https://sputnik-georgia.com/20211014/putinis-interviu-cnbc-stan-260551118.html
შემცვლელი, კრიპტოვალუტა, AUKUS და სხვა: პუტინმა ამერიკულ ტელეარხს ინტერვიუ მისცა
შემცვლელი, კრიპტოვალუტა, AUKUS და სხვა: პუტინმა ამერიკულ ტელეარხს ინტერვიუ მისცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-ს ინტერვიუ მისცა, რა დროსაც მისი შემცვლელის შესახებაც ისაუბრა და... 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T16:27+0400
2021-10-14T16:27+0400
2021-10-14T20:09+0400
პოლიტიკა
რუსეთი
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259294743_0:184:3314:2048_1920x0_80_0_0_0ddd6fca388d449cafa2eda905aac7f9.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-ს ინტერვიუ მისცა, რა დროსაც მისი შემცვლელის შესახებაც ისაუბრა და სხვა თემებზეც გააკეთა კომენტარები, იუწყება РИА Новости.სააგენტო ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს.„ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოვლენების დაჩქარებისგან თავს იკავებს.„ეს ჩემი ტრადიციული პასუხია. შემდეგ არჩევნებამდე კიდევ საკმარისი დროა. ამ თემაზე საუბრები ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. სიტუაცია კი მშვიდი და სტაბილური უნდა იყოს, რათა ხელისუფლების ყველა ორგანომ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ დამაჯერებლად იმუშაოს და მშვიდად უცქიროს მომავალს“, — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.მისი თქმით, მეორე ვადით კენჭისყრის უფლება აქვს, მაგრამ „ამ თემაზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“.დოლარის პერსპექტივებზევლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ დოლარი, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, პოზიციებს კარგავს. ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ, რომელიც დოლარს სანქციების ინსტრუმენტად იყენებს, დიდ შეცდომას უშვებს.„ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ აშშ ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის, იმიტომ რომ დოლარის, როგორც მსოფლიოს უნივერსალური სარეზერვო ვალუტის აბსოლუტურად კონკურენტულ უპირატესობას ანგრევენ, ამწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებში ზარალს აყენებენ თავის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს“, — თქვა მან.როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, მცირდება სხვადასხვა ქვეყნის გადახდებისა და რეზერვების მოცულობა ამერიკულ ვალუტაში, და რუსეთიც ამ გზით მიდის.ამასთან პუტინმა შენიშნა, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული დოლარზე სრული უარის თქმით: „ჩვენ ჯერ გვაწყობს ენერგორესურსებზე დოლარში ანგარიშსწორება, უპირველესად, ნავთობზე“. და იქვე დასძინა, რომ მთელი მსოფლიო ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული და რუსეთი დაინტერესებულია, რომ იქ არანაირი ნახტომები და მღელვარებები არ იყოს.მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება და აანალიზებს, რა ხდება და დგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ თავისი გრძელვადიანი ინტერესები უზრუნველყოს.კრიპტოვალუტის შესახებვლადიმირ პუტინის თქმით, კრიპტოვალუტა შეიძლება იყოს ანგარიშსწორების ერთეული, მაგრამ ის ძალიან არასტაბილურია. „იმისათვის, რომ თანხები ერთი ადგილიდან მეორეზე გადავრიცხოთ — კი, მაგრამ [კრიპტოვალუტაზე] ვაჭრობა, მით უმეტეს, ენერგორესურსებში, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ნაადრევია“, — თქვა მან.რუსეთის ლიდერის განმარტებით, კრიპტოვალუტა ჯერჯერობით არაფრით არის გამყარებული, თუმცა ყველაფერი ვითარდება და „ყველაფერს აქვს არსებობის უფლება“.„შევხედავთ, როგორ წავა საქმე. შესაძლოა როდესმე ის დაგროვების საშუალებაც გახდეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება ეს ბაზარი. დღეს ცოტა ადრეა“, — განაცხადა პუტინმა.AUKUS-ის ბლოკის შესახებისეთი ბლოკების შექმნა, როგორც AUKUS-ია, რომელიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას აერთიანებს, რეგიონულ სტაბილურობას არღვევს — ასე ფიქრობს რუსეთის ლიდერი.მას იმედი აქვს, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადი სცენარით არ განვითარდება და რეგიონში დამატებით დაძაბულობებს არ გამოიწვევს.ნავალნის შესახებრუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს, ვინმეს ექსკლუზიური პირობები შეუქმნას, მათ შორის არც მათ, ვინც კანონი დაარღვია და პოლიტიკური მოღვაწეობით კი ინიღბება. ასე მან ალექსეი ნავალნის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.„მოქალაქე, რომელზეც მკითხეთ, საპატიმროშია“, — განუმარტა მან ჟურნალისტს.მოსკოვის სასამართლოს 2 თებერვლის დადგენილებით, ალექსეი ნავალნის კომპანია „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით მისჯილი პირობითი სასჯელი გაუუქმდა და ის 3,5 წლით გაუშვეს რეალური ვადით სასჯელის მოსახდელად საერთო რეჟიმის კოლონიაში. ეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა მოითხოვა, რომლის ცნობითაც, ნავალნიმ არაერთხელ დაარღვია გამოსაცდელი ვადა და ამასთან დაკავებამდე იძებნებოდა კიდეც. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა უწყების შუამდგომლობა და ნავალნი კოლონიაში გაამწესა.
https://sputnik-georgia.com/20211007/putini-ukrainis-gavlit-gazis-tranzitze-valdebulebebs-sheasrulebs-260309068.html
https://sputnik-georgia.com/20210630/Cherez-gubu-putinma-amerikis-partniorebisadmi-damokidebuleba-Seafasa-252173010.html
https://sputnik-georgia.com/20210917/rusetshi-ashsh-s-gancxadeba-gaaqilikes-259687347.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259294743_661:223:3094:2048_1920x0_80_0_0_e2b31b2e038cfc9ea502be7726bc5a5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, ინტერვიუ
პოლიტიკა, რუსეთი, ინტერვიუ
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-ს ინტერვიუ მისცა, რა დროსაც მისი შემცვლელის შესახებაც ისაუბრა და სხვა თემებზეც გააკეთა კომენტარები, იუწყება
РИА Новости.
სააგენტო ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს.
„ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“
საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოვლენების დაჩქარებისგან თავს იკავებს.
„ეს ჩემი ტრადიციული პასუხია. შემდეგ არჩევნებამდე კიდევ საკმარისი დროა. ამ თემაზე საუბრები ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. სიტუაცია კი მშვიდი და სტაბილური უნდა იყოს, რათა ხელისუფლების ყველა ორგანომ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ დამაჯერებლად იმუშაოს და მშვიდად უცქიროს მომავალს“, — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მეორე ვადით კენჭისყრის უფლება აქვს, მაგრამ „ამ თემაზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“.
ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ დოლარი, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, პოზიციებს კარგავს. ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ, რომელიც დოლარს სანქციების ინსტრუმენტად იყენებს, დიდ შეცდომას უშვებს.
„ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ აშშ ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის, იმიტომ რომ დოლარის, როგორც მსოფლიოს უნივერსალური სარეზერვო ვალუტის აბსოლუტურად კონკურენტულ უპირატესობას ანგრევენ, ამწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებში ზარალს აყენებენ თავის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს“, — თქვა მან.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, მცირდება სხვადასხვა ქვეყნის გადახდებისა და რეზერვების მოცულობა ამერიკულ ვალუტაში, და რუსეთიც ამ გზით მიდის.
ამასთან პუტინმა შენიშნა, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული დოლარზე სრული უარის თქმით: „ჩვენ ჯერ გვაწყობს ენერგორესურსებზე დოლარში ანგარიშსწორება, უპირველესად, ნავთობზე“. და იქვე დასძინა, რომ მთელი მსოფლიო ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული და რუსეთი დაინტერესებულია, რომ იქ არანაირი ნახტომები და მღელვარებები არ იყოს.
მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება და აანალიზებს, რა ხდება და დგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ თავისი გრძელვადიანი ინტერესები უზრუნველყოს.
ვლადიმირ პუტინის თქმით, კრიპტოვალუტა შეიძლება იყოს ანგარიშსწორების ერთეული, მაგრამ ის ძალიან არასტაბილურია. „იმისათვის, რომ თანხები ერთი ადგილიდან მეორეზე გადავრიცხოთ — კი, მაგრამ [კრიპტოვალუტაზე] ვაჭრობა, მით უმეტეს, ენერგორესურსებში, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ნაადრევია“, — თქვა მან.
რუსეთის ლიდერის განმარტებით, კრიპტოვალუტა ჯერჯერობით არაფრით არის გამყარებული, თუმცა ყველაფერი ვითარდება და „ყველაფერს აქვს არსებობის უფლება“.
„შევხედავთ, როგორ წავა საქმე. შესაძლოა როდესმე ის დაგროვების საშუალებაც გახდეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება ეს ბაზარი. დღეს ცოტა ადრეა“, — განაცხადა პუტინმა.
ისეთი ბლოკების შექმნა, როგორც AUKUS-ია, რომელიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას აერთიანებს, რეგიონულ სტაბილურობას არღვევს — ასე ფიქრობს რუსეთის ლიდერი.
17 სექტემბერი 2021, 18:18
„ჩემი აზრით, მეგობრობა კარგია, მაგრამ მეგობრობა ვინმეს წინააღმდეგ — ცუდია. ეს სტაბილურობას ანგრევს, რაზეც ყველა ვლაპარაკობთ და რაზეც ყველა ვზრუნავთ“, — განმარტა პუტინმა.
მას იმედი აქვს, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადი სცენარით არ განვითარდება და რეგიონში დამატებით დაძაბულობებს არ გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს, ვინმეს ექსკლუზიური პირობები შეუქმნას, მათ შორის არც მათ, ვინც კანონი დაარღვია და პოლიტიკური მოღვაწეობით კი ინიღბება. ასე მან ალექსეი ნავალნის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„მოქალაქე, რომელზეც მკითხეთ, საპატიმროშია“, — განუმარტა მან ჟურნალისტს.
მოსკოვის სასამართლოს 2 თებერვლის დადგენილებით, ალექსეი ნავალნის კომპანია „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით მისჯილი პირობითი სასჯელი გაუუქმდა და ის 3,5 წლით გაუშვეს რეალური ვადით სასჯელის მოსახდელად საერთო რეჟიმის კოლონიაში. ეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა მოითხოვა, რომლის ცნობითაც, ნავალნიმ არაერთხელ დაარღვია გამოსაცდელი ვადა და ამასთან დაკავებამდე იძებნებოდა კიდეც. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა უწყების შუამდგომლობა და ნავალნი კოლონიაში გაამწესა.