ევროპა რუსეთს „სიცივის ექსპორტში“ ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკში ნავთობგადამამუშავებელი პლატფორმა
 ნავთობგადამამუშავებელი პლატფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
რეალობამ ევროპის „ენერგეტიკული გადასვლის“ გეგმებს მტკივნეული დარტყმა მიაყენა.
ვიქტორია ნიკიფოროვა
გასულ წელს გაზი თითქმის ათჯერ გაძვირდა. მას კი, როგორც „ელმავალს“, უკან მიჰყვა ელექტრობის, საწვავის, პროდუქტის, გადაზიდვისა და სხვა ფასები.
თავდაპირველად „მხიარულება“ მხოლოდ ბირჟებს შეეხო. თუმცა ერთ-ორ თვეში ის საგრძნობლად დაეტყობა რიგითი ევროპელის ჯიბესაც. ყველაზე მოკრძალებული ვარაუდით, მომავალ წელს საშუალო ბრიტანულ კომლს ელექტრობისთვის 1500 გირვანქით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე აქამდე იხდიდა. თანაც ერთი კილოვატი მოსახლეობისთვის აქ ექვსჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში. ორი მილიონი კომლი კი უსახსრობის გამო გადასახადებს საერთოდ არ იხდიდა.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
მსოფლიო დღეს
ისტორიული რეკორდი: გაზის ფასი ევროპაში ერთ დღეში 17%-ით გაიზარდა
კი მაგრამ, მწვანე ენერგეტიკა სადღა გაქრა? ელექტრობის მთელი ეს სუფთა წყაროები, რომლებმაც სიკეთის ძალით უნდა განკურნონ ჩვენი პლანეტა? აი აქ კი მოკრძალებულად უნდა ვაღიაროთ ცხადზე ცხადი რამ - ქარისა და მზის პანელები ჯერ ვერ აუდიან მოთხოვნილებას. წელს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამომუშავება ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარში ევროკავშირი გიგანტური „ბლექაუტის“ ზღვარზე აღმოჩნდა.
უქარო ამინდი ზაფხულში, ღრუბლიანობა, ცივი ზამთარი, შიში, რომ მომდევნო ზამთარი კიდევ უფრო ცივი იქნება - ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მძლავრი ფაქტორი აღმოჩნდა ფასწარმოქმნისთვის, ვიდრე ნახშირბადის კვალის შემცირების მსურველები.
შედეგმაც არ დააყოვნა. ელექტრობის გაძვირებამ სასუქების მწარმოებელი ქარხნების დახურვა გამოიწვია. ტრანსპორტირების ფასები სწრაფად იზრდება. შეშინებული ფერმერები, რომლებსაც ნახშირბადის გამოფრქვევის მატებაში ადანაშაულებენ, წინასწარ აძვირებენ თავიანთ პროდუქციას. ადამიანები კარგავენ სამუშაოს, შემდეგ კი შიშით შესცქერიან ფასებს სუპერმარკეტებში.
ერთი შეხედვით, ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსავალი ევროპელებისთვის ნათელია. თანამშრომლობის გაღრმავება რუსეთთან და მისგან ატომურ ელექტროსადგურში გამომუშავებული ენერგიის შეძენა - ენერგიის უფრო სუფთა და მძლავრი წყარო დღეს არ არსებობს.
გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
მსოფლიო დღეს
ევროპაში გაზის ფასმა რეკორდი მოხსნა
მაგრამ არა, არ შეიძლება - ამერიკელმა პარტნიორებმა შეიძლება ვერ გაუგონ. ამიტომ ევროპელი ხელისუფალნი, ყველა ეკოლოგიური სლოგანის მიუხედავად, მასობრივად იწყებენ ნახშირზე გადასვლას. ყველაზე ჭუჭყიან, საზიანო, ყველა მეცნიერის მიერ სამართლიანად გაცამტვერებულ საწვავზე. ეკოლოგიური სამოთხის ნაცვლად, ევროპა აშენებს დიკენსისეულ ჯოჯოხეთს სმოგით, ჭლექითა და გაღატაკებული სახალხო მასებით.
ევროპის საშუალო ფენის გაკოტრება მთელი წელი რეკორდული ტემპით მიმდინარეობდა. ფასების ზრდა პროცესს ალბათ ბოლომდე მიიყვანს. ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში ბავშვიანი ოჯახების 14 პროცენტს საჭმლისთვის ფული არ ჰყოფნიდა. ამ ზაფხულს მათი რაოდენობა 24 პროცენტამდე გაიზარდა.
მთავრობა ცდილობდა ღარიბების დახმარებას. ეცადნენ არდადეგებზეც გამოეკვებათ ბავშვები, რომლებსაც სკოლებში უფასო ულუფა ეკუთვნოდათ. ზოგიერთს ხელზე აძლევდნენ „მშრალ საკვებს“. მშობლებმა ამ პროდუქტების ფოტოები სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. საზოგადოებრიობამ ისინი ნახა და აღშფოთდა. აქ იყო მაკარონი, ლობიო, ყველის რამდენიმე თხელი ნაჭერი, ცოტა კარტოფილი, ორი სტაფილო, სამი ვაშლი. თანაც ეს ყველაფერი ერთი კვირისთვის.
ულუკმაპუროდ დარჩენილ ოჯახებს საკვების ტალონებიც დაურიგეს. სამი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ერთი ტალონი — ერთი კვირით. ახლა ის 4,25 გირვანქა ღირს. მაღაზიაში ტალონით შეიძლება მხოლოდ რძის, ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნების, ბავშვთა საკვების შეძენა. არავითარი ხორცი, თევზი, ყველი, ლორი, ტკბილეული ან საკონდიტრო ნაწარმი. რის შეძენა შეიძლება ამ ფულით, მაგალითად, Tesco-ში? ვთქვათ, ორი ლიტრი რძის, ორიოდ კილოგრამი კარტოფილის, ხუთი ბანანის. სულ ეს არის.
ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოსაზრება: მერკელი „გაზის საქმეებს“ ხურავს
ინგლისის მთავრობა ამას „ჯანსაღ კვებას“ უწოდებს. განსხვავებული წარსულის ადამიანებს ეს მოაგონებს სამხედრო კომუნიზმის დროინდელ შიმშილს.
როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, დღეს უსაშველოდ მზარდი ფასების ფონზე ასეთ ოჯახებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ: მალე ისინი იძულებული იქნებიან, არჩევანი გააკეთონ - eating and heating- საკვებსა და გათბობას შორის.
ტრადიციულად ბრიტანეთში ყოველ ზამთარს რამდენიმე ათეული ათასი პენსიონერი იღუპება. ისინი ეკონომიას ეწევიან, ღამით გათბობას თიშავენ და იყინებიან. 2014 წელს ასე 40 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ ზამთარს გარდაცვალების მსგავსი შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.
ესპანეთში ზამთარი ოდნავ თბილია, თუმცა საკვებთან დაკავშირებით სიტუაცია უკეთესი არ არის. მხოლოდ მადრიდში წლის დასაწყისში 186 ათას ადამიანს რეგულარულად ურიგდებოდა უფასო პროდუქტი. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ულუკმაპუროდ დარჩენილთა შორის სულ უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანია. პენსიას ისინი, როგორც წესი, უმუშევრად დარჩენილ შვილებსა და შვილიშვილებს აძლევენ. საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნათლიის“ შეფასებით, მოხუცთა რაოდენობა, რომლებიც მათ დახმარებისთვის მიმართავენ, ერთ წელიწადში 63 პროცენტით გაიზარდა.
ალუმინის ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
სამხედრო გადატრიალებამ ფასები ასწია: ვინ მოიგებს ბაზარზე გადანაწილებით
მადრიდის ტაძრის წინამძღვარი სან ხუან დე დიოსი, რომელიც ორგანიზებას უწევს უფასო საკვების დარიგებას, ბი-ბი-სის ჟურნალისტს უყვება, რომ ადამიანები მასთან დახმარებისთვის ქალაქის მეორე ბოლოდან ფეხით მიდიან, გზაში ორ-სამ საათს ხარჯავენ, რადგან ავტობუსის ფული არ აქვთ.
უსახლკაროები ან ნარკომანები არ გეგონოთ. ისინი ევროპის საშუალო ფენის ნამსხვრევები არიან. ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, დახარჯეს დანაზოგი და უეცრად გაძვირებული ცხოვრების წინაშე უძლურები აღმოჩნდნენ.
ელექტრობის გაძვირებას კიდევ ერთი უსიამოვნო შედეგი მოსდევს. ის ევროპულ საქონელს მსოფლიო ბაზარზე არაკონკურენტუნარიანად აქცევს. ევროკავშირისთვის მთავარი ბაზარი ყოველთვის ამერიკული იყო. ოკეანის გადაღმა პარტნიორზე ევროპელების მიჯაჭვულობაში ამერიკულ ბაზარზე წვდომას არანაკლები როლი მიუძღვის, ვიდრე აშშ-ის სამხედრო ბაზებს.
მაგრამ ახლა პარადოქსული სიტუაცია იქმნება. აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც ევროპელებს თავს ახვევს მწვანე ენერგეტიკას, თავად არ ჩქარობს მზისა და ქარის ენერგიაზე გადასვლას. იაფი ელექტრობა მათ კონკურენტულ უპირატესობას აძლევს და ბაზრიდან ევროკავშირის გამოძევებაში ეხმარება. ეს სისასტიკეა - მით უმეტეს მოკავშირეების მიმართ. მაგრამ სწორედ ასე არ ექცევა აშშ თავის ერთგულ ვასალებს?
„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
მიმოხილვა: უკრაინამ „გაზპრომს“ ევროპიდან შეუტია
სახალხო მასების გაღარიბების ფონზე რეალობას მოწყვეტილმა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც გადაწყვიტეს, რამე ეღონათ. მათ დამნაშავეების ძებნა დაიწყეს. და მალევე იპოვეს. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, დამნაშავეები კვლავ რუსები აღმოჩნდნენ.
ბრიტანული პარლამენტის დეპუტატებმა „გაზპრომს“ წერილი მისწერეს - ზუსტად ისე, როგორც ზაპოროჟიელმა კაზაკებმა თურქ სულთანს. დოკუმენტში კომპანია დადანაშაულებულია „ბაზრით მანიპულირებაში“ და გაზის გაძვირებაში. იმავე სულისკვეთებით მოქმედებს ევროპარლამენტიც. ზოგიერთი პარლამენტარი ევროკომისიას მოუწოდებს ანტიმონოპოლიური გამოძიების ჩატარებისა და „გაზპრომის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანისკენ იმის გამო, რომ ევროპაში ყველაფერი გაძვირდა.
მოითმინეთ! მაგრამ საუბარი ხომ გაზის მყისიერ ფასებზეა, იმ მოკლევადიან კონტრაქტებზე, რომელთა გაფორმებაც „გაზპრომს“ არასდროს სურდა. კომპანიას ამ თემაზე ევროკავშირთან დავაც კი ჰქონდა, მაგრამ საქმე წააგო.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
იუშკოვი: შეძლებს თუ არა ევროპა, უარი თქვას რუსულ გაზზე?
„გაზპრომი“ ყოველთვის სთავაზობდა მათ გრძელვადიანი კონტრაქტების დადებას სტაბილური ფასით, რომელიც ბირჟის არასტაბილურობაზე არ იქნებოდა დამოკიდებული. თუმცა მაშინ ევროპელებისთვის მყისიერი ფასები ხელსაყრელი იყო და მათ თავიანთი გადაწყვეტილება გაიტანეს. ახლა კი ცდილობენ რუსული კომპანია დაადანაშაულონ თავიანთ შეცდომაში, რომელიც მათმა სიხარბემ და არაშორსმჭვრეტელობამ გამოიწვია.
„გაზპრომი“ წლობით თამაშობს ევროპელების მხრიდან თავსმოხვეული წესების მიხედვით. დღეს ისინი აღშფოთებული არიან და ამბობენ, რომ ამაზე არ შეთანხმებულან. ყველაფერი მოგვეცით - თანაც უფასოდ! ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, უკრაინას მოგვაგონებს. ასეთ სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, რასაკვირველია.
სხვა რა გამოსავალი აქვთ ევროპელებს? ამერიკული თხევადი გაზის შეძენა? ოკეანის გადაღმა პარტნიორები „ბაზრით მანიპულირების“ დამსახურებული ოსტატები არიან. ისინი მოკავშირეების გაჭირვებით ისარგებლებენ და ისეთ ფასს დაადებენ პროდუქციას, რომ ევროკავშირს ყველა ამჟამინდელი პრობლემა უმნიშვნელოდ მოეჩვენება. არა, თუ საღად ვიაზროვნებთ და არა ისე, როგორც ამას ევროპული ელიტა აკეთებს, რუსული გაზის ერთადერთი ალტერნატივა - რუსული ატომური ელექტროსადგურია, ან ყველაფერი ერთად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0