„გავაფრთხილეთ და გავწიეთ“: ჩინეთმა აშშ მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Denis Petrov / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი
ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
პეკინმა არაერთხელ გააპროტესტა ამერიკული ხომალდების სადავო ზონაში ნაოსნობა, თუმცა ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ „იფრენს და იცურებს“ იქ, სადაც ამის უფლებას საერთაშორისო სამართალი აძლევს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ამერიკული სარაკეტო ნაღმმზიდი Benfold-ი უნებართვოდ შევიდა ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში კუნძულ სიშას სიახლოვეს, რომელსაც ჩინეთი თავის საკუთრებად მიიჩნევს, იუწყება Malaysia kini ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. 
„12 ივლისს ამერიკული სარაკეტო ესკადრონული ნაღმმზიდი Benfold-ი, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლებისგან ნებართვა არ მიუღია, უკანონოდ შეიჭრა სიშას არქიპელაგის (პარასელის კუნძულების ჩინური სახელწოდება — რედ.) ტერიტორიულ წყლებში... სიშას არქიპელაგი ჩინეთის ძირძველი ტერიტორიაა. ამერიკული ხომალდის მოქმედება უცერემონიოდ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს, სერიოზულად უთხრის ძირს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, არღვევს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაზო პრინციპებს და ზრდის რეგიონში საფრთხეების რისკებს, არის სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის კიდევ ერთი დასტური“, — ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საბრძოლო სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის ტიან ცზიუნლის თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით ჩინეთმა პროტესტი გაუგზავნა აშშ-ს.
სი ცზინპინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
სი ცზინპინი: ჩინეთმა თავისი არმია მსოფლიო კლასის შეიარაღებულ ძალად უნდა აქციოს
ამასთან ცზიულინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხერო-საჰაერო და საზღვაო ძალებმა ამერიკულ ხომალდს გაფრთხილება მისცეს, შემდეგ კი აკვატორიიდან „გასწიეს“.
პეკინი აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან უკვე ათობით წელია დავობს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე რამდენიმე კუნძულის კუთვნილებაზე, რომელთა შელფებზე ნახშირწყალბადების მნიშვნელოვანი მარაგებია აღმოჩენილი. ამ დავაში ამა თუ იმ ხარისხით ჩართული არიან ვიეტნამი, ბრუნეი, მალაიზია და ფილიპინები.
ვითარება ხშირად იძაბება აღნიშნულ ტერიტორიაზე ამერიკული ხომალდების გავლის გამო, რომლებიც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საერთაშორისო სამართალს არღვევენ და საფრთხეს უქმნიან ჩინეთის სუვერენიტეტს. მიუხედავად პეკინის პროტესტებისა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ კვლავაც განაგრძობს ფრენას და ცურვას ყველგან, სადაც ამის უფლებას საერთაშორისო სამართალი აძლევს.
თუ გამოძიებას ხელს შეუშლის: აშშ ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება
ამასთან აღსანიშნავია, რომ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მან ფილიპინების სარჩელზე გამოიტანა 2016 წელს, ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სრულიად უსაფუძვლოა. პეკინმა ამ დადგენილების პასუხად განაცხადა, რომ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს და არ იღებს მას.
ყველა ახალი ამბავი
0