https://sputnik-georgia.com/20211021/putinma-mouwoda-dasavlets-nu-moaxveven-rusets-taviant-faseulobebs-261383966.html
პუტინმა მოუწოდა დასავლეთს, თავს ნუ მოახვევენ რუსეთს თავიანთ ფასეულობებს
პუტინმა მოუწოდა დასავლეთს, თავს ნუ მოახვევენ რუსეთს თავიანთ ფასეულობებს
Sputnik საქართველო
პუტინის თქმით, მსოფლიო გადალაგების მომავალ პერიოდში ზომიერი კონსერვატიზმი არის მსოფლმხედველობის ყველაზე გონივრული პრინციპი. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T20:52+0400
2021-10-21T20:52+0400
2021-10-26T14:15+0400
რუსეთი
„ვალდაის“ ფორუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252297267_0:63:3104:1809_1920x0_80_0_0_4d09e564676f25e1255aca1cb84c49f9.jpg
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული საზოგადოება უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის მრავალეროვნული მოსახლეობის სულიერ ღირებულებებს, ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას.„ის სოციალურ-კულტურული რყევები, რომლებიც იმავე შეერთებულ შტატებსა თუ დასავლეთ ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენ არ გვეხება, ჩვენ ამაში არ ვერევით. დასავლეთის ქვეყნებში ვიღაც დარწმუნებულია, რომ საკუთარი ისტორიიდან მთელი ფურცლების ამოშლა, უმცირესობების ინტერესების სასარგებლოდ უმრავლესობის დისკრიმინაცია ან ისეთ საბაზო ცნებების ჩვეულ აღქმაზე უარის თქმა, როგორიც არის დედა, მამა, ოჯახი, თუ სქესების განსხვავება – სწორედ ეს არის ნაბიჯები საზოგადოებრივი განახლებისკენ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მათი უფლებაა, ჩვენ ამაში არ ვერევით. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, ჩვენ ნუ მოგვახვევენ ამას თავს“, – განაცხადა პუტინმა.მისი თქმით, რუსული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას განსხვავებული შეხედულება აქვს – უნდა ეყრდნობოდე შენი ქვეყნის მრავალეროვნული ხალხის სულიერ ღირებულებებს, ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას.რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო გადალაგების მომავალ პერიოდში, რომლის შედეგი ჯერ კიდევ უცნობია, ზომიერი კონსერვატიზმი არის მსოფლმხედველობის ყველაზე გონივრული პრინციპი.პუტინმა ასევე რუსულ კონსერვატიზმს უწოდა ოპტიმისტების კონსერვატიზმი და აღნიშნა, რომ კონსერვატიზმი არის ის, რაც ხელს უშლის ქაოსში ჩაძირვას, ხოლო დაუდევარი საქციელის შედეგად ყველაფერი შეიძლება ტვირთად გადაიქცეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252297267_2:0:2733:2048_1920x0_80_0_0_9722af20cbdeb3e02baec8f9d445048c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, „ვალდაის“ ფორუმი
პუტინმა მოუწოდა დასავლეთს, თავს ნუ მოახვევენ რუსეთს თავიანთ ფასეულობებს
20:52 21.10.2021 (განახლებულია: 14:15 26.10.2021) პუტინის თქმით, მსოფლიო გადალაგების მომავალ პერიოდში ზომიერი კონსერვატიზმი არის მსოფლმხედველობის ყველაზე გონივრული პრინციპი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული საზოგადოება უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის მრავალეროვნული მოსახლეობის სულიერ ღირებულებებს, ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას.
„ის სოციალურ-კულტურული რყევები, რომლებიც იმავე შეერთებულ შტატებსა თუ დასავლეთ ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენ არ გვეხება, ჩვენ ამაში არ ვერევით. დასავლეთის ქვეყნებში ვიღაც დარწმუნებულია, რომ საკუთარი ისტორიიდან მთელი ფურცლების ამოშლა, უმცირესობების ინტერესების სასარგებლოდ უმრავლესობის დისკრიმინაცია ან ისეთ საბაზო ცნებების ჩვეულ აღქმაზე უარის თქმა, როგორიც არის დედა, მამა, ოჯახი, თუ სქესების განსხვავება – სწორედ ეს არის ნაბიჯები საზოგადოებრივი განახლებისკენ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მათი უფლებაა, ჩვენ ამაში არ ვერევით. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, ჩვენ ნუ მოგვახვევენ ამას თავს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას განსხვავებული შეხედულება აქვს – უნდა ეყრდნობოდე შენი ქვეყნის მრავალეროვნული ხალხის სულიერ ღირებულებებს, ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო გადალაგების მომავალ პერიოდში, რომლის შედეგი ჯერ კიდევ უცნობია, ზომიერი კონსერვატიზმი არის მსოფლმხედველობის ყველაზე გონივრული პრინციპი.
„მსოფლიო გადალაგების მომავალი პერიოდისთვის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს საკმაოდ დიდხანს და რომლის საბოლოო დიზაინი ჯერჯერობით უცნობია, ზომიერი კონსერვატიზმი არის ყველაზე გონივრული ქცევა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, ის აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით სამედიცინო პრინციპი „ნუ ავნებ" ყველაზე რაციონალურად მეჩვენება", – დასძინა მან.
პუტინმა ასევე რუსულ კონსერვატიზმს უწოდა ოპტიმისტების კონსერვატიზმი და აღნიშნა, რომ კონსერვატიზმი არის ის, რაც ხელს უშლის ქაოსში ჩაძირვას, ხოლო დაუდევარი საქციელის შედეგად ყველაფერი შეიძლება ტვირთად გადაიქცეს.