https://sputnik-georgia.com/20210727/CineTi-Saxtebs-agebs-kontinentTSorisi-balistikuri-raketebis-gasaSvebad-252432387.html
ნაპოვნია მტკიცებულებები: ჩინეთი ასობით შახტს აგებს კონტინენტთშორისი რაკეტების გასაშვებად
ნაპოვნია მტკიცებულებები: ჩინეთი ასობით შახტს აგებს კონტინენტთშორისი რაკეტების გასაშვებად
Sputnik საქართველო
ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციამ თანამგზავრულ ფოტოებზე აღმოაჩინა სინძიანში მიწისქვეშა ბუნკერების მშნებელობის დამადასტურებელი ნიშნები 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T11:42+0400
2021-07-27T11:42+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24892/20/248922012_0:230:3160:2017_1920x0_80_0_0_5d9a2208efabd78f376e972f1ca82c7c.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება მიწისქვეშა ბუნკერს აგებს, სადაც ასზე მეტი შახტის განთავსებაა შესაძლებელი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად, წერს გაზეთი Insider-ი ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციაზე (FAS) დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერებმა ამგვარი მშენებლობის მტკიცებულებები კომპანია Planet-ის თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზე აღმოაჩინეს. მათი თქმით, მშენებლობა სინძიანის ოლქში სავარაუდოდ მიმდინარე წლის მარტში უნდა დაწყებულიყო. ასეთი მიწისქვეშა შახტები, როგორც წესი, ბირთვული იარაღის მზიდი შორი მანძილის რაკეტებისთვისაა განკუთვნილი.როგორც Insider-ი წერს, ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ ჩინეთის ექსპანსია გაძლიერდება, ვინაიდან ამგვარი შახტების არსებობა ქვეყანას ბირთვულ ზესახელმწიფოდ აქცევს.თუმცა ექსპერტების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი შახტები უკიდურესად მოწყვლადია შეტევებისთვის და მათი სიმძლავრეები მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩინეთმა კონკურენცია გაუწიოს ისეთ ბირთვულ ზესახელმწიფოებს, როგრებიც არიან აშშ და რუსეთი.ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის მონაცემებით, ამ დროისათვის ჩინეთს 350 ერთეული ბირთვული იარაღი აქვს, რაც ბევრად ნაკლებია რუსეთისა (6225 ერთეული) და აშშ-ის (5550) არსენალებზე.
https://sputnik-georgia.com/20210701/si-czinpinis-gamosvla-CineTma-armia-msoflio-klasis-SeiaraRebul-Zalebad-unda-aqcios-252178840.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24892/20/248922012_0:60:3160:2047_1920x0_80_0_0_3f8cc9aab75c698c794727a8fe155413.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ნაპოვნია მტკიცებულებები: ჩინეთი ასობით შახტს აგებს კონტინენტთშორისი რაკეტების გასაშვებად
11:42 27.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციამ თანამგზავრულ ფოტოებზე აღმოაჩინა სინძიანში მიწისქვეშა ბუნკერების მშნებელობის დამადასტურებელი ნიშნები
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება მიწისქვეშა ბუნკერს აგებს, სადაც ასზე მეტი შახტის განთავსებაა შესაძლებელი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად, წერს გაზეთი
Insider-ი ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციაზე (FAS) დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერებმა ამგვარი მშენებლობის მტკიცებულებები კომპანია Planet-ის თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზე აღმოაჩინეს. მათი თქმით, მშენებლობა სინძიანის ოლქში სავარაუდოდ მიმდინარე წლის მარტში უნდა დაწყებულიყო. ასეთი მიწისქვეშა შახტები, როგორც წესი, ბირთვული იარაღის მზიდი შორი მანძილის რაკეტებისთვისაა განკუთვნილი.
„იუმენსა და ჰამიში შახტების მშენებლობა ჩინეთის ისტორიაში ბირთვული იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა“, — მიაჩნიათ FAS-ის ექსპერტებს.
როგორც Insider-ი წერს, ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ ჩინეთის ექსპანსია გაძლიერდება, ვინაიდან ამგვარი შახტების არსებობა ქვეყანას ბირთვულ ზესახელმწიფოდ აქცევს.
- „თუ ისინი რაკეტებით დაიტვირთება, ჩინური კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები პოტენციურად შეძლებენ 875 ქობინის (ერთ რაკეტაზე სამი ქობინის გათვალისწინებით) ზიდვას“, — მიაჩნიათ მათ.
თუმცა ექსპერტების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი შახტები უკიდურესად მოწყვლადია შეტევებისთვის და მათი სიმძლავრეები მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩინეთმა კონკურენცია გაუწიოს ისეთ ბირთვულ ზესახელმწიფოებს, როგრებიც არიან აშშ და რუსეთი.
ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის მონაცემებით, ამ დროისათვის ჩინეთს 350 ერთეული ბირთვული იარაღი აქვს, რაც ბევრად ნაკლებია რუსეთისა (6225 ერთეული) და აშშ-ის (5550) არსენალებზე.