https://sputnik-georgia.com/20211221/putini-ruseti-elis-seertebuli-statebis-mkafio-da-droul-pasuxs-usafrtxoebis-winadadebebze-263041470.html
პუტინი: რუსეთი ელის შეერთებული შტატების მკაფიო და დროულ პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე
პუტინი: რუსეთი ელის შეერთებული შტატების მკაფიო და დროულ პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებს, რომლებიც გაეგზავნა შეერთებული შტატებისა და ნატოს ხელმძღვანელობას, „ზოგიერთი... 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T18:42+0400
2021-12-21T18:42+0400
2021-12-21T22:26+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262217612_0:0:3137:1765_1920x0_80_0_0_7306b02a121bdccdf0271536af09d4a6.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. რუსეთი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატებისგან დროულად მიიღებს მკაფიო და ამომწურავ პასუხს თავის წინადადებებზე, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე.„ჩვენ ველოდებით კონსტრუქციულ და შინაარსიან მოლაპარაკებებს თვალსაჩინო და, გარკვეულ ვადებში, საბოლოო შედეგით, რომელიც უზრუნველყოფდა ყველასთვის თანაბარ უსაფრთხოებას. ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით", – განაცხადა მან.მისი თქმით, არსებობს საშიშროება იმისა, რომ დასავლეთი ეცდება ყველა წინადადება „გააჭიანუროს და რაღაც ჭაობში ჩაძიროს“ და ამ დროს აკეთოს ის, რაც თავად უნდა. მოვლენების ასეთი განვითარება რუსეთს ხელს არ აძლევს, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები სხვადასხვა საბაბით თავიანთი ტერიტორიებიდან „ათასობით კილომეტრის“ მანძილზე მოქმდებენ.„და როცა მათ საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდება უშლის ხელს, ამ ყველაფერს მოძველებულად, არასაჭიროდ მიიჩნევენ. ხოლო როცა მათ ინტერესებს რაიმე შეესაბამება, მაშინვე მოიშველიებენ ხოლმე საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს წესდებას, საერთაშორისო ჰუმანიტარულ უფლებებს და ა.შ. ეს მანიპულაციები უკვე მოსაბეზრებელია“, – დასძინა რუსეთის ლიდერმა.პუტინის თქმით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებს სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე, რომლებიც გაეგზავნა აშშ-ის და ნატოს ხელმძღვანელობას, „ზოგიერთი არაკეთილმოსურნე განმარტავს, როგორც ულტიმატუმს“, მაგრამ ეს ასე არ არის.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ხელშეკრულებების პროექტები, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს. დოკუმენტები უკვე გადაეცა ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს. შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი პუნქტი მოიცავს წინადადებას, რომლის მიხედვითაც ნატომ უნდა წარმოადგინოს გარანტია იმისა, რომ ალიანსი არ გაფართოვდება უკრაინის ხარჯზე. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა РИА Новости-ს განუცხადა, თუ ნატოსა და შეერთებული შტატების მხრიდან არ მოხდება რეაგირება რუსეთის მოთხოვნაზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამან შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ტალღა გამოიწვიოს.
https://sputnik-georgia.com/20211217/nato-rusettan-dialogistvismzadaa-262930928.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262217612_164:0:2895:2048_1920x0_80_0_0_e6c9d737ca519628e986f8a8bc62c818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
პუტინი: რუსეთი ელის შეერთებული შტატების მკაფიო და დროულ პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე
18:42 21.12.2021 (განახლებულია: 22:26 21.12.2021) რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებს, რომლებიც გაეგზავნა შეერთებული შტატებისა და ნატოს ხელმძღვანელობას, „ზოგიერთი არაკეთილმოსურნე განმარტავს, როგორც ულტიმატუმს“, რაც ასე არ არის.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. რუსეთი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატებისგან დროულად მიიღებს მკაფიო და ამომწურავ პასუხს თავის წინადადებებზე, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე.
„ჩვენ ველოდებით კონსტრუქციულ და შინაარსიან მოლაპარაკებებს თვალსაჩინო და, გარკვეულ ვადებში, საბოლოო შედეგით, რომელიც უზრუნველყოფდა ყველასთვის თანაბარ უსაფრთხოებას. ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით", – განაცხადა მან.
მისი თქმით, არსებობს საშიშროება იმისა, რომ დასავლეთი ეცდება ყველა წინადადება „გააჭიანუროს და რაღაც ჭაობში ჩაძიროს“ და ამ დროს აკეთოს ის, რაც თავად უნდა. მოვლენების ასეთი განვითარება რუსეთს ხელს არ აძლევს, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, ან ცდილობენ გააკეთონ, ან გეგმავენ უკრაინის ტერიტორიაზე – ეს ხომ არ არის ათასი კილომეტრით დაშორებული ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან, ეს ხდება ჩვენი სახლის კარებთან. მათ უნდა გაიგონ, რომ ჩვენ უბრალოდ უკან დასახევად ადგილიც აღარ გვრჩება“, – განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები სხვადასხვა საბაბით თავიანთი ტერიტორიებიდან „ათასობით კილომეტრის“ მანძილზე მოქმდებენ.
„და როცა მათ საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდება უშლის ხელს, ამ ყველაფერს მოძველებულად, არასაჭიროდ მიიჩნევენ. ხოლო როცა მათ ინტერესებს რაიმე შეესაბამება, მაშინვე მოიშველიებენ ხოლმე საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს წესდებას, საერთაშორისო ჰუმანიტარულ უფლებებს და ა.შ. ეს მანიპულაციები უკვე მოსაბეზრებელია“, – დასძინა რუსეთის ლიდერმა.
პუტინის თქმით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებს სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე, რომლებიც გაეგზავნა აშშ-ის და ნატოს ხელმძღვანელობას, „ზოგიერთი არაკეთილმოსურნე განმარტავს, როგორც ულტიმატუმს“, მაგრამ ეს ასე არ არის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ხელშეკრულებების პროექტები, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს. დოკუმენტები უკვე გადაეცა ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს. შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი პუნქტი მოიცავს წინადადებას, რომლის მიხედვითაც ნატომ უნდა წარმოადგინოს გარანტია იმისა, რომ ალიანსი არ გაფართოვდება უკრაინის ხარჯზე. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა РИА Новости-ს განუცხადა, თუ ნატოსა და შეერთებული შტატების მხრიდან არ მოხდება რეაგირება რუსეთის მოთხოვნაზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამან შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ტალღა გამოიწვიოს.