https://sputnik-georgia.com/20220111/tokaevma-cinovnikebis-xelfasebis--zrdaze-xutwliani-moratoriumi-gamoacxada-263518222.html
პრეზიდენტმა ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაზე ხუთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა
პრეზიდენტმა ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაზე ხუთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სახელმწიფო მოხელეებს საკმარისი ჯამაგირი აქვთ
2022-01-11T11:21+0400
2022-01-11T11:21+0400
2023-08-17T19:24+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 11 იანვარი − Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ხუთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა მინისტრებისთვის, რეგიონების ხელმძღვანელებისა და დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაზე, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“.პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს იმდენი ჯამაგირი ერიცხებათ, რომ მათთვის ხელფასების გაზრდა უახლოეს წლებში აუცილებელი არ არის.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინოვნიკების ხელფასების საკითხი უკვე 2021 წლის ბოლოსთვის განიხილებოდა აქტიურად.ტოკაევს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალია ქონებრივი დაყოფა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მთავრობას მოსახლეობის შემოსავლების გაზრდის პროგრამის შემუშავება დაავალა, რისთვისაც ორი თვე მისცა.მასობრივი გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევად გაზზე ფასების გაორმაგება გააპროტესტა. მოგვიანებით უკმაყოფილება სხვა ქალაქებსაც მოედო, მათ შორის, ქვეყნის უდიდეს ქალაქსა და ძველ დედაქალაქ ალმათის. დაიწყო მაროდიორობა, თავდასხმები სახელმწიფო დაწესებულებებზე, იარაღის დატაცება.პასუხად ხელისუფლებამ 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით და კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. ამ დროისათვის ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს ვითარებას.წყარო: „Sputnik–ყაზახეთი“
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტი ყაზახეთი ტოკაევი ხელფასი ჯამაგირი მორატორიუმი
პრეზიდენტი ყაზახეთი ტოკაევი ხელფასი ჯამაგირი მორატორიუმი
თბილისი, 11 იანვარი − Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ხუთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა მინისტრებისთვის, რეგიონების ხელმძღვანელებისა და დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაზე, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“.
პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს იმდენი ჯამაგირი ერიცხებათ, რომ მათთვის ხელფასების გაზრდა უახლოეს წლებში აუცილებელი არ არის.
„მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მოხელეთა ამ კატეგორიას საკმარისი ხელფასი აქვს და ამიტომ ჯამაგირის ზრდაზე ხუთწლიანი მორატორიუმის გამოცხადება შესაძლებლად მიმაჩნია მთავრობის წევრებისთვის, რეგიონების აკიმებისა და დეპუტატებისთვის“, − განაცხადა ტოკაევმა პარლამენტში გამოსვლისას.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინოვნიკების ხელფასების საკითხი უკვე 2021 წლის ბოლოსთვის განიხილებოდა აქტიურად.
ტოკაევს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალია ქონებრივი დაყოფა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მთავრობას მოსახლეობის შემოსავლების გაზრდის პროგრამის შემუშავება დაავალა, რისთვისაც ორი თვე მისცა.
მასობრივი გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევად გაზზე ფასების გაორმაგება გააპროტესტა. მოგვიანებით უკმაყოფილება სხვა ქალაქებსაც მოედო, მათ შორის, ქვეყნის უდიდეს ქალაქსა და ძველ დედაქალაქ ალმათის. დაიწყო მაროდიორობა, თავდასხმები სახელმწიფო დაწესებულებებზე, იარაღის დატაცება.
პასუხად ხელისუფლებამ 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით და კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო.
ამ დროისათვის ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს ვითარებას.