https://sputnik-georgia.com/20211021/gaeros-safrtxeebis-reestri-iuristi-komentari-261386436.html
გაეროს საფრთხეების რეესტრი: იურისტმა პუტინის იდეა შეაფასა
გაეროს საფრთხეების რეესტრი: იურისტმა პუტინის იდეა შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იდეას, გაეროს დონეზე გამოწვევებისა და საფრთხეების რეესტრის შედგენის თაობაზე, ორგანიზაციაში... 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T21:15+0400
2021-10-21T21:15+0400
2021-10-26T14:14+0400
პოლიტიკა
რუსეთი
„ვალდაის“ ფორუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251918979_0:0:1189:669_1920x0_80_0_0_f2adb5d88eb20828d639f426b6fdf919.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იდეას, გაეროს დონეზე გამოწვევებისა და საფრთხეების რეესტრის შედგენის თაობაზე, ორგანიზაციაში მხარს დაუჭერენ, ვინაიდან ის გონივრულია, განაცხადა რუსეთის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა ანატოლი კაპუსტინმა РИА Новости-სთან საუბრისას.პრეზიდენტმა პუტინმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ გაეროს დონეზე გამოწვევებისა და საფრთხეების რეესტრი შედგება და ამ საქმეში სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები ჩაერთვებიან.მისი თქმით, ბევრ სფეროს, კიბერსივრციდან ჯანდაცვამდე, არ გააჩნია მკაფიო გლობალური მმართველობა, რათა სხვადასხვა ტიპის საფრთხეებს წინააღმდეგობა გაეწიოს და აღიკვეთოს.„საუბრობენ კლიმატის ცვლილებაზე და რატომღაც ინიციატივა მოდის ცალკეული სახელმწიფოებისგან, რომლებიც ცდილობენ მის თავს მოხვევას“, — აღნიშნა ექსპერტმა.თუ ამგვარი გლობალური პრობლემების გადაწყვეტა გაეროს უნივერსალურ დონეზე მოხდება, მაშინ შესაძლებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე „შემუშავდეს ამ გამოწვევების საწინააღმდეგო ზომების ნუსხა და დღეს არსებულ გამოწვევებზე პასუხები“, — დასძინა კაპუსტინმა.„ზოგადად, მე მხარს ვუჭერ იდეას, ის ძალიან კომპეტენტური, გონივრული და მომწიფებულია“, — დაასკვნა ექსპერტმა.
https://sputnik-georgia.com/20211021/putinma-mouwoda-dasavlets-nu-moaxveven-rusets-taviant-faseulobebs-261383966.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251918979_11:0:1179:876_1920x0_80_0_0_652660e6b045f51c3553739aae1cb406.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, „ვალდაის“ ფორუმი
პოლიტიკა, რუსეთი, „ვალდაის“ ფორუმი
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იდეას, გაეროს დონეზე გამოწვევებისა და საფრთხეების რეესტრის შედგენის თაობაზე, ორგანიზაციაში მხარს დაუჭერენ, ვინაიდან ის გონივრულია, განაცხადა რუსეთის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა ანატოლი კაპუსტინმა
РИА Новости-სთან საუბრისას.
პრეზიდენტმა პუტინმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ გაეროს დონეზე გამოწვევებისა და საფრთხეების რეესტრი შედგება და ამ საქმეში სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები ჩაერთვებიან.
„პრინციპში, იდეა გონივრულია. ამავე დროს ის იმსახურებს მხარდაჭერას გაეროსგან, რადგან ჩნდება მრავალი ახალი გამოწვევა და ახალი საფრთხე“, — თქვა კაპუსტინმა.
მისი თქმით, ბევრ სფეროს, კიბერსივრციდან ჯანდაცვამდე, არ გააჩნია მკაფიო გლობალური მმართველობა, რათა სხვადასხვა ტიპის საფრთხეებს წინააღმდეგობა გაეწიოს და აღიკვეთოს.
„საუბრობენ კლიმატის ცვლილებაზე და რატომღაც ინიციატივა მოდის ცალკეული სახელმწიფოებისგან, რომლებიც ცდილობენ მის თავს მოხვევას“, — აღნიშნა ექსპერტმა.
თუ ამგვარი გლობალური პრობლემების გადაწყვეტა გაეროს უნივერსალურ დონეზე მოხდება, მაშინ შესაძლებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე „შემუშავდეს ამ გამოწვევების საწინააღმდეგო ზომების ნუსხა და დღეს არსებულ გამოწვევებზე პასუხები“, — დასძინა კაპუსტინმა.
„ზოგადად, მე მხარს ვუჭერ იდეას, ის ძალიან კომპეტენტური, გონივრული და მომწიფებულია“, — დაასკვნა ექსპერტმა.