მოსაზრება: პუტინმა სსრკ-ს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
აწია რა ფსონები, ანუ შესთავაზა დასავლეთს საკმაოდ ოპერატიულ რეჟიმში მოილაპარაკონ უსაფრთხოების გარანტიებზე, ანუ, როგორც რუსეთის შეკავების მომხრეები ამბობენ, ულტიმატუმი წაუყენა, ვლადიმირ პუტინი არსებული ვითარებიდან ამოდიოდა. რუსეთს აღარ შეუძლია თავს ორაზროვნების, ბოლომდე უთქმელობის უფლება მისცეს − ახალი საფრთხეები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებულის გაგრძელებებია, ხისტ რეაქციებს მოითხოვს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე უკიდურესად გასაგებად: „ჰგონიათ, რომ მათ საფრთხეებს ვერ ვხედავთ? ან იქნებ ფიქრობენ, რომ უმწეოდ ვუყურებთ რუსეთისთვის შექმნილ საფრთხეებს? ამაშია მთელი პრობლემა, ჩვენ უბრალოდ მეტი გზა არ გვაქვს“.
მოსკოვის კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
რუსეთის ულტიმატუმი დასავლეთს: რა მოხდება, თუ პირობებს არ მიიღებენ
აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ „ჩვენ დიდხანს და ჩუმად ვიხევდით უკან“, არამედ იმაზე, რომ საკითხს მკაცრად არ ვაყენებდით. და ძალიან სიმბოლურია − მიუხედავად იმისა, რომ ეს დამთხვევაა, „პუტინის ულტიმატუმი“ პრაქტიკულად დაემთხვა სსრკ-ის ლიკვიდაციის 30-ე წლისთავს. 1991 წლის 24 დეკემბერს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სსრკ ჩაანაცვლა, მომდევნო დღეს კრემლზე აღმართული წითელი დროშა დაეშვა, ხოლო 26 დეკემბერს საკავშირო პარლამენტმა საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა 30 წლის წინ მოხდა − და მთელი ეს წლები რუსეთს მისი შედეგების გადალახვა უწევდა. ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თანაც ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ვაქციოთ ყოფილი არაყოფილად. უფრო მეტიც, იმ ნგრევის სხვადასხვა შედეგები კიდევ დიდხანს წამოყოფს ხოლმე თავს. მაგრამ ვლადიმირ პუტინმა სწორედ სსრკ-ის ლიკვიდაციის 30 წლისთავზე დასვა წერტილი რუსეთისა და საბჭოთა სახელმწიფოს უფლებამემკვიდრეობის საკითხს.
ახალი არბატი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მოსაზრება: საბჭოეთის დაშლის შვილობილები
ჩვენ უბრალოდ ისტორიული რუსეთის უფლებამიმღებები და მემკვიდრეები კი არ ვართ მის ყველა ფორმასა და სტადიაში (კიევის რუსეთიდან სსრკ-მდე), ჩვენ ვართ კიდეც ეს რუსეთი. და ამ ხარისხში ვავლებთ კიდეც ჩვენივე ისტორიული მოწინააღმდეგის (ახლა დასავლეთად წოდებულის) წინ სრულიად კონკრეტულ წითელ ხაზს. ვაგებინებთ რა, რომ არც დათმობას ვაპირებთ და არც უკან დახევას − არც ბრესტისა და არც დროებით დაკარგული დნეპრის იქით.
მოლაპარაკებათა პროექტების გამოქვეყნების შემდეგ კვლავ ატყდა ხმაური სსრკ-ის აღდგენის პუტინისეულ გეგმებზე − მაგრამ ჩვენ დაღუპულის აღდგენა არ გვჭირდება, ახალს ავაშენებთ. ოღონდ იგივე ტერიტორიებზე. იმიტომ რომ ეს რუსული სამყაროს, რუსული გავლენის ტერიტორიებია, რუსული სივრცეა. სსრკ-ის სიკვდილს არ შეეძლო გაეუქმებინა და ვერც გააუქმა ეს ფაქტი − და ახლა ჩვენ უბრალოდ ხმამაღლა ვახსენებთ ამას მთელ მსოფლიოს.
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
მოსაზრება: აშშ-ს რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს
პუტინმა კავშირის დაშლიდან 30 წელი სსრკ-ის აღდგენის განზრახვის დეკლარირებით კი არ აღნიშნა, არამედ პოსტსაბჭოთა პერიოდთან, დაშლისა და გაურკვევლობის პერიოდთან საბოლოო ზღვარის გავლებით. რუსეთმა უკან დახევა ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში დაამთავრა, ხოლო 2007 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ მზად იყო კონტრშეტევისთვის. მაგრამ დასავლეთს არ სურდა ანგარიში გაეწია პოსტსაბჭოთა სივრის რეინტეგრაციის ჩვენი გეგმებისთვის, რადგან დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ რუსეთი სამუდამოდ ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის საზღვრებით შემოფარგლული. ეს მიამიტური და სახიფათო შეცდომაა, ვინაიდან ის ერთდროულად ორ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ტენდენციას უგულებელყოფდა.
დასავლეთის საერთო დასუსტება და კრიზისი, მისი გლობალური პროექტის ჩავარდნა − ანუ ატლანტისტებს უბრალოდ არ აქვთ ძალა, დიდხანს შეინარჩუნონ თავიანთი გავლენის სფეროში სხვათა ტერიტორიები, არ შეუძლიათ მუდმივად აქციონ დასავლეთისა და რუსეთის დროებითი საზღვარი.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
პუტინი: რუსეთი ელის შეერთებული შტატების მკაფიო და დროულ პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე
დასავლეთს არც რუსეთის ისტორიის ცენტრიდანული მიზიდულობის კანონი გაუთვალისწინებია, რომლის თანახმად სახელმწიფოს დაშლილი სივრცე კვლავ ერთიანდება. ანგლოსაქსებმა ერთბაშად ორი კანონის დარღვევა მოიწადინეს − და ბოლო დრომდე ჯიუტობდნენ ამ საქმეში.
ახლა პუტინმა დასავლეთს მარტივი პირობა წაუყენა − აღიაროს რუსეთის არა მარტო არსებობისა და უსაფრთხოების უფლება, რამედ მომავლისაც. ასეთი რამ შეუძლებელია ისტორიული რუსეთის გეოპოლიტიკური ერთიანობის აღდგენის გარეშე, ხოლო ამ საკითხში დასავლეთის წინააღმდეგობა სხვა არაფერია, თუ არა საფრთხე ჩვენი არსებობისთვის.
საბჭოთა კავშირის დაშლა ჩვენივე ბრალია (ჩვენი მმართველებისა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს) და არა ცივ ომში მითიური მარცხისა. ამიტომ აღდგენის საკითხებიც, პირველ რიგში, ჩვენივე შიდა საქმეა.
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
მსოფლიო დღეს
უსაფრთხოების გარანტიები: ევროკავშირში რუსეთის წინადადებას უპასუხეს
დიახ, ისინი პირდაპირაა მიბმული გლობალურ ვითარებასთან, ძალის სხვა ცენტრებთან, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი გრძნობა, ნება და სურვილია. ომი და კონფრონტაცია არავისთან გვსურს, მაგრამ არ შეგვიძლია და უფლებაც არ გვაქვს, უარი ვთქვათ საკუთარ გზაზე, საკუთარ ისტორიაზე და განვითარების საკუთარ კანონებზე. ეს საკუთარი თავის ღალატი იქნებოდა, ჩვენი ხალხის ყველა თაობის ღალატი − წინაპრებისა და შთამომავლებისა.
ამიტომაც არ არის საჭირო, რომ ჩვენი ახლანდელი მოთხოვნა ულტიმატუმად ან ვაჭრობისთვის პოზიციად ჩაითვალოს − ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა. რუსეთის იმპერიად გამოცხადებიდან 300 წლისთავზე და საბჭოეთის ნგრევიდან 30 წლის შემდეგ ასეთი შეხსენება სწორედ რომ დროულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0