კლუბ „ვალდაის“ სხდომა: რაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის“ კლუბის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება РИА Новости.
თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ცვლილებებს განიცდის, რომლებიც უფრო ღრმა და ფუნდამენტური ხდება.

„გასული ათწლეულის განმავლობაში ბევრმა გაიხსენა ჩინური ანდაზა <...> „ღმერთმა დაგვიფაროს, ვიცხოვროთ ცვლილებების ეპოქაში“, მაგრამ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მასში, მოგვწონს თუ არა ეს“, — თქვა პუტინმა.

პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა მსოფლიოში ახალი ბალანსის საყრდენის მოძებნა. საჭირო იყო სისტემურ ცვლილებებთან ადაპტირება ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ მოხდა.
პანდემია იმის მორიგ შეხსენებად იქცა, რაოდენ მყიფეა მსოფლიო თანამეგობრობა, და იმისათვის, რომ გადარჩენის შანსები გაიზარდოს, საჭიროა გავიაზროთ, როგორაა მოწყობილი ჩვენი ცხოვრება.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
პუტინმა მოუწოდა დასავლეთს, თავს ნუ მოახვევენ რუსეთს თავიანთ ფასეულობებს
გარდა ამისა, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა უკვე ამოწურა თავი და მისი დახმარებით შეუძლებელია წინააღმდეგობების სულ უფრო ჩახლართული გორგლიდან გამოსვლა. სურსათის კრიზისი მსოფლიოში მხოლოდ გაღრმავდება. ყველა ეს პრობლემა საზოგადოებას ღრმა განხეთქილებით ემუქრება.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო აცხადებს მზადყოფნას, ერთად იმუშაონ საერთო პრობლემებზე, საქმით ეს ყოველთვის არ მტკიცდება. და პანდემიამ მხოლოდ წინ წამოწია ნეგატიური ტენდენციები. ამასთან მან ხაზი გაუსვა საკითხის სირთულეს, ვინაიდან პოლიტიკოსები პირველ რიგში საკუთარი თანამოქალაქეების წინაშე აგებენ პასუხს, რის გამოც საერთაშორისო და ტრანსნაციონალური თემები მეორე პლანზე იწევს, რაც მთლიანობაში სწორია და ნორმალური.
პუტინს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ამჟამინდელი მდგომარეობა ცივი ომის შედეგია, რომლიდანაც გაკვეთილის გამოტანაა საჭირო და ასევე ახალი მსოფლიო მოწყობის დამყარების პრეცედენტის შექმნა — დიდი შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე.

გაეროს რეფორმა

სახელმწიფოს მეთაურმა ცალკე ისაუბრა გაეროზე და ორგანიზაციას მუდმივი ღირებულება უწოდა, რომელიც უნდა შენარჩუნდეს. და მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ვერ ასწრებს სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირებას, არ შეიძლება აჩქარება და მის რეფორმირებაში შეცდომების დაშვება.
სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ზომიერი კონსერვატიზმი ქვეყნისთვის დაცვაა: დუმის დეპუტატის კომენტარი
აქვთ თუ არა სხვა სახელმწიფოებს იმის შესაძლებლობა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები გახდნენ, ამ თემაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ეს რუსეთის გადასაწყვეტი კი არ არის, არამედ მხოლოდ კონსენსუსით უნდა იყოს მიღწეული. მისი თქმით, საკითხავი ისაა, როგორ მოიძებნოს ბალანსი.
„თუ ჩვენ მუდმივი წევრების ვეტოს უფლებას დავარღვევთ, მაშინ გაერო იმავე დღეს მოკვდება, <...> ის ერთა ლიგად გადაიქცევა“, — თქვა პუტინმა.

ბრძოლა COVID-19-თან

ვლადიმირ პუტინმა COVID-19-ის პანდემიაც ახსენა და აღნიშნა, რომ მისი მსხვერპლის რიცხვი პირველი მსოფლიო ომის მთავარი მონაწილეების სამხედრო დანაკარგებს აღემატება. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებში, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ საერთაშორისო დახმარება დაავადებასთან ბრძოლაში, სანქციებია შენარჩუნებული.
მან მოუწოდა სახელმწიფოებს, გვერდზე გადადონ უადგილო ამბიციები და ამ პრობლემის გადაჭრაზე ერთად იმუშაონ.
გაეროს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ვეტოს უფლების გაუქმება: გაეროს გენმდივნის ექს-მოადგილემ პუტინის ნათქვამი შეაფასა
სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს ამგვარ ნაბიჯს, ვინაიდან ნებისმიერი თავს მოხვეული გადაწყვეტილებისთვის შეიძლება გვერდის ავლა, ხელისუფლებამ კი უნდა დაამტკიცოს, რომ აცრა უკეთესია, ვიდრე ავადმყოფობა.

ზომიერი კონსერვატიზმი

რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის ცალკე თემად იქცა ფასეულობები. პრეზიდენტმა მათ თითოეული ერის კულტურულ-ისტორიული განვითარების უნიკალური პროდუქტი უწოდა. ურთიერთგადაჯაჭვულობა აფართოებს ადამიანის ჰორიზონტს და საშუალებას აძლევს მას, სხვაგვარად გააცნობიეროს საკუთარი ტრადიცია, მაგრამ ამ პროცესს დრო სჭირდება და ის ორგანული უნდა იყოს.

„გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი პერსპექტივების პირობებში ღირებულებითი დიქტატის მცდელობები კიდევ უფრო ართულებს ისედაც მწვავე სიტუაციას და უკურეაქციასა და უკუშედეგს იწვევს“, — თქვა პრეზიდენტმა.

პუტინმა გაიხსენა მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა, რომელშიც მან თქვა: „მე ვოცნებობ, რომ დადგება დღე, როდესაც ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც ისინი შეფასდებიან არა კანის ფერით, არამედ მათი პიროვნული თვისებების შესაბამისად“.
„აი ჭეშმარიტი ფასეულობა. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად ხდება“, — თქვა პრეზიდენტმა.
გაეროს შტაბბინა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გაეროს საფრთხეების რეესტრი: იურისტმა პუტინის იდეა შეაფასა
მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს რეკონსტრუქციის პერიოდში, რომლის შედეგიც ჯერ კიდევ უცნობია, ზომიერი კონსერვატიზმი არის ყველაზე გონივრული ქცევის ხაზი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს დაცემასა და ქაოსში ჩაფლვაში.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, დასავლეთში ქალთა და მამაკაცთა უფლებების შესახებ დისკუსია აბსოლუტურ ფანტასმაგორიაში გადაიზარდა — იმ სურვილამდეც კი, რომ გაუქმდეს თვით „კაცისა“ და „ქალის“ ცნებები. მან ამაზრზენი უწოდა ვითარებას, როდესაც ბავშვებს ასწავლიან, რომ ბიჭი ადვილად შეიძლება გახდეს გოგო და პირიქით. ფაქტობრივად, მათ თავს ახვევენ თითქოს თითოეულის არჩევანს და აიძულებენ ბავშვს, მიიღოს გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება დაანგრიოს მისი ცხოვრება.

„ე.წ. სოციალური პროგრესის ადეპტებს სჯერათ, რომ კაცობრიობას აძლევენ ახალ ცნობიერებას, ადრინდელზე უფრო სწორს. <...> მათ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები ახალი არ არის. საერთოდ, ეს ყველაფერი < ...> ჩვენ უკვე გავიარეთ რუსეთში“, — დაასკვნა მან.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა საბჭოთა ეპოქაზეც ისაუბრა. მან გაიხსენა, რომ გათანაბრების პრინციპის მიუხედავად, ქვეყანაში არსებობდა პრეფერენციები სოციალური ლიფტების სახით და თავადაც, ისევე, როგორც ადამიანების დიდი უმრავლესობა, ამ პერიოდის პრობლემებსაც აწყდებოდა და პოზიტივებსაც, მაგალითად, მიიღო კარგი განათლება. პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ფრაზამ „საბჭოთა ადამიანი“ შეიძინა იდეოლოგიური შეფერილობა, მაგრამ ყველაფრის შავი საღებავით შეღებვა უხეშობაა და უხამსობა, რომ ამ თეზისში ცუდი არაფერია. მან ეს კონცეფცია შეადარა იმას, რასაც შეერთებულ შტატებში სადნობ ქვაბს უწოდებენ და ეს ასევე ნორმალურია.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ახალი კონსერვატიზმი: ექსპერტის კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებზე
შეხვედრის დროს სახელმწიფოს მეთაურს ნობელის პრემიის ლაურეატმა, „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა შეკითხვა დაუსვა. მან უცხოელი აგენტის სტატუსი მილედის შეადარა „სამი მუშკეტერიდან“. მისი თქმით, მილედისაც კი თავის მოკვეთის წინ განაჩენი წაუკითხეს, უცხოელი აგენტების შესახებ კანონი კი მას არ შეიცავს. საპასუხოდ პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ დოკუმენტით არავის ჭრიან თავს და ამ სტატუსის მიმღებს მუშაობის გაგრძელება შეუძლია. ამასთან მან პირობა დადო, რომ გადახედავს კანონის ბუნდოვან კრიტერიუმებს.
რუსეთის პრეზიდენტი შეეხო ავღანეთის მოვლენებსაც. მისი თქმით, იქ არსებულ ვითარებას ყველასთვის ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ყველას სურს, საზღვართან სტაბილური სახელმწიფო ჰყავდეს. გარდა ამისა, ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფებები კვლავაც არიან. პუტინმა აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის დახმარების აღმოჩენა აუცილებელია ეკონომიკის აღდგენასა და აქტივების განბლოკვაში. ამასთან ბაიდენის გადაწყვეტილება, გაეყვანა ქვეყნიდან ამერიკული ჯარები, მართებულად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს სხვაგვარად შეიძლებოდა გაკეთებულიყო.
უკრაინაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყნის ხალხს არ მისცემენ საშუალებას, ლეგალური ხერხით ჩამოაყალიბონ ხელისუფლების ორგანოები. ამავდროულად მიმდინარეობს მისი ტერიტორიის სამხედრო ათვისება, რაც რუსეთს საფრთხეს უქმნის.
რუსეთის პრეზიდენტი შეეხო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-საც. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით CO2-ის გამოფრქვევები 5,6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე უკრაინაზე ტრანზიტის შემთხვევაში და ეკოლოგების პრეტენზიებს ახალი მაგისტრალის მიმართ არანაირი საფუძველი არ აქვს.
პუტინის თქმით, მსგავს პროექტებს შეუძლია დაეხმაროს მსოფლიოს, თავიდან აიცილოს მკვეთრი კრიზისები, და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შეზღუდვის მცდელობა ენერგეტიკის სფეროში კარგს არაფერს მოიტანს.
შეკითხვაზე, როგორია მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მთავარი მიღწევები, პუტინმა აღნიშნა ეკონომიკისა და მრეწველობის ზოგი დარგის, მათ შორის, თავდაცვითი მრეწველობის აღდგენა, რომლებიც პრაქტიკულად განადგურებული იყო.
გარდა ამისა, საკუთარ მიღწევებს შორის პუტინმა მოიხსენია ტერორიზმთან ბრძოლა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, მისი სურვილია, რომ მომავალში საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყველა რესურსი ადამიანის ინტერესების გარშემო იყოს კონცენტრირებული.
საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიური სხდომა 18-21 ოქტომბერს გაიმართა სოჭში. მისი მთავარი თემა იყო „გლობალური რყევა - XXI: ხალხი, ღირებულებები, სახელმწიფო“.
ყველა ახალი ამბავი
0