https://sputnik-georgia.com/20211108/baidenis-reitingi-rekordulad-daeca-261865875.html
„ბნელი პერსპექტივა“: ბაიდენის რეიტინგი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა
„ბნელი პერსპექტივა“: ბაიდენის რეიტინგი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე — 37,8%-მდე დაეცა, იუწყება გაზეთი USA Today გამოკითხვის... 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T10:26+0400
2021-11-08T10:26+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
გამოკითხვა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260069614_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_bb7291c16bc2e60a9faf8cde42e8913c.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე — 37,8%-მდე დაეცა, იუწყება გაზეთი USA Today გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც გამოცემამ საფოლკის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა.კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 59% ნეგატიურად აფასებს ბეიდენის მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე, ხოლო 3,2%-მა თავი შეიკავა შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისგან.რესპონდენტთა 46%-ს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენი საკუთარ მოვალეობებს იმაზე უარესად ართმევს თავს, ვიდრე ისინი მოელოდნენ.ამასთან გამოკითხულთა თითქმის 64%, რომელთაგან 28% დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია, წინააღმდეგია იმისა, რომ ბაიდენმა კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობის წინააღმდეგია გამოკითხულთა 58,4%.ამასთან შეკითხვაზე, „ახლა რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“, რესპონდენტთა 40%-მა ჯო ბაიდენი დაასახელა, ხოლო 44%-მა დონალდ ტრამპი. კიდევ 11%-მა განაცხადა, რომ სხვა კანდიდატს მისცემდა ხმას.Usa Today-სა და საფოლკის უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის თანახმად:ამავე გამოკითხვით რესპუბლიკელი კანონმდებლების რეიტინგი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მათი კოლეგა დემოკრატებისა. გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.გამოკითხვაში, რომელიც 3-5 ნოემბერს ჩატარდა, მონაწილეობა ათასმა დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო. კვლევის სტატისტიკური ცდომილება დაახლოებით 3,1%-ია.
https://sputnik-georgia.com/20211101/baidens-reitingis-rekorduli-vardna-ar-arelvebs-261681342.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260069614_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_6c6d265b007ed63176ed422e5e96f4e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გამოკითხვა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
გამოკითხვა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე — 37,8%-მდე დაეცა, იუწყება გაზეთი
USA Today გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც გამოცემამ საფოლკის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 59% ნეგატიურად აფასებს ბეიდენის მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე, ხოლო 3,2%-მა თავი შეიკავა შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისგან.
რესპონდენტთა 46%-ს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენი საკუთარ მოვალეობებს იმაზე უარესად ართმევს თავს, ვიდრე ისინი მოელოდნენ.
ამასთან გამოკითხულთა თითქმის 64%, რომელთაგან 28% დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია, წინააღმდეგია იმისა, რომ ბაიდენმა კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობის წინააღმდეგია გამოკითხულთა 58,4%.
ამასთან შეკითხვაზე, „ახლა რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“, რესპონდენტთა 40%-მა ჯო ბაიდენი დაასახელა, ხოლო 44%-მა დონალდ ტრამპი. კიდევ 11%-მა განაცხადა, რომ სხვა კანდიდატს მისცემდა ხმას.
Usa Today-სა და საფოლკის უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის თანახმად:
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მოღვაწეობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 27,8%;
კონგრესის საქმიანობას — მხოლოდ 12%.
ამავე გამოკითხვით რესპუბლიკელი კანონმდებლების რეიტინგი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მათი კოლეგა დემოკრატებისა. გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.
გამოკითხვაში, რომელიც 3-5 ნოემბერს ჩატარდა, მონაწილეობა ათასმა დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო. კვლევის სტატისტიკური ცდომილება დაახლოებით 3,1%-ია.