https://sputnik-georgia.com/20210726/CineTi-amerikas-politikis-Secvlisken-mouwodebs-252419425.html
ჩინეთი აშშ-ს მის მიმართ „უკიდურესად სახიფათო“ პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
ჩინეთი აშშ-ს მის მიმართ „უკიდურესად სახიფათო“ პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
ჩინელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს ყველაფერი პეკინს დააბრალოს, და რომ არა ჩინეთი, ამერიკელებს თითქოს სხვა სალაპარაკო არც ექნებოდათ. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T08:24+0400
2021-07-26T08:24+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251183171_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_e30467e4df5ddf90d32a87cf1e74fb01.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, შეცვალოს „უკიდურესად სახიფათო“ პოლიტიკა მის მიმართ, არ განიხილოს ჩინეთი პირობით მტრად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სე ფენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უენდი შერმანთან შეხვედრისას.შერმანი 25-26 ივლისს იმყოფებოდა ჩინეთში ვიზიტით. დიპლომატების შეხვედრა ტიანცზინში გაიმართა.ფენის თქმით, ზოგი ამერიკელი ექსპერტი, როდესაც ჩინეთს მტრად წარმოაჩენს, ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იაპონიასა და ასევე საბჭოთა კავშირს ადარებს ცივი ომის წლებში. დიპლომატის აზრით, ამით ისინი ცდილობენ ეკონომიკური და სოციალური ვითარებით უკმაყოფილო ამერიკელების ყურადღება სხვა თემებზე გადართონ და „ღრმა სტრუქტურული წინააღმდეგობები ჩინეთს დააბრალონ“.ამასთან ფენს მიაჩნია, რომ „აშშ-ის ტრიქოტომია კონკურენციის, თანამშრომლობისა და დაპირისპირების“ შესახებ — ეს ერთგვარი ილეთია ჩინეთზე ზეწოლისა და შეკავებისთვის.ამასთან დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინური მხარე მზადაა ეძებოს ნიადაგი თანამშრომლობისთვის, ხოლო ამერიკულმა მხარემ ძირეულად უნდა შეცვალოს თავისი კურსი, აირჩიოს ურთიერთპატივისცემის, სამართლიანი კონკურენციისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გზა.
https://sputnik-georgia.com/20210722/COVID-19-warmoSoba-CineTisTvis-janmos-gegma-miuRebelia-252387201.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251183171_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_e3fd285315d330948fe58bf1f3850635.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი აშშ-ს მის მიმართ „უკიდურესად სახიფათო“ პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
08:24 26.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ჩინელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს ყველაფერი პეკინს დააბრალოს, და რომ არა ჩინეთი, ამერიკელებს თითქოს სხვა სალაპარაკო არც ექნებოდათ.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, შეცვალოს „უკიდურესად სახიფათო“ პოლიტიკა მის მიმართ, არ განიხილოს ჩინეთი პირობით მტრად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სე ფენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უენდი შერმანთან შეხვედრისას.
შერმანი 25-26 ივლისს იმყოფებოდა ჩინეთში ვიზიტით. დიპლომატების შეხვედრა ტიანცზინში გაიმართა.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობები ჩიხში შევიდა, ისაა, რომ აშშ-ში ზოგიერთები ჩინეთს წარმოსახვით მტრად განიხილავენ... აშშ-ის მთელი მთავრობა მობილიზებულია ჩინეთის შესაკავებლად, თითქოს საჭიროა მხოლოდ ჩინეთის შეკავება და აშშ-ის ყველა რთული პრობლემა გადაიჭრება, აშშ კვლავ გახდება დიდებული და მისი ჰეგემონია გაგრძელდება... ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, შეცვალოს ასეთი უკიდურესად მცდარი და უკიდურესად სახიფათო პოლიტიკა ჩინეთის მიმართ“, — განაცხადა სე ფენმა, რომლის სიტყვებსაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ფენის თქმით, ზოგი ამერიკელი ექსპერტი, როდესაც ჩინეთს მტრად წარმოაჩენს, ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იაპონიასა და ასევე საბჭოთა კავშირს ადარებს ცივი ომის წლებში. დიპლომატის აზრით, ამით ისინი ცდილობენ ეკონომიკური და სოციალური ვითარებით უკმაყოფილო ამერიკელების ყურადღება სხვა თემებზე გადართონ და „ღრმა სტრუქტურული წინააღმდეგობები ჩინეთს დააბრალონ“.
ამასთან ფენს მიაჩნია, რომ „აშშ-ის ტრიქოტომია კონკურენციის, თანამშრომლობისა და დაპირისპირების“ შესახებ — ეს ერთგვარი ილეთია ჩინეთზე ზეწოლისა და შეკავებისთვის.
ამასთან დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინური მხარე მზადაა ეძებოს ნიადაგი თანამშრომლობისთვის, ხოლო ამერიკულმა მხარემ ძირეულად უნდა შეცვალოს თავისი კურსი, აირჩიოს ურთიერთპატივისცემის, სამართლიანი კონკურენციისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გზა.