https://sputnik-georgia.com/20210715/amerika-CineTis-sagangebo-cxeli-xazi-wiTeli-telefoni-252324074.html
აშშ ჩინეთში საგანგებო „წითელი ტელეფონის“ დადგმას აპირებს
აშშ ჩინეთში საგანგებო „წითელი ტელეფონის“ დადგმას აპირებს
Sputnik საქართველო
ორ ქვეყანას შორის საგანგებო ხაზი „წითელი ტელეფონის“ ანალოგიური უნდა იყოს, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის არსებობდა ცივი ომის ეპოქაში. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T10:12+0400
2021-07-15T10:12+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323945_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1bdebf486beca72468e6b62b5b7872f0.jpg
თბილისი, 15 ივლისის — Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ჩინეთის მთავრობასთან საგანგებო სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რაც ჩინეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირის შესაძლებლობას გააჩენს, იუწყება CNN.გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენს სურს შექმნას სწრაფი კავშირის ინსტრუმენტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის რისკების შემცირების ინსტრუმენტი გახდება — აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის ეპოქაში არსებული „წითელი ტელეფონის“ ანალოგიურად.გამოცემის ცნობით, კონცეფცია ჯერ კიდევ ჩანასახის ეტაპზეა და ჩინეთის ხელისუფლებასთან არ განხილულა.როგორც CNN-ის ორი წყარო აცხადებს, პეკინთან ცხელი ხაზი ბაიდენსა და მისი გუნდის სხვა მაღალჩინოსან პირებს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინს ან მის გარემოცვას დაშიფრული ხაზით. მაგალითად, გადასცენ სასწრაფო ინფორმაცია ჯარების მოულოდნელი გადაადგილებისა თუ კიბერშეტევების თაობაზე.ამასთან გამოცემა წერს, რომ პენტაგონიდან უკვე არსებობს ცხელი ხაზი პეკინთან, თუმცა, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა კოორდინატორმა კურტ კემპბელმა განაცხადა, მასზე არავინ პასუხობს.ასევე წყაროსგან გახდა ცნობილი, რომ პეკინთან ცხელი ხაზის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გაჩნდა, თუმცა ეს კონცეფცია ეროვნული უშიშროების საიდუმლო მემორანდუმში ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლამდე არ შესულა.
https://sputnik-georgia.com/20210712/CineTi-Benfolds-mis-teritoriul-wylebSi-SeWraSi-adanaSaulebs-252289174.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323945_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_72f80532d2d437d4fa513a59e8fa55fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ ჩინეთში საგანგებო „წითელი ტელეფონის“ დადგმას აპირებს
10:12 15.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ორ ქვეყანას შორის საგანგებო ხაზი „წითელი ტელეფონის“ ანალოგიური უნდა იყოს, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის არსებობდა ცივი ომის ეპოქაში.
თბილისი, 15 ივლისის — Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ჩინეთის მთავრობასთან საგანგებო სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რაც ჩინეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირის შესაძლებლობას გააჩენს, იუწყება
CNN. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენს სურს შექმნას სწრაფი კავშირის ინსტრუმენტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის რისკების შემცირების ინსტრუმენტი გახდება — აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის ეპოქაში არსებული „წითელი ტელეფონის“ ანალოგიურად.
გამოცემის ცნობით, კონცეფცია ჯერ კიდევ ჩანასახის ეტაპზეა და ჩინეთის ხელისუფლებასთან არ განხილულა.
როგორც CNN-ის ორი წყარო აცხადებს, პეკინთან ცხელი ხაზი ბაიდენსა და მისი გუნდის სხვა მაღალჩინოსან პირებს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინს ან მის გარემოცვას დაშიფრული ხაზით. მაგალითად, გადასცენ სასწრაფო ინფორმაცია ჯარების მოულოდნელი გადაადგილებისა თუ კიბერშეტევების თაობაზე.
ამასთან გამოცემა წერს, რომ პენტაგონიდან უკვე არსებობს ცხელი ხაზი პეკინთან, თუმცა, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა კოორდინატორმა კურტ კემპბელმა განაცხადა, მასზე არავინ პასუხობს.
„ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი. მაგრამ ერთი–ორჯერ, როდესაც მისი გამოყენება გვსურდა, ის საათობით რეკავდა ცარიელ ოთახში“, — თქვა მან.
ასევე წყაროსგან გახდა ცნობილი, რომ პეკინთან ცხელი ხაზის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გაჩნდა, თუმცა ეს კონცეფცია ეროვნული უშიშროების საიდუმლო მემორანდუმში ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლამდე არ შესულა.