მოსაზრება: აშშ-ს რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს

© AFP 2024 / BRENDAN SMIALOWSKIაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
დასავლეთში კამათობენ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ რუსეთის მიერ გავლებულ წითელ ხაზებზე: მოსკოვის მიერ გადაცემული პროექტების უარყოფა, რომლებიც აშშ-თან მოლაპარაკებასა და ნატოსთან შეთანხმებას შეეხება, არ გამოვა.
ხისტი სტრატეგიის მომხრეები, ანუ ისინი, ვინც ფსონს რუსეთის დემონიზაციისა და მასთან ტოტალური კონფრონტაციის გაგრძელებაზე დებს, შიშობენ, რომ ერთმნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქციის არარსებობა იქცევა არა მარტო რუსეთისთვის დათმობად, არამედ პუტინის წახალისებადაც, რაც პირდაპირ უბიძგებს მას „უკრაინაზე თავდასხმისკენ“. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, „პუტინის მოთხოვნები შეურაცხყოფს აშშ-სა და ნატოს“ და „წარმოაჩენს მის მზარდ თავდაჯერებულობას, შესაძლოა, რწმენასაც კი, რომ დასავლეთი არაფერს გააკეთებს მის შესაჩერებლად“.
ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ვიდეომოლაპარაკება - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
შეერთებულმა შტატებმა მოსკოვსა და პეკინს გაკვეთილი ჩაუტარა
რუსეთისთვის უაზრობაა, არწმუნოს ატლანტისტები იმაში, რომ ის უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს. უფრო მეტიც, ამჟამინდელ ვითარებაში, ატმოსფეროში, რომელშიც დასავლეთმა თავადვე დაიჯერა მის მიერვე მოგონილი „რუსული საფრთხის“ ნამდვილობა, ჩვენთვის არახელსაყრელიც კია მშვიდობისმოყვარეობის დამტკიცება. დაე, ინერვიულონ, როგორც ეს ვლადიმირ პუტინმა თქვა ერთი თვის წინ. „ჩვენი გაფრთხილებები ბოლო დროს მაინც ახდენს გარკვეულ ეფექტს“, და საჭიროა, რომ დასავლეთს დაძაბულობა შეძლებისდაგვარად დიდხანს შეუნარჩუნდეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვცდილობთ, რომ დასავლეთში დაგროვილი რუსოფობიული ენერგია მის წინააღმდეგვე შევაბრუნოთ: რახან შიშს (თუნდაც ყალბსა და შეგნებულად მანიპულაციურს) დიდი თვალები აქვს, მაშინ საჭიროა, რომ „პარტნიორების“ აღგზნებული მდგომარეობა სერიოზული საუბრის დასაწყებად გამოვიყენოთ. მით უმეტეს, რომ ატლანტელი სტრატეგოსების გონიერ ნაწილს ესმის რუსეთის ინტერესების იგნორირების პოლიტიკის უაზრობა: რუსეთთან მოლაპარაკება უბრალოდ კი არ შეიძლება, საჭიროცაა. ეს ყოველთვის და ყველგან არ არის შესაძლებელი, მაგრამ თუ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების განწყობა არსებობს და არა მოწინააღმდეგისთვის რაღაცის წაგლეჯვისა თუ ზიანის მიყენებისა, მაშინ მოლაპარაკება ხშირად შესაძლებელი ხდება. ეს შეეხება სხვადასხვა რეგიონულ კონფლიქტებსა და პრობლემებსაც.
 Виктория Нуланд - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მათრახი თუ თაფლაკვერი: რა მოაქვს ნულანდს რუსეთში
რუსეთს ინტერესები მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში არ აქვს − უბრალოდ მის მიმართ მაქსიმალურად ხისტად ავლებს წითელ ხაზებს. რუსეთს ინტერესები აქვს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში. ამასთან, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ რეგიონების უმეტესობა მეზობლები არიან. დიახ, რუსეთი უბრალოდ ევრაზიული „დერჟავა“ კი არ არის, რომელიც ნორვეგიასაც ესაზღვრება და მონღოლეთსაც, ჩვენ ასევე ვართ წყნარი ოკეანის „დერჟავაც“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არა მარტო ჩინეთი და იაპონია, არამედ მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის რეგიონია მეზობელი.
ახლო აღმოსავლეთი ხომ სულაც სასაზღვრო რეგიონია, იმიტომ რომ კასპიის ზღვაზე ირანთან ვმეზობლობთ. ჩვენი საზღვრებიდან შორს მხოლოდ სამხრეთ ამერიკა და აფრიკაა, თუმცა იქაც გვაქვს სერიოზული ინტერესები და ისტორიული კავშირები. მთელი მსოფლიოს რუსეთთან ბრძოლის არენად განხილვა, როგორც ეს საბჭოთა დროში იყო, დასავლეთისთვის უგუნურებაა. იმიტომაც, რომ რუსეთს არ აქვს მიზნად სსრკ-ის ალტერნატიული გლობალური სისტემის აგება, და კიდევ იმიტომაც, რომ დასავლეთს უკვე აღარ შესწევს ძალა გლობალური დომინირებისთვის და არც სახსრები აქვს სამისოდ. უფრო მეტიც, ახალი, მრავალპოლარული სამყაროსკენ მიმავალ გზაზე რუსეთი გამოდის როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი მოთამაშე, და არა როგორც შეშლილი გამანადგურებელი და ცეცხლის წამკიდებელი.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
მოსაზრება: ჯანსაღი კონსერვატიზმი – რატომ დაასამარა პუტინმა ეპოქა
ეს მხოლოდ დასავლურ პროპაგანდისტულ მითოლოგიაში ოცნებობს რუსეთი სსრკ-ის დაშლასა და დამცირებაზე შურისძიებას და მზადაა ნებისმიერ ფასად ავნოს აშშ-სა და ევროპას − მსოფლიო არენაზე მათი პოზიციებისთვის ძირის გამოთხრითა და შიგნიდან გახლეჩვით. არა, ბუნებრივია, რუსეთი წინააღმდეგი არ არის, უთანხმოებებზე ითამაშოს, დასავლეთის შეცდომებითა და დანაშაულებით ისარგებლოს, მაგრამ ამავდროულად ჩვენთვის პრონციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ არც მსოფლიო წესრიგის ქაოტიზაცია და არც მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაცია. თუნდაც იმიტომ, რომ ამ რეგიონების დიდი ნაწილი ჩვენი მეზობელია და მეზობელ ქუჩაზე ხანძარი არაფერში გვჭირდება.
რუსეთს ახალი მსოფლიო წესრიგი სურს და მის შექმნაზე მუშაობს. და დარწმუნებულნი ვართ, რომ მას სხვა ზესახელმწიფო-ცივილიზაციასთან ერთად ავაგებთ. მაგრამ ჩვენ ატლანტიკური პროექტის კრახის დაჩქარება კი არ გვჭირდება ნებისმიერ ფასად, არამედ დამთავრებული ატლანტიკური, დასავლური ეპოქიდან ახალ სამყაროზე კონტროლირებადი გადასვლა. და ეს, სხვათა შორის, თავად დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებსაც პასუხობს − იმას, რაც მომავალ ეპოქაში იარსებებს. მას სჭირდება კონტროლირებადი უკან დახევა წარუმატებელი ჰეგემონის პოზიციიდან გავლენიანი გლობალური მოთამაშის პოზიციაზე, იგივე ახლო აღმოსავლეთიდან აკურატული უკან დახევის გეგმა, რათა მერე ყველაფერი ავღანეთის სტილში პანიკურ გაქცევაში არ გადაიზარდოს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 
 უზენაესი მოსამართლეების კრება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
რუსეთმა და ჩინეთმა აზია შეცვალეს - აშშ მას კარგავს
ამიტომაცაა საინტერესო ანატოლი ლივენის The Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატია „ახლო აღმოსავლეთში რუსეთი მართალია“. ლივენი მსჯელობს – რატომ ვამბობთ გამუდმებით, რომ რუსეთი საერთაშორისო წესრიგის აფეთქებას გეგმავსო.
„რეგიონში ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული სტატუს-კვოს მუდმივი დამრღვევი სწორედ შეერთებული შტატებია. რუსეთი წინააღმდეგობას უწევდა ამერიკის პოლიტიკას საკვანძო საკითხებში, რაც წლების შემდეგ ობიექტურად სწორი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოსკოვისა და რეგიონის, არამედ თავად აშშ-ისა და დასავლეთის თვალსაზრისით“.
რა თქმა უნდა, თავის პოლიტიკას რუსეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ამუშავებს. მაგრამ დასავლეთის ინტერესებს ის შემთხვევით არ შეესაბამება. რუსეთის ქმედებები საგარეო პოლიტიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების სფეროში აგებულია გათვლაზე, რომელიც მხოლოდ თავისთავად კი არ გამოდგა მართებული, არამედ ამერიკული ელიტის გარკვეული ნაწილისთვისაც მისაღებია.
წინააღმდეგობის ფრონტი პანჯშირში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მოსაზრება: დასავლეთმა რუსეთისა და ჩინეთის მოტყუება სცადა
როგორც ლივენი წერს, „რუსეთის გათვლას შეიძლება ანტიდემოკრატიული ვუწოდოთ, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება, თუ მას დავახასიათებთ როგორც სახელმწიფოების სიმყიფის ღრმა შეგრძნებასა და ქაოსის შიშს, სამოქალაქო ომის შიშს − სწრაფი რევოლუციური გარდაქმნებისადმი ღრმა სკეფსისთან კომბინაციაში.
„ასეთი დამოკიდებულების ფესვები თავად რუსეთის ХХ საუკუნის საშინელ ისტორიაში მიდის... საბჭოთა გამოცდილებამ რუსებს სიღრმისეული სკეფსისი ჩაუნერგა სხვა ქვეყნების გარდაქმნის რევოლუციური პროექტებისადმი რაღაც უნივერსალური იდეოლოგიური შაბლონით. სწორედ ასე მოქმედებდა მთელ მსოფლიოში საბჭოთა კომუნიზმი, შეითრია რა რუსეთი საშინელი, ძვირადღირებული უბედურებების ჯაჭვში. ამგვარად, რუსებმა ჩათვალეს, რომ ამერიკული პროექტი საკვანძო საკითხებში 1980-იანების საბჭოთა ძალისხმევებს ჩამოჰგავს და ამიტომაცაა განწირული ისეთივე ჩავარდნისთვის“.
ანატოლი ლივენი იხსენებს, რომ ვლადიმირ პუტინი ეწინააღმდეგებოდა ერაყში ამერიკის შეჭრას, ლიბიის ოპერაციას და საერთოდაც გმობდა „დემოკრატიის ექსპორტის“ მცდელობებს, პროგნოზირებდა რა სახელმწიფოთა ნგრევასა და ქაოსს.
თალიბანის მებრძოლები - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
წაგებული ომის შემდეგ დასავლეთი ვალის დაბრუნებაზე უარს ამბობს
საბოლოოდ ასეც მოხდა, ანუ რუსები მართლები გამოდგნენ, ხოლო ამერიკელები − არა. ამასთან შეიძლებოდა, რომ ზოგჯერ ამერიკელებიც ყოფილიყვნენ რეალისტები: ლივენი იხსენებს, რომ 2011-ში ჯო ბაიდენი და ჰილარი კლინტონი ობამას ურჩევდნენ, არ დაეჭირა მხარი ეგვიპტის პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომისთვის, ვინაიდან მისი შემცვლელი უბრალოდ არ არსებობდა. მათ აშინებდათ ქაოსი არაბულ სამყაროში მათთვის მნიშვნელოვან ქვეყანაში ზუსტად ისე, როგორც რუსეთს, რომელსაც არ სურდა ასადის ჩამოგდება მის მეგობარ სირიაში. არადა, ახლო აღმოსავლეთში საერთო ხანძარი ხომ სწორედ შტატების ბრალით დაიწყო: ამერიკელებმა ერაყში შეჭრით გახსნეს პანდორას ყუთი.
ლივენის თქმით, ძნელი გასაგებია, რატომ იმსახურებს რუსეთი გაკიცხვას იმისთვის, რასაც გონიერი ამერიკელი მრჩევლებიც უჭერენ მხარს. თუმცა ყველაფერი გასაგებია: ვაშინგტონი უბრალოდ რუსეთის შეკავებისა და მასთან ბრძოლის ლოგიკით მოქმედებს. ახლა ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობისთვისაა განწყობილი იქ, სადაც ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
მოსაზრება: 2024 წელს აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვებს... პუტინი
ახლო აღმოსავლეთის ბოლო ოცი წლის ისტორია ამტკიცებს, რომ ამ სფეროში თანამშრომლობისთვის ნამდვილად არსებობს მყარი ნიადაგი. თუმცა მისი შემდგომი განვითარებისთვის ამერიკელმა პოლიტიკოსებმა უნდა აღიარონ, თუნდაც საკუთარ თავთან, რომ რუსეთი ბევრჯერ გამოდგა მართალი, ხოლო ამერიკა − არა“.
არსებობს კი ასეთი აღიარების შანსი? ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, არა რუსეთისთვის, არამედ აშშ-სთვის, ვინაიდან ეს მათ სჭირდებათ იმ ორმოდან ამოძრომა, რომელშიც თვითონვე ჩაიგდეს თავი ახლო აღმოსავლეთში. თუ საკუთარ შეცდომებს ვერ გაიაზრებს, შტატები მხოლოდ გაიუარესებს სიტუაციას. თანაც რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლადაც კი რეგიონში მოქმედება უკვე სავსებით შეუძლებელია. ეს მარტო ახლო აღმოსავლეთს არ შეეხება, თუმცა სწორედ იქ არის რეალური შანსი, რომ ერთმანეთის ინტერესების შეთანხმების პოლიტიკაზე გადასვლა დაიწყოს. ახალი მსოფლიო წესრიგი უკვე დგება და მისი იგნორირება არ ღირს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის ინტერესებს
ყველა ახალი ამბავი
0