https://sputnik-georgia.com/20220109/saqartvelom-da-yazaxetma-aviamimosvla-agadgines-video-263477663.html
ნურ-სულთანიდან ქუთაისში: საქართველომ და ყაზახეთმა ავიამიმოსვლა განაახლეს - ვიდეო
ნურ-სულთანიდან ქუთაისში: საქართველომ და ყაზახეთმა ავიამიმოსვლა განაახლეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
შაბათს საქართველოში პირველად სამი დღის განმავლობაში ყაზახეთიდან ჩამოფრინდა სამგზავრო ლაინერი. კომპანია FlyArystan-ის თვითმფრინავმა შეასრულა რეისი ნურ-სულთანი ... 09.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-09T14:44+0400
2022-01-09T14:44+0400
2022-01-09T14:44+0400
ვიდეო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263477400_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_011055c241f41f3a22dc7b83693c84cb.jpg
ამავე თვითმფრინავით ნურ-სულთანის მიმართულებით ქუთაისიდან 182 მგზავრი გაფრინდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.კვირას თბილისში ჩამოფრინდება პირველი რეისი აკტაუდან. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადეს, რომ საქართველოში აკტაუდან საქართველოს 60 მოქალაქე ჩამოვა.ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებშიც აგორდა. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები. მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი. კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ ერევნის ხელმძღვანელობით ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263477400_169:0:1129:720_1920x0_80_0_0_30f35f3af912fac47d6699ce6b51226f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, видео
ნურ-სულთანიდან ქუთაისში: საქართველომ და ყაზახეთმა ავიამიმოსვლა განაახლეს - ვიდეო
შაბათს საქართველოში პირველად სამი დღის განმავლობაში ყაზახეთიდან ჩამოფრინდა სამგზავრო ლაინერი. კომპანია FlyArystan-ის თვითმფრინავმა შეასრულა რეისი ნურ-სულთანი — ქუთაისი — ნურ-სულთანი. ქუთაისში 68 მგზავრი ჩამოფრინდა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე
ამავე თვითმფრინავით ნურ-სულთანის მიმართულებით ქუთაისიდან 182 მგზავრი გაფრინდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
კვირას თბილისში ჩამოფრინდება პირველი რეისი აკტაუდან. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადეს, რომ საქართველოში აკტაუდან საქართველოს 60 მოქალაქე ჩამოვა.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ჟანაოზენისა და აკტაუს მკვიდრებმა თხევად გაზზე ფასის გაორმაგება გააპროტესტეს, შემდეგ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებშიც აგორდა. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ძალოვნებს, არიან დაღუპულები. ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, განადგურდა მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
მთელ ყაზახეთში გაითიშა ინტერნეტი, დროებით შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი. კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ ერევნის ხელმძღვანელობით ყაზახეთში სამშვიდობო ძალები მიავლინა წესრიგის დასამყარებლად და სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.