მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყაზახეთში ვითარება დასტაბილურდა - შსს-ს განცხადება

© AP Photo / Ministry of Defence of Russiaრუსი სამშვიდობოები ყაზახეთში
რუსი სამშვიდობოები ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2022
გამოწერა
არეულობის დროს დაკავებულთა რაოდენობამ თითქმის 6 ათასს მიაღწია, მათ შორის არიან უცხოელებიც
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ყაზახეთის ყველა რეგიონში სიტუაცია დასტაბილურდა, ხოლო აქციის მონაწილეების მიერ ადრე დაკავებული შენობები გათავისუფლებულია, განაცხადა ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ერლან ტურგუმბაევმა.
უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა რეგიონი ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.

„მართლწესრიგის ძალებმა გაათავისუფლეს აკიმატების ყველა შენობა. მიმდინარეობს კომუნალური ობიექტებისა და სასიცოცხლო სისტემების მუშაობის აღდგენა", - დასძინა ტურგუმბაევმა.

იმავდროულად, ყაზახეთში კანონიერების და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. არეულობის დროს დაკავებულთა რაოდენობამ თითქმის 6 ათასს მიაღწია, მათ შორის უცხოელებიც არიან.
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ძალოვანი უწყებების 18 თანამშრომელი. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.
ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ არეულობების შედეგად და მაროდიორების მიერ მიყენებულმა ზარალმა, წინასწარი შეფასებით, 200 მილიონი დოლარს გადააჭარბა.
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომლის განცხადებით სიტუაცია სტაბილურდება - მათ შორის „პრობლემურ" რეგიონებშიც.
„სრულად განახლდა სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე ამოქმედდა დამატებითი მატარებლები. დასტაბილურდა ეროვნული გადახდის ზოგიერთი სისტემის მუშაობა. დაანონსდა სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც მაროდიორების ქმედებების გამო დაზარალდა. მანგისტაუს რაიონში აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, ასევე მუშაობს აქტაუს საერთაშორისო აეროპორტი“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პროტესტები ყაზახეთში

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებშიც აგორდა. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
ნურ-სულთანიდან ქუთაისში: საქართველომ და ყაზახეთმა ავიამიმოსვლა განაახლეს - ვიდეო >>
მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი.
კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ ერევნის ხელმძღვანელობით ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.
ყველა ახალი ამბავი
0