https://sputnik-georgia.com/20220109/tbilisis-da-qutaisis-aeroportebsi-yazaxetidan-reisebi-sesrulda-263480509.html
თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში ყაზახეთიდან რეისები შესრულდა
თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში ყაზახეთიდან რეისები შესრულდა
Sputnik საქართველო
დღეს საღამოს კიდევ ერთი რეისი აქტაუდან უნდა შესრულდეს
2022-01-09T18:51+0400
2022-01-09T18:51+0400
2023-08-17T19:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
დსთ
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/22/235932209_0:41:1000:604_1920x0_80_0_0_2cbe74315ebf83eee93dd52942d4b3d9.jpg
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხდღიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან პირველი რეისი შესრულდა, ჩარტერი 40 წუთის დაგვიანებით - 16:00 საათზე დაეშვა, განუცხადეს Sputnik-საქართველოს ავიაკომპანია SCAT-ში.თვითმფრინავის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.ავიაკომპანიის ცნობით, დღეს საღამოს დაგეგმილია კიდევ ერთი რეგულარული რეისი აქტაუდან. მგზავრების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.კვირას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთიდან კიდევ ორი რეისი დაეშვა. აქტაუდან და ატირაუდან 87 მგზავრი ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოს 60-მდე მოქალაქე.გუშინ ქუთაისიდან ნურ-სულთანის მიმართულებით რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი გაფრინდა. ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც საქართველოდან დროულად გაფრენა ვერ მოახერხეს.პროტესტები ყაზახეთშიყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებშიც აგორდა. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.ყაზახეთში ვითარება დასტაბილურდა - შსს-ს განცხადება >>მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი.კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ ერევნის ხელმძღვანელობით ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/22/235932209_70:0:930:645_1920x0_80_0_0_318dc409d7f9ffb07a258c0fb607cda1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი ავიარეისი აეროპორტი თბილისი ქუთაისი
ყაზახეთი ავიარეისი აეროპორტი თბილისი ქუთაისი
თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში ყაზახეთიდან რეისები შესრულდა
18:51 09.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) დღეს საღამოს კიდევ ერთი რეისი აქტაუდან უნდა შესრულდეს
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხდღიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან პირველი რეისი შესრულდა, ჩარტერი 40 წუთის დაგვიანებით - 16:00 საათზე დაეშვა, განუცხადეს
Sputnik-საქართველოს ავიაკომპანია SCAT-ში.
თვითმფრინავის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ხუთი საქართველოს მოქალაქე იყო.
ავიაკომპანიის ცნობით, დღეს საღამოს დაგეგმილია კიდევ ერთი რეგულარული რეისი აქტაუდან. მგზავრების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
„კიდევ ერთი, უკვე რეგულარული რეისი საღამოს არის დაგეგმილი. თვითმფრინავი თბილისში 20:40 საათზე უნდა დაეშვას. ჯერჯერობით ფრენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.
კვირას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთიდან კიდევ ორი რეისი დაეშვა. აქტაუდან და ატირაუდან 87 მგზავრი ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოს 60-მდე მოქალაქე.
გუშინ ქუთაისიდან ნურ-სულთანის მიმართულებით რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი გაფრინდა. ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც საქართველოდან დროულად გაფრენა ვერ მოახერხეს.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებშიც აგორდა. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი.
კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ ერევნის ხელმძღვანელობით ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.