მოსაზრება: „პაკისტანური ნაკადი“ – რუსეთი სამხრეთისკენ მიიწევს

© photo: Sputnik / Dmitry lel'chuk / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენის მშენებლობა
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
უცხოური პრესა იუწყება, რომ რუსეთი აგრძელებს მუშაობას სტრატეგიული ყოფნის გასაძლიერებლად მსოფლიო რუკის მთავარ წერტილებში. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ არმიასა და საზღვაო ძალებზე, არამედ ენერგეტიკულ სექტორზე და კონკრეტულად „პაკისტანის ნაკადზე“.
ამ დღეებში ისლამაბადში დასრულდა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც ორი ქვეყნის ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფებმა დაადასტურეს პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნა, რისთვისაც ტექნიკური საკითხებისა და დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია გაგრძელდება. წინა შეხვედრების მემორანდუმებისგან მთავარი განსხვავება ისაა, რომ გეოლოგიური ძიება დაიწყება პოტენციური გაზსადენის მარშრუტზე, ანუ მომავალი მილი პირველ ნაბიჯს დგამს ქაღალდიდან მიწაზე.
რუსული ვაქცინა „სპუტნიკV - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2021
პაკისტანმა რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
პროექტის იდეა პირველად რთულ დროს გაჩნდა. 2015 წელს ხელი მოეწერა მთავრობათშორის შეთანხმებას გაზსადენ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ შემუშავებისა და მშენებლობის შესახებ, რომლის სიგრძე თითქმის 1100 კილომეტრი, ხოლო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი იქნებოდა. იგულისხმებოდა, რომ რუსი კონტრაქტორები სატრანზიტო ხაზს ყარაჩის პორტიდან ქალაქ ლაჰორამდე ააგებდნენ. ტექნიკური იდეის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ნავსადგურში დამატებით უნდა აშენებულიყო რეგაზიფიკაციის ტერმინალი, სადაც საზღვაო გაზმზიდების მეშვეობით გათხევადებული ბუნებრივი აირი (LNG) ჩავიდოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მას კვლავ აირად მდგომარეობაში დააბრუნებდნენ, პენჯაბის პროვინციისკენ წავიდოდა.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროექტი ვაინაჩრობით ხორციელდებოდა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ გაზის გადაქაჩვის ტარიფებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ღირებულების გაზრდას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვის აზრით, პროექტი ეკონომიკურად წამგებიანი იქნებოდა. შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მორიგი სანქციები დაუწესა რუსეთის მხრიდან მთავარ შემსრულებელ „როსტექს“, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა პროექტის განხორციელება. გასულ შემოდგომაზე მხარეებმა კვლავ გადახედეს ხელშეკრულების პირობებს — ისლამაბადის მოთხოვნით. პროექტში პაკისტანის მონაწილეობის წილი 51-დან 74 პროცენტამდე გაიზარდა, ამასთან მკაცრად განისაზღვრა მხოლოდ რუსული მასალების, კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიზიდვა–გამოყენების პირობები. გადაწყდა, რომ რუსეთის ინვესტიციები არ აღემატებოდა 25 პროცენტს, ხოლო ყველა დანარჩენ ხარჯს პაკისტანი დაფარავდა.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყიდვა შესთავაზეს: ექსპერტის კომენტარი
უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულზე პროექტს სახელი შეუცვალეს და „პაკისტანის ნაკადი“ უწოდეს, ხოლო ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მშენებლობის ყველაზე უახლოეს მომავალში დასაწყებად.
ნებისმიერი ასეთი პროექტის იდეისა და მიზნის გასაგებად პოლიტიკოსებისა და ყველა სახის ექსპერტების განცხადებებს კი არ უნდა უსმინოთ, არამედ რუკით უნდა შეიარაღდეთ. ეკონომიკური გეოგრაფია შესანიშნავი საგანია, რომელიც პასუხს იმ კითხვებზეც კი იძლევა, რომლებსაც გულმოდგინედ უვლიან გვერდს ოფიციალურ პრესკონფერენციებზე.
პაკისტანი არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 220 მილიონზე მეტია. თითქოს არც ისე ბევრია მეზობელი ინდოეთისა და ჩინეთის ფონზე, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამ 200 მილიონზე მეტ კაცს მხოლოდ გამოკვება კი არ სჭირდება, არამედ ელექტროენერგიითა და ცივილიზაციის სხვა სარგებლით უზრუნველყოფაც. თუ გამჭვირვალე ქაღალდზე პაკისტანის ყველა ელექტროსადგურის ადგილსამყოფელს მოვნიშნავთ, შემდეგ კი ამ ფურცელს ქვეყნის ფიზიკურ რუკას დავადებთ, კრიტიკულ დისბალანსს შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავთ.
გენერაციის ობიექტები, ანუ ნავთობპროდუქტებზე მომუშავე 20 სადგური, ბუნებრივ გაზზე მომუშავე 22 თბოელექტროსადგური, ქვანახშირზე მომუშავე 9 და 3 ატომური ელექტროსადგური განლაგებულია პირობით რკალზე, რომელიც მიემართება სამხრეთიდან აღმოსავლეთისკენ, შემდეგ კი ჩრდილოეთისკენ და მოულოდნელად წყდება დედაქალაქის რაიონში. ელექტროენერგიით მეტ-ნაკლებად მომარაგებულად მიიჩნევა ბელუჯისტანის სამხრეთი ნაწილი ყარაჩის რაიონში და მისი ცენტრალური ნაწილი კვეტა-ლორალაი-მულტანის ხაზის გასწვრივ, ხოლო ელექტროსადგურების ლომის წილი კონცენტრირებულია პენჯაბის პროვინციაში — უკვე ნახსენები ლაჰორის მახლობლად. ოდნავ ჩრდილოეთით, ისლამაბადის მახლობლად განლაგებულია სამი ნახშირის ელექტროსადგური, მაგრამ მათი ერთადერთი ამოცანაა დედაქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ინდოეთის მთავრობამ ჯამუსა და ქაშმირში დაახლოებით 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2019
ინდოეთი არეულობის გამო ქაშმირში ჯარებს გზავნის – ფოტო
იგივე რუკა გვიჩვენებს, რომ ქვეყნის მთელ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ირანთან და ავღანეთთან საზღვრების გასწვრივ პრაქტიკულად არ გააჩნია საკუთარი გენერაცია, ხოლო ისლამაბადის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონში, რომელსაც ქაშმირი და ჩინეთი ესაზღვრება, რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგური მოქმედებს როგორც ენერგიის ერთადერთი წყარო.
ბუნებრივია, პაკისტანს სჭირდება სინათლე თავისი მოქალაქეების სახლებში და ენერგიის საიმედო წყაროები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფას კი არ შეძლებენ, არამედ მომგებიან ვაჭრობასაც დიდ მეზობლებთან.
„პაკისტანის ნაკადის“ განხორციელება, რომლის სიმძლავრეც 12,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა იყოს წელიწადში, უზრუნველყოფს საწვავს ახალი ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, პენჯაბში თავმოყრილ ინდუსტრიულ საწარმოებს გამოკვებავს. თუ პროექტი წარმატებული გამოვა, გაზსადენის დედაქალაქამდე გაგრძელებას არაფერი შეუშლის ხელს — ქალაქ მულტანიდან ისლამაბადამდე 400 კილომეტრზე ოდნავ მეტია.
იმის გასაგებად, თუ სად არის აქ რუსეთის ინტერესი, აუცილებელია რამდენიმე პუნქტის აღნიშვნა.
გაზსადენ TAPI-ით (თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი) დავიწყოთ, რომელშიც რუსეთი ტექნიკური გარანტორის სახით და ასევე აღჭურვილობისა და მილების მიმწოდებლის სახით გამოდიოდა. გაზის საბოლოო მიმღები არის ინდოეთი, მაგრამ ყველა ტრანზიტული ქვეყანა განიცდის კოლოსალურ მოთხოვნას ცისფერ საწვავზე და, შესაბამისად, ყველა მათგანი მკაფიოდ განაცხადებს პრეტენზიას ნახშირწყალბადების წილზე. პაკისტანის შემთხვევაში ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ „ნაკადის“ პირობების თანახმად, ეს მაგისტრალი ქალაქ მულტანის მიდამოში უნდა შეუერთდეს TAPI-ს გაზსადენს. ორი გაზსადენის საერთო სიმძლავრე იქნება 55 მილიარდი კუბური მეტრი, რაც აბსოლუტური სიზუსტით შეესაბამება ნებისმიერ „ჩრდილოეთის ნაკადს“. ექნება რა ხელთ ასეთი რესურსები, პაკისტანი შეძლებს დაიწყოს მასობრივი გაზიფიკაცია ქვეყანაში და წონადი კოზირი მიიღოს ინდოეთთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც სადავო ქაშმირის პროვინციას იკავებს.
ნავთობტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
მიმოხილვა: რუსეთი ამერიკულ ნავთობბაზრებს იპყრობს
გარდა ამისა, გაზის ბაზრის ფორმირება ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა პაკისტანი, სადაც თითქმის სამჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე, ვთქვათ, გერმანიაში ან თურქეთში, გარანტირებულად გადააკეთებს ნახშირწყალბადების გლობალურ ბაზარს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად საინტერესოა კატარისთვის, რომელიც შეძლებს უმოკლესი მარშრუტით განახორციელოს საკუთარი თხევადი გაზის მიწოდებები სპარსეთის ყურიდან ომანის ყურემდე, იქიდან კი ყარაჩისკენ. ამავდროულად კატარს არ შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს LNG-ს წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კატარის გაზის მიწოდება ევროპაში შემცირდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსული გაზსადენებისა და მათი გავლით მიწოდებების მნიშვნელობას.
გარდა ამისა, რუსეთი ნედლეულს კი არ გაყიდის, არამედ საბოლოო პროდუქტს მაქსიმალური დამატებული ღირებულებით, დატვირთავს რა სამუშაოებით კოოპერაციის გრძელ ჯაჭვს — გეოფიზიკოსებით დაწყებული, ფოლადის მწარმოებლებითა და მილების გამყვანებით.
არ არსებობს ოდნავი ეჭვიც კი, რომ რეგიონის აღორძინება დაკავშირებულია როგორც ავღანეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულებასთან. რუსეთმა ნათლად აჩვენა, რომ მას შეუძლია ნებისმიერი პროექტის დასრულება, თუნდაც მასიური სანქციების ზეწოლის ქვეშ. ინდოეთი ცდილობს გახდეს მთავარი მეტალურგიული ძალა მსოფლიოში. მას ერთდროულად ესაჭიროება ავღანეთის რკინის საბადო და ასევე რუსული ნახშირი და გაზი. პაკისტანს სურს მიაღწიოს სამრეწველო განვითარების ახალ დონეს. ამას კი, ისევ და ისევ, ბუნებრივი აირი სჭირდება. მეზობელი ქვეყნები კი თავად განიცდიან გაზის დეფიციტს და აშკარად არ აპირებენ ისლამაბადისთვის მის გაზიარებას.
ავღანეთი, პრონციპში, მზადაა შთანთქას რესურსების ნებისმიერი რაოდენობა, ვინაიდან ქვეყნის ელექტროფიკაცია, გამუდმებული ომის წყალობით, შუა საუკუნეების დონეზეა.
ავღანეთიდან ამერიკელების წასვლა ის კენჭი გამოდგა, რომელმაც გლობალური ტრანსფორმაციის ზვავი გამოიწვია. თუ თალიბები შეძლებენ დაიცვან ქვეყანა მორიგი ყოვლისმომცველი ომისგან ყველას წინააღმდეგ, მაშინ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ ბრძოლას ახალი ენერგეტიკული, სავაჭრო და სამრეწველო ბაზრებისთვის. სასიხარულო ისაა, რომ რუსეთმა უკვე განიმტკიცა განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი და პერსპექტიული მიმართულება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0