მოსაზრება: რატომ შენდება ასე დიდხანს საკავშირო სახელმწიფო

© photo: Sputnik / Sergei Guneevვლადიმირ პუტნი და ალექსანდრ ლუკაშენკო
ვლადიმირ პუტნი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
რუსეთისა და ბელარუსის ერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა.
პიოტრ აკოპოვი
პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შემდეგ გუშინ მინსკში ხელი მოეწერა დადგენილებას 28 სამოკავშირეო პროგრამის რეალიზების თაობაზე, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის კანონმდებლობების უნიფიკაციას ისახავს მიზნად.
ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა ახალ საფეხურზე გადავიდა, მაგრამ პრეზიდენტების მიერ გადადგმული „ძალიან სერიოზული ნაბიჯი“ უდიდესი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსათვის, არამედ ინტეგრაციის პროცესებისათვის მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეზე. ამჟამინდელი სამუშაო გახდება მოდელი დაახლოების საკითხებში ყველა შემდგომი საქმიანობისთვის, უპირველეს ყოვლისა, მთავარი საინტეგრაციო გაერთიანების – ევრაზიული კავშირის ფარგლებში.
ეს პირდაპირ თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ:

„ჩვენ ვაჩვენებთ მაგალითს, როგორ უნდა ვიმოძრაოთ ევრაზიული კავშირის და, მით უმეტეს, დსთ-ის მიმართულებით. ჩვენ ბულდოზერივით მივიწევთ წინ, რათა გავკვალოთ გზა მომავალი გაერთიანებებისა და საკავშირო გაერთიანებებისთვის პოსტსაბჭოურ სივრცეზე. კავშირი არის მაგალითი, გზა, რომლითაც მოუწევთ სიარული სახელმწიფოებს, რომლებსაც უფრო მჭიდრო კავშირის იმედი ექნებათ“.

ჯერ ევრაზიის კავშირში მხოლოდ ხუთი ქვეყანა შედის – რუსეთისა და ბელარუსის გარდა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. მაგრამ ადრე თუ გვიან მას ტაჯიკეთიც შეუერთდება, უზბეკეთიც და, რაც მთავარია, უკრაინაც. კარი არც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვისაა დახურული, რადგან ისტორიული ერთობის აღდგენა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის, მათ შორის იმათ ინტერესსაც წარმოადგენს, რომელთა ელიტაც ახლა დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლად გადარჩება ან ევროპულ ოჯახში ჩაეწერება. ერთად უფრო გავძლიერდებით, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისტორიული კავშირების გაწყვეტა წარმოუდგენელია, გეოპოლიტიკის კანონების იგნორირება კი – შეუძლებელი.
ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მოსაზრება: მინსკი-დასავლეთი-მოსკოვი — მოწყვლადი სამკუთხედი, თუ...
რუსეთი ნელ-ნელა იბრუნებს თავის ისტორიულ სივრცეს, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ შეიკუმშა. ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ დღევანდელი რუსეთის დაშლის გზით, ანუ რუსული ცივილიზაციის ხერხემლის გადატეხვით. მაგრამ ეს არ მოხდება, ე.ი. ინტეგრაცია გარდაუვალია.
უნდა ეშინოდეთ თუ არა მისი დამოუკიდებელ რესპუბლიკებს? არა, რადგან რუსეთი არავის გადაყლაპვას არ აპირებს, ძალით არავის შეიერთებს – ყველაფერი თავისთავად მოხდება. რუსეთი მხოლოდ დაჟინებით და თანმიმდევრულად გააკონტროლებს იმას, რომ ცენტრისტულ ტენდენციებს ხელი არ შეუშალონ ჩვენმა გეოპოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა.
ბელარუსთან ინტეგრაციული პროცესების მაგალითი ამის საუკეთესო მტკიცებულებაა. რეინტეგრაცია მაშინ დაჩქარდა, როდესაც ბელარუსმა იგრძნო, რომ მის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრებოდა – არა რუსეთისგან, არამედ დასავლეთისგან, რომელმაც გადაწყვიტა მისი შიდაპოლიტიკური პრობლემებით ესარგებლა. როდესაც ერთი წლის წინ ბევრი ლუკაშენკოს დაცემას უწინასწარმეტყველებდა, რუსეთს სწორი საპასუხო რეაქციის სახით სთავაზობდნენ უბრალოდ „ბელარუსის წაღებას“. ანუ რუსეთთან ძალით მიერთებას. მაგრამ ეს ჩვენი მეთოდი არ არის, რადგან ისედაც გვაქვს საკავშირო სახელმწიფო, რომელიც არსებობს არა ქაღალდზე, არამედ რეალურად.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ბელარუსი კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
რუსეთი და ბელარუსი არიან არა უბრალოდ მოკავშირეები, არამედ ერთიანი სახელმწიფოს ნაწილები. მართალია, არ ჰყავთ საერთო პრეზიდენტი და არ აქვთ საერთო ვალუტა, მაგრამ გაცნობიერებული აქვთ ისტორიული და სულიერი ერთობა, აქვთ სამხედრო კავშირი და საერთო ეკონომიკური სივრცე (თუნდაც დაუმთავრებელი). აქვთ არა უბრალოდ მეტად დაახლოების საერთო სურვილი, არამედ ღრმად აქვთ გააზრებული, რომ ყოველთვის ერთად იქნებიან და ვერავინ შეძლებს მათ დაშორებას.
მაგრამ როგორაა პოლიტიკური ინტეგრაციის საქმე? ხომ ამით უნდა დასრულდეს ყველაფერი? დიახ, ასეც იქნება. თუმცა მის ვადას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. როგორც მართებულად შენიშნა ლუკაშენკომ:
„და თუ დაგვჭირდება კიდევ უფრო მჭიდრო სამხედრო, პოლიტიკური, სხვა სახის, მაგალითად, ეკონომიკური ინტეგრაცია, ჩვენ ამას იმწამსვე გავაკეთებთ, როგორც კი ბელარუსსა და რუსეთში ჩვენი ხალხის მოთხოვნას ვიგრძნობთ...“
ეს არ არის მხოლოდ დასავლეთის გაფრთხილება, რომ მისი ნებისმიერი გეგმა რუსეთისგან ბელარუსის ჩამოშორებისა განწირულია, არამედ ეს არის კონსტატაცია იმისა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა დამოკიდებულია მხოლოდ ამ ქვეყნებზე.
ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე გაჭედილი 32 მიგრანტის სიტუაციამ პოლონეთში ვნებათაღელვა გამოიწვია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
როგორ ცხოვრობენ მიგრანტები ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე – ფოტო
დიახ, ბელარუსი – რუსეთის ისტორიული ნაწილია, ბელარუსი ხალხი კი რუსი ხალხის განუყოფელი ნაწილი. მაგრამ წარსულის შეცდომების, ანუ სსრკ-ის დაშლის გამოსწორება საჭიროა გონივრულად, 1991 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით ბელარუსი – ლუკაშენკოა. მან რესპუბლიკას 30 პოსტსაბჭოური წელიწადიდან 27 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და შექმნა მისი სახელმწიფოებრიობა. ლუკაშენკოს მმართველობისას ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში არ შევა – არა იმიტომ, რომ ის რუსეთის ან რუსი ხალხის მტერია, არამედ იმიტომ, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფო მოღვაწეა. ლუკაშენკო ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც ბევრი რუსეთის ფედერაციის დაშლას ელოდა, იყო ინიციატორი საკავშირო სახელმწიფოს შექმნისა. ანუ ის ყოველთვის იყო ჩვენი ერთობის მომხრე. ორი სახელმწიფოს შემდგომი ინტეგრაცია გარდაუვალია, მაგრამ სრული შერწყმა არც ბელარუსს სჭირდება, არც რუსეთს.
არა იმის გამო, რომ ჯერ საჭიროა ეკონომიკური ინტეგრაციის სრული გზის გავლა (სამხედრო ისედაც არსებობს), არამედ იმიტომ, რომ საჭიროა მაგალითის მიცემა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, პირველ რიგში, ევრაზიული კავშირის წევრებისთვის. იმის ჩვენება, რომ რუსეთი პატივს სცემს მათი ხალხების ინტერესებს, რომ ეს ხელსაყრელია მათთვის, ადგილობრივი ელიტებისთვის ჩვენება იმისა, რომ კრემლი არ აპირებს არც მათ ჩამოგდებას, არც მათ მბრძანებლობას. რომ ახალი კავშირის შექმნისას გათვალისწინებული იქნება სსრკ-ის შეცდომებიც, ევროპული კავშირის მშენებლობის შეცდომებიც. ანუ არავინ მოახვევს თავს უცხო იდეოლოგიას და ცხოვრების უცხო ნორმებს.
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
„სასტიკი რეაქცია გვექნება“: ლუკაშენკო დასავლეთს ემუქრება
მაგრამ ამასთან, საჭიროა საკუთარი ინტერესების (მათ შორის, იქ მცხოვრები რუსების უფლებებისა) და ამ სახელმწიფოებში საკუთარი გავლენის განუხრელად დაცვაც, მათ შორის, მესამე ძალების ჩარევისგან, იქნება ეს დასავლური თუ აღმოსავლური. თავისთავად არაფრის რეინტეგრაცია არ ხდება, მიუხედავად ისტორიული და გეოპოლიტიკური მიზიდულობის კანონებისა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული – რამდენად გონივრულად და თანმიმდევრულად წარვმართავთ თამაშს პოსტსაბჭოურ სივრცეზე. მით უმეტეს, რომ ჩვენთვის ეს უბრალო გეოპოლიტიკური თამაში და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი არაა – ესაა ჩვენი ხალხისა და მისი დიდი ცივილიზაციის მომავლის საკითხი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური