იუშკოვი: შეძლებს თუ არა ევროპა, უარი თქვას რუსულ გაზზე?

© AP Photo / Dmitry Lovetskyჩრდილოეთის ნაკადი-2
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
მონაწილეობს თუ არა რუსეთი ევროპაში გაზის ფასების მკვეთრ მატებაში და იქნება თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ეფექტური, თუ ევროკავშირს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა სურს, განმარტავს ექსპერტი.
ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მეორე ტოტის ბოლო მილი დაიდო. ამის შესახებ პროექტის ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მა 6 სექტემბერს გამოაცხადა. ხოლო 9 სექტემბერს ფიუჩერსულ ბაზარზე ისტორიული რეკორდი დამყარდა — ათასი კუბური მეტრი გაზის ფასმა, პირველად ვაჭრობის მთელ ისტორიაში, 700 დოლარს გადააჭარბა.
გაზპრომი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
„გაზპრომი“: მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დამთავრდა
როგორ იმოქმედებს Nord Stream 2-ის გაშვება ევროპაში გაზის სწრაფად მზარდ ფასებზე, და რატომ არ ზრდის „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ევროკავშირის ბაზარზე, როდესაც ევროპელებს ზამთარში გაყინვისა ეშინიათ გათბობის სეზონისთვის გაზის არასაკმარისი მარაგის გამო? რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგიის სპეციფიკას Sputnik-ის რუსულენოვან YouTube-არხზე განთავსებულ ინტერვიუში იგორ იუშკოვი განმარტავს, რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ანალიტიკოსი.

რატომ ადანაშაულებენ რუსეთს და არა ნორვეგიას

გაზზე ოქტომბრის ფიუჩერსების ფასმა ევროპაში 9 სექტემბერს, პირველად ვაჭრობის ისტორიაში, 700 დოლარს გადააჭარბა ათას კუბურ მეტრზე. ერთი თვის წინ გაზის ფიუჩერსები 550 დოლარი ღირდა ათას კუბურ მეტრზე, ხოლო მაისის შუა რიცხვებში — 373 დოლარი. ევროპელი გაზის ტრეიდერები სიტუაციას „სიგიჟეს“ უწოდებენ. არაერთმა ევროპულმა მედიასაშუალებამ ფასების რბოლა „გაზპრომის“ინტრიგებით ახსნა თუმცა ამ აბსურდს ლოგიკური ახსნა აქვს, ამბობს იგორ იუშკოვი.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყიდვა შესთავაზეს: ექსპერტის კომენტარი
„აზიაში გაზის ფასები კიდევ უფრო მაღალია, — ამბობს ის. — ჩინეთი ზრდის გაზის მოხმარებას. იქ მსხვილი მომხმარებლები არიან: იაპონია და სამხრეთ კორეა. ანუ მთელი გათხევადებული ბუნებრივი აირი, LNG, აზიაში მიდის. LNG-ს მწარმოებლებს, ბუნებრივია, სურთ მეტი შემოსავლის მიღება, ამიტომ ისინი მსხვილ პარტიებს აზიის ბაზრებზე გზავნიან 2021 წლის განმავლობაში“.
შესაბამისად, თუ ევროპას LNG-ის დამატებითი მოცულობა სჭირდება, მას შესთავაზებენ დაახლოებით იგივე ფასს, რაც აზიაშია, განმარტავს იუშკოვი. რაც შეეხება რუსეთს, ის აპრილიდან დღემდე იგივე რაოდენობის გაზს აწვდიდა.

„ამიტომ, როცა რუსეთს ადანაშაულებენ, რომ მან ონკანი გადაკეტა და ევროპას აშანტაჟებს, რაც ჩვენ მუდმივად გვესმის უცხოური მედიისგან, ეს ასე არ არის, — ასკვნის იგორ იუშკოვი. — შეგიძლიათ გადახედოთ მილსადენის გაზის სხვა მიმწოდებლებს. იმავე ნორვეგიაში გაზის მოპოვების მოცულობა უკვე მეოთხე წელია მცირდება, და ის ცდილობს, უფრო მეტი გაათხევადოს და გაგზავნოს აზიაში“.

ექსპერტის თქმით, ალჟირმა ასევე დაიწყო ნაკლები გაზის ექსპორტირება შიდა მოხმარების გაზრდის გამო. და სვამს კითხვას: „მაშ, რატომ ჩნდება პრეტენზიების რუსეთის მიმართ? თავად ევროპელები ეკონომიკურად ლოგიკურად, მაგრამ არაპატრიოტულად იქცევიან“.
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
მოსაზრება: „პაკისტანური ნაკადი“ – რუსეთი სამხრეთისკენ მიიწევს
გარდა ამისა, როდესაც ტრეიდერები მაღალ ფასებზე საუბრობენ, მათ მხედველობაში აქვთ ჰოლანდიური ბირჟის კოტირებები — ის ძირითადად LNG-ის ბაზარზეარსებულ ვითარებას ასახავს. გერმანიის ბირჟა მისგან განსხვავდება: იქ ფასებზე რუსული მილსადენის მიწოებები ახდენს გავლენას, ამიტომაცაა დაბალი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, მიაჩნია იუშკოვს.

რატომ უნდა მისცეს რუსეთმა უკრაინას ფულის შოვნის საშუალება?

ექსპერტის თქმით, ტრეიდერები კიდევ იმის გამო ნერვიულობენ, რომ გაზის მარაგები ევროპის მიწისქვეშა საცავებში ცოტაა. „მაგრამ რატომ მოხდა ასე? რატომ არ ემზადებოდნენ ზამთრისთვის? იმიტომ, რომ ფასი წლის განმავლობაში იზრდებოდა და კომპანიები ფიქრობდნენ, ახლა რომ ათას კუბომეტრში 400 დოლარი გადავიხადო, ხომ შეიძლება ზამთარში ფასი უეცრად 300 დოლარამდე დაეცეს და ზარალი ვნახოო. და გახდა 500 დოლარი. ეს ნამდვილად პიკური ფასია! და ახლაც ზუსტად იგივე ისტორიაა: მიწისქვეშა საცავებში გაზის გადაქაჩვა ეშინიათ, ვაითუ ზამთარში გაიაფდესო“, — განმარტავს იუშკოვი.
ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოსაზრება: მერკელი „გაზის საქმეებს“ ხურავს
მისი თქმით, უფრო მეტიც, წელს ბევრი ქვეყანა იღებდა გაზს საცავებიდან და აქტიურად ყიდდა მიმდინარე მოხმარებისთვის. 2020 წელი ხომ სრულიად სხვაგვარი იყო — ფასები ბაზარზე ზედაბალი იყო — ათას კუბომეტრზე ას დოლარზე ნაკლები.

„რა თქმა უნდა, ევროპა ზამთარში არ გაიყინება, მაგრამ მას დამატებითი სიმძლავრეები დასჭირდება რუსეთიდან გაზის გადასაქაჩად, — ამბობს იუშკოვი. — რუსეთი პრაქტიკულად ერთადერთი მილსადენური მიმწოდებელია, რომელსაც შეუძლია გაზარდოს გაზის მოპოვებისა და მიწოდების მოცულობები. და აქ „ჩრდილოეტის ნაკადი-2“ რუსეთს საშუალებას მისცემს, რენტაბელურად გადაქაჩოს დამატებითი მოცულობები ევროპაში“.

იუშკოვის თქმით, ახლა „გაზპრომის“ მოცულობების გაზრდა არახელსაყრელია. „ყველა მარშრუტი, გარდა უკრაინულისა, სრულადაა დატვირთული. თუ „გაზპრომი“ უკრაინის გავლით გადაქაჩვის ზეკონტრაქტულ მოცულობებს აიღებს, გაზრდილი კოეფიციენტი ჩაირთვება, არადა გადაქაჩვის ტარიფი ისედაც მაღალია. და დგება არჩევანი: გადაიტუმბოს უფრო მეტი გაზი, მაგრამ ამასთან დამატებით გადაქაჩვის საფასურიც იყოს გადახდილი და თანაც ფასიც შემცირდეს ევროპაში გაზზე, თუ ძველებურად ვიმუშაოთ?“ — განმარტავს ის.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
რესპუბლიკელმა სენატორმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს „დამოკლეს მახვილი“ აღუთქვა
იუშკოვი ამბობს, რომ პირველი ვარიანტი აბსოლუტურად მოკლებულია ეკონომიკურ აზრს: „რუსეთი ისედაც ყველა გრძელვადიან კონტრაქტს ასრულებს. ხოლო დამატებითი მიწოდებების შემთხვევაში მთელი ნამატი უკრაინულ ოპერატორს ერგება, იმიტომ რომ გაზრდილი ტრანზიტისტვის მას უნდა გადავუხადოთ“.

კითხვის ნიშანი მწვანე ეკონომიკაში

იუშკოვის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამუშავების შემდეგ რუსეთი დამატებით შეძლებს გაზის მიწოდებას: „ჯერ პირველი - ის სრულად ეკუთვნის „გაზპრომს“, ანუ გადახდა საკუთარი შვილობილი კომპანიისტვის იქნება საჭირო; და მეორეც — იამალიდან გერმანიამდე მანძილი 1800 კილომეტრით ნაკლებია უკრაინის გავლით მარშრუტზე. გაზსადენების მოკლე სიგრძის გამო „გაზპრომი“ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია“.
იუშკოვი დარწმუნებულია, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება ვერ მოახდენს უარყოფით გავლენას „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“. ექსპერტის თქმით, ევროპამ უკვე 2050 წლისთვის უნდა თქვას უარი ენერგიის ნებისმიერ წიაღისეულ წყაროზე. მაგრამ ინვესტიციები, რომლებსაც ევროკავშირი დებს „მწვანე გარიგებაში“, არასაკმარისია და ის ბევრჯერ უნდა გაიზარდოს.
ჩღდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
„არის დაღლილობა უკრაინისგან“ - რუსი პოლიტოლოგის კომენტარი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ზე“
„ეს კი ძნელია. საბოლოოდ ხომ ყველაფრისთვის მომხმარებელი იხდის, ხოლო ელექტროენერგიის ღირებულება ევროპაში ისედაც საკმაოდ მაღალია. ევროპა თავის მიზნებზე უარს არ ამბობს, მაგრამ შეიძლება მათი მიღწევის ვადებმა გადაიწიოს. ვფიქრობ, გაზზე მოთხოვნა კიდევ ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდება“, — მიაჩნია ექსპერტს.
იუშკოვი ამბობს, რომ, გარდა ამისა, რუსეთი თვალყურს ადევნებს ენერგეტიკის სფეროში ტრენდებს. ევროპას წყალბადზე გადასვლა სურს. წყალბადს კი ბუნებრივი გაზისგან აწარმოებენ. „და მაშინ რუსეტი წყალბადის წარმოებას შეძლებს. მისი გაგზავნა იგივე „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გავლით იქნება შესაძლებელი.
ექსპერტის ვარაუდით, პირველ ხანებში გაზსადენის მოდერნიზებაც კი არ გახდება საჭირო: „ევროპელები გარდამავალ პერიოდზე საუბრობენ, როდესაც ისინი გაზწყალბადოვან ნარევს გამოიყენებენ. წყალბადის 30%-მდე გაზს შეერევა და ისე მიეწოდება — გაზსადენის მოდერნიზაციის გარეშე. შემდგომში კი უკვე მოდერნიზაცია იქნება საჭირო, თუმცა ეს ტექნიკურად მოგვარებადია“.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ახალი სანქციები დაუწესა
ექსპერტის აზრით, პრობლემა ისაა, რომ ევროპელები მხოლოდ გეგმებზე ლაპარაკობენ, თავად წყალბადის ბაზარი კი არ არსებობს: „არავინ აწარმოებს წყალბადს დიდი რაოდენობით. ამ დროისთვის კი არსებობს გათბობის სეზონი და ის აჩვენებს ევროპული პოლიტიკის მთელ აბსურდულობას. მათ „გაზპრომი“ აიძულეს, რომ ყველა კონტრაქტში ჩაეწერა ფასწარმოქმნა ჰაბებზე ბმით, არადა ნავთობთან ბმით გაზის ფასი ნახევრად იაფია. ევროპელები თავისსავე ენერგეტიკული სტრატეგიის შეცდომებს იწვნევენ“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0