https://sputnik-georgia.com/20220111/amerikam-sabwota-kavsiris-arirzineba-senisnes-263528636.html
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა სსრკ-ის აღორძინება შენიშნა
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა სსრკ-ის აღორძინება შენიშნა
Sputnik საქართველო
პიოტრ აკოპოვი 11.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-11T15:15+0400
2022-01-11T15:15+0400
2022-01-11T20:18+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248970075_0:146:2800:1721_1920x0_80_0_0_71cc11d771d94858257109f3d96c14fe.jpg
პიოტრ აკოპოვიშეუძლებელია ყაზახეთის მოვლენების იმისგან ცალკე განხილვა და შეფასება, რასაც დასავლეთი „პუტინის ულტიმატუმს“ უწოდებს და ასევე რუსულ–ამერიკული მოლაპარაკებებისგან. თუმცა აქ კავშირი სულაც არ არის ისეთი, როგორიც ჩანს.ყაზახეთის ინციდენტი უკვე განიხილება როგორც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიდი ვაჭრობისთვის სამზადისი: დასავლეთი შეეცადა რესპუბლიკაში არეულობა საკუთარ ინტერესებში გამოეყენებინა, გაეთამაშებინა საკუთარი სცენარი, მაგრამ რუსეთი ოპერატიულად გამოცხადდა მეზობელი ქვეყნის გაოგნებული ხელისუფლების დასახმარებლად და ამით ჩააქრო საშიში არეულობა.ახლა იმაზე კამათობენ, თუ ვისთვის იყო ეს ხელსაყრელი საბოლოოდ: რუსეთისთვის, რომელმაც დაადასტურა თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, თუ აშშ-სთვის, რომელსაც მოსკოვის აგრესორად წარმოჩენის დამატებითი შესაძლებლობა მიეცა? თუმცა ის, რით არიან დაკავებული ჩვენი მედესანტეები ყაზახეთში, არც ისე მნიშვნელოვანია − ევროპელებისთვის, რომლებსაც ანგლოსაქსები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის, „ოკუპანტებთან“ დაკავშირებით ისედაც ყველაფერი ნათელია.მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ახლა ნამდვილად იყენებს თემას „რუსული ჯარების მოშორება ძალიან რთულია“, მათთვის ყაზახეთის მოვლენების მთავარი მნიშვნელობა სულ სხვაა: ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავის გავლენას აღადგენს. ანუ „პუტინის ულტიმატუმი“ შემთხვევითი არ არის და საერთოდ არ ჰგავს ბლეფს, ამიტომ ამერიკელები მოსკოვთან მოლაპარაკებებს გაურკვევლობის არასასიამოვნო ატმოსფეროში იწყებენ. რა ხდება, რა ჩაიფიქრეს რუსებმა?სსრკ-ის რეკონსტრუქცია? CNN-მა ამის შესახებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დაუსვა შეკითხვა და ისიც ხალისით დაეთანხმდა ამ მოსაზრებას.„ვფიქრობ, ეს ასეა, ეს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია. და ეს ნიშნავს გავლენის სფეროს აღდგენას ქვეყნებზე, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ“.მაგრამ, როგორც ბლინკენმა იქვე დაამატა, „სსრკ-ის აღორძინება მიუღებელია“. ანუ, როგორც ვაშინგტონში უყვართ თქმა ბოლო ათი წლის განმავლობაში, „ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას“.აი წინა ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარი სტრატეგს, ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონს ეშინია, რომ, თუ ყაზახეთის მოვლენებზე არასწორ რეაქციას გამოავლენენ, ამით „უფლებას მისცემენ“. The Wall Street Journal-ის სტატიაში „არის თუ არა ყაზახეთის კრიზისი საბჭოთა კავშირის აღორძინება?" ბოლტონმა თქვა:„ნატოს სიმკაცრემ შესაძლოა პუტინის ექსპანსიონისტური მიზნები მიუღწეველი გახადოს. მაგრამ თუ ნატო შემოიფარგლება რიტორიკით „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ შესახებ და ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს, ისტორიკოსებმა შეიძლება მომავალში ყაზახეთის კრიზისი მოიხსენიონ მომენტად, როდესაც საბჭოთა კავშირი ფერფლიდან აღდგა“.სსრკ-ის აღდგენის თავიდან ასაცილებლად ბოლტონი ითხოვს, „იოტისოდენიც არ დაუთმონ პუტინს, განსაკუთრებით იმ დაჟინებულ მოთხოვნაში, რომ ნატომ აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის პირობა დადოს“. ის არ ითხოვს უკრაინის დაუყოვნებლივ მიღებას ნატოში, თუმცა აყენებს წინადადებას, „სასწრაფოდ შემუშავდეს სტრატეგია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი სახელშეკრულებო ვალდებულებები მათ დასაცავად, რაც სტრატეგიულ რეალობას უგულებელყოფს...“გამოდის, რომ მისი აზრით, აუცილებელია უარი ეთქვას მოსკოვს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის გარანტიებზე და ასევე აუცილებელია რუსებისგან პოსტსაბჭოთა სივრცის დაცვის სტრატეგიის შემუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საბჭოთა კავშირს აღადგენენ.დიახ, ბოლტონს სჯერა ატლანტიკოსების უნარისა, თავიანთი გავლენის სფეროში შეინარჩუნონ პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი (ყოველ შემთხვევაში, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) და ამისთვის ახლა მტკიცედ არის საჭირო პუტინის „გაგზავნა“ თავისი უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნასთან ერთად. უფრო რეალისტურად განწყობილი ნატოელები შიშობენ, რომ უკრაინის ატლანტიზაციის დაჟინებით მოთხოვნით დასავლეთი თავად დააჩქარებს პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაციის პროცესს. მოსკოვი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მის ინტერესებს საერთოდ არ უწევენ ანგარიშს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ალიანსს უკრაინული კარტის გათამაშების შესაძლებლობა წაართვას.რა შეიძლება აქ ითქვას? რუსეთის გეოპოლიტიკური კონტროლის აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ნამდვილად მოხდება – ამას შეიძლება სსრკ-ის აღორძინება ეწოდოს, თუმცა ჩვენ ევრაზიული კავშირის მშენებლობაზე ვისაუბრებთ. დასავლეთს შეუძლია ხისტად შეეწინააღმდეგოს ამას, შეუძლია ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს და რუსული საფრთხით შეაშინოს ყველა − ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანია.ეს იმიტომ, რომ რუსული გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენა (რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის დაბრუნებაზე) პუტინის ან მოსკოვის ჰეგემონური ახირება კი არ არის, არამედ სამამულო ისტორიის ბუნებრივი მსვლელობის აღდგენაა. ჩვენ არავის არაფერს არ ვართმევთ, მხოლოდ დროებით დაკარგულს აღვადგენთ. და, როგორც ყაზახეთის მოვლენებმა აჩვენა, ეს მხოლოდ რუსების ინტერესებს არ აკმაყოფილებს.რამდენი შეშფოთება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალურ აზიას ვკარგავთ? იმავე ყაზახეთში დასავლეთის, თურქეთის, ჩინეთის პოზიციები მყარდება, ჩვენ კი გვაძევებენ და მალე ყველაფერს დავკარგავთო. მაგრამ იწყება კრიზისი და ირკვევა, რომ მხოლოდ რუსეთს ძალუძს შეაჩეროს ქაოსი და არეულობა.იმის გამო, რომ ჩვენ მართლაც მოქმედი სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობის ტრადიცია გვაქვს, არსებობს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთი ბედისა და ინტერესების გაგება − და მათზე პასუხისმგებლობაც კი. იმიტომ რომ მათთან სიმშვიდე ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, და იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს მილიონობით ემიგრანტი იქიდან და იმიტომ, რომ გვესმის: გლობალური გარემოებები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის არ ითვალისწინებს „ვინმესგან უბრალოდ დამოუკიდებელ ცხოვრებას“.მაგრამ რამდენად კარგად ესმით ეს თავად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ხალხებს? ადგილობრივი ელიტები და გარე ძალები ხომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიან მათ, რომ ისინი ყველაზე დიდებულები და დამოუკიდებლები არიან და უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ. ზოგიერთი გარე მოთამაშე კი ყველა პრობლემას რუსული ოკუპაციის მემკვიდრეობითა თუ კრემლის მზაკვრობებით ხსნის.პროპაგანდა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საზოგადოების ნაწილზე და ჩვენ მუდმივად უნდა ვუბიძგოთ ადგილობრივ ელიტებს, რათა იდეოლოგიისა და განათლების კორექტირება მოახდინონ, მათ შორის, ჩვენი საერთო წარსულის წარმოჩენის საკითხებში. რადგან როცა ჭეშმარიტების მომენტი დგება, დახმარებას სწორედ მოსკოვს სთხოვენ. იმიტომ, რომ არ მოატყუებს და იმიტომ, რომ არსებობს საერთო საფრთხეები, საერთო ისტორიული მეხსიერება და საერთო მომავალი, როგორც არ უნდა შეეცადონ ამისთვის ხელის შეშლას ჩვენი ასევე საერთო ავისმზრახველები.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20220110/nato-rusuli-geopolitikuri-eqspansiis-winaarmdeg-ertiandeba-263494766.html
https://sputnik-georgia.com/20211223/putinma-sabwoetis-daslas-saboloo-xazi-gasusva-263104183.html
https://sputnik-georgia.com/20210916/rusetma-da-cinetma-azia-secvales-259663144.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248970075_156:0:2645:1867_1920x0_80_0_0_3eb6ad86ee06f6e69f38041fe91644e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
შეუძლებელია ყაზახეთის მოვლენების იმისგან ცალკე განხილვა და შეფასება, რასაც დასავლეთი „პუტინის ულტიმატუმს“ უწოდებს და ასევე რუსულ–ამერიკული მოლაპარაკებებისგან. თუმცა აქ კავშირი სულაც არ არის ისეთი, როგორიც ჩანს.
ყაზახეთის ინციდენტი უკვე განიხილება როგორც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიდი ვაჭრობისთვის სამზადისი: დასავლეთი შეეცადა რესპუბლიკაში არეულობა საკუთარ ინტერესებში გამოეყენებინა, გაეთამაშებინა საკუთარი სცენარი, მაგრამ რუსეთი ოპერატიულად გამოცხადდა მეზობელი ქვეყნის გაოგნებული ხელისუფლების დასახმარებლად და ამით ჩააქრო საშიში არეულობა.
ახლა იმაზე კამათობენ, თუ ვისთვის იყო ეს ხელსაყრელი საბოლოოდ: რუსეთისთვის, რომელმაც დაადასტურა თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, თუ აშშ-სთვის, რომელსაც მოსკოვის აგრესორად წარმოჩენის დამატებითი შესაძლებლობა მიეცა? თუმცა ის, რით არიან დაკავებული ჩვენი მედესანტეები ყაზახეთში, არც ისე მნიშვნელოვანია − ევროპელებისთვის, რომლებსაც ანგლოსაქსები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის, „ოკუპანტებთან“ დაკავშირებით ისედაც ყველაფერი ნათელია.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ახლა ნამდვილად იყენებს თემას „რუსული ჯარების მოშორება ძალიან რთულია“, მათთვის ყაზახეთის მოვლენების მთავარი მნიშვნელობა სულ სხვაა: ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავის გავლენას აღადგენს. ანუ „პუტინის ულტიმატუმი“ შემთხვევითი არ არის და საერთოდ არ ჰგავს ბლეფს, ამიტომ ამერიკელები მოსკოვთან მოლაპარაკებებს გაურკვევლობის არასასიამოვნო ატმოსფეროში იწყებენ. რა ხდება, რა ჩაიფიქრეს რუსებმა?
სსრკ-ის რეკონსტრუქცია? CNN-მა ამის შესახებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს დაუსვა შეკითხვა და ისიც ხალისით დაეთანხმდა ამ მოსაზრებას.
„ვფიქრობ, ეს ასეა, ეს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია. და ეს ნიშნავს გავლენის სფეროს აღდგენას ქვეყნებზე, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ“.
მაგრამ, როგორც ბლინკენმა იქვე დაამატა, „სსრკ-ის აღორძინება მიუღებელია“. ანუ, როგორც ვაშინგტონში უყვართ თქმა ბოლო ათი წლის განმავლობაში, „ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას“.
აი წინა ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარი სტრატეგს, ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონს ეშინია, რომ, თუ ყაზახეთის მოვლენებზე არასწორ რეაქციას გამოავლენენ, ამით „უფლებას მისცემენ“. The Wall Street Journal-ის სტატიაში „არის თუ არა ყაზახეთის კრიზისი საბჭოთა კავშირის აღორძინება?" ბოლტონმა თქვა:
„ნატოს სიმკაცრემ შესაძლოა პუტინის ექსპანსიონისტური მიზნები მიუღწეველი გახადოს. მაგრამ თუ ნატო შემოიფარგლება რიტორიკით „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ შესახებ და ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს, ისტორიკოსებმა შეიძლება მომავალში ყაზახეთის კრიზისი მოიხსენიონ მომენტად, როდესაც საბჭოთა კავშირი ფერფლიდან აღდგა“.
სსრკ-ის აღდგენის თავიდან ასაცილებლად ბოლტონი ითხოვს, „იოტისოდენიც არ დაუთმონ პუტინს, განსაკუთრებით იმ დაჟინებულ მოთხოვნაში, რომ ნატომ აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის პირობა დადოს“. ის არ ითხოვს უკრაინის დაუყოვნებლივ მიღებას ნატოში, თუმცა აყენებს წინადადებას, „სასწრაფოდ შემუშავდეს სტრატეგია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი სახელშეკრულებო ვალდებულებები მათ დასაცავად, რაც სტრატეგიულ რეალობას უგულებელყოფს...“
გამოდის, რომ მისი აზრით, აუცილებელია უარი ეთქვას მოსკოვს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის გარანტიებზე და ასევე აუცილებელია რუსებისგან პოსტსაბჭოთა სივრცის დაცვის სტრატეგიის შემუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საბჭოთა კავშირს აღადგენენ.
დიახ, ბოლტონს სჯერა ატლანტიკოსების უნარისა, თავიანთი გავლენის სფეროში შეინარჩუნონ პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი (ყოველ შემთხვევაში, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) და ამისთვის ახლა მტკიცედ არის საჭირო პუტინის „გაგზავნა“ თავისი უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნასთან ერთად. უფრო რეალისტურად განწყობილი ნატოელები შიშობენ, რომ უკრაინის ატლანტიზაციის დაჟინებით მოთხოვნით დასავლეთი თავად დააჩქარებს პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაციის პროცესს. მოსკოვი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მის ინტერესებს საერთოდ არ უწევენ ანგარიშს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ალიანსს უკრაინული კარტის გათამაშების შესაძლებლობა წაართვას.
რა შეიძლება აქ ითქვას? რუსეთის გეოპოლიტიკური კონტროლის აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ნამდვილად მოხდება – ამას შეიძლება სსრკ-ის აღორძინება ეწოდოს, თუმცა ჩვენ ევრაზიული კავშირის მშენებლობაზე ვისაუბრებთ. დასავლეთს შეუძლია ხისტად შეეწინააღმდეგოს ამას, შეუძლია ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს და რუსული საფრთხით შეაშინოს ყველა − ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანია.
16 სექტემბერი 2021, 23:18
ეს იმიტომ, რომ რუსული გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენა (რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის დაბრუნებაზე) პუტინის ან მოსკოვის ჰეგემონური ახირება კი არ არის, არამედ სამამულო ისტორიის ბუნებრივი მსვლელობის აღდგენაა. ჩვენ არავის არაფერს არ ვართმევთ, მხოლოდ დროებით დაკარგულს აღვადგენთ. და, როგორც ყაზახეთის მოვლენებმა აჩვენა, ეს მხოლოდ რუსების ინტერესებს არ აკმაყოფილებს.
რამდენი შეშფოთება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალურ აზიას ვკარგავთ? იმავე ყაზახეთში დასავლეთის, თურქეთის, ჩინეთის პოზიციები მყარდება, ჩვენ კი გვაძევებენ და მალე ყველაფერს დავკარგავთო. მაგრამ იწყება კრიზისი და ირკვევა, რომ მხოლოდ რუსეთს ძალუძს შეაჩეროს ქაოსი და არეულობა.
იმის გამო, რომ ჩვენ მართლაც მოქმედი სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობის ტრადიცია გვაქვს, არსებობს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთი ბედისა და ინტერესების გაგება − და მათზე პასუხისმგებლობაც კი. იმიტომ რომ მათთან სიმშვიდე ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, და იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს მილიონობით ემიგრანტი იქიდან და იმიტომ, რომ გვესმის: გლობალური გარემოებები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის არ ითვალისწინებს „ვინმესგან უბრალოდ დამოუკიდებელ ცხოვრებას“.
მაგრამ რამდენად კარგად ესმით ეს თავად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ხალხებს? ადგილობრივი ელიტები და გარე ძალები ხომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიან მათ, რომ ისინი ყველაზე დიდებულები და დამოუკიდებლები არიან და უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ. ზოგიერთი გარე მოთამაშე კი ყველა პრობლემას რუსული ოკუპაციის მემკვიდრეობითა თუ კრემლის მზაკვრობებით ხსნის.
პროპაგანდა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საზოგადოების ნაწილზე და ჩვენ მუდმივად უნდა ვუბიძგოთ ადგილობრივ ელიტებს, რათა იდეოლოგიისა და განათლების კორექტირება მოახდინონ, მათ შორის, ჩვენი საერთო წარსულის წარმოჩენის საკითხებში. რადგან როცა ჭეშმარიტების მომენტი დგება, დახმარებას სწორედ მოსკოვს სთხოვენ. იმიტომ, რომ არ მოატყუებს და იმიტომ, რომ არსებობს საერთო საფრთხეები, საერთო ისტორიული მეხსიერება და საერთო მომავალი, როგორც არ უნდა შეეცადონ ამისთვის ხელის შეშლას ჩვენი ასევე საერთო ავისმზრახველები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს