მათრახი თუ თაფლაკვერი: რა მოაქვს ნულანდს რუსეთში

© AFP 2024 / ALEXANDER NEMENOV Виктория Нуланд
 Виктория Нуланд - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ვიზიტი დიდ ყურადღებას იქცევს, რაც აშკარად არ არის მისი დიპლომატიური სტატუსის შესაბამისი.
პიოტრ აკოპოვი
სულ რამდენიმე დღის წინ ჟენევაში რუსულ-ამერიკული კონსულტაციები გაიმართა სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე, სადაც ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ვენდი შერმანი ხელმძღვანელობდა. და ამ კონსულტაციებმა, გარდა ორი ქვეყნის ურთიერთობების სპეციალისტებისა, არავინ დააინტერესა.
რა თქმა უნდა, ვიქტორია ნულანდი დიდი ხნის წინ იქცა რუსეთში უკრაინაზე ამერიკული კონტროლის სიმბოლოდ — გამუდმებით იხსენებენ მის მისვლას მაიდანზე და ორცხობილების დარიგებას. მაშინ ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო, ხოლო იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებში უკრაინის თემაზე, მათ შორის, მოსკოვშიც. ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ნულანდმა თანამდებობა დაკარგა, მაგრამ ბაიდენმა ის კვლავ დააბრუნა სახელმწიფო დეპარტამენტში, თანაც, უფრო მაღალ პოსტზე: ახლა ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეა პოლიტიკურ საკითხებში.
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ევროპისთვის ბრძოლა წააგო
ნულანდი შედიოდა ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში პუტინისა და ბაიდენის ზაფხული სამიტზე, თუმცა მანამდეც უკვე გასაგები იყო, რომ ის იქნებოდა ამერიკის ადმინისტრაციაში რუსულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი. ეს იმიტომ, რომ ბაიდენის მთელი გუნდიდან ის ყველაზე უკეთ იცნობს რუსეთს — მთლიანობაში მან სამი წელი იცხოვრა რუსეთში, დაწყებული ანდროპოვის დროიდან, როცა ის საბჭოთა თევზმჭერ ხომალდზე მუშაობდა, და დასრულებული საელჩოში მუშაობით 90-იანების დასაწყისში.
ბაიდენის ადმინისტრაციაში მის გარდა რუსული ენის ცოდნითა და რუსეთში ცხოვრების ხანგრძლივობით მხოლოდ უილიამ ბერნსს შეუძლია დაიტრაბახოს. მაგრამ ყოფილი ელჩი ახლა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს შეფია, ანუ მოლაპარაკებებისთვის არცთუ შესაფერისია — ნულანდისგან განსხვავებით, რომლისთვისაც რუსებთან კონტაქტი კვლავ მთავარ პროფესიულ მოვალეობად იქცა.
მაგრამ არსებობს პრობლემა: ვიქტორიას 2019 წლიდან აეკრძალა რუსეთში შესვლა — ამერიკული სანქციების სიაში რუსი ჩინოვნიკების მორიგ ჩართვაზე პასუხად. ვაშინგტონი თავისი სანქციების სიებით უკვე დიდი ხანია მოსკოვთან მუშაობას ირთულებს. მაგალითად, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან, რომელიც შავ სიაში შეიყვანეს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 
 უზენაესი მოსამართლეების კრება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
რუსეთმა და ჩინეთმა აზია შეცვალეს - აშშ მას კარგავს
ნულანდის რუსეთში ჩამოსვლის საკითხი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა — რუსეთი არ ჩქარობდა ამერიკულ თხოვნაზე პასუხს, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა მისთვის ვიზის მიცემას — ამერიკული სანქციების სიიდან ერთ-ერთი რუსი ჩინოვნიკის ამოღების სანაცვლოდ.
ნულანდმა მოსკოვში ჩამოფრენისთანავე განაცხადა, რომ მისი მოლაპარაკებების მიზანი ორ ქვეყანას შორის „სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობებია“, ანუ გაიმეორა ფორმულირება, რომელიც მანამდე ბაიდენმა არაერთხელ გამოიყენა. ჟენევის სამიტიდან თითქმის ოთხი თვე გავიდა, მაგრამ ამერიკულ-რუსული ურთიერთობების ხისტი კონფრონტაციის სტადიიდან გამოსვლაში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. უფრო ზუსტად, არის ერთი: მხარეებმა ერთმანეთთან ლაპარაკი დაიწყეს. ჩატარდა რიაბკოვსა და შერმანს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი, ახლა ნულანდი ჩამოვიდა. მაგრამ რა ეფექტი ექნება მის სამდღიან ვიზიტს?
ერთადერთი პრაქტიკული შედეგი შეიძლება იყოს შეთანხმება „ელჩების ომის“ შესუსტებაზე, ანუ ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობაში შემსუბუქებაზე. თუმცა იმის გარანტია, რომ ეს ნულანდის ვიზიტისას მოხერხდება, არ არსებობს.
ვლადიმირ პუტნი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
მოსაზრება: რატომ შენდება ასე დიდხანს საკავშირო სახელმწიფო
მიუხედავად იმისა, რომ ნულანდის ძირითადი მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვთან ჩაივლის, მთავარი მაინც ორი სხვა შეხვედრა იქნება — პუტინის თანაშემწე უშაკოვთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კოზაკთან. ნულანდი სწორედ უშაკოვს გადასცემს პუტინისთვის „კოლექტიური ბაიდენის“ გზავნილს, ანუ მასთან იმსჯელებს, რის თქმა სურს ამერიკის ადმინისტრაციას კრემლისთვის ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ყველაზე მტკივნეული საკითხი კი უკრაინა იქნება, რომლის თაობაზეც ნულანდი დმიტრი კოზაკთან შეხვედრისას ისაუბრებს. მტკივნეული არა მარტო ორმხრივი ურთიერთობისთვის, არამედ კიევის ხელისუფლებისთვისაც, რომელიც უკვე აღარც თავის ამერიკელ მფარველებს აღარ ენდობა, ისეთ „მხურვალესაც“ კი, როგორიც ნულანდია.
მით უმეტეს, რომ ნულანდის მოსკოვში ჩასვლის წინ რუსულ პრესაში გამოჩნდა დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც უკრაინის ხელმძღვანელობას ეძღვნებოდა, და რომელშიც უშიშროების საბჭოში პუტინის მოადგილემ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის სხვაზე დამოკიდებულ ლიდერებთან, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს: „ჩვენთვის ვასალებთან საქმის დაჭერა უაზრობაა. საქმე სიუზერენთან უნდა გვქონდეს“.
წინააღმდეგობის ფრონტი პანჯშირში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მოსაზრება: დასავლეთმა რუსეთისა და ჩინეთის მოტყუება სცადა
ეს ნათელზე ნათელი მინიშნებაა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე ამერიკელებთან ილაპარაკებს.
მართლაც, რუსეთი უკრაინისთვის ბრძოლას კიევის ელიტასთან კი არ აწარმოებს, არამედ ამერიკულთან, ანგლოსაქსურთან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვაშინგტონმა შეიძლება უკრაინის ატლანტიზაციის მცდელობა უპერსპექტივოდ აღიაროს და რაღაც პირობებით დათმოს, უარი თქვას მასზე? რა თქმა უნდა, არა. ასევე შეუძლებელია ყოველგვარი „გაცვლა“, ანუ შტატების მიერ იმ უბრალო ფაქტის აღიარება, რომ უკრაინა უბრალოდ კი არ შედის რუსეთის ეროვნული ინტერესების ზონაში, არამედ ისტორიული რუსეთის ნაწილია და გარდაუვლად დაუბრუნდება მასთან კავშირს. ამაზე შტატები არანაირი პირობით არ წავლენ. ისინი შეეცდებიან რაც შეიძლება დიდხანს გაათამაშონ უკრაინული კარტი რუსეთის შეკავების, დემონიზაციისა და დასუსტებისთვის. „ხურდის დაბრუნების“ არანაირი ვარიანტი — ჩვენ უკრაინას დაგიბრუნებთ, თქვენ კი რუსეთ-ჩინეთის ალიანსი შეასუსტეთ — არ გამოვა. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია რუსეთისთვის და პრაქტიკულად წარმოუდგენელია შტატებისთვის.
ანუ ვაშინგტონი თეორიულად მოხარული იქნებოდა, რომ უკრაინა გადაეხადა რუსეთ-ჩინეთის ალიანსის დაშლისთვის, მაგრამ იქ კარგად ესმით, რომ რუსეთი ასეთ წინადადებას არ მიიღებს. იმიტომ რომ ასეთ „გადახურდავებაზე“ დათანხმებით რუსეთი საკუთარ თავს ესროდა ტყვიას — „დერჟავა“, რომელიც თავის სტრატეგიულ ინტერესებს სხვა ქვეყნის თხოვნით ცვლის, გლობალური პოლიტიკის სუბიექტი ვეღარ იქნება და პრეტენზიასაც ვერ განაცხადებს ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი არქიტექტორის სტატუსზე.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
მოსაზრება: როგორ აპირებს აშშ მსოფლიოს მართვას?
უკრაინას პრინციპული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, მაგრამ მისი ამ ფასად, ღალატის ფასად (არა მთლად ჩინეთისა, არამედ საკუთარი ინტერესებისა და სტრატეგიისა) დაბრუნების იმედი — უაზრობაა და დამაზიანებელი. უკრაინა თვითონ უნდა დაბრუნდეს — ბუნებრივია, საკუთარ ხალხზე დაყრდნობით.
ამის დრო კი ჯერ არ დამდგარა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მასზე ატლანტიკელი მფარველების გავლენა დასუსტდეს. სწორედ ამისთვის სჭირდება მოსკოვს კიევის ხელისუფლების „სიუზერენთან“ მოლაპარაკებების წარმოება.
ნულანდს, როგორც მის წარმომადგენელს, სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინა ჯერ კიდევ ეფექტურია რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ მოსკოვთან უკრაინის მიმართულებით მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდის გამოყენება შეიძლება: ჯერ საჯარო განცხადება უკრაინის ნატოში მიღების თაობაზე, მერე კი მოსკოვისთვის კულუარული დაპირება, არ იღელვოთ, ნატოში არასდროს მივიღებთო.
ვლადიმირ პუტინი ფედერალურ კრებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
მოსაზრება: დასავლეთმა იცის, სად გაავლო რუსეთის პრეზიდენტმა წითელი ხაზები
ნულანდს სურს გაიგოს, რა ზღვრამდე შეიძლება მოსკოვის გაღიზიანება უკრაინის ფრონტზე ისე, რომ არც ძალიან გარისკოს რაღაც მომენტში ესოდენ ფასეული აქტივის დაკარგვით. ის შეეცდება დაიჭიროს რუსეთის ხელმძღვანელობის განწყობა, გაარკვიოს მისი განზრახვების სერიოზულობა.
მაგრამ რუსეთის გეგმების დაზვერვის მცდელობაში ნულანდი ვერ შეძლებს გაიგოს მთავარი უკრაინისადმი რუსეთის დამოკიდებულებაში: ის, რომ რუსეთი ისევე ეკიდება მას, როგორც საკუთარ თავს, რომ სხვისთვის ჩვენის მიცემას არ ვაპირებთ, რომ მტრის გულის გასახარად ჩვენნაირებთან ომს არ ვგეგმავთ. თუმცა ჩვენსას მაინც დავიბრუნებთ — როგორც არ უნდა ეცადოს ხელის შეშლას.
და თუ აშშ ფიქრობს, რომ უკრაინის თემა კიდევ დიდხანს დაეხმარება მას ძლიერი პოზიციის დაკავებაში რუსეთთან, ძალიან დიდი იმედგაცრუება ელის. იმაზე მეტად ძლიერიც, ვიდრე ეს ავღანეთის შემთხვევაში იყო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0