https://sputnik-georgia.com/20210917/rusetshi-ashsh-s-gancxadeba-gaaqilikes-259687347.html
რუსეთში ახალ სამხედრო ალიანსზე აშშ-ის განცხადება გააქილიკეს
რუსეთში ახალ სამხედრო ალიანსზე აშშ-ის განცხადება გააქილიკეს
Sputnik საქართველო
სენატორმა პუშკოვმა ახალ სამხედრო ალიანსს AUKUS-ს ხუმრობით რბილი სათამაშოების მიწოდების ფორმატი უწოდა. 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T18:18+0400
2021-09-17T18:18+0400
2023-07-20T15:52+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259165743_0:197:3072:1925_1920x0_80_0_0_c6139b8d3172db1334485c7022a3965f.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა ირონიულად შეაფასა აშშ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი AUKUS სხვა ქვეყნების და, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იუწყება РИА Новости.AUKUS – ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ჩამოყალიბებული სამმხრივი თავდაცვითი ალიანსია. პაქტი ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვითი ტექნოლოგიების შექმნაში, მათ შორის, შეიარაღების ატომური სისტემების შექმნას ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და გამომთვლელი ტექნიკის საფუძველზე.ახალი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ავსტრალია პირველად მიიღებს ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობის შესაძლებლობას. ქვეყნებმა ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განუხრელად ისწრაფვიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში ლიდერობის შენარჩუნებისკენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კრემლში ყურადღებით სწავლობენ ინფორმაციას ავსტრალიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსის შესახებ, რათა შეიმუშაონ პოზიცია, რისთვისაც საჭიროა გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების გაგება. ჯერჯერობით კი ინფორმაცია მწირია.
https://sputnik-georgia.com/20210916/avtralisa-atomur-wyalqvesa-navebs-miirebs-259633994.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259165743_249:82:2870:2048_1920x0_80_0_0_2568e67bc95e9045bda846869c912661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთში ახალ სამხედრო ალიანსზე აშშ-ის განცხადება გააქილიკეს
18:18 17.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) სენატორმა პუშკოვმა ახალ სამხედრო ალიანსს AUKUS-ს ხუმრობით რბილი სათამაშოების მიწოდების ფორმატი უწოდა.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა ირონიულად შეაფასა აშშ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი AUKUS სხვა ქვეყნების და, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იუწყება
РИА Новости.
AUKUS – ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ჩამოყალიბებული სამმხრივი თავდაცვითი ალიანსია. პაქტი ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვითი ტექნოლოგიების შექმნაში, მათ შორის, შეიარაღების ატომური სისტემების შექმნას ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და გამომთვლელი ტექნიკის საფუძველზე.
„რასაკვირველია! ეს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ქვეყნებში რბილი სათამაშოების მიწოდების ფორმატია“, – იხუმრა პუშკოვმა Twitter-ზე.
ახალი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ავსტრალია პირველად მიიღებს ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობის შესაძლებლობას.
16 სექტემბერი 2021, 10:08
ქვეყნებმა ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განუხრელად ისწრაფვიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში ლიდერობის შენარჩუნებისკენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კრემლში ყურადღებით სწავლობენ ინფორმაციას ავსტრალიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსის შესახებ, რათა შეიმუშაონ პოზიცია, რისთვისაც საჭიროა გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების გაგება. ჯერჯერობით კი ინფორმაცია მწირია.