9 იანვარს შესრულდა.
თვითმფრინავის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.
ასევე გუშინ აქტაუსა და ატირაუს აეროპორტებიდან ორი თვითმფრინავი მიიღეს ქუთაისის აეროპორტში, სადაც ყაზახეთიდან საერთო ჯამში 87 მგზავრი ჩამოფრინდა. მათ შორის საქართველოს 60-მდე მოქალაქე იყო.
გუშინწინ ქუთაისიდან ნურ-სულთანის მიმართულებით რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი გაფრინდა. ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქების ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებსაც მოედო.
ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, იყო სროლები, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა ავტომობილები, მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭომ, სადაც თავმჯდომარე ამჟამად სომხეთია, ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.