მოსაზრება: დროა, რომ მოსკოვი პეკინთან წავაჩხუბოთ – აშშ მოქმედებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Alexey Drujinin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და სი ცზინპინი
ვლადიმირ პუტინი და სი ცზინპინი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
ამერიკა საბოლოოდ გაიხლართა თავის სტრატეგიაში ჩინეთისა და რუსეთის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც უჩივის მოსკოვსა და პეკინს — ამერიკის შესახებ იტყუებიან, დიდი „დერჟავის“ დისკრედიტაცია სურთო.
პიოტრ აკოპოვი
„რუსეთისა და ჩინეთის ხელისუფლებები როგორც საჯაროდ, ისე კერძო საუბრებში ირწმუნებიან, რომ აშშ დაცემის გზაზეა და ურჩევნიათ, თავიანთი მომავალი საკუთარ ავტორიტარულ ხედვებს დაუკავშირონ და არა ჩვენს დემოკრატიულ ხედვებს <...> ჩვენ ვაცხადებთ, რომ კვლავაც უკიდურესად ძლიერ ქვეყნად ვრჩებით ყველა საზომით“, — განაცხადა მან.  
რუსი ჯარისკაცი წვრთნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
მიმოხილვა: რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული წვრთნები „ურთიერთქმედება 2021“
ჩამოთვალა რა ამერიკის ყველა ძლიერი მხარე, მათ შორის ისიც, რომ „ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის ქსელებს ტოლი არ ჰყავთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაზე მძლავრია და ბრძოლისუნარიანი პლანეტაზე“, მაინც აღიარა, რომ კონკურენტები ცოტ-ცოტა ავიწროებენ აშშ-ს მსოფლიო არენზე და შტატებს მაინც უღირთ ინვესტიციების ჩადება „შიდა განახლებაში“, ვინაიდან ქვეყანა უკვე მეცამეტე ადგილზე ჩამოქვეითდა ინფრასტრუქტურის ხარისხით, და მეცხრეზე — ინოვაციებში ინვესტიციების მოცულობით მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად.
ბაიდენის კვალდაკვალ ბლინკენიც უჩივის იმას, რომ „დემოკრატია დღეს მთელ მსოფლიოში საფრთხეშია, ხოლო ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი — აღმავლობის გზაზე“, მაგრამ „აშშ ყოველდღე ეწევა ბრძოლას პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის“. ანუ, ვაშინგტონში არავინ აპირებს უარი თქვას პრეტენზიებზე გლობალური დომინირების შესახებ, აღიარებს რა ამასთან არსებულ საშინაო პრობლემებს. მაგრამ იქ ამავდროულად რატომღაც მოსკოვსა და პეკინს ადანაშაულებენ ამერიკული ძლიერების დისკრედიტაციაში. მაგრამ რა აზრი აქვს აშშ-ის წინააღმდეგ აგიტაციას, თუ ამერიკა მაინც ძლიერია და დარწმუნებული საკუთარ მისიაში?
მაგრამ საქმეც ისაა, რომ არც ძლიერია და არც დარწმუნებული. დიახ, ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური სიძლიერე მაინც აღემატება ჩინეთისას, ხოლო შეიარაღებული ძალები რუსეთისაზე მძლავრია, შტატების გეოპოლიტიკური გავლენაც ჯერ კიდევ უზარმაზარია, მაგრამ ეგ კია, რომ მსოფლიო სულ უფრო სწრაფად უსხლტება ამერიკულ თითებს. არა იმიტომ, რომ რუსეთი და ჩინეთი ყველას ეუბნებიან, როგორი სუსტები არიან ამერიკელები, არამედ იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო თავისი თვალით ხედავს ამას.
აშშ-ისა და ჩინეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ჩინეთი აშშ-ს მის მიმართ „უკიდურესად სახიფათო“ პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
ხედავს ამერიკული გლობალური სტრატეგიის კრიზისს — მსოფლიო ამერიკულად ვერ შედგა. ხედავს ამ სტრატეგიის რესტრუქტურიზაციის მცდელობების წარუმატებლობას. ხედავს შიდაამერიკულ კრიზისს. სხვათა შორის, აშშ-ის კრიზისის ერთ-ერთი ნიშანი თავად ის ფაქტია, რომ ვაშინგტონში რუსეთისა და ჩინეთის მაქინაციებზე დაიწყეს ჩივილი. ჯერ ჰაკერებსა და არჩევნებში ჩარევაზე (რუსეთის მისამართით), მსოფლიო ვაჭრობასა და ეკონომიკაში უპატიოსნო კონკურენციაზე (ჩინეთის მისამართით), ახლა კი იმაზეც, რომ ჩინეთი და რუსეთი ყველას უყვებიან ამერიკული დაცემის შესახებ. არ დაუჯეროთ მაგათ, სუსტები კი არა, ძალიანაც ძლიერები ვართო, ამბობენ ვაშინგტონში, რაც უკვე სასაცილოა. 
არადა, რუსეთი და ჩინეთი არავის უყვებიან ამას, ისედაც ყველამ იცის, რომ ამერიკა დაცემის გზაზეა. და ეს რუსეთისა და ჩინეთის სურვილი კი არა, რეალობის კონსტატაციაა. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს შტატების ქვემოთ-ქვემოთ სრიალი — ათი თუ ოცდაათი წელი, მაგრამ ეს გარდაუვალია. თანაც მთელი ამ ხნის განმავლობაში შტატები მაინც მსოფლიოს უძლიერეს „დერჟავად“ დარჩება, რომელიც ერთიან დასავლეთზე კონტროლის შენარჩუნებას შეეცდება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკა მაინც ნომერი პირველი იქნება მსოფლიო არენაზე. და რაც უფრო დასუსტდება, მით უფრო საშიში იქნება ყველასთვის, საკუთარი მოსახლეობის ჩათვლით. შტატები უკვე დიდი ხანია, რაც ნაციონალური სახელმწიფო კი აღარ არის, არამედ გლობალური ატლანტიკური პროექტის შეკრების წერტილია. ეს საფრთხე კარგად ესმით ჩინეთსაც და რუსეთსაც: ჩვენ გვჭირდება ამერიკული ეპოქის აკურატული ჩასვენება და არა მისი უკონტროლო ჩამოშლა — მით უმეტეს, დაღმავალ ჰეგემონთან ომი.
შტატებს კი ჯიუტად არ სურს შეცვალოს თავისი მიზნები ან „ზამთრის ბინებში“ გადაინაცვლოს — მას სულ უფრო მეტად იპყრობს ჩინეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლის გამართვის იდეა, სანამ ის ყველა პარამეტრით ქცეულა შტატების საპირწონე გლობალურ ძალად. ამისათვის კი ის რუსეთს უნდა მოგლიჯონ. ეს ყველა ამერიკელ სტრატეგს ესმის, მაგრამ არ იციან – როგორ გააკეთონ.
პეკინის მოსახლეობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ღია წერილი ჯანმოს: ჩინელები ამერიკული ბიოლაბორატორიის შემოწმებას მოითხოვენ
საქმე ისაა, რომ ადრე შტატები იქიდან ამოდიოდა, რომ რუსეთ-ჩინეთის ალიანსი სტრატეგიულად მყარი ვერ იქნებოდა. არ იკითხოთ, რატომ — ასე ფიქრი უფრო მოსახერხებელი იყო, ასეთი იყო ამერიკელების მიერ ჩინეთისა და რუსეთის გაგების დონე, ასეთი იყო პოლიტიკური დაკვეთა. კიდევ ასეთი იყო გამოჩენილი ჩინელი და, განსაკუთრებით, რუსი ანალიტიკოსების აზრი ჩვენსავე ქვეყნებში. „გამოჩენილებისა“ ამერიკელების აზრით — ანუ მათი, ვინც მათ სერიოზულ ექსპერტებად და ანალიტიკოსებად მიაჩნდათ, და ვის დასკვნებსაც ეყრდნობოდნენ პროგნოზებისას.
ეს სიმღერა 2014 წლის შემდეგაც კი გრძელდებოდა, როდესაც რუსეთის მიერ მანამდე გაცხადებული აღმოსავლეთისკენ შებრუნება მოსკოვის დასავლეთთან კონფრონტაციით დაჩქარდა. მერე რა, რომ პუტინი და სი უახლოვდებიან ერთმანეთს, ეს ყველაფერი არამდგრადია, რუსებს მაინც ეშინიათ ჩინელებისა, თანაც რუსული ელიტაც პროდასავლურია, და, საერთოდაც, ამას შედეგი არ ექნება — თუ საჭირო გახდა, რუსეთს ჩვენკენ მარტივად შემოვაბრუნებთო.
რაღაც მომენტში ისეც ჩანდა, რომ ამერიკელებს უბრალოდ არ სურდათ რეალობასთან შეგუება, კერძოდ კი იმასთან, რომ მოსკოვისა და პეკინის სტრატეგიული ურთიერთობები საერთოდ არ არის დამოკიდებული ვაშინგტონის ნება-სურვილზე. უფრო სწორად, დამოკიდებულია მხოლოდ ერთ რამეში — აშშ-ის უნარში, კიდევ უფრო განამტკიცოს რუსულ-ჩინური კავშირი. იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ ბოლო წლებში, მხოლოდ არწმუნებდა პუტინსა და სის, რომ მათი ქმედებები სწორი იყო, როდესაც ორი ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს ადუღაბებდნენ.
წითელი ტელეფონი  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
აშშ ჩინეთში საგანგებო „წითელი ტელეფონის“ დადგმას აპირებს
ამერიკულმა ისტებლიშმენტმა ნებაც არ მისცა ტრამპს, რომ ჩინეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის შესუსტების კომბინაციის გათამაშება ეცადა მაინც — პეკინზე ზეწოლაც გაძლიერდა და არც მოსკოვის შეკავება შესუსტებულა. ანუ ვაშინგტონი წარმატებით განაგრძობდა მუშაობას რუსეთ-ჩინეთის ალიანსის მშენებლობაზე.
უფრო მეტიც, ბაიდენმა ამ სამუშაოს იდეოლოგიური საფუძველიც კი გაიჩინა — ახლა ეს მსოფლიო ავტორიტარიზმის, ორთავიანი ჰიდრის (მოსკოვი და პეკინი) წინააღმდეგ ბრძოლაა.
ამერიკამ საბოლოოდ წაართვა საკუთარ თავს მანევრის თავისუფლება. რისი იმედი აქვთ იქ? რაღა თქმა უნდა, გასაგებია, რისიც. ამერიკელები ფსონს იმაზე დებენ, რომ რუსეთ-ჩინეთის ალიანსს შიგნიდან დაარღვევენ, თანაც სწორედ რუსეთის მხრიდან. მათ იმის იმედი აქვთ, რომ რუსებს ჩინელებთან ყოფნის უსარგებლობაში დაარწმუნებენ. მაგრამ ეს ხომ სიგიჟიეა? არა, ცივი გათვლაა — მიუხედავად იმისა, რომ არასწორი გზავნილიდან მოდის:
„რუსეთი და ჩინეთი არ არიან ბუნებრივი და ორგანული პარტნიორები; ისტორიულად ეს ქვეყნები კონკურენტები იყვნენ, მათი უძველესი მეტოქეობის სათავე ლამის სამუდამოდ გაქრა. კრემლი მწვავედ გრძნობს ძალთა რეალურ განშლას და მშვენივრად ესმის, რომ დუნე რუსეთი, რომელშიც დაახლოებით 150 მლნ კაცი ცხოვრობს, ვერაფრით შეედრება დინამიურ ჩინეთს. ჩინეთის ეკონომიკა დაახლოებით ათჯერ აღემატება რუსეთისას, და ჩინეთი სრულიად სხვა ლიგაშია, თუ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვილაპარაკებთ. ჩინეთის ინიციატივა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“  ღრმად შეიჭრა რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროში ცენტრალურ აზიაში, ხოლო კრემლი საფუძვლიანადაა იმით შეშინებული, რომ ჩინეთს არქტიკულ რეგიონზეც აქვს პრეტენზიები.
ჩინეთის არმიის ბალისტიკური რაკეტები  Dongfeng 21А  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
ნაპოვნია მტკიცებულებები: ჩინეთი ასობით შახტს აგებს კონტინენტთშორისი რაკეტების გასაშვებად
ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩინეთის ერთგული რჩება, მიუხედავად ასეთი ასიმეტრიისა, აშკარა ნიშანია მოსკოვის დასავლეთით უკმაყოფილებისა. თუმცა დროთა განმავლობაში დისბალანსი მხოლოდ მოიმატებს და კრემლისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტის წყაროდ იქცევა.
ვაშინგტონმა ამით უნდა ისარგებლოს და დაარწმუნოს რუსეთი, რომ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მისთვის უკეთესი დასავლეთთან დაახლოება იქნებოდა“.
ეს არის ციტატა Foreign Affairs-ში ამ დღეებში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომლის ავტორიც ჩარლზ კაპჩანია.
არა, კაპჩანს არ აწუხებს ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჩინეთისგან მოგლეჯვა იოლია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს უნდა გაკეთდეს. აზრი არ აქვს რუსულ-ჩინურ ურთიერთობებში არსებული მტკივნეული წერტილების კონკრეტული მაგალითების ანალიზს, რომლებსაც კაპჩანი გვთავაზობს. ზოგი მათგანი უბრალოდ სასაცილოა, ისევე, როგორც, მაგალითად, მითი ჩინელების მიერ შორეული აღმოსავლეთის ათვისებისა და ამის გამო რუსების შიშების შესახებ. ამ კუთხით ამერიკელები საკუთარი პროპაგანდის ტყვეები აღმოჩნდნენ — ჩვენივე „მედასავლეთეები“ ისე გულმოდგინედ აპიარებენ „ჩინური ექსპანსიის“ საფრთხეს, რომ ვაშინგტონი უბრალოდ ვეღარ არჩევს ტყუილს მართალისგან.
მცდარია კაპჩანის სხვა მოსაზრებებიც. მაგალითად იმის შესახებ, რომ რუსულ-ჩინური თანამშრომლობა „მორყეულ საფუძველს ემყარება და მას ურთოიერთნდობა არ ჰყოფნის, ისევე, როგორც სსრკ-ჩინეთის პარტნიორობას ცივი ომის დასაწყისში“. ან იმის შესახებ, რომ „ორი ქვეყნის ურთიერთობა უაღრესად პერსონალიზებულია და ძლიერაა დამოკიდებული ორ ლიდერს — პუტინსა და სის შორის არაპროგნოზირებად ურთიერთობებზე“. უცნაურია, არაპროგნოზირებადი ეწოდებოდეს ორი ხელმძღვანელის ურთიერთობას, რომლებსაც არაერთხელ აქვთ ხაზი გასმული ახლო და ნდობით სავსე ურთიერთობებისთვის.
ჩინეთის ტანკები და სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
ჩინური აქცენტი სამხედრო მანევრებზე: გაფორმდება თუ არა რუსეთ–ჩინეთის სამხედრო კავშირი
მაგრამ კაპჩანის სტატიაში სხვა რამაა საინტერესო — ის, თუ როგორ გვთავაზობს ის რუსეთის დასავლეთისკენ მიმხრობას. აქ არის ნაბიჯების მთელი ნაკრები, რომლებიც შტატებმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ „კრემლის უფრო ფართო სტრატეგიული გათვლა შეცვალოს და წარმოაჩინოს, რომ დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაეხმარება რუსეთს, თავი დააღწიოს მზარდ მოწყვლადობას, რაც ჩინეთთან მისი მჭიდრო ურთიერთობებიდან გამომდინარეობს“.
მოკლედ, რა აღარ არის იქ. აშშ-ის სტრატეგიის ფორმულირებაზე „დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ“ უარიც, „მოსკოვთან შეხების წერილების მოძებნაც საკითხთა ფართო წრეში“, სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების ჩათვლით, „საკუთარ დემოკრატიულ მოკავშირეებზე წეზოლაც იმისთვის, რომ მათაც ანალოგიურად ააწყონ დიალოგი რუსეთთან“.
ასევე აუცილებელია „რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენა, რათა მან თავი დააღწიოს ჩინეთზე მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებას“. აქ კაპჩანი აქებს ბაიდენს იმისთვის, რომ მან მწვანე შუქი აუნთო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს და ამას „ბრძნული ინვესტიცია“ უწოდა რუსეთსა და ევროპას შორის უფრო ღრმა სავაჭრო კავშირების წახალისებაში.
კიდევ ვაშინგტონმა უნდა „წაახალისოს მოსკოვი, რათა ის ჩინეთის განვითარებად სამყაროზე მზარდი გავლენის შეკავებაში დაეხმაროს, ცენტრალური აზიის, დიდი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ჩათვლით.
და რაში სჭირდება ეს რუსეთს? როგორ თუ რაში? „ჩინეთის მხრიდან საკუთარი ეკონომიკური და სტრატეგიული გავლენის ზრდის კვალდაკვალ მოსკოვი თანდათან აცნობიერებს, რომ აშშ კი არა, სწორედ ჩინეთი არღვევს რეგულარულად რუსეთის გავლენას ბევრ რეგიონში“.
სტრატეგიული რაკეტმზიდი Tu-95MS - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2020
მიმოხილვა: რუსეთისა და ჩინეთის ბომბდამშენები წყნარი ოკეანის თავზე
აქ კაპჩანი სასურველს რეალობად წარმოაჩენს — უფრო ზუსტად, შეგნებულად ახდენს ცნებების აღრევას. რუსეთსა და ჩინეთს შეიძლება უთანხმოება ჰქონდეთ ამა თუ იმ რეგიონში, მაგრამ მათ სრულიად სხვა ბუნება აქვთ — არა ისეთი, როგორიც აშშ-თან უთანხმოებაა. იმიტომ რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი არ აკეთებენ ფსონს ერთმანეთის შეკავებაზე, რადგან ისინი დაინტერესებული არიან აშშ-ისა და ანგლოსაქსების განდევნით ევრაზიიდან.
მთლიანობაში კაპჩანის რჩევებში არაფერია რევოლუციური. კაპჩანის რეალიზმი არ უარყოფს მისი გზავნილის არარეალურობას, რადგან ვაშინგტონს არ აქვს არანაირი საშუალება იმისა, რომ მოსკოვი პეკინს ან პეკინი მოსკოვს მოგლიჯოს.
გარდა ერთისა — რომელსაც კაპჩანი სულ ბოლოს ახსენებს — „ეროვნული ელიტების გამყიდველობა“.
არა, კაპჩანი ამას ასე არ უწოდებს. ის წერს, რომ: რუსეთს შეუძლია თავისი ამჟამინდელი კურსის ერთგული დარჩეს — შესაძლოა მანამდე, ვიდრე პუტინი, ბოლოს და ბოლოს, პოსტიდან არ წავა. მაგრამ, ჩინეთის გეოპოლიტიკური აღმავლობის შთამბეჭდავი ტემპებისა და გაქანების გათვალისწინებით, სწორედ დროა, ჩინეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების თესლი გაღვივდეს, განსაკუთრებით რუსი ჩინოვნიკებისა და სახელმწიფო მოხელეების ახალგაზრდა თაობაში, რომლებიც მას შემდეგ აიღებენ მართვის სადავეებს ხელში, რაც პუტინი პოლიტიკური არენიდან წავა“.
დიახ, ყველაფერი ასეა — უნდა მიაღწიონ, რომ რუსეთის ხელისუფლების პუტინის შემდგომმა თაობამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან დაახლოებაზე გაცვალოს. ანუ უარი თქვას ეროვნულ ინტერესებზე, უღალატოს მათ და შეცვალოს ქვეყნის კურსი.
აქ მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას — ეს არასდროს მოხდება. ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ახალი ეროვნული ელიტა, რომელსაც პუტინი აყალიბებს, არც დასავლეთისგან დამოუკიდებლობას არ დაკარგავს და არც აღმოსავლეთზე დამოკიდებულებას არ მოიპოვებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0