ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Alexey Nikol'skiy / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ბელარუსი კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ბელარუსი კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
სამიტის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობებს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო ერთობლივი გეგმის შემუშავება დაევალა.
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი ბელარუსი კოლეგის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. იუწყება РИА Новости.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
ბელარუსმა უკრაინასთან საერთო საზღვრის დაცვა გააძლიერა
პრესმდივნის თქმით, მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იყო ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და ამასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები, ასევე ამ საფრთხეებთან დაპირისპირება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან. ავღანეთში ორი დაპირისპირებული ძალა ერთმანეთს ებრძვის - სამთავრობო ძალები და თალიბები, რომლებმაც უკვე დაიკავეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები რეგიონებში და ამჟამად მსხვილ ქალაქებს უტევენ. არასტაბილურობა იზრდება აშშ-ის ადმინისტრაციის დაპირებების ფონზე, 11 სექტემბრამდე დაასრულოს რესპუბლიკიდან ჯარების გაყვანა.
პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე ნატოს მასშტაბური წვრთნების ჩატარების საკითხი და უკრაინაში სამხედრო ბაზების მშენებლობასთან დაკავშირებული ალიანსის გეგმები. როგორც ამას წინათ აშშ-ში რუსეთის საელჩოში აღნიშნეს, შავ ზღვაში ნატოს მანევრების მასშტაბი ზრდის დაუგეგმავი ინციდენტების რისკს, ამიტომ მოსკოვი ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, უარი თქვან მსგავს ღონისძიებებზე.
„საერთაშორისო დღის წესრიგი - დასავლეთის პოლიტიკა ბელარუსისა და რუსეთის მიმართ, კერძოდ, ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან. უკრაინა“, - იშველიებს ეისმონტის სიტყვებს სააგენტო BelTA.
პრესმდივანმა აღნიშნა, რომ სამიტის შედეგად ორი ქვეყნის მთავრობებს დაევალათ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო ერთობლივი გეგმის შემუშავება. მისი სიტყვებით, შეხვედრაზე განიხილეს ბელარუსიის პროდუქციის მიწოდებაზე ბარიერების გაუქმების საკითხიც, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების კუთხით.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ბელარუსი აჩერებს „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობას
„მესამე ბლოკია - უსაფრთხოება და თავდაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება. ამ ნაწილში ქვეყნებს აბსოლუტურად ერთნაირი მიდგომა აქვთ. ურთიერთმხარდაჭერა და ერთად მოქმედება“, - ხაზი გაუსვა ეისმონტმა.
ამას წინათ ლუკაშენკომ ბელარუსისა და რუსეთის უსაფრთხოებას საკვანძო საკითხი უწოდა, რომელსაც ახლა მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს.
ორი ლიდერის შეხვედრა გუშინ სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა, როგორც ეისმონტმა აღნიშნა, რუსეთის ინიციატივით. მოლაპარაკება ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პრესმდივნის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი საფუძველი იყო ლუკაშენკოს წერილი პუტინისადმი, რომელიც „ეკონომიკასა და ფინანსებს“, ასევე, დასავლეთის სანქციებთან დაპირისპირებას ეხებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0