https://sputnik-georgia.com/20211217/ruseti-natos-sabwos-ardgena-ar-igegmeba-262935119.html
რუსეთი-ნატოს საბჭოს აღდგენა არ იგეგმება: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი
რუსეთი-ნატოს საბჭოს აღდგენა არ იგეგმება: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ნატომ უპასუხოდ დატოვა მოსკოვის ყველა ადრინდელი წინადადება დეესკალაციის შესახებ, ალიანსს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული და... 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T12:06+0400
2021-12-17T12:06+0400
2023-07-20T15:53+0400
პოლიტიკა
რუსეთი
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_afae9ace9109237ad7c2c6839d017b24.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ნატომ უპასუხოდ დატოვა მოსკოვის ყველა ადრინდელი წინადადება დეესკალაციის შესახებ, ალიანსს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული და სერიოზული ინიციატივა რუსეთი–ნატოს საბჭოს მუშაობის განახლების თაობაზე, განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.მანამდე ნატომ გაავრცელა განცხადება, რომ მზადაა იმუშაოს რუსეთთან ნდობის აღდგენის ზომებზე, თუ მოსკოვი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის შესამცირებლად. კიდევ უფრო ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მხარს უჭერს რუსეთი–ნატოს საბჭოს მუშაობის განახლებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვაა შესაძლებელი.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებების შემუშავების მიზნით, რომელიც გამორიცხავს ნატოს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და იარაღის განლაგებას რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, პირველ რიგში კი უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან მოსკოვს მიაჩნია, რომ აუცილებელია ოფიციალურად ეთქვას უარი ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთოს სტრატეგიულ პრინციპს — „არ განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე“.
https://sputnik-georgia.com/20211217/nato-rusettan-dialogistvismzadaa-262930928.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_501:240:2911:2048_1920x0_80_0_0_f94c9b61d7060d4bccf20b456a3d6f2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ნატომ უპასუხოდ დატოვა მოსკოვის ყველა ადრინდელი წინადადება დეესკალაციის შესახებ, ალიანსს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული და სერიოზული ინიციატივა რუსეთი–ნატოს საბჭოს მუშაობის განახლების თაობაზე, განუცხადა
РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.
მანამდე ნატომ გაავრცელა განცხადება, რომ მზადაა იმუშაოს რუსეთთან ნდობის აღდგენის ზომებზე, თუ მოსკოვი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის შესამცირებლად.
კიდევ უფრო ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მხარს უჭერს რუსეთი–ნატოს საბჭოს მუშაობის განახლებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვაა შესაძლებელი.
„არანაირი სერიოზული წინადადებები ნატოს მხრიდან არ მიგვიღია. ჩვენი ყველა ადრინდელი წინადადება დეესკალაციის შესახებ უპასუხოდ დარჩა“, — განაცხადა გრუშკომ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებების შემუშავების მიზნით, რომელიც გამორიცხავს ნატოს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და იარაღის განლაგებას რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, პირველ რიგში კი უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთს.
ამასთან მოსკოვს მიაჩნია, რომ აუცილებელია ოფიციალურად ეთქვას უარი ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთოს სტრატეგიულ პრინციპს — „არ განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე“.