მოსაზრება: ჯანსაღი კონსერვატიზმი – რატომ დაასამარა პუტინმა ეპოქა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ვლადიმირ პუტინმა ჩამოაყალიბა ქვეყნის იდეოლოგია და სტრატეგიული კურსი უახლოესი მომავლისთვის – ამას შეიძლება ნაციონალური იდეაც ეწოდოს.
პიოტრ აკოპოვი
„ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა სახელმწიფოს სტრატეგიაზე მსოფლიოში ცივილიზაციის არნახული კრიზისის, გლობალური ტრანსფორმაციის პროცესის დროს, რომელიც ცვლის არა მხოლოდ სამყაროს, არამედ ადამიანის წარმოდგენასაც საკუთარ თავზე. კრიზისის ხანგრძლივობა უცნობია, ვინაიდან მომავლის კონტურებიც კი არ არის გამოკვეთილი. მაგრამ არსებობს ის, რაზეც კაცობრიობას უარის თქმას სთავაზობენ, და ის, რის მიღებასაც სთავაზობენ. რუსეთს ამ გამოწვევის მიმართ აქვს საკუთარი დამოკიდებულება, პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ჩვენს პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ.
პუტინმა ამას ჯანსაღი კონსერვატიზმის იდეოლოგია უწოდა.
მისი თქმით, ჩვენ ვართ ცივილიზაციის კრიზისის წინაშე, იმ პრინციპების კრიზისის წინაშე, რაც დედამიწაზე ადამიანის არსებობას განსაზღვრავს. პრეზიდენტმა აღიარა, რომ საჭირო იქნება მათი ხელახლა გააზრება. მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს ქვეყანამ, რაზე თქვას უარი, რას გადახედოს ან შეცვალოს – „ჭეშმარიტი ფასეულობებისთვის საჭიროა ბრძოლა და მათი დაცვა მთელი ძალით“.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
კლუბ „ვალდაის“ სხდომა: რაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა
ეს უნდა გაკეთდეს იმ პირობებში, როდესაც კაცობრიობას არ გააჩნია საყრდენი. ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება ძალთა ახალი ბალანსის ძიება, მაგრამ გაუგებარია კრიტერიუმები იმისა, რაც ფასეულობათა კრიზისის ეპოქაში კაცობრიობისთვის ფასეულობას წარმოადგენს. ამიტომ საუბარია არა უბრალოდ დასავლეთის დომინირების ეპოქის დასასრულზე ან იმაზე, რომ კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა თავი ამოწურა, არამედ გაცილებით სერიოზულ საკითხებზე.
„რა მოხდება, როდესაც ტექნიკა დაჯაბნის ადამიანს აზროვნების უნარით? სად გადის ადამიანის ორგანიზმში ჩარევის ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი კარგავს საკუთარ იდენტობას? საერთოდ როგორია ეთიკური საზღვრები მსოფლიოში, რომელშიც მეცნიერებისა და ტექნიკის შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა, და რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს შთამომავლებზე, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებზე?“
პუტინს, რასაკვირველია, არ გაუცია პასუხები ამ კითხვებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ კაცობრიობის ამჟამინდელ კრიზისს მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია. ამასთან, კრიზისის ყველაზე მარტივი, პოლიტიკური შემადგენელის მოგვარება, ანუ ძალთა ახალი ბალანსის გამონახვა ჯერჯერობით შესაძლებელია მშვიდობიანი გზით.
„პოლიტიკური ისტორიისთვის ჯერ უცნობია მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩამოყალიბდებოდა სტაბილური მსოფლიო წყობა დიდი ომისა და მისი შედეგების გათვალისწინების გარეშე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს მეტად ხელსაყრელი პრეცედენტის შექმნის შესაძლებლობა“.
პუტინის აზრით, კაცობრიობას მართლაც კარგი შანსი აქვს, მშვიდობიანი გზით შეთანხმდეს თუნდაც საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე. მაგრამ ყველა მხარემ უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი ფასეულობებით.
სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ზომიერი კონსერვატიზმი ქვეყნისთვის დაცვაა: დუმის დეპუტატის კომენტარი
ამიტომ პუტინმა გარდაქმნის რთული პროცესის ათვლის წერტილი ოთხ თეზისად ჩამოაყალიბა.
მათი არსი ასეთია:
პირველი. „კორონავირუსის პანდემიამ დაგვანახვა, რომ მსოფლიოს მოწყობის სტრუქტურული ერთეული სახელმწიფოა“. ანუ ვერანაირი ზენაციონალური გლობალური სტრუქტურები მას ვერ ჩაანაცვლებენ, თუნდაც იმიტომ, რომ „მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ ეფექტური პასუხი გასცენ დროის გამოწვევებს და მოქალაქეთა მოთხოვნებს“. პუტინმა იდეებს – „მსოფლიო საზღვრების გარეშე“ და „სახელმწიფოთა ლიკვიდაცია“ გეოპოლიტიკური ბრძოლის იარაღი უწოდა.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი სპეკულირებდა ბრჭყვიალა კონცეფციებით, რომელთა თანახმად, სახელმწიფოების როლი მოძველებულ და წარმავალ ფაქტორებად მოინათლა. თითქოსდა გლობალიზაციის პირობებში ეროვნული საზღვრები ანაქრონიზმს ემსგავსება, სუვერენიტეტი კი აყვავებას აბრკოლებს. იცით, ადრეც მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: ასე საუბრობდნენ ისინიც, ვინც სხვათა საზღვრების დარღვევას ცდილობდა საკუთარი კონკურენტული უპირატესობის იმედად. აი რა ხდებოდა სინამდვილეში. როგორც კი გამოირკვა, რომ ვიღაც სადღაც მეტ შედეგს აღწევდა, მაშინვე უბრუნდებოდნენ საზღვრების ჩაკეტვას და, პირველ რიგში, საკუთარი – საბაჟო და სხვა საზღვრების ჩაკეტვას, კედლებს აშენებდნენ. განა ამას ვერ ვხედავთ?“
ამიტომ ნებისმიერი ქმედითი საერთაშორისო წესრიგი უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფოების ინტერესებსა და შესაძლებლობებს, ხელმძღვანელობდეს ამით და არ ცდილობდეს იმის დამტკიცებას, რომ ისინი არ უნდა არსებობდეს, აღნიშნა პუტინმა.
„მით უმეტეს არ შეიძლება ვინმეს რამე მოახვიო თავს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობა იქნება ეს, თუ ფასეულობა, რომელსაც ვიღაცამ საკუთარი მოსაზრებით უნივერსალური უწოდა. ხომ ნათელია, რომ როდესაც ნამდვილი კრიზისი მოდის, მხოლოდ ერთი უნივერსალური ფასეულობა რჩება – ადამიანის სიცოცხლე. და როგორ დაიცავს მას – ამას ყოველი სახელმწიფო დამოუკიდებლად წყვეტს, თავისი შესაძლებლობებიდან, კულტურიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე“.
გაეროს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ვეტოს უფლების გაუქმება: გაეროს გენმდივნის ექს-მოადგილემ პუტინის ნათქვამი შეაფასა
პირველი თეზისის არსი ისაა, რომ სწორედ სახელმწიფოები დაამყარებენ მსოფლიოში თამაშის წესებს და რუსეთი ასეთი სამყაროს მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.
მეორე თეზისი: „გარდაქმნის მასშტაბი გვაიძულებს ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ თუნდაც თვითგადარჩენის მიზნით“. დროის გამოწვევების საპასუხოდ რუსეთი ფრთხილად და აკურატულად შეიცვლება, უარს იტყვის რევოლუციურ ნაბიჯებზე.
„ტექნოლოგიური თუ გარემოს კარდინალური ცვლილებები, ჩვეული გარემოს ნგრევა, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ და სახელმწიფომ ამაზე რადიკალური რეაგირება უნდა მოახდინონ. მტვრევა, მოგეხსენებათ, შენება არ არის. სადამდე მივყავართ ამას, ეს რუსეთში კარგად ვიცით, სამწუხაროდ, საკუთარი გამოცდილებით... ჩვენი ისტორიის მაგალითები იმის მტკიცების უფლებას გვაძლევს, რომ რევოლუცია – კრიზისიდან გამოსავალი არ არის, არამედ ამ კრიზისის გაღრმავების გზაა. არც ერთი რევოლუცია არ ღირდა იმ დანაკარგად, რომელიც მან ადამიანურ პოტენციალს მიაყენა“.
მესამე თეზისი პირველს უკავშირდება: რუსეთს ესმის, რომ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე მრავალი საერთო მწვავე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, მაგრამ არა სახელმწიფოს უფლებების ზენაციონალური სტრუქტურებისთვის გადაცემის ხარჯზე. ანუ სუვერენიტეტი ყველაზე მაღლა დგას, თანაც არა მარტო რუსეთისთვის.
„რეალისტები უნდა ვიყოთ: ლამაზი ლოზუნგების უმეტესობას გლობალური პრობლემების გლობალურად მოგვარების თაობაზე, რომლებიც XX საუკუნის მიწურულიდან გვესმის, არასდროს შეესხმება ხორცი. გლობალური გადაწყვეტილებები გულისხმობს ზენაციონალური სტრუქტურებისთვის სახელმწიფოთა და ხალხთა სუვერენული უფლებების გადაცემის ისეთ ხარისხს, რომლისთვისაც, სიმართლე გითხრათ, ბევრი არ არის მზად, ან საერთოდ არავინ არის მზად. პირველ რიგში იმიტომ, რომ პოლიტიკის შედეგებზე პასუხს ვაგებთ არა რომელიღაც გაურკვეველი გლობალური საზოგადოებრიობის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისა და ამომრჩევლების წინაშე“.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ახალი კონსერვატიზმი: ექსპერტის კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებზე
„მაგრამ ერთად მუშაობა შეიძლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა შეძლებს თანამშრომლობის შედეგად თავისი კონკრეტული სარგებლის დანახვას. რასაკვირველია, აუცილებელია მთავარი საერთაშორისო ორგანიზაციის რეფორმირება, – აღნიშნა პუტინმა, – მაგრამ ამასთან სწორედ გაეროა დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში საერთაშორისო ურთიერთობების იმ ჯანსაღი კონსერვატიზმის მატარებელი, რომელიც აუცილებელია სიტუაციის ნორმალიზებისთვის“.
მეოთხე თეზისი ფასეულობებს შეეხება.
„თანამედროვე მყიფე სამყაროში საგრძნობლად იზრდება მტკიცე მორალური, ეთიკური, ფასეულობითი საყრდენის მნიშვნელობა. ფასეულობები – ესაა ყოველი ერის კულტურულ-ისტორიული განვითარების პროდუქტი, უნიკალური პროდუქტი“.
ანუ საფუძველი, რომელზეც სახელმწიფო გლობალური კრიზისისა და გამოწვევების საპასუხოდ ფრთხილად გარდაქმნის ადამიანების ცხოვრებას (მეორე თეზისი), არის ხალხის, ცივილიზაციის ფასეულობები.
დაუშვებელია ყოველგვარი იდეოლოგიური დიქტატი. რუსეთს არ მოსწონს ბევრი რამ, რაც დასავლეთში ხდება – „უმცირესობების ინტერესების დაცვის ლოზუნგით უმრავლესობის დისკრიმინაცია ან უარის თქმა ისეთი საბაზისო ცნებების ტრადიციულ დეფინიციაზე, როგორებიცაა დედა, მამა, ოჯახი, ან კიდევ სქესის განსხვავება, მაგრამ ჩვენ სხვის საქმეში არ ვერევით.
მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ სახლში არ შემოგვიცვივდნენ, ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს: მიგვაჩნია, რომ უნდა დავეყრდნოთ საკუთარ სულიერ ფასეულობებს, ისტორიულ ტრადიციას, ჩვენი მრავალეროვანი მოსახლეობის კულტურას“.
გაეროს შტაბბინა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გაეროს საფრთხეების რეესტრი: იურისტმა პუტინის იდეა შეაფასა
აქვე პუტინმა „მოწინავე საზოგადოებაში“ „სოციალური პროგრესის“ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ახსნა ისტორიული გამოცდილებით, იმით, რომ დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემხედვარე, ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ საკუთარი პრაქტიკა, რომელიც, საბედნიეროდ, შორეულ წარსულში დავტოვეთ“. პრეზიდენტმა ფასეულობების უარყოფა დასავლეთში ბოლშევიკურ პრაქტიკას შეადარა.
„მათი შემოთავაზებული რეცეპტები ახალი არ არის, ეს ყველაფერი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთში უკვე გავიარეთ. ბოლშევიკებმა, მარქსისა და ენგელსის დოგმებზე დაყრდნობით, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გამოაცხადეს, რომ მთელ ჩვეულ წყობას შეცვლიდნენ, არა მხოლოდ პოლიტიკურს და ეკონომიკურს, არამედ ადამიანურ მორალზე წარმოდგენასაც. საუკუნოვანი ფასეულობების, რწმენის, ადამიანების ურთიერთობების ნგრევა, უარი ოჯახზე, ახლობლების დაბეზღება – ეს ყველაფერი შეფუთული იყო, როგორც პროგრესისკენ სვლა. სხვათა შორის, ამ მოძღვრებას მთელ მსოფლიოში ჰქონდა მხარდაჭერა და მოდურიც იყო, ისევე, როგორც დღეს. ბოლშევიკებიც არ ცნობდნენ განსხვავებულ აზრს“.
ბავშვებისთვის სქესის არჩევის პრაქტიკის თავს მოხვევას პუტინმა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ზღვარი, ხოლო დისკუსიას კაცებისა და ქალების უფლებებზე, უფრო ზუსტად, თვით ამ ცნებების უარყოფას, სრული ფანტასმაგორია უწოდა.
გამოსვლის მთავარი თეზისი კი ჯანსაღი გონივრული კონსერვატიზმის იდეოლოგია იყო.
„ადრეც მითქვამს, რომ მიდგომების ჩამოყალიბებისას ვიხელმძღვანელებდით ჯანსაღი კონსერვატიზმის იდეოლოგიით. ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მაშინ საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება ასეთი დაძაბული არ იყო... ახლა, როდესაც მსოფლიო სტრუქტურულ რყევას განიცდის, გონივრული კონსერვატიზმის მნიშვნელობა, როგორც პოლიტიკური კურსის საფუძვლისა, გაიზარდა სწორედ მომატებული რისკებისა და საფრთხეების გამო, ჩვენი გარემოს სიმყიფის გამო...
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
პუტინმა მოუწოდა დასავლეთს, თავს ნუ მოახვევენ რუსეთს თავიანთ ფასეულობებს
პირდაპირ ვთქვათ, გარდაქმნების ეპოქაში, რომელიც შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და რომლის საბოლოო დიზაინიც უცნობია, ზომიერი კონსერვატიზმი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ქცევის ყველაზე გონივრული არჩევანია. მისი ცვლილება გარდაუვალია, მაგრამ ჯერჯერობით სამედიცინო პრინციპი „არ ავნო“ უფრო რაციონალური ჩანს.
პუტინმა ისიც ახსნა, როგორ ესმის კონსერვატიზმი.
„კონსერვატორული მიდგომა – არ არის ცვლილებების შიში, არც საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვაა. ესაა დროით გამოცდილ ტრადიციებზე დაყრდნობა, მოსახლეობის შენარჩუნება და გამრავლება, საკუთარი თავისა და სხვების რეალისტური შეფასება, პრიორიტეტების სისტემის ზუსტი აგება, აუცილებელისა და შესაძლებელის თანაფარდობა, მიზნის გონივრულად ფორმულირება, ექსტრემიზმის, როგორც სამოქმედო მეთოდის პრინციპულად მიუღებლობა“.
კონსერვატიზმი არ ნიშნავს ცვლილებების შიშს და არსებული წყობის დაკონსერვებისკენ სწრაფვას. კონსერვატიზმი ნიშნავს არსებული წყობისა და პოლიტიკური სისტემის ნგრევაზე უარს რაღაც თითქოსდა იდეალურის, მავანთა ტვინებში არსებულის ასაშენებლად.
კონსერვატიზმს გარე სამყაროსგან თვითიზოლაციასთან საერთო არაფერი აქვს – ინტერნეტის ეპოქაში ეს სასაცილოდაც კი ჟღერს. კონსერვატიზმი ნიშნავს საკუთარი რწმენით, საკუთარი ტრადიციების ცოდნითა და საკუთარი ფასეულობებით მსოფლიოს წინაშე გახსნას. რუსები ყოველთვის გახსნილი იყვნენ სხვა კულტურებისა და ხალხების მიმართ, მაგრამ ნაყოფიერი ეს მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც ჩვენ მყარად ვიდექით საკუთარ მიწაზე, იცნობდნენ და პატივს სცემდნენ თავიანთ ტრადიციებს, სამყაროს საკუთარი თვალით უყურებდნენ, არ კარგავდნენ საკუთარი თავის პატივისცემას.
კონსერვატიზმის განმარტებისას პუტინი პირველ ადგილზე აყენებს ტრადიციას, მეორეზე – ხალხის გაფრთხილებას. შემდეგ მოდის საკუთარი თავისა და სხვების რეალისტური შეფასება.
Президент РФ В. Путин принял участие в работе Восточного экономического форума - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
შემცვლელი, კრიპტოვალუტა, AUKUS და სხვა: პუტინმა ამერიკულ ტელეარხს ინტერვიუ მისცა
კონსერვატიზმის კიდევ ერთი თვისება, პუტინის აზრით, პრიორიტეტების სისტემის ზუსტი აგებაა, აუცილებელისა და შესაძლებელის თანაფარდობა, მიზნის გონივრული ფორმულირება, ანუ სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა. შეუძლებელია ორი-სამწლიანი, თუნდაც ხუთწლიანი გეგმის შედგენა – საჭიროა სტრატეგიული პერსპექტივის დანახვა, ათი, ოცი წლით წინ გახედვა. სწორედ კრიზისის ეპოქაშია ეს ყველაზე მომგებიანი სტრატეგია. ვინც მზადაა შედეგებს დაელოდოს, ვინც არ აპირებს ხვალ საკუთარი მრწამსის შეცვლას – ის ყოველთვის გაიმარჯვებს.
სწორედ ამიტომ, პუტინის აზრით, ჩვენი კონსერვატიზმი – ოპტიმისტების კონსერვატიზმია. და, რასაკვირველია, ეს ისტორიული გამოცდილების შედეგია, სწორედ ამიტომ გამოუმუშავდა ჩვენს ხალხს „კოლექტიური იმუნიტეტი“ ექსტრემიზმის მიმართ.
პუტინმა ამას უპირატესობა უწოდა და ნიკოლაი ბერდიაევის სიტყვები მოიშველია: „კონსერვატიზმი – ის არ არის, რაც ზევით და წინ სიარულს უშლის ხელს, არამედ ისაა, რაც უკან და ქვემოთ, ქაოსისკენ სვლას აფერხებს“. პრეზიდენტმა დასძინა, რომ შესაძლოა, ციტატაში მცირე უზუსტობა გაჰპარვოდა. ბერდიაევის ნააზრევი ასე ჟღერს:
„ის აფერხებს უკან და ქვემოთ სვლას, ქაოსური უკუნეთისკენ, იმ მდგომარეობასთან დაბრუნებისკენ, რომელიც სახელმწიფოებისა და კულტურების ჩამოყალიბებას უძღოდა წინ...
კონსერვატორული საწყისი თავისთავად არ ეწინააღმდეგება განვითარებას, ის მხოლოდ ითხოვს, რომ განვითარება იყოს ორგანული, მომავალმა არ წალეკოს წარსული, არამედ გააგრძელოს მისი განვითარება. უბედურია ქვეყანა, სადაც არ არსებობს ჯანსაღი კონსერვატიზმი, ჩადუღაბებული ხალხში, სადაც არ არის ერთგულება, არ არის კავშირი წინაპრებთან. უბედურია ხალხი, რომელსაც არ უყვარს თავისი ისტორია და უნდა მისი ხელახლა დაწერა.
ბერდიაევმა ეს 1923 წელს დაწერა. თითქმის ასი წლის შემდეგ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მომავალი არავითარ შემთხვევაში არ წაშლის ჩვენს წარსულს. სწორედ ესაა რუსული ცივილიზაციის აღორძინებული გონივრული კონსერვატიზმი. ჯანმრთელი ადამიანის კონსერვატიზმი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0