რუსეთის ულტიმატუმი დასავლეთს: რა მოხდება, თუ პირობებს არ მიიღებენ

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის კრემლი
მოსკოვის კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
ირინა ალქსნისი
რუსეთში უკვე მრავალი წელია, რაც ასეთი პოლიტიკური მემია პოპულარული: „ჩვენ პრეზიდენტს ვაკრიტიკებთ არა იმისთვის, რომ ის ძალიან პუტინია, არამედ იმისთვის, რომ საკმარისად პუტინი არ არის“. ხუმრობის არსი აშკარაა − უჭერენ რა მხარს ეროვნული ლიდერის პოლიტიკას, რუსეთის ბევრ მოქალაქეს სურს, რომ ის ხშირად უფრო ხისტად, მტკიცედ და მკვეთრად მოქმედებდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
მსოფლიო დღეს
რუსეთის საგარეო უწყება: აუცილებელია დასავლეთთან დიალოგი უსაფრთხოების გარანტიებზე
პუტინისეული საფირმო თავშეკავება, ეტაპობრივი გადაწყვეტილებების მიღებისადმი და კომპრომისების ძებნისადმი მიდრეკილება, ემოციების მოთოკვის უნარი ისეთ სიტუაციებში, როცა ყველაფრის ლეწვა-ნგრევა გინდა, პატივისცემას იწვევს. თუმცა ეს ყველაფერი გარკვეული ძალების მხრიდან სისუსტედ, ზოგჯერ კი ეროვნული ინტერესების ღალატადაც კი ფასდება. განსაკუთრებით ეხება ეს საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, რომლებშიც, ტურბოპატრიოტების აზრით, რუსეთის პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც აღმაშფოთებელ სირბილესა და სისუსტეს იჩენს.
საბედნიეროდ, ქვეყნის მოქალაქეთა უმეტესობა შესანიშნავად აცნობიერებს პუტინისეული მიდგომის სტრატეგიულ მართებულობას. თუმცა შედეგად ნებისმიერი სიტუაცია, როდესაც მოსკოვი მოულოდნელად უარს ამბობს თავშეკავებულ-საამო რიტორიკაზე და ამა თუ იმ დემარშს ახორციელებს, ნერვიულობას იწვევს − ვინაიდან ეს ყოველთვის არის ზეორდინარული ვითარების ნიშანი, რომელსაც შესაძლოა ყველაზე მოულოდნელი მოვლენები და რადიკალური ცვლილებები მოჰყვეს.
სერგეი რიაბკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
რიაბკოვი: მოსკოვს სასწრაფოდ სჭირდება ვაშინგტონის პასუხი
რუსეთმა სწორედ ეს ჩაიდინა გასულ პარასკევს − შემთხვევითი არ არის, რომ ექსპერტების კომენტარებში, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოლაპარაკებათა პროექტებს ეხებოდა აშშ-სა და ნატოსთან, რეგულარულად ფიგურირებს ისეთი ფორმულირებები, როგორებიცაა „წითელი ხაზები“ და „ულტიმატუმიც“ კი, ხოლო ინტონაციებში ადგილ-ადგილ თავდაუჯერებლობა და შფოთვაც კი იგრძნობა.
და არა ამაოდ. რუსეთის სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც მისგან სურდათ, ზოგი პოლიტიკური ძალა კი მოითხოვდა კიდეც მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს ნაბიჯი იმდენად ეწინააღმდეგება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ტრადიციულ ხაზს, რომ არის ერთმნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ ხდება რაღაც ძალიან განსაკუთრებული. ხოლო რადგან საუბარი სამხედრო საკითხებზეა, დაძაბვისა და ნერვიულობისთვის კიდევ უფრო მეტი მიზეზი იჩენს თავს.
აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
ღია ცის ხელშეკრულების ჩაშლა: აშშ-ის ინიციატივა სახიფათო შედეგებით
ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ აგერ უკვე თითქმის რვა წელია, რაც რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები − მწვავე კრიზისების სერიალია. ტოქსიკური საგარეო პოლიტიკური გარემო, როდესაც მოსკოვს კივილით ადანაშაულებენ ყველა ცოდვაში, იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ წარსულზე დაყრდნობით გვიწევს ახსნა-განმარტების ძებნა, თუ რატომ გადადგა სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ მოცემული ნაბიჯი სწორედ ამ მომენტში. რატომ ნახევარი წლის წინ არა, როდესაც დასავლეთში ასევე ბობოქრობდა მედიურ-პოლიტიკური ისტერიკა, ადანაშაულებდნენ რა ჩვენს ქვეყანას აგრესიულ ზრახვებში უკრაინის მიმართ? რატომ სკრიპალების საქმის, ან დონბასში ჩამოგდებული „ბოინგის“, ან სირიაში ქიმიურ შეტევებში რუსეთის დადანაშაულების შემდეგ არა? რატომ ახლა? რა შეიცვალა და რას უნდა ველოდოთ?
თქმა არ უნდა, ამ კითხვაზე პასუხი მრავალფენიანია და ათასგვარი ასპექტიც აქვს.
თხევადი გაზის ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მოსაზრება: ევროპა განწირულია, რომ რუსეთს ფული უხადოს
მაგრამ გვეჩვენება, რომ ამჯერად განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა არა იმდენად რუსეთისა და დასავლეთის დამოკიდებულება, რამდენადაც სრულიად მსოფლიო ვითარება − თანაც უპირატესად არა პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაში. იმიტომ რომ თავად არსი აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ჰეგემონიისა ეკონომიკურ სფეროშია კონცენტრირებული და ისინი არიან არსებული სისტემის მთავარი ბენეფიციარები, იღებენ რა მისგან მათი წვლილის შეუსაბამო ბონუსებს.
მაგალითად, 2021 წლის მთავარი მოვლენა გახდა გლობალური კრიზისის ღია ფაზაზე გადასვლა, რომელმაც თავად დასავლეთშიც დაიწყო განშლა.
აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ფინანსური და მარეგულირებელი სტრუქტურები უკვე არ არწმუნებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ მაღალ ინფლაციას ხანმოკლე ხასიათი აქვს და მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. იგლიჯება საწარმოო-ლოგისტიკური ჯაჭვები, სასაქონლო დეფიციტი სულ უფრო მეტ პოზიციაზე ხდება ცხოვრებისეული ყოველდღიურობა. ენერგეტიკა კრიზისშია ჩაფლული, ენერგომატარებლების ფასები რეკორდებს ამყარებს, რაც სულ უფრო მგრძნობიარედ აისახება მოქალაქეთა საფულეზე. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ახალ წელს მსოფლიო სასურსათო კრიზისს წინასწარმეტყველებენ ძრწოლვით. პლანეტის მთავარ საფონდო ბაზრებზე გრანდიოზული ბუშტებია გაბერილი. პრობლემების სიის ჩამოთვლა დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
რუსეთი-ნატოს საბჭოს აღდგენა არ იგეგმება: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი
ზოგჯერ ისმის მოსაზრებები, რომ მომხდარში არაფერია უნიკალური − ციკლური რეცესიები ხომ ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, 1970-იანები ეკონომიკურად საკმაოდ რთული იყო დასავლეთისთვის, რომელიც მაშინ წლობით ცხოვრობდა მაღალი ინფლაციის პირობებში − ის მაჩვენებლები, სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. ხოლო 2008-2009 წლების კრიზისის დროს ბევრი წინასწარმეტყველებდა დოლარის გარდაუვალ კრახს. თუმცა ყველაფერი, ასე თუ ისე, სასიკეთოდ მოგვარდა.
სტანდარტულ ვითარებაში ეს არგუმენტები ნამდვილად იქნებოდა დამაჯერებელი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ სრულიად არასტანდარტულ ვითარებაში ვცხოვრობთ: გლობალურმა ეკონომიკურმა სისტემამ სრულად ამოწურა ნორმალურ ფორმატში განვითარების პოტენციალი. ახლა დასავლეთმა, როგორც ძირითადმა მომგებმა, ყოველწლიურად, ყოველთვიურად და ყოველდღიურადაც კი უნდა მიმართოს საგანგებო ზომებს. ასეთთაგან მთავარი რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკა გახდა, რომელიც სწორედ 2008-2009 წლების კრიზისის გადასალახად ამოქმედდა და რომელმაც დასავლურ-ცენტრისტული სისტემის კრახი გადადო (მაგრამ არ გააუქმა). უფრო მეტიც, ეკონომისტებს შორის გავრცელებულია რწმენა, რომ აღნიშნული ნაბიჯით დასავლეთმა არათუ გადაავადა გარდაუვალი, არამედ მომავალი კრახის კიდევ უფრო დიდი კატასტროფულობის გარანტიად იქცა.
ნატოსა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მსოფლიო დღეს
ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა: ალიანსმა პირობები დაასახელა
მაღალი ინფლაცია და ზემოხსენებული პრობლემები კიდეც არის იმის ნიშანი, რომ მსოფლიო ეკონომიკაში გადასხმული და არაფრით უზრუნველყოფილი ფულადი მასა ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების კონტროლიდან გადის. ვითარება ახლა უკვე საკუთარი ლოგიკის შესაბამისად ვითარდება, რომელიც უბრალოდ უგულებელყოფს შესაბამისი სტრუქტურების ადმინისტრაციულ ზომებს.
და თუ ეს ასეა, რუსეთის წინაშე (ასევე ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოებისა, რომლებიც მსოფლიო სისტემის ტრანსფორმაციაზე მუშაობენ) ორმაგი ამოცანა დგას.
ერთი მხრივ, მათ წინაშე იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა აშშ-ის გლობალური ტახტიდან ჩამოგდების დასაჩქარებლად − მასზე ზეწოლის გაძლიერების გზით. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის დასუსტება უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, წარმოქმნილი კრიზისული მოვლენები მოწმობს, რომ პროცესი ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდა და ე.ი. სულელი უნდა იყო, რომ შანსი არ გამოიყენო.
ევროკავშირისა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მსოფლიო დღეს
მიღებულია ერთხმად: ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა
ეს მით უფრო აქტუალურია, რომ რუსეთის მხრივ ფაქტობრივად დასრულებულია დასავლეთის ალტერნატიული, საკუთარი სტრატეგიული მექანიზმებისა და პროცედურების შექმნა, რომლებიც ეროვნული ეკონომიკისა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. იქნება ეს საქონლის წარმოება, სახსრების მოძრაობა, ფულადი ანგარიშები, ინფორმაციის გავრცელება, ინტერესების შეთანხმება თუ სხვა ბევრი.
მეორე მხრივ, მიმდინარე მდგომარეობა მკვეთრად ზრდის რისკებს, მათ შორის, სამხედროს, ვინაიდან, როგორც ცნობილია, კუთხეში მიმწვდეული მხეცი განსაკუთრებით საშიში ხდება. ხოლო დასავლური ელიტების დეგრადაციის გათვალისწინებით, რომელთა დიდი ნაწილი პირადად არასდროს შეჯახებია მძიმე გამოწვევებს და კაბინეტური კარიერის მეტი არაფერი იცის, მათი მხრიდან ღიად არაადეკვატური გადაწვეტილებებისა და ნაბიჯების გამორიცხვა შეუძლებელია.
ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ვიდეომოლაპარაკება - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
შეერთებულმა შტატებმა მოსკოვსა და პეკინს გაკვეთილი ჩაუტარა
თუ მოსკოვის ინიციატივებს ამ თვალსაზრისით განვიხილავთ, აშკარა ხდება, რომ აშშ-თან და ნატოსთან მოლაპარაკებების პროექტების გამოქვეყნება, ისევე, როგორც რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, ორივე ამოცანის ერთდროულად გადაწყვეტას ემსახურება.
პირველ რიგში და არსებითად, ის განსახილველი წინადადებები კი არ არის, არამედ ნამდვილი ულტიმატუმია − უსიტყვო კაპიტულაციის მოთხოვნაა.
მათში უბრალოდ არ მოიაზრება დასავლეთისთვის კარგი გამოსავალი სახის დაუკარგავად − გარდა იმისა, რომ ამაყად დადგნენ თავისაზე და საბოლოოდ რუსეთთან ომი გააჩაღონ. თუ იმით ვიმსჯელებთ, რა ფორიაქი შეუდგათ მეორე მხარეს, გამოდის, რომ იქ ამას სრულად აცნობიერებენ.
მეორეც, სწორედ სამხედრო პრობლემატიკის მაქსიმალური აქცენტირება და მოსკოვის უპრეცედენტოდ ხისტი ოფიციალური რიტორიკა უსვამს ხაზს, რომ რუსეთი მზადაა − მორალურადაც, ტექნიკურადაც და ყველა სხვა თვალსაზრისითაც − მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ხოლო წინა წლებში გამომუშავებული რეპუტაცია ადასტურებს, რომ რუსები იარაღის გამოყენებას არ დაერიდებიან, თუ ამას აუცილებლად ჩათვლიან.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
მსოფლიო დღეს
მასშტაბური შედეგები და მაღალი ფასი: სამიტის ლიდერებმა რუსეთი გააფრთხილეს
აქ უნდა გავიხსენოთ ვლადიმირ პუტინის ამ ზაფხულს წარმოთქმული სიტყვები, რომ რუსეთს ყირიმის სანაპიროსთან პროვოკაციის მომწყობი ბრიტანული გამანადგურებელი რომ ჩაეძირა, ამას არანაირი მასშტაბური შედეგები არ მოჰყვებოდა − გარდა მსოფლიო პრესაში ატეხილი მოთქმისა. ეჭვგარეშეა, დასავლეთის გენერალურ შტაბებში ამ მომენტში ციებიანებივით ამოწმებენ ნატოს სამხედრო ობიექტებს და რუსეთის საზღვრებთან ოპერაციებისთვის შემუშავებულ გეგმებს, აცნობიერებენ რა, რომ თუ მოსკოვი აქედან რაიმეს ანტირუსულ პროვოკაციად ჩათვლის და „ზომებს მიიღებს“, მაშინ ეს ვერანაირ casus belli-დ ვერ იქცევა − სამაგიეროდ აიძულებს ალიანსს, კუდამოძუებული წავიდეს იქიდან.
მოკლედ, რუსეთის ხისტი ზეწოლის მიზანი სწორედ სამხედრო მიმართულებით ისაა, რომ დასავლეთში ყველაზე „ცხელი თავები“ გააგრილოს, რომლებსაც ნამდვილად მოსდით აზრად, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მეთოდების გამოყენება შეიძლება გლობალური კრიზისის გადასალახად შესანიშნავ სასაბად იქცეს − რუსეთის ხარჯზე. როგორც ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემთხვევაში მოხდა გასულ საუკუნეში.
რა გაეწყობა, ამჯერად დასავლეთი თავად გადაიხდის საფასურს.
რედაქცია შეიძლება არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0