გარიგება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე: კიევი და ვარშავა უკმაყოფილო არიან

© photo: Sputnik / Dmitry lel'chuk / გადასვლა მედიაბანკშიჩრდილოეთის ნაკადი-2
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ცნობილი გახდა გარიგების ახალი დეტალები, რომელიც აშშ-სა და გერმანიას შორის დაიდო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით.
თბილისი, 22 ივლისი − Sputnik. უკრაინამ და პოლონეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს აშშ–გერმანიის გარიგებაზე „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-თან დაკავშირებით, რომლითაც გაზსადენის გაჩერებაზე უარი დაგმეს.
აღნიშნული განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.
„ამ გადაწყვეტილებამ შექმნა დამატებითი პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული საფრთხეები უკრაინისა და ცენტრალური ევროპისთვის <…> მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას, ადეკვატურად მოეკიდონ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კრიზისს, რისგან სარგებლის ერთადერთი მიმღები რუსეთია“, − ნათქვამია განცხადებაში.
კიევი და ვარშავა ხაზს უსვამენ, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-თან დაკავშირებით ევროპაში „ბალანსისა და უშიშროების აღდგენის“ ყველა მცდელობა საწყის ეტაპზევე უნდა შეთანხმდეს „იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომლებმაც ყველაზე მეტად იგრძნეს საკუთარ თავზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ნეგატიური შედეგები“.
ჩრდილოეთის ნაკადი2 - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გარიგება შედგა: აშშ და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე შეთანხმდნენ
ამასთან განცხადებაში აღინიშნება, რომ უკრაინა და პოლონეთი ერთად იმუშავებენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაშვების წინააღმდეგ მანამ, სანამ უსაფრთხოების კრიზისის გადალახვის გზები არ მოიძებნება.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს ოფიციალური განცხადება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე გარიგების შესახებ. ცნობილი გახდა გარიგების ახალი დეტალები, რომლის ზოგადი შინაარსი მანამდე უკვე გაავრცელეს მედიასაშუალებებმა.
როგორც ირკვევა, ბერლინი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, თუ ქვეყანა ენერგომატარებლებს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებს. ამასთან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების შემდეგ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტი უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, აშშ და გერმანია თითო მილიარდ დოლარს ჩადებენ უკრაინაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, ხოლო ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ ენერგოსისტემაში. ამ საკითხში ქვეყანას ტექნიკური მხარდაჭერა გაეწევა.
ყველა ახალი ამბავი
0