https://sputnik-georgia.com/20211109/2024-wels-amerikis-arcevnebsi-putini-gaimarjvebs-261917983.html
მოსაზრება: 2024 წელს აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვებს... პუტინი
მოსაზრება: 2024 წელს აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვებს... პუტინი
Sputnik საქართველო
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კვლავ ვლადიმირ პუტინი იქნება. არა, რუსეთში კი არა, აშშ-ში. ამისთვის ამერიკული კანონების შეცვლაც კი არ იქნება... 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T14:55+0400
2021-11-09T14:55+0400
2021-11-09T20:12+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23424/43/234244327_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_0c0bac6bb85337f4e4315a6ccbe8cf77.jpg
პიოტრ აკოპოვიეს ხუმრობა კი არ არის, არამედ პროგნოზია — დაახლობით ასეთი სახისა იქნება ამერიკული პროპაგანდა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ. მაგრამ იქამდე ხომ ჯერ კიდევ შორსაა?გააჩნია, როგორ შევხედავთ ამას — ზუსტად ხუთი წლის წინ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, ახლა კი ჯო ბაიდენის მიერ მისი დამარცხების წლისთავს აღვნიშნავთ. მაგრამ თუ ტრამპის დამარცხებას მთელი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამზადებდნენ (მის წინააღმდეგ ყველა ამერიკული მედიასაშუალება მუშაობდა), ბაიდენი საკუთარ რეიტინგს სხვების დაუხმარებლად გაუსწორდა. ახლა მისი მხარდაჭერის რეიტინგი 38%-ზეა დასული — და ეს სულ ორი პროცენტით მეტია იმაზე, ვიდრე ტრამპს ჰქონდა გამარჯვებიდან ერთი წლის თავზე.მაგრამ ტრამპის დემონიზაციაზე ყველა ერთად მუშაობდა, აწებებდნენ რა მას ყველანაირ იარლიყს — დაწყებული ქალთმოძულეობიდან, დასრულებული „პუტინის პუდელობით“. აი ბაიდენის დახმარებას კი მთელი ძალებით ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოდის. კიდევ უფრო ცუდად არის საქმე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის რეიტინგის მხრივ — არადა, სწორედ ის იგეგმებოდა დემოკრატების კანდიდატად მომდევნო არჩევნებზე. ცოტა ხნის წინ ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატების მარცხი მათთვის ცუდ პროგნოზებს ადასტურებს: ერთი წლის შემდეგ ისინი კონგრესზე კონტროლს დაკარგავენ, ხოლო 2024-ში ტრამპი თეთრ სახლს დაიბრუნებს.რა უნდა გაკეთდეს? რა და, პუტინი უნდა გამოუშვან არენაზე — ანუ უნდა დაიწყოს ტრამპის, როგორც რუსი აგენტის წინააღმდეგ მასირებული კამპანია.მაგრამ ეს ხომ სასაცილოა — განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება იმისა, რომ დემოკრატებმა ტრამპის რუსეთთან კავშირის „სამხილები“ გააყალბეს. აშშ-ში ცოტა ხნის წინ ბრიტანული დაზვერვის აგენტის კრისტოფერ სტილის მიერ მომზადებული „ტრამპის დოსიეს“ ერთ-ერთი თანაავტორის იგორ დანჩენკოს დაკავება მხოლოდ პირველი სიგნალია იმისა, რა შეიძლება მოიძებნოს „ვაშინგტონური ჭაობის“ ფსკერზე.ხომ ყველას ესმის: კლინტონის შტაბმა შეგნებულად გააყალბა ანტიტრამპური „სამხილები“, შემდეგ კი მილიარდერისა და მისი შტაბის წევრების თვალთვალში სპეცსამსახურები ჩაერთნენ. ანუ ტრამპის წინააღმდეგ რეალური შეთქმულება მოეწყო. და თუ მისი გამოძიება ბოლომდე მივა, დემოკრატიული პარტიისა და ობამა–ბაიდენის ადმინისტრაციის მთელი ზედა რგოლი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. და თუ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაამტკიცოს შეთქმულების არსებობა.გამოდის, რომ დემოკრატებს (უფრო სწორად, „სიღრმისეულ სახელმწიფოს“, „ვაშინგტონურ ჭაობს“) გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ: მათ ნებისმიერ ფასად უნდა აღკვეთონ ტრამპის პრეზიდენტობის ახალი ვადა. და მიუხედავად იმისა, რომ მისი „რუსული კავშირების“ დაჟინებული მტკიცება არა მხოლოდ სასაცილოა, არამედ წამგებიანიც, დემოკრატებს უბრალოდ არ აქვთ სხვა ვარიანტი.მათ არ ჰყავთ და არც გამოუჩნდებათ ძლიერი კანდიდატი, პოლიტიკოსი, რომელიც მასების აღძვრას შეძლებს და ანტიტრამპად იქცევა. ამიტომ 2024 წლის კამპანიის წარმოება 2020 წლის მოდელის მიხედვით მოუწევთ — ტრამპის დემონიზაცია, ამომრჩევლის მისით დაშინება. და აქ რუსული თემის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. თუმცა ამჯერად დემოკრატები ყურადღებას გაამახვილებენ არა ტრამპის რუსეთთან კავშირზე, არამედ იმაზე, რომ ის რუსეთისთვის მომგებიანია, რომ მისი გამარჯვება რეალურად პუტინის გამარჯვებაა. და კიდევ იმაზე, რომ ის „ისეთივეა, როგორიც პუტინი“.ამ კამპანიის კონტურები უკვე იკვეთება. ბოლო დღეებში რამდენიმე ინტერვიუ გამოჩნდა ტრამპის ყოფილ მრჩეველ ფიონა ჰილთან, რომელმაც ახლახან გამოსცა წიგნი „აქ არაფერი გესაქმება“. წარმოშობით ინგლისელი ქალი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი ექსპერტი გახდა რუსეთის საკითხებში, წიგნში საუბრობს არა მხოლოდ თეთრ სახლში მუშაობის შესახებ (2017 წლიდან 2019 წლამდე ის რუსეთისა და ევროპის საქმეთა დირექტორი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოში), არამედ მომავალზეც. მისი თქმით, დემოკრატების დამარცხება ვირჯინიაში არის საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ შეერთებული შტატები „მზადაა კვლავ მიიღოს დონალდ ტრამპი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ამერიკული დემოკრატიის სიკვდილი მოიტანოს“.დემოკრატიის სიკვდილი ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შედეგად? ეს უკვე მოვისმინეთ 2016-ში. და რა, ისევ? დიახ, თანაც ახლა ეს პროგოზი თავად ტრამპის გარემოცვის მტკიცებულებებით დადასტურდება. ჰილმა ხომ ყველაფერი შენიშნა და გააანალიზა, დაინახა, რომ ტრამპი ისეთივეა, როგორიც პუტინი, ანუ საშიშია დემოკრატიისთვის:„ის მართლაც აღფრთოვანებული იყო პუტინით, ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. მისთვის პუტინი ასახიერებდა ლიდერის ტიპს, როგორადაც ის საკუთარ თავს სახავდა და ეს არანაირად არ უკავშირდებოდა რუსეთისადმი მის დამოკიდებულებას. ის პუტინს აღიქვამდა ძალიან ძლიერ და ძლევამოსილ ადამიანად — ტრამპი ხშირად იყენებდა ამ სიტყვებს პუტინის მიმართ. ტრამპი მასში ხედავდა ძალიან მდიდარ და ძალიან ცნობილ ადამიანს, რომელიც ქვეყანას ისე მართავდა, როგორც საკუთარ ბიზნესს“.რაღაც მსგავსს ჰილი უკვე ამბობდა წარსულშიც. მის დაკვირვებულობას ექს-პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფი სხვა ადამიანებიც აღნიშნავენ. რად ღირს თუნდაც ის ეპიზოდი ტრამპისა და პუტინის ოსაკაში 2019 წელს ბოლო შეხვედრიდან, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ ისაუბრა თეთრი სახლის ყოფილმა პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშემმა:„შეხვედრის დაწყების შემდეგ ტრამპის მრჩეველმა ფიონა ჰილმა მკითხა, შევნიშნე თუ არა პუტინის თარჯიმანი. ეს მომხიბლავი შავგვრემანი ქალი იყო გრძელი თმებით, ლამაზი სახითა და შესანიშნავი ფიგურით. ის ეჭვობდა, რომ პუტინმა სპეციალურად შეარჩია ასეთი ქალი, რათა პრეზიდენტის ყურადღება გაეფანტა“.ანუ მაღაროელის ქალიშვილის, დაზვერვის ეროვნული საბჭოს ყოფილი თანამშრომლისა და წიგნის „მისტერ პუტინი: სპეცაგენტი კრემლში“ ავტორის მახვილ მზერას არაფერი ეპარება. მან ხომ ასე ზუსტად შენიშნა ორი პრეზიდენტის მსგავსება:ჰო, აბა რა — პუტინი შოუმენია. ეს ხომ ყველა ამერიკელმა იცის. ტყუილად კი არ დადის მთელ რუსეთში შიშველი ტორსით... ტრამპი კი ბაძავს მას, თავისი ქვეყნისთვის ძველი დიდების დაბრუნება სურს. მაგრამ რა არის ამაში ცუდიო, იკითხავს ამერიკელი ამომრჩეველი.და ჰილი განუმარტავს:„განსხვავება ისაა, რომ ტრამპი ებრძვის სახელმწიფოს, პუტინი კი — არა. ამასთან ორივე აგებს რაღაც პლებისციტური დემოკრატიის მსგავსს... ტრამპი პუტინისგან განსხვავდება იმით, რომ არ სურს მართოს სახელმწიფო მექანიზმების საშუალებით, მას მათი დემონტაჟი სურს“.ლამაზად ჟღერს: ტრამპს სახელმწიფო მექანიზმების დემონტაჟი სურს, ებრძვის სახელმწიფოს. ცუდი, საშიში ადამიანია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამერიკაში ძალიან ბევრია უკმაყოფილო იმით, რასაც ფიონა ჰილი სახელმწიფოს უწოდებს — თანაც ეს უკმაყოფილება ყოველთვის იყო, ბოლო წლებში უბრალოდ გაძლიერდა.ამერიკელების უდიდეს ნაწილს ფედერალური ხელისუფლება, ვაშინგტონი ყოველთვის მიაჩნდა პარაზიტად, შტატებზე ზედმეტ დაშენებად, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ამაზეც არ არის საუბარი. „ვაშინგტონურმა ჭაობმა“, „სიღრმისეულმა სახელმწიფომ“ არჩეული ფედერალური ხელისუფლება — კონგრესი და პრეზიდენტიც კი ჩაანაცვლა. მართავს არავის მიერ არჩეული და არავის მორჩილი ანგარიშვალდებული კასტა, და ტრამპის პრეზიდენტობამ მისი ძალა ხილულზე ხილულად წარმოაჩინა. მთელი ოთხი წლის განმავლობაში „სიღრმისეული სახელმწიფო“ წარმატებით ბლოკავდა არასასურველი პრეზიდენტის საქმიანობას, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ მის დაპირებებს, დაეშრო „ვაშინგტონური ჭაობი“. ასე რომ, ჰილი მართალია: ტრამპს სურდა პარალელური სახელმწიფოს დემონტაჟი, რისთვისაც სძულს კიდეც ამ უკანასკნელს იგი.და აქ მართლაც არის მსგავსება პუტინთან — იმასთან, რაც მან 2000-იან წლებში გააკეთა, როცა იმ ქვენის ხელისუფლებაში მოვიდა, რომელსაც „ოფშორული არისტოკრატიის“ ოლიგარქების ალიანსი, კორუმპირებული ჩინოვნიკები და პროდასავლური „ინტელექტუალური ელიტა“ მართავდა.პუტინმა მოახერხა ამ პარაზიტის დაძლევა, მათ შორის იმის გამოც, რომ რუსული „სიღრმისეული სახელმწიფო“ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და დაუმთავრებელი იყო, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადგმული ღრმა ფესვები, ვერ მოესწრო საცეცებში მოექცია ყველა და ყველაფერი. ტრამპის წინ კი იდგა არა მარტო ძველი, არამედ ყოვლისშემძლე ორგანიზმი — გასაკვირი არ არის, რომ მოულოდნელმა პრეზიდენტმა დრაკონის დამარცხება ვერ მოახერხა. მაგრამ სცადა მაინც და ისევ ეცდება 2024 წელს.პუტინის, როგორც ნიმუშის თანხლებით? დიახ, და 2024 წლისთვის ამერიკელების უმეტესობისთვის ეს შეიძლება იქცეს არა დემოტივატორად, არამედ დამატებით არგუმენტად ტრამპისთვის ხმის მისაცემად — ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დამანგრეველი „სიღრმისეული სახელმწიფოსგან“ გადარჩენის იმედით.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211108/baidenis-reitingi-rekordulad-daeca-261865875.html
https://sputnik-georgia.com/20210818/trampi-arCevnebi-2024-weli-252611834.html
https://sputnik-georgia.com/20210902/rogor-apirebs-ass-msoflios-martvas-259249580.html
https://sputnik-georgia.com/20211022/jansari-konservatizmi-ratom-daasamara-putinma-epoqa-261413654.html
https://sputnik-georgia.com/20210617/moszreba-motyuebuli-amerikuli-imedebis-samiti-252050377.html
https://sputnik-georgia.com/20210811/ruseTisa-da-CineTis-urTierTobebis-mimoxilva-252558902.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23424/43/234244327_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_d5def199313505868acf1a8fec952b0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
მოსაზრება: 2024 წელს აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვებს... პუტინი
14:55 09.11.2021 (განახლებულია: 20:12 09.11.2021) 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კვლავ ვლადიმირ პუტინი იქნება. არა, რუსეთში კი არა, აშშ-ში. ამისთვის ამერიკული კანონების შეცვლაც კი არ იქნება საჭირო — პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაა საკმარისი.
ეს ხუმრობა კი არ არის, არამედ პროგნოზია — დაახლობით ასეთი სახისა იქნება ამერიკული პროპაგანდა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ. მაგრამ იქამდე ხომ ჯერ კიდევ შორსაა?
გააჩნია, როგორ შევხედავთ ამას — ზუსტად ხუთი წლის წინ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, ახლა კი ჯო ბაიდენის მიერ მისი დამარცხების წლისთავს აღვნიშნავთ. მაგრამ თუ ტრამპის დამარცხებას მთელი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამზადებდნენ (მის წინააღმდეგ ყველა ამერიკული მედიასაშუალება მუშაობდა), ბაიდენი საკუთარ რეიტინგს სხვების დაუხმარებლად გაუსწორდა. ახლა მისი მხარდაჭერის რეიტინგი 38%-ზეა დასული — და ეს სულ ორი პროცენტით მეტია იმაზე, ვიდრე ტრამპს ჰქონდა გამარჯვებიდან ერთი წლის თავზე.
მაგრამ ტრამპის დემონიზაციაზე ყველა ერთად მუშაობდა, აწებებდნენ რა მას ყველანაირ იარლიყს — დაწყებული ქალთმოძულეობიდან, დასრულებული „პუტინის პუდელობით“. აი ბაიდენის დახმარებას კი მთელი ძალებით ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოდის. კიდევ უფრო ცუდად არის საქმე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის რეიტინგის მხრივ — არადა, სწორედ ის იგეგმებოდა დემოკრატების კანდიდატად მომდევნო არჩევნებზე. ცოტა ხნის წინ ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატების მარცხი მათთვის ცუდ პროგნოზებს ადასტურებს: ერთი წლის შემდეგ ისინი კონგრესზე კონტროლს დაკარგავენ, ხოლო 2024-ში ტრამპი თეთრ სახლს დაიბრუნებს.
რა უნდა გაკეთდეს? რა და, პუტინი უნდა გამოუშვან არენაზე — ანუ უნდა დაიწყოს ტრამპის, როგორც რუსი აგენტის წინააღმდეგ მასირებული კამპანია.
მაგრამ ეს ხომ სასაცილოა — განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება იმისა, რომ დემოკრატებმა ტრამპის რუსეთთან კავშირის „სამხილები“ გააყალბეს. აშშ-ში ცოტა ხნის წინ ბრიტანული დაზვერვის აგენტის კრისტოფერ სტილის მიერ მომზადებული „ტრამპის დოსიეს“ ერთ-ერთი თანაავტორის იგორ დანჩენკოს დაკავება მხოლოდ პირველი სიგნალია იმისა, რა შეიძლება მოიძებნოს „ვაშინგტონური ჭაობის“ ფსკერზე.
ხომ ყველას ესმის: კლინტონის შტაბმა შეგნებულად გააყალბა ანტიტრამპური „სამხილები“, შემდეგ კი მილიარდერისა და მისი შტაბის წევრების თვალთვალში სპეცსამსახურები ჩაერთნენ. ანუ ტრამპის წინააღმდეგ რეალური შეთქმულება მოეწყო. და თუ მისი გამოძიება ბოლომდე მივა, დემოკრატიული პარტიისა და ობამა–ბაიდენის ადმინისტრაციის მთელი ზედა რგოლი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. და თუ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაამტკიცოს შეთქმულების არსებობა.
გამოდის, რომ დემოკრატებს (უფრო სწორად, „სიღრმისეულ სახელმწიფოს“, „ვაშინგტონურ ჭაობს“) გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ: მათ ნებისმიერ ფასად უნდა აღკვეთონ ტრამპის პრეზიდენტობის ახალი ვადა. და მიუხედავად იმისა, რომ მისი „რუსული კავშირების“ დაჟინებული მტკიცება არა მხოლოდ სასაცილოა, არამედ წამგებიანიც, დემოკრატებს უბრალოდ არ აქვთ სხვა ვარიანტი.
მათ არ ჰყავთ და არც გამოუჩნდებათ ძლიერი კანდიდატი, პოლიტიკოსი, რომელიც მასების აღძვრას შეძლებს და ანტიტრამპად იქცევა. ამიტომ 2024 წლის კამპანიის წარმოება 2020 წლის მოდელის მიხედვით მოუწევთ — ტრამპის დემონიზაცია, ამომრჩევლის მისით დაშინება. და აქ რუსული თემის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. თუმცა ამჯერად დემოკრატები ყურადღებას გაამახვილებენ არა ტრამპის რუსეთთან კავშირზე, არამედ იმაზე, რომ ის რუსეთისთვის მომგებიანია, რომ მისი გამარჯვება რეალურად პუტინის გამარჯვებაა. და კიდევ იმაზე, რომ ის „ისეთივეა, როგორიც პუტინი“.
ამ კამპანიის კონტურები უკვე იკვეთება. ბოლო დღეებში რამდენიმე ინტერვიუ გამოჩნდა ტრამპის ყოფილ მრჩეველ ფიონა ჰილთან, რომელმაც ახლახან გამოსცა წიგნი „აქ არაფერი გესაქმება“. წარმოშობით ინგლისელი ქალი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი ექსპერტი გახდა რუსეთის საკითხებში, წიგნში საუბრობს არა მხოლოდ თეთრ სახლში მუშაობის შესახებ (2017 წლიდან 2019 წლამდე ის რუსეთისა და ევროპის საქმეთა დირექტორი იყო ეროვნული უშიშროების საბჭოში), არამედ მომავალზეც. მისი თქმით, დემოკრატების დამარცხება ვირჯინიაში არის საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ შეერთებული შტატები „მზადაა კვლავ მიიღოს დონალდ ტრამპი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ამერიკული დემოკრატიის სიკვდილი მოიტანოს“.
დემოკრატიის სიკვდილი ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შედეგად? ეს უკვე მოვისმინეთ 2016-ში. და რა, ისევ? დიახ, თანაც ახლა ეს პროგოზი თავად ტრამპის გარემოცვის მტკიცებულებებით დადასტურდება. ჰილმა ხომ ყველაფერი შენიშნა და გააანალიზა, დაინახა, რომ ტრამპი ისეთივეა, როგორიც პუტინი, ანუ საშიშია დემოკრატიისთვის:
„ის მართლაც აღფრთოვანებული იყო პუტინით, ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. მისთვის პუტინი ასახიერებდა ლიდერის ტიპს, როგორადაც ის საკუთარ თავს სახავდა და ეს არანაირად არ უკავშირდებოდა რუსეთისადმი მის დამოკიდებულებას. ის პუტინს აღიქვამდა ძალიან ძლიერ და ძლევამოსილ ადამიანად — ტრამპი ხშირად იყენებდა ამ სიტყვებს პუტინის მიმართ. ტრამპი მასში ხედავდა ძალიან მდიდარ და ძალიან ცნობილ ადამიანს, რომელიც ქვეყანას ისე მართავდა, როგორც საკუთარ ბიზნესს“.
რაღაც მსგავსს ჰილი უკვე ამბობდა წარსულშიც. მის დაკვირვებულობას ექს-პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფი სხვა ადამიანებიც აღნიშნავენ. რად ღირს თუნდაც ის ეპიზოდი ტრამპისა და პუტინის ოსაკაში 2019 წელს ბოლო შეხვედრიდან, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ ისაუბრა თეთრი სახლის ყოფილმა პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშემმა:
„შეხვედრის დაწყების შემდეგ ტრამპის მრჩეველმა ფიონა ჰილმა მკითხა, შევნიშნე თუ არა პუტინის თარჯიმანი. ეს მომხიბლავი შავგვრემანი ქალი იყო გრძელი თმებით, ლამაზი სახითა და შესანიშნავი ფიგურით. ის ეჭვობდა, რომ პუტინმა სპეციალურად შეარჩია ასეთი ქალი, რათა პრეზიდენტის ყურადღება გაეფანტა“.
ანუ მაღაროელის ქალიშვილის, დაზვერვის ეროვნული საბჭოს ყოფილი თანამშრომლისა და წიგნის „მისტერ პუტინი: სპეცაგენტი კრემლში“ ავტორის მახვილ მზერას არაფერი ეპარება. მან ხომ ასე ზუსტად შენიშნა ორი პრეზიდენტის მსგავსება:
„პუტინი შოუმენია, არტისტი… ტრამპიც იმავეთია დაკავებული: ის ყოველთვის სცენაზეა, თავისი მხარდამჭერების ბრბოს ართობს. ის პოლიტიკას პოლიტიკურ სპექტაკლად აქცევს... ტრამპი ნოსტალგიურ განწყობებზე თამაშობს. ის პირობას დებს, რომ ამერიკას ძველ დიდებას დაუბრუნებს; იგივეს ამბობს პუტინიც, მაგრამ ის პარალელურად ტერიტორიების ანექსიასაც ახდენს. ბევრი რამ, რასაც ტრამპი აკეთებს, ჰგავს იმას, რასაც აკეთებს პუტინი“.
ჰო, აბა რა — პუტინი შოუმენია. ეს ხომ ყველა ამერიკელმა იცის. ტყუილად კი არ დადის მთელ რუსეთში შიშველი ტორსით... ტრამპი კი ბაძავს მას, თავისი ქვეყნისთვის ძველი დიდების დაბრუნება სურს. მაგრამ რა არის ამაში ცუდიო, იკითხავს ამერიკელი ამომრჩეველი.
„განსხვავება ისაა, რომ ტრამპი ებრძვის სახელმწიფოს, პუტინი კი — არა. ამასთან ორივე აგებს რაღაც პლებისციტური დემოკრატიის მსგავსს... ტრამპი პუტინისგან განსხვავდება იმით, რომ არ სურს მართოს სახელმწიფო მექანიზმების საშუალებით, მას მათი დემონტაჟი სურს“.
ლამაზად ჟღერს: ტრამპს სახელმწიფო მექანიზმების დემონტაჟი სურს, ებრძვის სახელმწიფოს. ცუდი, საშიში ადამიანია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამერიკაში ძალიან ბევრია უკმაყოფილო იმით, რასაც ფიონა ჰილი სახელმწიფოს უწოდებს — თანაც ეს უკმაყოფილება ყოველთვის იყო, ბოლო წლებში უბრალოდ გაძლიერდა.
ამერიკელების უდიდეს ნაწილს ფედერალური ხელისუფლება, ვაშინგტონი ყოველთვის მიაჩნდა პარაზიტად, შტატებზე ზედმეტ დაშენებად, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ამაზეც არ არის საუბარი. „ვაშინგტონურმა ჭაობმა“, „სიღრმისეულმა სახელმწიფომ“ არჩეული ფედერალური ხელისუფლება — კონგრესი და პრეზიდენტიც კი ჩაანაცვლა. მართავს არავის მიერ არჩეული და არავის მორჩილი ანგარიშვალდებული კასტა, და ტრამპის პრეზიდენტობამ მისი ძალა ხილულზე ხილულად წარმოაჩინა. მთელი ოთხი წლის განმავლობაში „სიღრმისეული სახელმწიფო“ წარმატებით ბლოკავდა არასასურველი პრეზიდენტის საქმიანობას, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ მის დაპირებებს, დაეშრო „ვაშინგტონური ჭაობი“. ასე რომ, ჰილი მართალია: ტრამპს სურდა პარალელური სახელმწიფოს დემონტაჟი, რისთვისაც სძულს კიდეც ამ უკანასკნელს იგი.
და აქ მართლაც არის მსგავსება პუტინთან — იმასთან, რაც მან 2000-იან წლებში გააკეთა, როცა იმ ქვენის ხელისუფლებაში მოვიდა, რომელსაც „ოფშორული არისტოკრატიის“ ოლიგარქების ალიანსი, კორუმპირებული ჩინოვნიკები და პროდასავლური „ინტელექტუალური ელიტა“ მართავდა.
პუტინმა მოახერხა ამ პარაზიტის დაძლევა, მათ შორის იმის გამოც, რომ რუსული „სიღრმისეული სახელმწიფო“ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და დაუმთავრებელი იყო, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადგმული ღრმა ფესვები, ვერ მოესწრო საცეცებში მოექცია ყველა და ყველაფერი. ტრამპის წინ კი იდგა არა მარტო ძველი, არამედ ყოვლისშემძლე ორგანიზმი — გასაკვირი არ არის, რომ მოულოდნელმა პრეზიდენტმა დრაკონის დამარცხება ვერ მოახერხა. მაგრამ სცადა მაინც და ისევ ეცდება 2024 წელს.
პუტინის, როგორც ნიმუშის თანხლებით? დიახ, და 2024 წლისთვის ამერიკელების უმეტესობისთვის ეს შეიძლება იქცეს არა დემოტივატორად, არამედ დამატებით არგუმენტად ტრამპისთვის ხმის მისაცემად — ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დამანგრეველი „სიღრმისეული სახელმწიფოსგან“ გადარჩენის იმედით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს