https://sputnik-georgia.com/20210723/ted-kruzma-CrdiloeTis-nakads-damokles-maxvili-aRuTqva-252397599.html
რესპუბლიკელმა სენატორმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს „დამოკლეს მახვილი“ აღუთქვა
რესპუბლიკელმა სენატორმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს „დამოკლეს მახვილი“ აღუთქვა
Sputnik საქართველო
სენატორის თქმით, აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი – აუცილებლად რესპუბლიკელი – რუსული გაზსადენის ხელშემწყობი ევროპული კომპანიების თავზე დამოკლეს მახვილს დაკიდებს. 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T11:11+0400
2021-07-23T11:11+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765024_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_19467b423fcd43552a8c45525f04269e.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ კაპიტულაცია გამოუცხადა რუსეთს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხში, მაგრამ ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი მის თავზე დამოკლეს მახვილს დაკიდებს, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში.კრუზმა ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის გადაწყვეტილებას შეადარა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სამხედრო სამინისტროს მიერ აგებული პანამის არხის კონტროლი 1977 წელს პანამის ხელისუფლებას გადაეცა. ამ გადაწყვეტილებას მაშინ ასევე აკრიტიკებდნენ რესპუბლიკელები.„თუ შემდგომშიც ასე გაგრძელდება, დაახლოებით იგივე მოხდება, რაც პანამის არხის გადამცემ ჯიმი კარტერს დაემართა. ხუთი ათწლეულის შემდეგ ეს კვლავაც მნიშვნელოვან დანაკარგად რჩება აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის, იმიტომ რომ დემოკრატი პრეზიდენტი ზედმეტად სუსტი იყო საიმისოდ, რომ ჩვენი ინტერესები დაეცვა“, — განაცხადა კრუზმა.ამასთან სენატორმა პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული კანდიდატურების დანიშვნას სახელმწიფო დეპარტამენტში, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ არ შეიცვლება.ტედ კრუზის თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის პოზიცია იმდენად მცდარია, რომ 180 გრადუსით შეტრიალებას საჭიროებს.მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს ოფიციალური განცხადება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე გარიგების შესახებ. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ვაშინგტონის დასკვნით, სანქციები ვერ შეაჩერებს პრაქტიკულად დასრულებული გაზსადენის მშენებლობას, თუმცა შეერთებულმა შტატებმა დაიტოვა უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლებს გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს ევროპის წინააღმდეგ და ასევე „უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში“. ამასთან გერმანიაც ვალდებული იქნება, სწრაფად იმოქმედოს და ეფექტური ზომები გაატაროს ევროკავშირის დონეზე. ამასთან, გარიგების თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების შემდეგ უკრაინის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტი უნდა გაგრძელდეს.გარდა ამისა, აშშ და გერმანია თითო მილიარდ დოლარს ჩადებენ უკრაინაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, ხოლო ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ ენერგოსისტემაში. ამ საკითხში ქვეყანას ტექნიკური მხარდაჭერა გაეწევა.მანამდე რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კომერციული პროექტია და პოლიტიკური მოტივაცია არ გააჩნია.
https://sputnik-georgia.com/20210722/ruseTis-dumaSi-CrdiloeTis-nakadi2-garigeba-Seafases-252389028.html
https://sputnik-georgia.com/20210722/CrdiloeTis-nakadi2-garigeba-kievi-varSava-252388647.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765024_812:353:3072:2048_1920x0_80_0_0_252ae2e6f9441fe92886321d324e0b9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რესპუბლიკელმა სენატორმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს „დამოკლეს მახვილი“ აღუთქვა
11:11 23.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) სენატორის თქმით, აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი – აუცილებლად რესპუბლიკელი – რუსული გაზსადენის ხელშემწყობი ევროპული კომპანიების თავზე დამოკლეს მახვილს დაკიდებს.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ კაპიტულაცია გამოუცხადა რუსეთს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხში, მაგრამ ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი მის თავზე დამოკლეს მახვილს დაკიდებს, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა გამოცემა
Politico-სთან ინტერვიუში.
„მომდევნო პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე 2025 წლის 20 იანვარს მოვა, და რომელიც, მჯერა, რომ რესპუბლიკელი იქნება, დააბრუნებს სანქციებს გაზსადენის წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები, რომლებსაც ჰგონიათ, თითქოს პროექტის ხელშეწყობა დაუსჯელი დარჩება, დამოკლეს მახვილს გადააწყდებიან“, — განაცხადა სენატორმა.
კრუზმა ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის გადაწყვეტილებას შეადარა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სამხედრო სამინისტროს მიერ აგებული პანამის არხის კონტროლი 1977 წელს პანამის ხელისუფლებას გადაეცა. ამ გადაწყვეტილებას მაშინ ასევე აკრიტიკებდნენ რესპუბლიკელები.
„თუ შემდგომშიც ასე გაგრძელდება, დაახლოებით იგივე მოხდება, რაც პანამის არხის გადამცემ ჯიმი კარტერს დაემართა. ხუთი ათწლეულის შემდეგ ეს კვლავაც მნიშვნელოვან დანაკარგად რჩება აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის, იმიტომ რომ დემოკრატი პრეზიდენტი ზედმეტად სუსტი იყო საიმისოდ, რომ ჩვენი ინტერესები დაეცვა“, — განაცხადა კრუზმა.
ამასთან სენატორმა პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული კანდიდატურების დანიშვნას სახელმწიფო დეპარტამენტში, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ არ შეიცვლება.
ტედ კრუზის თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის პოზიცია იმდენად მცდარია, რომ 180 გრადუსით შეტრიალებას საჭიროებს.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს ოფიციალური განცხადება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე გარიგების შესახებ.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ვაშინგტონის დასკვნით, სანქციები ვერ შეაჩერებს პრაქტიკულად დასრულებული გაზსადენის მშენებლობას, თუმცა შეერთებულმა შტატებმა დაიტოვა უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლებს გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს ევროპის წინააღმდეგ და ასევე „უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში“. ამასთან გერმანიაც ვალდებული იქნება, სწრაფად იმოქმედოს და ეფექტური ზომები გაატაროს ევროკავშირის დონეზე. ამასთან, გარიგების თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების შემდეგ უკრაინის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტი უნდა გაგრძელდეს.
გარდა ამისა, აშშ და გერმანია თითო მილიარდ დოლარს ჩადებენ უკრაინაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, ხოლო ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ ენერგოსისტემაში. ამ საკითხში ქვეყანას ტექნიკური მხარდაჭერა გაეწევა.
მანამდე რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კომერციული პროექტია და პოლიტიკური მოტივაცია არ გააჩნია.