https://sputnik-georgia.com/20210827/ass-rusul-sports-brzolas-ucxadebs-258706845.html
აშშ რუსულ სპორტს უცხადებს „ომს საზღვრების გარეშე“
აშშ რუსულ სპორტს უცხადებს „ომს საზღვრების გარეშე“
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T16:11+0400
2021-08-27T16:11+0400
2021-08-28T13:18+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1b/258706473_0:140:3147:1910_1920x0_80_0_0_63ce0e6492745d32b0d67fbd58b459c7.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვაგგონიათ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლითა და უმკაცრესი დოპინგ-კონტროლის გავლით რუსმა სპორტსმენებმა თავიანთი პრობლემები გადაჭრეს? სამწუხაროდ, არა. როგორც ჩანს, რუსულ სპორტის პრობლემები მხოლოდ იწყება.ამერიკელმა კონგრესმენებმა ახალი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომელთან შედარებითაც „როდჩენკოვის აქტი“ უბრალო თამაშია. „ოქროს აქტი“ აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის შედევრია, რომელიც დოპინგის კუთხით დარღვევების სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებთან — ფულის გათეთრებასთან და რეკეტთან გათანაბრებას გვთავაზობს.თუ კანონს მიიღებენ, მისი გამოყენების სფერო მთელი მსოფლიო იქნება. აშშ-ის სპეცსამსახურები „დოპინგური სქემების ორგანიზატორების“ ძებნას დაიწყებენ ნებისმიერ საერთაშრისო შეჯიბრზე, რომლებშიც თუნდაც ერთი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თუნდაც ერთი ამერიკული ფირმა ასპონსორებს, ან თუნდაც ერთი ამერიკული ტელეკომპანია ტრანსლირებს.კანონთა პაკეტი ფულის გათეთრებისა და რეკეტის წინააღმდეგ (RICO) შეერთებულ შტატებში 1970 წელს მიიღეს მაფიასთან ბრძოლის მიზნით. მის თანახმად, დაშვებულია ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილების მოსმენა, თვალთვალი და მოსმენის გზით მიღებული მასალების სასამართლოში გამოყენება. RICO იმის გამო აამუშავეს, რომ ნიუ-იორკელი „ნათლიები“, ლოს-ანჯელესისა და კი-უესტის არაკეთილსინდისიერი პოლიციელები გაემწესებინათ „ნარებზე“. ბევრი მათგან დღემდე იხდის სასჯელს.„ოქროს აქტი“, ისევე, როგორც „როდჩენკოვის აქტი“, სრულიად ექსტერიტორიულია. როგორც ის მოიაზრებს, ამერიკული სადაზვერვო სამსახურები მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე ინადირებენ — უთვალთვალებენ, მოუსმენენ, მათ დაპატიმრებასა და აშშ-ში ექსტრადიციას მოითხოვენ. გარდა ამისა, რაღაც იდუმალ „სპეცოპერაციებსაც“ ჩაატარებენ.არავინ მალავს, კერძოდ ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს კანონი. „ისეთი ავტორიტარული ქვეყნებისთვის, როგორიც რუსეთია, დოპინგი ასიმეტრიულ იარაღად რჩება, რომლის მეშვეობითაც ის კანონს არღვევს“, — განაცხადა „ოქროს აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა.ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა სტივ კოენმა კი განმარტა, რომ კანონპროექტის აუცილებლობას ამერიკელ სპორტსმენთა საჩივრები ადასტურებს ტოკიოს ოლიმპიადაზე. „ჩვენს სპორტსმენებს ეჭვი აქვთ, რომ დოპინგის გამოყენება გრძელდება“, — თქვა კოენმა.ეს აშკარა მინიშნებაა ამერიკელ მოცურავე რაიან მერფიზე, რომელსაც რუსმა ევგენი რილოვმა ოქრო გამოსტაცა 200 მეტრზე ზურგზე ცურვაში. „არ ვიცი ყველაფერი ასი პროცენტით სუფთად იყო თუ არა“, — განაცხადა წაგებულმა.შემდეგ ამავე თემაზე გამოსვლები დაიწყო მისმა კოლეგამ ნაკრებში ლილი კინგმა. „[ოლიმპიადაზე] ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებიც არ უნდა იყვნენ“, — თქვა მან.სიტუაციის აბსურდი ყველა ზღვარს სცდება. WADA-მაც და მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმაც უკვე არაერთხელ დაადასტურეს, რომ რუს გამარჯვებულებს არაფერი არ აღმოაჩნდათ. ისინი უბრალოდ იბრძოდნენ და პატიოსნად გაიმარჯვეს. მაგრამ წაგებული ამერიკელები ამას ვერ ეგუებიან და დასახმარებლად თავიანთ ძალოვნებს უხმობენ. კიდევ კარგი, რომ არა არმიას.მაშინ პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაიცეს ოლიმპიური მედლები — რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ამერიკელ მოქალაქეებზე. ან რომელიმე ქვეყნის საზღვართან, რომელიც რაიმე ჩემპიონატის ორგანიზატორი იქნება, ავიამზიდი მიიყვანონ, რათა იქიდან ადევნონ თვალი, ვინმე ხომ არ აბრაზებს ამერიკელ სპორტსმენებს.ამ სიგიჟეს განსაკუთრებულ სიმწვავეს მატებს ის, რომ ბოლო დროის აბსოლუტურად ყველა გახმაურებული დოპინგ-სკანდალი ამერიკელ სპორტსმენებს უკავშირდება. სპრინტერი შა’კარი რიჩარდსონი სულ ახლახან ჩამოაშორეს შეჯიბრს მარიხუანის გამო. ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზმა ოლიმპიადაზე გამოსვლა ვერ შეძლო იმის გამო, რომ „რიტალინი“ არ მიაწოდეს. სამი წლის წინ დოპინგის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს ლეგენდარულ მოცურავეს, მრავალგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს ჩემპიონ რაიან ლოჰტეს. ცნობილი ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი თუ გახსოვთ, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში იჯდა კორტიკოსტეროიდებზე?ეს მხოლოდ ყველაზე ხმაურიანი სკანდალებია. მსოფლიომ საერთოდ არ იცის, რა ხდება, აშშ-ის პროფესიულ სპორტში. ეს მთელი პლანეტისთვის ცნობილი საკალათბურთო, ბეისბოლისა და ჰოკეის ლიგებია — ათასობით სპორტსმენი, ტრილიონ დოლარიანი ბიზნესი, საკულტო შეჯიბრები. და მთელ ამ აყვავებულ სფეროს საერთოდ არ აკონტროლებს ამერიკის ანტიდოპინგური კომიტეტი USADA.თითოეულ ლიგას თავისი ორგანიზაცია ჰყავს, რომელიც თითქოს აკვირდება დოპინგის გამოყეებას. მაგრამ იქ ისეთი ფული ტრიალებს, რომ აკრძალულ ნივთიერებებზე არავინ არავის არ იჭერს. 2012 წელს WADA-ს გენდირექტორი დევიდ ჰაუმანი საჯაროდ აკრიტიკებდა NBA-ს დოპინგში „თეთრი ლაქებისთვის“. მან ლეგენდარულ კალათბურთელებს სიმაღლის ჰორმონზე ანალიზების ჩაბარებაც კი მოსთხოვა, მაგრამ მათ ეს იდეა უგულებელყვეს.თუ დოპინგის სახელმწიფო მხარდაჭერაზე ვილაპარაკებთ, აშშ-ში ამერიკელი სპორტსმენების პრობლემების შესახებ შესანიშნავად უწყიან „ზემოთ“. ეს სისტემური პროცესებია, რომლებიც მხოლოდ ღრმავდება თაობიდან თაობაში, ასახიჩრებს რა ათობით ათას ბავშვსა და ახალგაზრდას. არა, ეს რუსული პროპაგანდის გამოგონილი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტს მოუსმინეთ:ეს არის ციტატა ჯო ბაიდენის 2008 წლის გამოსვლიდან, როდესაც ის აშშ-ის სენატორი იყო დელავერის შტატიდან. ასე მიმართა მან კოლეგებს მაშინ და მოუწოდა, რომ დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება მოეხდინათ.როგორც ვხედავთ, შტატების ხელისუფლებამ იცის, რაც ხდება ამერიკულ სპორტში. მაგრამ ანტიდოპინგური კანონმდებლობის დამრღვევების დაჭერა რატომღაც რუსეთში უნდათ. კაფკა ისვენებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210803/amerikelebi-olimpiadaze-patiosani-TamaSidan-garicxes-252496048.html
https://sputnik-georgia.com/20210531/mosazreba-amerikam-koronavirusSi-damnaSave-ipova-251884514.html
https://sputnik-georgia.com/20210817/Statebma-rusetis-saukeTeso-adamianebs-Seutia-252605741.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1b/258706473_208:0:2939:2048_1920x0_80_0_0_90bb98ccbe51d8a7946190384f997e36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, რუსეთი
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, რუსეთი
გგონიათ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლითა და უმკაცრესი დოპინგ-კონტროლის გავლით რუსმა სპორტსმენებმა თავიანთი პრობლემები გადაჭრეს? სამწუხაროდ, არა. როგორც ჩანს, რუსულ სპორტის პრობლემები მხოლოდ იწყება.
ამერიკელმა კონგრესმენებმა ახალი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომელთან შედარებითაც „როდჩენკოვის აქტი“ უბრალო თამაშია. „ოქროს აქტი“ აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის შედევრია, რომელიც დოპინგის კუთხით დარღვევების სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებთან — ფულის გათეთრებასთან და რეკეტთან გათანაბრებას გვთავაზობს.
თუ კანონს მიიღებენ, მისი გამოყენების სფერო მთელი მსოფლიო იქნება. აშშ-ის სპეცსამსახურები „დოპინგური სქემების ორგანიზატორების“ ძებნას დაიწყებენ ნებისმიერ საერთაშრისო შეჯიბრზე, რომლებშიც თუნდაც ერთი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თუნდაც ერთი ამერიკული ფირმა ასპონსორებს, ან თუნდაც ერთი ამერიკული ტელეკომპანია ტრანსლირებს.
კანონთა პაკეტი ფულის გათეთრებისა და რეკეტის წინააღმდეგ (RICO) შეერთებულ შტატებში 1970 წელს მიიღეს მაფიასთან ბრძოლის მიზნით. მის თანახმად, დაშვებულია ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილების მოსმენა, თვალთვალი და მოსმენის გზით მიღებული მასალების სასამართლოში გამოყენება. RICO იმის გამო აამუშავეს, რომ ნიუ-იორკელი „ნათლიები“, ლოს-ანჯელესისა და კი-უესტის არაკეთილსინდისიერი პოლიციელები გაემწესებინათ „ნარებზე“. ბევრი მათგან დღემდე იხდის სასჯელს.
„ოქროს აქტი“, ისევე, როგორც „როდჩენკოვის აქტი“, სრულიად ექსტერიტორიულია. როგორც ის მოიაზრებს, ამერიკული სადაზვერვო სამსახურები მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე ინადირებენ — უთვალთვალებენ, მოუსმენენ, მათ დაპატიმრებასა და აშშ-ში ექსტრადიციას მოითხოვენ. გარდა ამისა, რაღაც იდუმალ „სპეცოპერაციებსაც“ ჩაატარებენ.
არავინ მალავს, კერძოდ ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს კანონი. „ისეთი ავტორიტარული ქვეყნებისთვის, როგორიც რუსეთია, დოპინგი ასიმეტრიულ იარაღად რჩება, რომლის მეშვეობითაც ის კანონს არღვევს“, — განაცხადა „ოქროს აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა.
ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა სტივ კოენმა კი განმარტა, რომ კანონპროექტის აუცილებლობას ამერიკელ სპორტსმენთა საჩივრები ადასტურებს ტოკიოს ოლიმპიადაზე. „ჩვენს სპორტსმენებს ეჭვი აქვთ, რომ დოპინგის გამოყენება გრძელდება“, — თქვა კოენმა.
ეს აშკარა მინიშნებაა ამერიკელ მოცურავე რაიან მერფიზე, რომელსაც რუსმა ევგენი რილოვმა ოქრო გამოსტაცა 200 მეტრზე ზურგზე ცურვაში. „არ ვიცი ყველაფერი ასი პროცენტით სუფთად იყო თუ არა“, — განაცხადა წაგებულმა.
შემდეგ ამავე თემაზე გამოსვლები დაიწყო მისმა კოლეგამ ნაკრებში ლილი კინგმა. „[ოლიმპიადაზე] ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებიც არ უნდა იყვნენ“, — თქვა მან.
სიტუაციის აბსურდი ყველა ზღვარს სცდება. WADA-მაც და მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმაც უკვე არაერთხელ დაადასტურეს, რომ რუს გამარჯვებულებს არაფერი არ აღმოაჩნდათ. ისინი უბრალოდ იბრძოდნენ და პატიოსნად გაიმარჯვეს. მაგრამ წაგებული ამერიკელები ამას ვერ ეგუებიან და დასახმარებლად თავიანთ ძალოვნებს უხმობენ. კიდევ კარგი, რომ არა არმიას.
მაშინ პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაიცეს ოლიმპიური მედლები — რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ამერიკელ მოქალაქეებზე. ან რომელიმე ქვეყნის საზღვართან, რომელიც რაიმე ჩემპიონატის ორგანიზატორი იქნება, ავიამზიდი მიიყვანონ, რათა იქიდან ადევნონ თვალი, ვინმე ხომ არ აბრაზებს ამერიკელ სპორტსმენებს.
ამ სიგიჟეს განსაკუთრებულ სიმწვავეს მატებს ის, რომ ბოლო დროის აბსოლუტურად ყველა გახმაურებული დოპინგ-სკანდალი ამერიკელ სპორტსმენებს უკავშირდება. სპრინტერი შა’კარი რიჩარდსონი სულ ახლახან ჩამოაშორეს შეჯიბრს მარიხუანის გამო. ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზმა ოლიმპიადაზე გამოსვლა ვერ შეძლო იმის გამო, რომ „რიტალინი“ არ მიაწოდეს. სამი წლის წინ დოპინგის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს ლეგენდარულ მოცურავეს, მრავალგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს ჩემპიონ რაიან ლოჰტეს. ცნობილი ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი თუ გახსოვთ, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში იჯდა კორტიკოსტეროიდებზე?
ეს მხოლოდ ყველაზე ხმაურიანი სკანდალებია. მსოფლიომ საერთოდ არ იცის, რა ხდება, აშშ-ის პროფესიულ სპორტში. ეს მთელი პლანეტისთვის ცნობილი საკალათბურთო, ბეისბოლისა და ჰოკეის ლიგებია — ათასობით სპორტსმენი, ტრილიონ დოლარიანი ბიზნესი, საკულტო შეჯიბრები. და მთელ ამ აყვავებულ სფეროს საერთოდ არ აკონტროლებს ამერიკის ანტიდოპინგური კომიტეტი
USADA.
თითოეულ ლიგას თავისი ორგანიზაცია ჰყავს, რომელიც თითქოს აკვირდება დოპინგის გამოყეებას. მაგრამ იქ ისეთი ფული ტრიალებს, რომ აკრძალულ ნივთიერებებზე არავინ არავის არ იჭერს. 2012 წელს WADA-ს გენდირექტორი დევიდ ჰაუმანი საჯაროდ აკრიტიკებდა NBA-ს დოპინგში „თეთრი ლაქებისთვის“. მან ლეგენდარულ კალათბურთელებს სიმაღლის ჰორმონზე ანალიზების ჩაბარებაც კი მოსთხოვა, მაგრამ მათ ეს იდეა უგულებელყვეს.
თუ დოპინგის სახელმწიფო მხარდაჭერაზე ვილაპარაკებთ, აშშ-ში ამერიკელი სპორტსმენების პრობლემების შესახებ შესანიშნავად უწყიან „ზემოთ“. ეს სისტემური პროცესებია, რომლებიც მხოლოდ ღრმავდება თაობიდან თაობაში, ასახიჩრებს რა ათობით ათას ბავშვსა და ახალგაზრდას. არა, ეს რუსული პროპაგანდის გამოგონილი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტს მოუსმინეთ:
„ამერიკელ სპორტსმენებს — პროფესიონალებსაც, მოყვარულებსაც და მათაც, ვინც საუნივერსიტეტო სპორტს წარმოადგენს <…>, არ შეუძლიათ გაუძლონ სტეროიდებისა თუ სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ცდუნებას. <…> განსაკუთრებით ძლიერია ზეწოლა ყველაზე მაღალ დონეზე, სადაც ნაკრებში უნდა განიმტკიცო ადგილი. <…> შედიხარ გასახდელში და ხედავ მეტოქეს, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში კუნთოვანი მასის 20 ფუნტი აქვს მომატებული და ფიქრობ: ეი, ერთი წუთით, მეც უნდა გავაკეთო ასე, თორემ ნაკრებში ჩემს ადგილს ეს მიიღებს.<…> ეს გიგანტური პრობლემაა“.
ეს არის ციტატა ჯო ბაიდენის 2008 წლის გამოსვლიდან, როდესაც ის აშშ-ის სენატორი იყო დელავერის შტატიდან. ასე მიმართა მან კოლეგებს მაშინ და მოუწოდა, რომ დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება მოეხდინათ.
როგორც ვხედავთ, შტატების ხელისუფლებამ იცის, რაც ხდება ამერიკულ სპორტში. მაგრამ ანტიდოპინგური კანონმდებლობის დამრღვევების დაჭერა რატომღაც რუსეთში უნდათ. კაფკა ისვენებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს