https://sputnik-georgia.com/20211217/evrokavsirma-rusets-ekonomikuri-sanqciebi-gauxangrzliva-262928746.html
მიღებულია ერთხმად: ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა
მიღებულია ერთხმად: ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას, რის... 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T09:46+0400
2021-12-17T09:46+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთი
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23938/79/239387946_0:164:3059:1884_1920x0_80_0_0_7c079a73a6b005517498cb2110163942.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას, რის შესახებაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაწერა Twitter-ზე.ამასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ „თუ რუსეთი სამხედრო ქმედებებს განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ, ამას უზარმაზარი შედეგები და უზარმაზარი ფასი მოჰყვება“.არსებული ინფორმაციით, მორიგი სანქციები 2022 წლის იანვრის ბოლოდან შევა ძალაში.ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც უკვე შვიდი წელია მოქმედებს, მიმართულია რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვითი სექტორების წინააღმდეგ. კერძოდ, მთელ რიგ რუსულ ბანკებსა და კომპანიებს ეზღუდებათ წვდომა ევროკავშირის პირველად და მეორად ბაზრებზე, აკრძალულია იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი და ექსპორტი. გარდა ამისა, ევროკავშირმა რუსეთს შეუზღუდა ნავთობის სადაზვერვო და მოპოვების სერვისებსა და ტექნოლოგიებზე წვდომა.ევროკავშირმა თავდაპირველად სანქციები 2014 წლის ივლისის ბოლოს დააწესა ერთი წლით. 2015 წლის მარტში მათი მოქმედება მინსკის შეთანხმებების შესრულებას მიაბეს და იმ მომენტიდან შეზღუდვები ყოველ ექვს თვეში ხანგრძლივდება. გადაწყვეტილების მიღებამდე ევროკავშირის ქვეყნები სწორედ მინსკის შეთანხმებების შესრულებას აფასებენ.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23938/79/239387946_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_31b8470c2a1b1482d47f93d627128500.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთი, ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
მიღებულია ერთხმად: ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა
09:46 17.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას, რის შესახებაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაწერა
Twitter-ზე. „ევროკავშირის ლიდერები ერთსულოვნად შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების თაობაზე. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმების თავისი ნაწილი, დაიწყოს მინსკის შეთანხმების შესრულება“, — ნათქვამია მიშელის ტვიტში.
ამასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ „თუ რუსეთი სამხედრო ქმედებებს განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ, ამას უზარმაზარი შედეგები და უზარმაზარი ფასი მოჰყვება“.
არსებული ინფორმაციით, მორიგი სანქციები 2022 წლის იანვრის ბოლოდან შევა ძალაში.
ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც უკვე შვიდი წელია მოქმედებს, მიმართულია რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვითი სექტორების წინააღმდეგ. კერძოდ, მთელ რიგ რუსულ ბანკებსა და კომპანიებს ეზღუდებათ წვდომა ევროკავშირის პირველად და მეორად ბაზრებზე, აკრძალულია იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი და ექსპორტი. გარდა ამისა, ევროკავშირმა რუსეთს შეუზღუდა ნავთობის სადაზვერვო და მოპოვების სერვისებსა და ტექნოლოგიებზე წვდომა.
ევროკავშირმა თავდაპირველად სანქციები 2014 წლის ივლისის ბოლოს დააწესა ერთი წლით. 2015 წლის მარტში მათი მოქმედება მინსკის შეთანხმებების შესრულებას მიაბეს და იმ მომენტიდან შეზღუდვები ყოველ ექვს თვეში ხანგრძლივდება. გადაწყვეტილების მიღებამდე ევროკავშირის ქვეყნები სწორედ მინსკის შეთანხმებების შესრულებას აფასებენ.