მოსაზრება: სურთ თუ არა ამერიკელებს რუსეთთან ომი?

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი ჯარისკაცები
ამერიკელი ჯარისკაცები - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
უკრაინის მთელ ამჟამინდელ ისტორიაში საკმაოდ ბევრია ეშმაკობა. ჩვენ განვიხილავთ დონბასის პრობლემას, მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობას, ჩვენი მეზობლების ნატოში გაწევრიანების მგზნებარე სურვილს, თუმცა თავისთვის ყველას კარგად ესმის, რომ უკრაინა აქ არაფერ შუაშია.
მთელი ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს იყო ქვეყანა–ფანტომი, უკუნით მოცული ქვეყანა, საზარელი და სასაცილო მირაჟი, რომელიც თავისი ნაქარგი პერანგებით, მოვითა (უკრაინული ენით) და ჩირაღდნებიანი მსვლელობებით გამოჩნდა ძველ საბჭოთა გაზსადენებთან. იყო ქვეყანა–მილი, მაგრამ ახლა მილი დაცარიელდა და მთელი ეს სიბნელე კვამლივით გაიფანტა. დარჩა მხოლოდ „უქრეინი“ — ოკუპირებული ტერიტორია, ჩემოდანი სახელურის გარეშე, რომელსაც ბოლო დღეებში, სანამ გადააგდებენ, ამერიკელი მფლობელები ნაჩქარევად ტენიან ასაფეთქებელი ნივთიერებებით. ის პაიკიც კი არ არის — ის არის შაშის ქვა, რომელსაც რუსეთი და ამერიკა ამოძრავებენ თავიანთ დიდ თამაშში.
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რა უნდათ ამერიკელებს პუტინისგან და რით დაემუქრებიან მას
ეს არის ისტორია აშშ–რუსეთის ურთიერთობებზე. ეს არის ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირების მოლაპარაკებები, ეს არის ჩვენი ბოლო გაფრთხილებები, ეს არის ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური საქმიანობა. შესაბამისად, თანამედროვეობის მთავარი კითხვა: რას ფიქრობენ ამაზე ამერიკელები, აპირებენ თუ არა ისინი ბრძოლას „უქრეინისთვის“, და თუ აპირებენ, რამდენად სერიოზულად?
სენატორ როჯერ ვიკერის განცხადებას, რომელმაც უკრაინაში ჯარების გაგზავნისა და რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დაფიქრების პირობა დადო, ხმაური მოჰყვა. „არც ერთი დუიმი უკან!" — დაწერა მან გასულ კვირას თავის Twitter-ზე.
მაგრამ ის ერთადერთი ექსცენტრიკული არ არის. სენატორმა ჯონი ერნსტმა Defencenews-ში მთელი გეგმა გამოაქვეყნა რუსეთის არარსებულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად. ის მოითხოვს, რომ ნატოს ქვედანაყოფები მუდმივად იყვნენ განლაგებული „უქრეინში“ როტაციის წესით, აწარმოონ იქ წვრთნები და ინსტრუქტაჟები.
ერნსტიცა და ვიკერიც რესპუბლიკელები არიან. იქნებ ეს არაჯანსაღი აგრესიულობა სწორედ მათი პარტიის „ფიშკაა?“ იქნებ, როგორც საბჭოთა კუპლეტისტები მღეროდნენ, „ეიზენჰაუერს ომი აბოდებს?“
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში: როგორ აიძულებენ რუსეთს გადახდასა და მონანიებას
მაგრამ არა, დემოკრატიულ ფლანგზე სურათი კიდევ უფრო დამთრგუნველია. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე დადო პირობა, რომ აშშ-ის ჯარებს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს არმიების გასაძლიერებლად გაგზავნის. ხოლო მის ირგვლივ შეკრებილი ნეოკონ-დემოკრატები, ვიქტორია ნულანდის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო გააფთრებით იქაჩებიან ომისკენ, ვიდრე კლასიკური რესპუბლიკური ქორები.
მილიტარისტულმა სიგიჟემ ორივე პარტია მოიცვა, ხოლო FoxNews-ის ბულბული ტაკერ კარლსონი შესამჩნევი ნოსტალგიით აღნიშნავს: „...თუ ტრამპი რამისთვის მარადიულ ქებას იმსახურებს, ეს ისაა, რომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ჰყავდა დაბმული ყველა ეს იდიოტი. ტრამპის დროს უაზრო ომები არ ყოფილა“.
მართლაც, ტრამპმა საერთოდ დაივიწყა უკრაინა, ხოლო ჩინეთის მსგავს მნიშვნელოვან მოთამაშეებთან მხოლოდ სავაჭრო ომებს ამჯობინებდა. გაიხსენეთ, რაოდენ ელეგანტურად დაიხია მან უკან ჩრდილოეთ კორეასთან რეალური კონფლიქტის პირველი მინიშნებისთანავე. „მშვიდობა, მეგობრობა, საღეჭი რეზინა“. როგორ მოხდა, რომ პროფესიონალი დეველოპერი გაცილებით უკეთ გაერკვა საერთაშორისო საქმეებში, ვიდრე პროფესიონალი პოლიტიკოსები?
ოლიმპიური თამაშების დახურვა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
აშშ რუსულ სპორტს უცხადებს „ომს საზღვრების გარეშე“
უკვე არაერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად ჰგავს „უქრეინის“ ამჟამად არსებული ვითარება კარიბის კრიზისის დასაწყისს. ამერიკის საინფორმაციო პოლიტიკა ასეთი კრიზისის დღეებში კლასიკურად ბიპოლარულია. უეცარი და უსაფუძვლო ფსიქოპათიური გადავარდნები ერთი უკიდურესობიდან მეორეში. ხან „რუსები მოდიან!“, ხან „თავს უშველეთ, ვისაც შეგიძლიათ!“, „ყველანი დავიხოცებით“, ან, პირიქით: „დავბომბავთ!“
ასე გამოაყოფინა სენატორმა ჯონ კენედიმ 1960 წელს ბიუჯეტიდან პენტაგონისთვის ფული, დააშინა რა კოლეგები იმით, რომ ეს ფაქტობრივად სიკვდილ–სიცოცხლის საკითხი იყო.
კენედი ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირს მკაფიო უპირატესობა ჰქონდა შორი მანძილის რაკეტების კუთხით. თუ ეს უპირატესობა დაგროვდებოდა და რუსები გადაწყვეტდნენ, რომ მათ ყველა მნიშვნელოვანი სამიზნის ერთი დარტყმით განადგურება შეეძლოთ, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ გაისროდნენ შეერთებული შტატების მიმართულებით მათ ხელთ არსებული ყველა ბირთვული იარაღიდან. აი, ამიტომაცაა საჭირო მეტი ასიგნაციეობიო.
დადგა 1961 წლის ივნისი. კენედი პრეზიდენტი გახდა და ვენაში ხრუშჩოვს შეხვდა. ლიდერები მაშინაც, როგორც ახლა უკრაინას, კიდევ ერთი ლიმიტროფის — დასავლეთ ბერლინის ბედს განიხილავდნენ. ამერიკელი ჟურნალისტი იხსენებს, რომ ვენაში „საპრეზიდენტო გუნდმა ღიად დაიწყო ტრაბახი საბჭოთა კოლეგების წინაშე ბირთვულ იარაღში ამერიკის უპირატესობით და მიანიშნებდა, რომ ამერიკა პირველი მიიტანდა დარტყმას, რათა საბჭოთა კავშირისთვის პასუხის საშუალება არ მიეცა...“
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
მოსაზრება: შტატებმა რუსეთის საუკეთესო ადამიანებს შეუტია
ვენაში შეხვედრა ფიდელ კასტროს დამხობის ამერიკული ოპერაციის სამარცხვინო წარუმატებლობის შემდეგ მალევე შედგა. პუტინსა და ბაიდენს შორის დეკემბრის მოლაპარაკებები კი ავღანეთიდან ამერიკული არმიის სამარცხვინო გაქცევიდან სამი თვის შემდეგ გაიმართა. ვენაში მოლაპარაკებებმა ფაქტობრივად დაადასტურა სტატუს კვო — ბერლინში კედელი აშენდა, დასავლეთ ბერლინის საკითხი 30 წლით გაიყინა. პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებების შემდეგ ჯერჯერობით არცერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.
თუმცა 1961 წელს აგრესიულმა ამერიკულმა რიტორიკამ და თურქეთში მათი რაკეტების განთავსებამ ხრუშჩოვის პროვოცირება გამოიწვია და მან კუბაზე რაკეტები გაგზავნა. „და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო...“
რას ფიქრობენ დღეს რიგითი ამერიკელები „უქრეინზე?“ 2014 წელს გაზეთმა Washington Post-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები თემაზე, „სურთ თუ არა ამერიკელებს უკრაინისთვის ბრძოლა“. იმ მომენტისთვის ომი გამოკითხულთა მხოლოდ 13%-ს სურდა. პარალელურად მონაწილეებს სთხოვეს, ეპოვათ უკრაინა მსოფლიო რუკაზე. იპოვა მხოლოდ 16%-მა. გამოკითხვამ საინტერესო კორელაცია აჩვენა: რაც უფრო ცუდად ჰქონდა წარმოდგენილი კვლევის მონაწილეს, სად იყო უკრაინა, მით უფრო სურდა იქ ჯარების გაგზავნა.
ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
მოსაზრება: რუსულმა საიდუმლო იარაღმა აშშ-ს ევროპის ცენტრში მიაყენა დარტყმა
გამოკითხვის რუკა მართლაც შთამბეჭდავია. ამერიკული „უქრეინი“ ხან აფრიკაშია, ხან — ინდოეთში, ალასკაზე თუ ისლანდიაში. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ უცოდინრობა არ არის — ეს საინფორმაციო ბუშტის ეფექტია, რომელშიც ამერიკელები თაობების განმავლობაში ცხოვრობენ. მის შიგნით არსებულ რეალობას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო სამყაროში არსებულ ვითარებასთან. იქ სხვა გეოგრაფიაა, სხვა პოლიტიკა, სხვა ეკონომიკა — ყველაფერი სხვაა.
მაგრამ კიდევ უფრო უარესია ის, რომ ამ „მატრიცის“ შემქმნელ ელიტებს უკვე თავადაც სჯერათ მისი, მთლიანად არიან ჩაძირულები მასში და ასე ცხოვრობენ. ამ კუთხით ჰარვარდის ბევრი კურსდამთავრებული არაფრით განსხვავდება მისისიპის შტატის ქალაქ ტუპელოს მცხოვრები გაუნათლებელი შავკანიანი დედილოსგან.
2014 წლიდან ამერიკელებსა და მათთან ერთად ოქროს მილიარდის ყველა მცხოვრებს გულმოდგინედ ამზადებდნენ სამხედრო სირთულეებისთვის. ჰოლივუდი აურაცხელ ბლოკბასტერს ქმნიდა სამყაროს მასშტაბის კატასტროფების შესახებ, რომელთა ნანგრევებიდანაც ცალკეულ გადარჩენილებს ამერიკელი სუპერგმირები იხსნიან. პოსტაპოკალიფსური ჟანრი პირდაპირ ყვავის.
Navy Seal-ის სპეცრაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
Newsweek-ის სკანდალური წერილი: ამერიკის საიდუმლო არმია მთელ მსოფლიოში მუშაობს
ადვილი მისახვედრია, რომ ჰოლივუდურ წარმოდგენაში პოსტ-აპი ყოველთვის ძალიან მყუდროდ გამოიყურება. აუცილებლად არსებობს რაიმე გენერატორი, რომელიც ელექტროენერგიას უზრუნველყოფს, ყოველთვის არის ბენზინი, შუქი ანთია, ვენტილატორები ტრიალებს, მაცივარში კი ყინულის კუბებია კოქტეილებისთვის. მარტოსული გმირი უკაცრიელ ქალაქებში დაეხეტება, კარგად ჭამს, უსმენს მუსიკას — და უნებურად თავში ეპარება აზრი, რომ ასე, ადამიანების გარეშე ცხოვრება მხოლოდ უკეთესი გახდა.
ეს რუსებს — და ბევრ სხვა ხალხს — აქვთ გენეტიკური მეხსიერება მათ ტერიტორიაზე მომხდარი ომის შესახებ. მათ იციან, რომ სინამდვილეში მიტოვებული ქალაქები გახრწნილი ცხედრებით იქნება მოფენილი, ხოლო გმირს მყისიერად გაუხვრეტდა თავს რომელიმე გადარჩენილი გიჟი ან ბანდიტი. მაგრამ ამერიკელები, რომლებსაც არასოდეს განუცდიათ ტოტალური ომის საშინელება, მასიურად არიან დარწმუნებული, რომ ბირთვული ომის შემდეგ ყველაფერი სწორედ ასე იქნება: რომანტიკულად და სავიოლინო მუსიკის ფონზე.
ომის შემდგომი სამყაროს გაჭირვებისთვის, მრავალი თვალსაზრისით, თანამედროვე „კლიმატური რიტორიკაც“ ამზადებს ადამიანებს. პროგრესული მედია ყოველდღურად მოუწოდებს მოქალაქეებს, სოიოს ხორცზე და შემწვარ კალიებზე გადაერთონ, უარი თქვან საქონლის ხორცზე, რძეზე, ყველზე, ყავასა და ღვინოზე.
გადამწვარი ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
მოსაზრება: როგორ თამაშობენ ამერიკელები კლიმატის თემით
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როგორ იცხოვრებს დანარჩენი დედამიწის მოსახლეობა, თუ ოქროს მილიარდი კალიებზე გადავა? რას მიირთმევენ იმ ქვეყნების მცხოვრებლები, სადაც მანამდე იწარმოებოდა ხორცი, ღვინო და ყავა? და რა უნდა დაემართოს წარმოებას, აგრომრეწველობას, მიწოდებების ჯაჭვებს, რომ მთელი მსოფლიო ასეთ ცხოვრებამდე მივიდეს? გვეუბნებიან, ეკოლოგიური კატასტროფაო. მაგრამ, განა ეკოლოგიური კატასტროფა გლობალური ბირთვული ომის თავაზიანი მეტაფორა არ არის?
ხოლო ის კოშმარი, რომელიც დღეს ევროპაში ხდება, ეს მხოლოდ ვაიმარია მინიმალური ხელფასებით. გაჭირვება, სიცივემ და შიმშილმა უნდა გამოწვრთნას ევროპელები და მოამზადოს ისინი იმისთვის, რომ ომიც კი ჯობს იმ სამყაროს, რომელშიც ისინი ახლა ცხოვრობენ — პრინციპით „უსასრულო საშინელებას საშინელი აღსასრული სჯობს“. თუმცა, არც ამერიკაშია ძალიან შორს მსგავსი რამ.
რაც უფრო ცუდად ცხოვრობენ ადამიანები, მით მეტად არიან განწყობილი ომებისთვის. ომი რჩება ერთადერთ სოციალურ ლიფტად — უფრო მეტიც, მაძღრისად ჭამის ერთადერთ შესაძლებლობად. ოცი წლის წინ აყვავებულ უკრაინაში არავის სურდა ნატოში გაწევრიანება. დღევანდელ ღარიბ „უქრეინში“ ამას უკვე მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი უჭერს მხარს.
ნატოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
მოსაზრება: დიდი დამარცხება – ნატო თავს ისამარებს
ამერიკაშიც იგივე ხდება. 2021 წელს ამერიკელების უკვე ნახევარი იყო მზად, გაეგზავნა ამერიკელი ჯარისკაცები რუსეთთან საბრძოლველად. თუმცა კვლევა მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდა, ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ გამოკითხვის შედეგები განსხვავებული იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ ამერიკელებს უყვართ ციფრების მიწერა — როგორც არჩევნებში, ისე სტატისტიკაში, მოკლედ, ყველგან.
თუმცა მთლიანობაში მასობრივი ცნობიერების მილიტარიზაცია გამაოგნებელი ტემპით მიმდინარეობს და ეს სრულიად გასაგებია. ამერიკელი ხალხის ცხოვრება სწრაფად უარესდება, უპრეცედენტო ინფლაცია დოლარს დისკრედიტაციითა და ქვეყნის გაღარიბებით ემუქრება. გადარჩენის ერთადერთ შანსად ისეთი მდიდარი ქვეყნების ძარცვა გამოიყურება, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი.
ამერიკულმა ელიტებმა თავი მსოფლიო დომინირების ხაფანგში ჩაიგდეს. მათ ესმით, რომ ავღანეთში სისუსტის გამოჩენის შემდეგ ჩავარდნას აღარავინ აპატიებს. საბჭოთა პერიოდში ამერიკელებს დომინოს პრინციპისა სწამდათ — ეშინოდათ, რომ თუ რომელიმე ქვეყანას კომუნიზმის ვირუსი შეეყრებოდა, მაშინ მისი მეზობლებიც აუცილებლად მოხვდებოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ.
 ნავთობგადამამუშავებელი პლატფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ევროპა რუსეთს „სიცივის ექსპორტში“ ადანაშაულებს
ამერიკას დღეს დომინოს პრინციპით გავლენის დაკარგვა ემუქრება. შეუძლებელია ვაშინგტონი ვერ ხედავდეს, რომ კეთილი ტაივანელები სამალავებიდან გადანახულ ჩინურ დროშებს იღებენ, ხოლო გულწრფელი უკრაინელები რუსები არიან. „ნამდვილად ბობოქარი“ ცოტაა, ვაშინგტონისთვის ვინ სულელი იბრძოლებს? ლიმიტროფული ტერიტორიების მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაშია გამოწვრთნილი, რომ არმიებს ავტომატებით კი არა, ყვავილებით უნდა დახვდნენ. ვფიქრობ, უმეტესობა უკვე ყიდულობს თაიგულებს.
ხოლო ამ მიმართულებებით წარუმატებლობის შემდეგ ვაშინგტონს სხვა ყველა დანარჩენი მოკავშირის მასიური გაქცევა ელოდება. და ამერიკელებს არ ეყოლებათ იმაზე უარესი მტრები, ვიდრე მათი ყოფილი ვასალები იქნებიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0