ბელარუსი აჩერებს „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობას

© photo : press-service of the Ministry of Foreign Affairs of Belarusბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
ბელარუსის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწვეულია მინსკში კონსულტაციებისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კი ბრიუსელში გამგზავრება შესთავაზეს.

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. ბელარუსი აჩერებს მონაწილეობას ევროკავშირის ინიციატივაში „აღმოსავლეთი პარტნიორობა“ და იწყებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების „გაყინვის“ პროცედურას, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

ევროკავშირის პროგრამის წესდების თანახმად, „აღმოსავლეთი პარტნიორობა“ მიზნად ისახავს ევროკავშირის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს ევროკავშირის წინააღმდეგ ზოგიერთი საპასუხო სანქცია გაახმაურა. ბრიუსელის მიერ ბელარუსის მიმართ დაწესებული შეზღუდვების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს ბელარუსში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დირკ შუბელი.

„დიპლომატს გააცნეს კონკრეტული ნაბიჯები, იძულებითი რეაგირების ფარგლებში, იმ ქმედებებზე, რომლებიც ბელარუსის ნაციონალურ უშიშროებას ემუქრება და პირდაპირ ზიანს აყენებს მის ეკონომიკასა და მოქალაქეებს“, - აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბელტელერადიოკომპანია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
ევროპა ბელარუსს მაუწყებელთა კავშირის წევრობას უჩერებს

აქვე ხაზგასმულია, რომ სანქციების პირობებში ბელარუსს არ შეუძლია ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულება. „მწუხარებით ვაცხადებთ, რომ შეთანხმების მოქმედების იძულებითი შეჩერება უარყოფითად აისახება ევროკავშირთან თანამშრომლობაზე არალეგალურ მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირთან ბელარუსის მუდმივი წარმომადგენელი გაწვეულია მინსკში კონსულტაციებისთვის. დირკ შუბელს კი შესთავაზეს ბრიუსელში დაბრუნება და ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის ბელარუსის მხარის პოზიციის გაცნობა „ზეწოლისა და სანქციების მიუღებლობაზე“.

სანქციების სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვის საპასუხოდ მინსკი ასეთივე შეზღუდვას აწესებს ევროსტრუქტურების წარმომადგენლებისა და იმ პირებისთვის, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სანქციების შემოღებას.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს სხვა საპასუხო ზომებზეც, მათ შორის, ეკონომიკურ ნაბიჯებზე. ამასთან საგარეო პოლიტიკური უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზადაა დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან „თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე“.

25 ივნისს ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამოქმედდა. სანქციები ეხება ნავთობპროდუქტებითა და სასუქებით ვაჭრობას. კერძოდ, ევროკავშირის ტერიტორიაზე იკრძალება იმპორტი და გადატანა ბელარუსული ნავთობის ზეთების, ნავთობის გაზების და სხვა ნახშირწყალბადების, პარაფინის ცვილის, ტორფის ცვილისა და მსგავსი პროდუქტების, ნავთობის კოქსისა და ბიტუმის, ასფალტბეტონის ნარევების და სხვა ბიტუმიანი ნარევების, რომლებიც დაფუძნებულია ბუნებრივ ბიტუმზე.

„ბელავიას“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ევროპა ბელარუსიდან ავიარეისების მიღებას წყვეტს

21 ივნისს ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა 78 მოქალაქეს, ასევე 8 ბელარუსულ საწარმოს. „შავ სიაში“ მოხვდნენ ძალოვანები, საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები. მათ ასევე აუკრძალავენ ევროკავშირის ქვეყნებში და ქვეყნების გავლით მგზავრობას, ევროკავშირში არსებულ აქტივებს კი გაუყინავენ.

გარდა ამისა, ევროპელ ბიზნესმენებსა და კომპანიებს აუკრძალეს იმ პირთა დახმარება, ვინც ევროკავშირის „შავ სიაშია“ შეყვანილი. სიაშია 166 ფიზიკური და 15 იურიდიული პირი.

ყველა ახალი ამბავი
0