რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყიდვა შესთავაზეს: ექსპერტის კომენტარი

© photo : Nord Stream 2 / Igor Kuznetsovჩრდილოეთის ნაკადი-2
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროკავშირის დირექტივების გვერდის ავლას შეძლებს, თუ კორპორაცია „გაზპრომი“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სხვა სერტიფიცირებულ ოპერატორს მიჰყიდის, წერს გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung გერმანელი ჩინოვნიკების განცხადებაზე დაყრდნობით.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მილები დანიის წყლებში გაყვანილია
ევროპული რეგულაციების თანახმად, მომპოვებელი კომპანია და ინფრასტრუქტურის ოპერატორი გამიჯნული უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმძლავრეების 50 პროცენტი დამოუკიდებელი მიმწოდებლისთვის უნდა იყოს დარეზერვებული.
მანამდე დიუსელდორფის უზენაესმა სასამართლომ უარყო პროექტის ოპერატორის, კომპანია Nord Stream 2 AG-ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გათავისუფლებაზე გაზის დირექტივის მოთხოვნებისგან. თუ კომპანია არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ რუსული ჰოლდინგი გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ ნახევრის გამოყენებას შეძლებს.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ახალი სანქციები დაუწესა
ევროპელების წინადადებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებით რადიო Sputnik-ის ეთერში კომენტარი გააკეთა რეგიონული პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა, რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა დმიტრი ჟურავლიოვმა.

„გაზის დირექტივა გულისხმობს, რომ გაზის მოპოვება და ტრანსპორტირება არ შეიძლება იყოს ერთსა და იმავე ხელში. ამიტომ ევროკავშირი გვთავაზობს – ჩვენ არ ვეხებით თქვენს გაზს, მაგრამ, დაე, „გაზპრომმა“ თავად მილსადენი გაყიდოს, რათა ეს დირექტივა შესრულდესო. ისინი ნავთობსადენებსაც ანალოგიურად მიუდგნენ რამდენჯერმე, მაგრამ, მაპატიეთ, ერთ ადგილზე გაგზავნეს. ეს დასავლეთის ფანტასტიკური ოცნებაა, რომელიც სრულიად არაკორექტულ იდეაზეა აგებული იმის შესახებ, რომ თუ გარკვეული ტექნოლოგიური პროცესი გაიყოფა, ის უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური გახდება“, — ამბობს ჟურავლიოვი.

მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ მსგავსი იდეა არ მუშაობს.
„კონკურენცია — ეს ისაა, როცა ორი კომპანია ერთი მომხმარებლისთვის იბრძვის, და არა ის, როდესაც წარმოების ერთ ნაწილს მეორეს აშორებენ. ორი დაკავშირებული წარმოების პროგრამა კონკურენციას კი არ სწევს, არამედ ავსებს ერთმანეთს. კონკურენციის იდეა, რომელზედაც აგებულია ყველა ეს გაზის დირექტივა, აქ არ მუშაობს. დიახ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს უკრაინული გაზგამანაწილებელი სისტემისთვის შეუძლია კონკურენციის გაწევა. მაგრამ მათ დირექტივებში სხვა იდეაა ჩადებული: ტექნოლოგიური პროცესის თითოეული ეტაპი დამოუკიდებელი უნდა გახდეს — თითქოს ამით კონკურენცია წამოიქმნება, რაც ეფექტურობას გაზრდის. ეს აბსოლუტური მითია, მაგრამ ისინი ამ მითს უკვე მრავალი წელია პოპულარიზაციას უწევენ“, — დაასკვნა ჟურავლიოვმა.
ყველა ახალი ამბავი
0