https://sputnik-georgia.com/20211217/nato-rusettan-dialogistvismzadaa-262930928.html
ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა: ალიანსმა პირობები დაასახელა
ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა: ალიანსმა პირობები დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თუ რუსეთი დაძაბულობის შემცირების მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ნატო მზადაა გააძლიეროს ნდობა ორმხრივ ურთიერთობებში და... 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T10:54+0400
2021-12-17T10:54+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/70/234447045_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c2289b289645a604533bb00cd25efd23.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თუ რუსეთი დაძაბულობის შემცირების მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ნატო მზადაა გააძლიეროს ნდობა ორმხრივ ურთიერთობებში და ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ესკალაცია უკრაინასთან საზღვარზე, ნათქვამია ნატოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.ამასთან ნატო ხაზს უსვამს, რომ „ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთგაგებას, გათვალისწინებული იყოს ნატოს შფოთვები რუსეთის ქმედებების გამო, დაფუძნებული იყოს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებსა და ფუნდამენტურ დოკუმენტებზე და ჩატარდეს ნატოს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებით“.სამხედრო ბლოკში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ნატო მტკიცე რეაგირებას მოახდენს მისი უსაფრთხოების პირობების ნებისმიერ გაუარესებაზე და საჭიროების შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის ზომებს გააძლიერებს „ყველა მოკავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“.ამასთან ჩრდილოატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭირა ყველა ქვეყნის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა — გარედან ჩარევის გარეშე.მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და იურიდიულად გაფორმებული დოკუმენტაცია მოითხოვა იმის შესახებ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრისას პუტინმა „წითელ ხაზებად“ მონიშნა ნატოს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოება და შემტევი იარაღის განთავსება უკრაინასა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებში.
https://sputnik-georgia.com/20211201/nato-ukrainis-daxmarebas-ganagrzobs-262509797.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23444/70/234447045_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_959044b8990ffa55c05e91633d71d417.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თუ რუსეთი დაძაბულობის შემცირების მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ნატო მზადაა გააძლიეროს ნდობა ორმხრივ ურთიერთობებში და ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ესკალაცია უკრაინასთან საზღვარზე, ნათქვამია ნატოს საიტზე გამოქვეყნებულ
განცხადებაში.
„ჩვენ მზად ვართ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. <...> თუ რუსეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის შესასუსტებლად, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ნდობის გაძლიერების ზომებზე“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან ნატო ხაზს უსვამს, რომ „ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთგაგებას, გათვალისწინებული იყოს ნატოს შფოთვები რუსეთის ქმედებების გამო, დაფუძნებული იყოს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებსა და ფუნდამენტურ დოკუმენტებზე და ჩატარდეს ნატოს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებით“.
სამხედრო ბლოკში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ნატო მტკიცე რეაგირებას მოახდენს მისი უსაფრთხოების პირობების ნებისმიერ გაუარესებაზე და საჭიროების შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის ზომებს გააძლიერებს „ყველა მოკავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“.
ამასთან ჩრდილოატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭირა ყველა ქვეყნის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა — გარედან ჩარევის გარეშე.
„ნატოსა და უკრაინის ურთიერთობა — ეს მხოლოდ უკრაინისა და მისი 30 ნატოელი მოკავშირის საქმეა. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მოკავშირეთა უსაფრთხოების შელახვის ნებისმიერ მცდელობას“, — წერია ნატოს განცხადებაში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და იურიდიულად გაფორმებული დოკუმენტაცია მოითხოვა იმის შესახებ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრისას პუტინმა „წითელ ხაზებად“ მონიშნა ნატოს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოება და შემტევი იარაღის განთავსება უკრაინასა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებში.